მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ოჯახისგან თავს ყოველთვის განსხვავებულად ვგრძნობდი... " - პრინცი ჰარის მორიგი გულახდილი ინტერვიუ
"ჩემი ოჯახისგან თავს ყოველთვის განსხვავებულად ვგრძნობდი... " - პრინცი ჰარის მორიგი გულახდილი ინტერვიუ

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყურ­და­ღე­ბის ცენ­ტრში პრინც ჰა­რის მო­რი­გი ინ­ტერ­ვიუ მო­ექ­ცა, ის ამ­ჯე­რად დოქ­ტორ გა­ბორ მა­თეს ესა­უბ­რა. გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე, თე­რა­პი­ა­სა და სა­მე­ფო ოჯახ­ში აღ­ზრდის ტრავ­მულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ილა­პა­რა­კა. ჰა­რის თქმით, ის თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან "თავს ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გრძნობ­და" და რომ მისი გარ­დაც­ვლი­ლი დე­დაც, ზუს­ტად ასე იყო.

დოქ­ტო­რი გა­ბო­რის და პრინ­ცი ჰა­რის სა­უბ­რის თემა "და­ნა­კარგთან ერ­თად ცხოვ­რე­ბა" იყო. სა­კუ­თარ მე­მუ­ა­რებ­ზე სა­უბ­რი­სას, ჰა­რიმ აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვის მსხვერ­პლად წარ­მო­ჩე­ნა ან ხალ­ხის­გან თა­ნაგ­რძნო­ბის მი­ღე­ბა მისი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა და რომ წიგ­ნი "გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად" გა­მოს­ცა:

"თით­ქოს მხრე­ბი­დან უშ­ვე­ლე­ბე­ლი ტვირ­თი მო­ვიხ­სე­ნი," - აცხა­დებს პრინ­ცი. ის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბარს ტა­ბუს მოხ­სნის და მკი­თხვე­ლე­ბიც უფრო თა­ვი­სუფ­ლად ისა­უბ­რე­ბენ ამ თე­მა­ზე. ჰა­რის ინ­ტერ­ვი­უ­ში არ უხ­სე­ნე­ბია, თუ რო­გორ შეხ­ვდნენ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი წიგ­ნის გა­მოს­ვლას.

"ერთ-ერთი, რი­სიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ში­ნო­და თე­რა­პი­ის და­წყე­ბი­სას, ის იყო, რომ დე­დის მი­მართ გრძნო­ბე­ბი არ და­მე­კარ­გა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შევ­ძე­ლი დე­და­ზე მო­გო­ნე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. მას, უბ­რა­ლოდ, სურ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი."

ჰარი ინ­ტერ­ვი­უს დროს ამ­ბობს, რომ ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის­გან თავს ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გრძნობ­და და თით­ქოს სა­კუ­თარ ნა­ჭუჭ­ში იყო გა­მო­კე­ტი­ლი, რომ­ლი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა­შიც თე­რა­პია და­ეხ­მა­რა.

რო­გორც პრინ­ცი ყვე­ბა, მას ბავ­შვო­ბა­ში ჩა­ხუ­ტე­ბა და ოჯა­ხუ­რი სით­ბო აკ­ლდა, მაგ­რამ ახლა ცდი­ლობს, ეს სა­კუ­თარ შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­მო­ას­წო­როს.

"შვი­ლებს უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლით ვე­პყრო­ბი, რათა ჩემს თავ­ზე გა­მოც­დი­ლი ტრავ­მე­ბი მათ არ გადავ­ცე".

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში ისიც თქვა, რომ მისი მე­უღ­ლის, მე­გა­ნის უსა­ზღვროდ მად­ლი­ე­რია, რად­გან მან ჰა­რის პერ­სპექ­ტი­ვა შეც­ვა­ლა - მე­განს "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი" უწო­და და ისიც და­ა­მა­ტა, რომ მე­გან­თან შეხ­ვედ­რამ მას რა­სიზ­მის შე­სა­ხებ გა­მოც­დი­ლე­ბაც შეს­ძი­ნა, რაც მის­თვის "შო­კის­მომ­გვრე­ლი" აღ­მოჩ­ნდა.

პრინ­ცი ჰარი ინ­ტერ­ვი­უ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხე­ბაც არ მო­ე­რი­და ლა­პა­რაკს და გა­ნა­ცხა­და, რომ კო­კა­ი­ნის მი­ღე­ბას მის­თვის არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნია კარ­გი, თუმ­ცა აღი­ა­რა, რომ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი წარ­სუ­ლის ტკი­ვილ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მე­მუ­ა­რებ­ში აღ­წე­რილ ამ­ბებს პრინ­ცი ჰა­რი­სა და სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა მოჰ­ყვა. მას­ში პრინ­ცი მასა და უი­ლი­ამს შო­რის ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, ასე­ვე ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა­სა და ავ­ღა­ნეთ­ში სამ­სა­ხურ­ზე ღიად წერს.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამის შე­დე­გად, ის და მე­გა­ნი მეფე ჩარლზ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან გა­ა­ძე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, მე­ფემ ისი­ნი კო­რო­ნა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მა­ინც და­პა­ტი­ჟა, თუმ­ცა და­ეს­წრე­ბი­ან თუ არა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

წყა­რო: BBC

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ამ ბოროტმა და შურიანმა მეგანმა, ჰარის დაუნგრია ცხოვრება.... და ეს ისე მოახერხა, რომ მადლობსაც კი უხდის. აი რას ნიშნავს ეშმაკობა.

