მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს, არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს" - ცეზარ ჩოჩელი
"გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს, არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს" - ცეზარ ჩოჩელი

"არ გავ­ჩუმ­დე­ბი დღეს, როცა გვარ­თმევთ ევ­რო­პულ მო­მა­ვალს", - ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მე­ნი ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" წერს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვლნებს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

"ე.წ უცხო ქვეყ­ნის გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვაც კი ქვეყ­ნის­თვის მავ­ნებ­ლუ­რი და დამ­ღუპ­ვე­ლია - კა­ნონპ­რო­ექ­ტი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს და მისი მი­ღე­ბა შე­დის მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბის და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, არ მი­ნა­ხავს რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის შვი­ლებს და ახ­ლობ­ლებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა მო­ე­წა­დი­ნე­ბი­ათ რუ­სეთ­ში. რა­ო­დენ სამ­წუ­ხა­როც არ უნდა იყოს, ის ხალ­ხი ვინც ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბით, მათი შვი­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი ყვე­ლა სარ­გებ­ლობს ევ­რო­პუ­ლი სი­კე­თით.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩნდე­ბა კი­თხვა: რა არის ამ კა­ნო­ნის მი­ზა­ნი?! თვი­თონ სურთ მი­ი­ღონ ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, თვი­თონ სურთ ჰქონ­დეთ ქო­ნე­ბა ევ­რო­პა­ში, იცხოვ­რონ ევ­რო­პა­ში, ბიზ­ნე­სი აწარ­მო­ონ ევ­რო­პა­ში და ჩვენ და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი დავ­რჩეთ რუ­სე­თის კო­ლო­ნი­ად? დღეს, რო­გორც არას­დროს, ისე გვინ­და ქარ­თველ ხალ­ხს ერ­თი­ა­ნო­ბა.

ყვე­ლა, იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, ვის რა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, ვის რა სო­ცი­ა­ლუ­რი და თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა, ყვე­ლა უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ და ერ­თად უნდა ვუ­თხრათ ამ კა­ნონს არა! აქვე, მინ­და გი­თხრათ, რო­გორც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის მკვიდრმა, 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რომ არა ევ­რო­პა, რომ არა ამე­რი­კის მხარ­და­ჭე­რა, დღეს ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იქ­ნე­ბო­და.

დღე­ვან­დე­ლი კა­ნო­ნი ჰგავს კუ­დი­ა­ნებ­ზე ნა­დი­რო­ბას. რო­დე­საც უცხო­ურ აგენ­ტე­ბად ვა­ცხა­დებთ ადა­მი­ა­ნებს მათი დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბი ჩვენ­თან მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არი­ან? რო­მელ­თა წყა­ლო­ბი­თაც ფეხ­ზეა დამ­დგა­რი ბიზ­ნე­სი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის უნა­რი­ა­ნო­ბა, დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბი და ასე შემ­დეგ. თუ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი 2012 წლამ­დე და 2012 წელს ით­ვლე­ბოდ­ნენ დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­დამ­ჭერ შუ­ქუ­რე­ბად დღეს რა გვე­მარ­თე­ბა?მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლა პატ­რი­ოტ ადა­მი­ანს,

მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ეს იქ­ნე­ბა ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მო­ხე­ლე თუ სხვა. ყვე­ლამ ერ­თად ვი­მუ­შა­ოთ სა­ი­მი­სოდ, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი იყოს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ევ­რო­პა და ად­გი­ლი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნას მო­მა­ვა­ლი არ აქვს.პ.ს მინ­და მივ­მარ­თო დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ნუ და­უშ­ვე­ბენ იგი­ვე შეც­დო­მას, რაც და­უშ­ვა ყვე­ლა წი­ნა­მორ­ბედ­მა - მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი, მუ­შა­ობ­დნენ მათ­სა­ვე წი­ნა­აღ­მდეგ.

მინ­და გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, თუ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ძა­ლი­ან ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის მერე შეს­თა­ვა­ზა თავ­შე­სა­ფა­რი. თქვენ, ამა­საც ვერ მო­ეს­წრე­ბით - გა­საქ­ცე­ვი არ­სად გექ­ნე­ბათ.

