საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთოდ არ მომწონს ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიდის... ამიტომაც წავედი პოლიტიკიდან" - ნანობს თუ არა "ოცნების" წევრობას აკაკი ზოიძე, რომელმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკა?
"საერთოდ არ მომწონს ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიდის... ამიტომაც წავედი პოლიტიკიდან" - ნანობს თუ არა "ოცნების" წევრობას აკაკი ზოიძე, რომელმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკა?

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფილ­მა წევ­რებ­მა ე.წ. "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის" შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის არა­თუ მი­ღე­ბა, არა­მედ გან­ხილ­ვაც კი გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს აყე­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს, თა­ნაც იმ დროს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას ელო­დე­ბა.

"ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს და იწ­ვევს მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის, ასე­ვე ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­მო­ნი­ზე­ბას და მათ წარ­მო­ა­ჩენს რო­გორც მტრულ ძა­ლებს, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მსგავ­სი შე­დე­გე­ბი მსოფ­ლი­ომ უკვე იხი­ლა რუ­სე­თის მა­გა­ლით­ზე.

გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­უ­ღებ­ლო­ბის, და მის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ფონ­ზე.

უარ­ყო­ფით სო­ცი­ა­ლურ გავ­ლე­ნას­თან და ქვეყ­ნის სა­გა­რეო რე­პუ­ტა­ცი­ის შე­უქ­ცე­ვად და­ზი­ა­ნე­ბას­თან ერ­თად, კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა ზი­ანს აყე­ნებს ქვეყ­ნის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს, იწ­ვევს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­სა­ჭი­რო ვნე­ბა­თა­ღელ­ვას და უკი­დუ­რე­სად აღ­რმა­ვებს და­პი­რის­პი­რე­ბას.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოს კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა და შე­უდ­გეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბის ღია და ჩარ­თუ­ლო­ბი­თი პრო­ცე­სით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • გან­ცხა­დე­ბის ხელ­მომ­წერ­თა შო­რი­საა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რი აკა­კი ზო­ი­ძეც, რო­მე­ლიც ამ­ბე­ბი.გე-ს აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის საფრ­თხე­ებ­ზე ესა­უბ­რა:

"ფაქ­ტია, რომ ეს ნა­ბი­ჯი არ ემ­სა­ხუ­რე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას, ამ ქვე­ყა­ნა­ში თუნ­დაც პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ას და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს. თუ გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი და ეს არის ძი­რი­თა­დი არ­გუ­მენ­ტი ამ კა­ნო­ნის მი­სა­ღე­ბად, ამ გამჭვირ­ვა­ლო­ბის მი­საღ­წე­ვად, შე­იძ­ლე­ბო­და სხვა გზე­ბის გა­მო­ნახ­ვა ისე­თი იარ­ლი­ყე­ბის მი­წე­ბე­ბის გა­რე­შე, რო­გო­რი­ცაა "უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტი" და "ზე­გავ­ლე­ნის აგენ­ტი“. ამ სი­ტყვა­თა წყო­ბას ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი კო­ნო­ტა­ცია აქვს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ამ სი­ტყვა­თა წყო­ბის მი­მართ აღ­ქმაც შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ი­სა და სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. რომ და­ი­ნა­ხო, ვინ სა­ი­დან და რო­გორ ფი­ნანსდე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მე­თო­დე­ბით გა­კეთ­დეს, მაგ. რო­გორც სა­წარ­მო­ებ­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი - ნე­ბის­მი­ერ ეკო­ნო­მი­კურ სუ­ბი­ექტს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, რომ გა­მო­აქ­ვეყ­ნოს თა­ვი­სი ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შე­ბი სა­ბუ­ღალ­ტრო აღ­რი­ცხვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, შე­გიძ­ლია იგი­ვე მო­ი­თხო­ვო გრან­ტის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, თუნ­დაც ერთ სა­იტ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ყვე­ლა არა­სამ­თავ­რო­ბომ ან­გა­რი­შე­ბი. ამის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი ასე­თი ტი­პის იარ­ლი­ყე­ბის შემ­ცვე­ლი სა­ხე­ლე­ბის და იმ კა­ნო­ნის გა­რე­შე, რო­მელ­ზეც ყვე­ლა გე­უბ­ნე­ბა, რომ მისი მი­ღე­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი.

  • მა­ინც მგო­ნია, რომ ჩემს კო­ლე­გებს კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა ეყო­ფათ, შე­იძ­ლე­ბა კა­ნო­ნი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღონ და შემ­დგო­მი ამას მსვლე­ლო­ბა აღარ მის­ცენ. ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნი იქ­ნე­ბა, რომ ასე­თი ეფე­მე­რუ­ლი მიზ­ნე­ბის გამო მი­ი­ღონ ეს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც შე­ა­ფერ­ხებს ჩვენს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ბედს გან­სა­ზღვრავს.