დავითი
0

ღამურად გადაიქცა საწყალი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემი ოჯახისგან თავს ყოველთვის განსხვავებულად ვგრძნობდი... " - პრინცი ჰარის მორიგი გულახდილი ინტერვიუ

"ჩემი ოჯახისგან თავს ყოველთვის განსხვავებულად ვგრძნობდი... " - პრინცი ჰარის მორიგი გულახდილი ინტერვიუ

საზოგადოების ყურდაღების ცენტრში პრინც ჰარის მორიგი ინტერვიუ მოექცა, ის ამჯერად დოქტორ გაბორ მათეს ესაუბრა. გულახდილ ინტერვიუში სასექსის ჰერცოგმა ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, თერაპიასა და სამეფო ოჯახში აღზრდის ტრავმულ გამოცდილებაზე ილაპარაკა. ჰარის თქმით, ის თავისი ოჯახის წევრებისგან "თავს ყოველთვის განსხვავებულად გრძნობდა" და რომ მისი გარდაცვლილი დედაც, ზუსტად ასე იყო.

დოქტორი გაბორის და პრინცი ჰარის საუბრის თემა "დანაკარგთან ერთად ცხოვრება" იყო. საკუთარ მემუარებზე საუბრისას, ჰარიმ აღნიშნა, რომ თავის მსხვერპლად წარმოჩენა ან ხალხისგან თანაგრძნობის მიღება მისი მიზანი არ ყოფილა და რომ წიგნი "გასათავისუფლებლად" გამოსცა:

"თითქოს მხრებიდან უშველებელი ტვირთი მოვიხსენი," - აცხადებს პრინცი. ის სურვილს გამოთქვამს, რომ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბარს ტაბუს მოხსნის და მკითხველებიც უფრო თავისუფლად ისაუბრებენ ამ თემაზე. ჰარის ინტერვიუში არ უხსენებია, თუ როგორ შეხვდნენ მისი ოჯახის წევრები წიგნის გამოსვლას.

"ერთ-ერთი, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა თერაპიის დაწყებისას, ის იყო, რომ დედის მიმართ გრძნობები არ დამეკარგა. მიუხედავად ამისა, შევძელი დედაზე მოგონებების შენარჩუნება. მას, უბრალოდ, სურდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი."

ჰარი ინტერვიუს დროს ამბობს, რომ ოჯახის დანარჩენი წევრებისგან თავს ყოველთვის განსხვავებულად გრძნობდა და თითქოს საკუთარ ნაჭუჭში იყო გამოკეტილი, რომლიდან თავის დაღწევაშიც თერაპია დაეხმარა.

როგორც პრინცი ყვება, მას ბავშვობაში ჩახუტება და ოჯახური სითბო აკლდა, მაგრამ ახლა ცდილობს, ეს საკუთარ შვილებთან ურთიერთობაში გამოასწოროს.

"შვილებს უსაზღვრო სიყვარულით ვეპყრობი, რათა ჩემს თავზე გამოცდილი ტრავმები მათ არ გადავცე".

სასექსის ჰერცოგმა ინტერვიუში ისიც თქვა, რომ მისი მეუღლის, მეგანის უსაზღვროდ მადლიერია, რადგან მან ჰარის პერსპექტივა შეცვალა - მეგანს "განსაკუთრებული ადამიანი" უწოდა და ისიც დაამატა, რომ მეგანთან შეხვედრამ მას რასიზმის შესახებ გამოცდილებაც შესძინა, რაც მისთვის "შოკისმომგვრელი" აღმოჩნდა.

პრინცი ჰარი ინტერვიუში ნარკოტიკების მიღების შესახებაც არ მოერიდა ლაპარაკს და განაცხადა, რომ კოკაინის მიღებას მისთვის არაფერი მოუტანია კარგი, თუმცა აღიარა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები წარსულის ტკივილთან გამკლავებაში დაეხმარა.

როგორც ცნობილია, მემუარებში აღწერილ ამბებს პრინცი ჰარისა და სამეფო ოჯახის წევრებს შორის დაძაბულობა მოჰყვა. მასში პრინცი მასა და უილიამს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე, ასევე ნარკოტიკების მიღებასა და ავღანეთში სამსახურზე ღიად წერს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის შედეგად, ის და მეგანი მეფე ჩარლზმა დიდი ბრიტანეთის რეზიდენციიდან გააძევა. მიუხედავად ამისა, გავრცელებული ცნობით, მეფემ ისინი კორონაციის ცერემონიაზე მაინც დაპატიჟა, თუმცა დაესწრებიან თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: BBC

მოამზადა: ანა სიბოშვილმა