გავ­ჩუმ­დი მა­შინ, როცა მინ­გრევ­დით ბიზ­ნესს, გავ­ჩუმ­დი მა­შინ, როცა არ მო­მე­ცით ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, არ გავ­ჩუმ­დე­ბი დღეს, როცა გვარ­თმევთ ევ­რო­პულ მო­მა­ვალს", - წერს ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრო
0

ჩოჩელი ნუ ეტენები ბავშვებს! შე ფარისეველო წვრილო სოვდაგარო!!!

hm
8

წლები რომ ამდენს ითმენთ შიმშილს, უმუშევრობას, გაზრდილი ფასებს და აქამდე ხმა არ ამოგიღიათ ეხლა რამ გაგაგიჟათ ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს, არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს" - ცეზარ ჩოჩელი

"გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს, არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს" - ცეზარ ჩოჩელი

"არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს", - ამის შესახებ ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი "ფეისბუქში" წერს და საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლნებს ეხმიანება.

"ე.წ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაც კი ქვეყნისთვის მავნებლური და დამღუპველია - კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მისი მიღება შედის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების და რუსეთის ინტერესებში 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, არ მინახავს რუსეთის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერების შვილებს და ახლობლებს განათლების მიღება მოეწადინებიათ რუსეთში. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ის ხალხი ვინც ინიციატივით გამოდის ამ კანონის მიღებით, მათი შვილები, ახლობლები ყველა სარგებლობს ევროპული სიკეთით.

აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა: რა არის ამ კანონის მიზანი?! თვითონ სურთ მიიღონ ევროპული განათლება, თვითონ სურთ ჰქონდეთ ქონება ევროპაში, იცხოვრონ ევროპაში, ბიზნესი აწარმოონ ევროპაში და ჩვენ და ჩვენი შვილები დავრჩეთ რუსეთის კოლონიად? დღეს, როგორც არასდროს, ისე გვინდა ქართველ ხალხს ერთიანობა.

ყველა, იმისდა მიუხედავად, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ვის რა სოციალური და თანამდებობრივი მდგომარეობა, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად უნდა ვუთხრათ ამ კანონს არა! აქვე, მინდა გითხრათ, როგორც ოკუპირებული ახალგორის მკვიდრმა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომ არა ევროპა, რომ არა ამერიკის მხარდაჭერა, დღეს ჩვენი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა.

დღევანდელი კანონი ჰგავს კუდიანებზე ნადირობას. როდესაც უცხოურ აგენტებად ვაცხადებთ ადამიანებს მათი დამფინანსებლები ჩვენთან მტრულად განწყობილი ორგანიზაციები არიან? რომელთა წყალობითაც ფეხზეა დამდგარი ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა, დემოკრატიზაციის პროცესები და ასე შემდეგ. თუ ეს ორგანიზაციები 2012 წლამდე და 2012 წელს ითვლებოდნენ დემოკრატიის მხარდამჭერ შუქურებად დღეს რა გვემართება?მინდა მოვუწოდო ყველა პატრიოტ ადამიანს,

მიუხედავად თავისი სოციალური მდგომარეობისა, ეს იქნება ბიზნესის წარმომადგენელი, სახელისუფლებო მოხელე თუ სხვა. ყველამ ერთად ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ ჩვენი მომავალი იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ევროპა და ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეში. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მომავალი არ აქვს.პ.ს მინდა მივმართო დღევანდელ ხელისუფლებას, ნუ დაუშვებენ იგივე შეცდომას, რაც დაუშვა ყველა წინამორბედმა - მათ მიერ მიღებული კანონები, მუშაობდნენ მათსავე წინააღმდეგ.

მინდა გულწრფელად გითხრათ, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ძალიან ბევრმა ქვეყანამ, ხელისუფლებიდან წასვლის მერე შესთავაზა თავშესაფარი. თქვენ, ამასაც ვერ მოესწრებით - გასაქცევი არსად გექნებათ.

გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს, გავჩუმდი მაშინ, როცა არ მომეცით ახალი პროექტების განვითარების საშუალება, არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს", - წერს ცეზარ ჩოჩელი.