კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ 10 პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ 10 პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით კი­დევ 10 პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბა აცხა­დებს, და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტთან გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მი­დი­ოდ­ნენ და თან მიჰ­ქონ­დათ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი ნივ­თე­ბი - ელექტრო­შო­კი, ხელ­კე­ტი, ქვე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხის პი­რო­ტექ­ნი­კა, სა­ღე­ბა­ვე­ბი და კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი.

შსს-ს ცნო­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის ორი მუხ­ლით სა­ერ­თო ჯა­მა­ში 76 პირი და­ა­კა­ვეს, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის­თვის კი, ერთი ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის უსაფრ­თხოდ ჩა­ტა­რე­ბი­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით, პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, კი­დევ 10 პირი და­ა­კა­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლი იქ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, რად­გან რო­გორც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს, მათ თან ჰქონ­დათ გარ­კვე­უ­ლი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თე­ბი და ხელ­კე­ტე­ბი. „პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს პი­რის ზე­და­პი­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბა მისი ტან­საც­მლის მხო­ლოდ გარე ზე­და­პირ­ზე ხე­ლით, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და მათი ზე­და­პი­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და შე­მოწ­მე­ბა. დად­გინ­და, რომ ისი­ნი მი­დი­ოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და თან მიჰ­ქონ­დათ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი ნივ­თე­ბი, მათ შო­რის ელექტრო­შო­კი, ხელ­კე­ტი, ქვე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხის პი­რო­ტექ­ნი­კა, სა­ღე­ბა­ვე­ბი და კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და „პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 22-ე მუხ­ლით გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ახ­დე­ნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა გა­და­მოწ­მე­ბას და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას.

გარ­და ამი­სა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე წლის 7 მარტს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით, ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირი, რო­მელ­თა და­კა­ვე­ბის მიზ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ჯამ­ში 76 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ნაგ­რძობს ოპე­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს იმ პირ­თა დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, რომ­ლებ­მაც პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა და სხვა ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კვლავ მო­უ­წო­დებს აქ­ცი­ის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს, არ გას­ცდნენ შეკ­რე­ბის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს, და­იც­ვან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის ნორ­მე­ბი და და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს.

სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი პო­ლი­ცი­ის მიერ, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
3

რომელია აკრძალული ნივთი?

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
5

რაც ამ ქვეყანაზე „მზრუნველმა“ და ქვეყნის „მოყვარულმა“ ბრბომ გააკეთა თავისი მოლოტოვის კოქტეილების, ქვების, ბოთლების სროლით, ცეცხლის წაკიდებით, ფანჯრების მტვრევით და კიდევ ათასი უბედურებით, ძალიან ცოტაა პოლიციისგან რეაგირება....გიჟის დროს, (ვისი მეხოტბეებიც ესენი არიან) ამისთანა რამ მომხდარიყო და ციხეები ხომ გადაივსებოდა თავგახეთქილი პატიმრებით, რუსთაველზე სისხლის გუბეებს კარგა ხან ვერ გადაწმენდდნენ და მკვდრების დათვლაზე აღარ იქნებოდა ლაპარაკი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ 10 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ 10 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ 10 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყება აცხადებს, დაკავებული პირები პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მიდიოდნენ და თან მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული ნივთები - ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, საღებავები და კანონით აკრძალული სხვადასხვა ნივთები.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით საერთო ჯამაში 76 პირი დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სავარაუდო დანაშაულისთვის კი, ერთი ადამიანია დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის უსაფრთხოდ ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, კიდევ 10 პირი დააკავა.

აღნიშნული პირები შეჩერებული იქნენ სამართალდამცველების მიერ, რადგან როგორც პოლიციელებმა შენიშნეს, მათ თან ჰქონდათ გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ნივთები და ხელკეტები. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველი უფლებამოსილია განახორციელოს პირის ზედაპირული შემოწმება მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მათი ზედაპირული დათვალიერება და შემოწმება. დადგინდა, რომ ისინი მიდიოდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე და თან მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, საღებავები და კანონით აკრძალული სხვადასხვა ნივთები, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები საზოგადოებრივ წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენენ აქციის მონაწილეთა გადამოწმებას და დათვალიერებას.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი დააკავეს.

იდენტიფიცირებულია კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ჯამში 76 პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ოპერატიულ ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირთა დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.