ძა­ლი­ან არ მინ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნო, რომ აქ მოვ­ლე­ნე­ბი რუ­სუ­ლი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დეს და შემ­დგომ­ში ეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის შე­ზღუდ­ვის მიზ­ნით იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­გორც ეს რუ­სეთ­ში მოხ­და. თა­ვი­დან იქაც მი­ი­ღეს ეს კა­ნო­ნი ვი­თომ რე­გის­ტრა­ცი­ის მიზ­ნით და შემ­დგომ სხვა ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა - ჯერ აგენ­ტთა რე­ესტრი გა­მოქ­ვეყ­ნდა და მერე და­ი­წყო რო­გორც სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, ასე­ვე ის პრო­პა­გან­დის მიზ­ნით და შეთ­ქმუ­ლე­ბის გა­სავ­რცე­ლებ­ლად იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ეს ის თე­მაა, აი, თქვენ რომ უცხო­უ­რი გრან­ტე­ბით ფი­ნანსდე­ბით და მო­ი­თხოვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ გამ­ხელთ. რა­ღაც ასე­თი ტი­პის მოვ­ლე­ნას­თან გვაქვს საქ­მე. სა­ერ­თოდ არ მომ­წონს ის პრო­ცე­სე­ბი, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში მი­დის, რაც ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, ამი­ტო­მაც წა­ვე­დი პო­ლი­ტი­კი­დან. ვი­ცო­დი ასე იქ­ნე­ბო­და და სულ არ მაქვს სურ­ვი­ლი, თა­ვი­დან ჩა­ვერ­თო ამ პრო­ცეს­ში. ეს ისე­თი კა­ნო­ნე­ბია, რო­მელ­თა მი­ღე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნებს. ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და რო­გორც მო­ქა­ლა­ქემ, ისე გა­მოვ­ხა­ტე ჩემი პო­ზი­ცია.

კი­თხვა­ზე, ნა­ნობს თუ არა, რომ ერთ დროს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დის წევ­რი იყო, აკა­კი ზო­ი­ძე პა­სუ­ხობს:

"რა­ტომ ვნა­ნობ, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო, გა­კეთ­და და როცა და­ვი­ნა­ხე, რომ გარ­კვე­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სხვა­ო­ბა ჩნდე­ბო­და, მას მერე წა­ვე­დი გუნ­დი­დან. არც ერთი პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სი­ნა­ნუ­ლი არ გა­მო­მი­ხა­ტავს, რო­მელ­საც ჩვენ ერ­თად ვა­კე­თებ­დით. ბევ­რი კარ­გი რამ გა­კეთ­და, მაგ­რამ რო­დე­საც უკვე ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით გა­და­იდ­გა ნა­ბი­ჯე­ბი (რა­საც ბოლო დროს ვხე­დავთ), წა­ვე­დი. ჩემს კო­ლე­გებს მა­ინც მო­ვუ­წო­დებ, გვერ­დზე გა­და­დონ პი­რა­დი და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ".

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრო
3

მერე პასუხისმგებლობა არ გაგვს, ამ ფარისეველ თაღლითებს, რომ დაუტოვე ქვეყანა?!

*
46

ვინმემ აუხსენით ამ საცოდავს რომ რასაც ახლა აკეთებს მაგას არაკაცობა ჰქვია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საერთოდ არ მომწონს ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიდის... ამიტომაც წავედი პოლიტიკიდან" - ნანობს თუ არა "ოცნების" წევრობას აკაკი ზოიძე, რომელმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკა?

"საერთოდ არ მომწონს ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიდის... ამიტომაც წავედი პოლიტიკიდან" - ნანობს თუ არა "ოცნების" წევრობას აკაკი ზოიძე, რომელმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკა?

როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრებმა ე.წ. "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების შესახებ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონპროექტების არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება.

"ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და იწვევს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე ქართული სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებას და მათ წარმოაჩენს როგორც მტრულ ძალებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მსგავსი შედეგები მსოფლიომ უკვე იხილა რუსეთის მაგალითზე.

განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ კანონპროექტების განხილვა საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყნის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის მიუღებლობის, და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე.

