საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის გაჩაღებული ომი რუსებს უკან უბრუნდებათ - მოსახლეობა მწარე რეალობის წინაშე დგება
პუტინის გაჩაღებული ომი რუსებს უკან უბრუნდებათ - მოსახლეობა მწარე რეალობის წინაშე დგება
  • ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ყვე­ლა ომს თა­ვი­სი გა­მო­ძა­ხი­ლი აქვს, ზოგს ადრე, ზოგ­საც გვი­ან, მაგ­რამ ის აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა მას­ზეც, ვინც ამ ომს იწყებ­და და უწყობ­და ხელს...

ჩვენ რა და­ვა­შა­ვეთ, რის­თვის? - სწო­რედ ამ კი­თხვას სვა­მენ უკვე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რაც ბოლო დღე­ებ­ში ძა­ლი­ან გახ­შირ­და უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო თუ კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნა უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრე­ბი­დან ასე­უ­ლო­ბით კმ-ის და­ცი­ლე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სიღ­რმე­ში, რუ­სუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის თავ­ზე და მათ შო­რის თა­ვად მოს­კო­ვის ახ­ლო­საც კი...

ეს კი­თხვა უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და 2 მარტს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან ხუ­თი­ო­დე კი­ლო­მეტრში ბრი­ანსკის ოლ­ქის სო­ფელ­ში 45-კა­ცი­ა­ნი სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფი გა­მოჩ­ნდა, სრო­ლით გული იჯე­რა, აა­ფეთ­ქა გა­ზის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სად­გუ­რი, და­ცხრი­ლა "როსგვარ­დი­ის" მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფის ჯავ­შან­მან­ქა­ნა და რაც მთა­ვა­რია, ამ რუ­სულ სო­ფელ­ში გა­და­ი­ღო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ ეს ოპე­რა­ცია სწო­რედ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ა­ტა­რა და უდა­ნა­კარ­გოდ და­ტო­ვა რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი.

უკ­რა­ი­ნამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარ­ყო, რომ ეს მისი შეგ­ზავ­ნი­ლი სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფი იყო, გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­შიც თა­ვად ამ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი არ მა­ლა­ვენ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი კი არა, „რუ­სუ­ლი მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის“ წევ­რე­ბი არი­ან. თუმ­ცა პო­ლი­ში­ნე­ლის სა­ი­დუმ­ლოა ის, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან გა­სულ წელს და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ეს „კორ­პუ­სი“ სწო­რედ უკ­რა­ი­ნის მხა­რეს იბ­რძვის და შე­სა­ბა­მი­სად, უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ამა­რა­გე­ბენ და მარ­თა­ვენ კი­დეც.

ამ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი რე­ი­დით რუ­სულ სო­ფელ­ში „რუ­სუ­ლი მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის“ წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი არ ერ­ჩი­ან რუ­სე­თის რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებს და აქ­ტი­ურ ქმე­დე­ბებს იწყე­ბენ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის და­სამ­ხო­ბად, რის­თვი­საც მათ მხარ­და­ჭე­რა­სა და გვერ­დში დგო­მას სთხო­ვენ.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, პუ­ტინ­მა „"რუ­სუ­ლი მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის"“ ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რე­ი­დი რუ­სულ სო­ფელ­ში ტე­რო­რის­ტულ აქ­ტად შე­ა­ფა­სა.

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­და ცდი­ლობს პა­რა­ლე­ლი გა­ავ­ლოს ჩეჩ­ნე­თის პირ­ველ და მე­ო­რე ომე­ბის დროს ბა­სა­ე­ვის ბუ­დი­ო­ნოვ­სკის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეჭ­რა­სა და რა­დუ­ე­ვის "სის­ხლი­ან „გა­სე­ირ­ნე­ბას­თან" ყიზ­ლარ­ში, თუმ­ცა ბრი­ანსკის ოლ­ქის რუ­სუ­ლი სოფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას მო­საკ­ლა­ვად არა­ვინ დას­დევ­და, სა­მიზ­ნე მხო­ლოდ რუსი ძა­ლო­ვა­ნე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა რე­იდს ერთი სა­მო­ქა­ლა­ქო პირი მა­ინც ემსხვერ­პლა და ერთი ბავ­შვიც და­იჭ­რა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
14

რუსეთის ბრი­ანსკის ოლ­ქის სო­ფელ­ში უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მართული სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფის გა­მოჩენა და მათ მიერ გაჩაღებული სროლები, რომლებსაც მოყვა ორი თუ სამი ადამიანის დაღუპვა გასაღებულია პროპაგანდისტულ ნაბიჯად და არა ტერორისტულ აქტად!

საპასუხოდ რუსეთის ჯარმა შურისძიების მიზნით უკრაინის რიგი ქალაქების მიმართ განახორციელა სარაკეტო დარტყმები.

რატომღაც არ მგონია უკრაინის სპეცსამსახურებს კიდევ გაუჩნდეთ სურვილი ასეთი ტერორისტული აქტების გამეორების!

777
10

რასაც დათესავ, იმას მოიმკი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პუტინის გაჩაღებული ომი რუსებს უკან უბრუნდებათ - მოსახლეობა მწარე რეალობის წინაშე დგება

პუტინის გაჩაღებული ომი რუსებს უკან უბრუნდებათ - მოსახლეობა მწარე რეალობის წინაშე დგება
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ყველა ომს თავისი გამოძახილი აქვს, ზოგს ადრე, ზოგსაც გვიან, მაგრამ ის აუცილებლად აისახება მასზეც, ვინც ამ ომს იწყებდა და უწყობდა ხელს...

ჩვენ რა დავაშავეთ, რისთვის? - სწორედ ამ კითხვას სვამენ უკვე რუსეთის მოქალაქეები, რაც ბოლო დღეებში ძალიან გახშირდა უკრაინული სადაზვერვო თუ კამიკაძე-დრონების გამოჩენა უკრაინის საზღვრებიდან ასეულობით კმ-ის დაცილებით, რუსეთის ფედერაციის სიღრმეში, რუსული ქალაქებისა და სოფლების თავზე და მათ შორის თავად მოსკოვის ახლოსაც კი...

ეს კითხვა უფრო აქტუალური გახდა 2 მარტს, როდესაც უკრაინის საზღვრიდან ხუთიოდე კილომეტრში ბრიანსკის ოლქის სოფელში 45-კაციანი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გამოჩნდა, სროლით გული იჯერა, ააფეთქა გაზის გამანაწილებელი სადგური, დაცხრილა "როსგვარდიის" მობილური ჯგუფის ჯავშანმანქანა და რაც მთავარია, ამ რუსულ სოფელში გადაიღო პროპაგანდისტული ვიდეოები იმის დასადასტურებლად, რომ ეს ოპერაცია სწორედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩაატარა და უდანაკარგოდ დატოვა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი.

უკრაინამ ოფიციალურად უარყო, რომ ეს მისი შეგზავნილი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი იყო, გავრცელებულ ვიდეოშიც თავად ამ ჯგუფის წევრები არ მალავენ, რომ უკრაინელები კი არა, „რუსული მოხალისეთა კორპუსის“ წევრები არიან. თუმცა პოლიშინელის საიდუმლოა ის, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან გასულ წელს დაკომპლექტებული ეს „კორპუსი“ სწორედ უკრაინის მხარეს იბრძვის და შესაბამისად, უკრაინის სპეცსამსახურები ამარაგებენ და მართავენ კიდეც.

ამ პროპაგანდისტული რეიდით რუსულ სოფელში „რუსული მოხალისეთა კორპუსის“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი არ ერჩიან რუსეთის რიგით მოქალაქეებს და აქტიურ ქმედებებს იწყებენ პუტინის რეჟიმის დასამხობად, რისთვისაც მათ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას სთხოვენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინმა „"რუსული მოხალისეთა კორპუსის"“ ეს შეიარაღებული რეიდი რუსულ სოფელში ტერორისტულ აქტად შეაფასა.

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ცდილობს პარალელი გაავლოს ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომების დროს ბასაევის ბუდიონოვსკის საავადმყოფოში შეჭრასა და რადუევის "სისხლიან „გასეირნებასთან" ყიზლარში, თუმცა ბრიანსკის ოლქის რუსული სოფლების მშვიდობიან მოსახლეობას მოსაკლავად არავინ დასდევდა, სამიზნე მხოლოდ რუსი ძალოვანები იყვნენ, თუმცა რეიდს ერთი სამოქალაქო პირი მაინც ემსხვერპლა და ერთი ბავშვიც დაიჭრა...წაიკითხეთ სრულად