უარყოფით სოციალურ გავლენასთან და ქვეყნის საგარეო რეპუტაციის შეუქცევად დაზიანებასთან ერთად, კანონპროექტების განხილვა ზიანს აყენებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, იწვევს ქართულ საზოგადოებაში არასაჭირო ვნებათაღელვას და უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა და შეუდგეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების ღია და ჩართულობითი პროცესით განხორციელებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

  • განცხადების ხელმომწერთა შორისაა "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი აკაკი ზოიძეც, რომელიც ამბები.გე-ს აღნიშნული კანონპროექტის საფრთხეებზე ესაუბრა:

"ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი არ ემსახურება გაერთიანებას, ევროინტეგრაციას, ამ ქვეყანაში თუნდაც პოლარიზაციის შემცირებას, პოლიტიკური პროცესების ჰარმონიზაციას და ჩვენი შვილების მომავალს. თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი და ეს არის ძირითადი არგუმენტი ამ კანონის მისაღებად, ამ გამჭვირვალობის მისაღწევად, შეიძლებოდა სხვა გზების გამონახვა ისეთი იარლიყების მიწებების გარეშე, როგორიცაა "უცხო ქვეყნის აგენტი" და "ზეგავლენის აგენტი“. ამ სიტყვათა წყობას ძალიან ცნობილი კონოტაცია აქვს ჩვენს საზოგადოებაში და შესაბამისად, ამ სიტყვათა წყობის მიმართ აღქმაც შეთქმულების თეორიისა და სიძულვილის გაღვივების მიზნით გამოყენებული იქნება. რომ დაინახო, ვინ საიდან და როგორ ფინანსდება, ეს შეიძლება აბსოლუტურად სხვა მეთოდებით გაკეთდეს, მაგ. როგორც საწარმოებზეა გაკეთებული - ნებისმიერ ეკონომიკურ სუბიექტს ვალდებულება აქვს, რომ გამოაქვეყნოს თავისი ფინანსური ანგარიშები საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ კანონის მიხედვით, შეგიძლია იგივე მოითხოვო გრანტის კანონის მიხედვით, თუნდაც ერთ საიტზე გამოაქვეყნოს ყველა არასამთავრობომ ანგარიშები. ამის გაკეთება შეიძლება ყოველგვარი ასეთი ტიპის იარლიყების შემცველი სახელების და იმ კანონის გარეშე, რომელზეც ყველა გეუბნება, რომ მისი მიღება არ არის სასურველი.

  • მაინც მგონია, რომ ჩემს კოლეგებს კეთილგონიერება ეყოფათ, შეიძლება კანონი პირველი მოსმენით მიიღონ და შემდგომი ამას მსვლელობა აღარ მისცენ. ძალიან დასანანი იქნება, რომ ასეთი ეფემერული მიზნების გამო მიიღონ ეს კანონი, რომელიც შეაფერხებს ჩვენს ევროინტეგრაციას და ჩვენი შვილების ბედს განსაზღვრავს.

ძალიან არ მინდა წარმოვიდგინო, რომ აქ მოვლენები რუსული სცენარით განვითარდეს და შემდგომში ეს დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი სიტყვის და დემოკრატიული პროცესის შეზღუდვის მიზნით იქნას გამოყენებული, როგორც ეს რუსეთში მოხდა. თავიდან იქაც მიიღეს ეს კანონი ვითომ რეგისტრაციის მიზნით და შემდგომ სხვა ნაბიჯები გადაიდგა - ჯერ აგენტთა რეესტრი გამოქვეყნდა და მერე დაიწყო როგორც სამართლებრივი დევნა, ასევე ის პროპაგანდის მიზნით და შეთქმულების გასავრცელებლად იქნა გამოყენებული. ეს ის თემაა, აი, თქვენ რომ უცხოური გრანტებით ფინანსდებით და მოითხოვთ ხელისუფლების შეცვლას, ამ შემთხვევაში ჩვენ გამხელთ. რაღაც ასეთი ტიპის მოვლენასთან გვაქვს საქმე. საერთოდ არ მომწონს ის პროცესები, რაც ამ ქვეყანაში მიდის, რაც ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში გამოიხატება, ამიტომაც წავედი პოლიტიკიდან. ვიცოდი ასე იქნებოდა და სულ არ მაქვს სურვილი, თავიდან ჩავერთო ამ პროცესში. ეს ისეთი კანონებია, რომელთა მიღება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალს საფრთხის ქვეშ დააყენებს. ეს ჩემთვის მიუღებელია და როგორც მოქალაქემ, ისე გამოვხატე ჩემი პოზიცია.

კითხვაზე, ნანობს თუ არა, რომ ერთ დროს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო, აკაკი ზოიძე პასუხობს:

"რატომ ვნანობ, რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთდა და როცა დავინახე, რომ გარკვეულ ღირებულებათა სხვაობა ჩნდებოდა, მას მერე წავედი გუნდიდან. არც ერთი პრინციპული გადაწყვეტილების მიღების სინანული არ გამომიხატავს, რომელსაც ჩვენ ერთად ვაკეთებდით. ბევრი კარგი რამ გაკეთდა, მაგრამ როდესაც უკვე ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გადაიდგა ნაბიჯები (რასაც ბოლო დროს ვხედავთ), წავედი. ჩემს კოლეგებს მაინც მოვუწოდებ, გვერდზე გადადონ პირადი და ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინონ".

ნახეთ ასევე: