მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების ადვოკატები სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე საუბრობენ
პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების ადვოკატები სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე საუბრობენ

ად­ვო­კა­ტებ­მა წი­ნას­წა­რი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გუ­შინ­დე­ლი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეს."სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს“ იუ­რის­ტის, ივა­ნე ჩი­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის ერთ-ერთ დაც­ვის ქვეშ მყოფ სტუ­დენტს, და­ვით ჩხო­ბა­ძეს და­კა­ვე­ბის დროს პო­ლი­ცი­ელ­მა კი­სერ­ში ხელი წა­ავ­ლო და ისე მი­ათ­რევ­და, მან რამ­დენ­ჯერ­მე ხე­ლის დარ­ტყმაც კი იგ­რძნო.

სამი და­კა­ვე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველს ამ დრომ­დე უწყე­ბის მიერ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი არ ჩა­ბა­რე­ბია.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო“ სამი და­კა­ვე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სებს იცავს. ამ­ჯე­რად, მე და­ვით ჩხო­ბა­ძეს შევხდი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში, პო­ლი­ცი­ამ მის მი­მართ ძა­ლას გა­და­ა­მე­ტა, მას ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ. მას გუ­ში­ნაც მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ეტყო­ბო­და, რაც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აქვს. ჩვენ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია, ვა­პი­რებთ სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს მივ­მარ­თოთ, ვი­ნა­ი­დან აშ­კა­რად და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არის. კერ­ძოდ, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­და­მე­ტე­ბის ნიშ­ნე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ და­ვით ჩხო­ბა­ძის და­კა­ვე­ბის ყოფ­ნის გა­რე­მო­ე­ბებს, ჩვენ გუ­შინ ღა­მეს­ვე მო­ვი­თხო­ვეთ და­კა­ვე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს უფ­როს მივ­მარ­თეთ, თუმ­ცა დღემ­დე პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია. მიგ­ვაჩ­ნია, რომ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და. მით უფრო, ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არ არ­სე­ბობს მისი და­კა­ვე­ბა­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლოს მო­ლო­დინს, რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­გორც იცით, პი­რის და­კა­ვე­ბა­ში ყოფ­ნის ვადა 24-სა­ათს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, რაც შე­იძ­ლე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით შე­იძ­ლე­ბა დრო გა­ხან­გრძლივ­დეს, თუმ­ცა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ად­გი­ლას უამ­რა­ვი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და კა­მე­რა არ­სე­ბობ­და, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და რომ­ლის მო­პო­ვე­ბა სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს, წე­სით, პო­ლი­ცი­ას 24-სა­ა­თი­ა­ნი ვადა არ უნდა დას­ჭირ­დეს იმის­თვის, რომ და­კა­ვე­ბის ვადა კი­დევ გა­ა­ხან­გრძლი­ვოს.

სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი არ ჩაგ­ვბა­რე­ბია, და­კა­ვე­ბის ოქმი გუ­შინ ჩაგ­ვბარ­და, რა­ზეც შე­ნიშ­ვნაც გა­ვა­კე­თეთ და მი­ვუ­თი­თეთ, რომ იგი და­ექ­ვემ­დე­ბა­რა ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, უშუ­ა­ლოდ ნიღ­ბი­ა­ნი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის მიერ. და­კა­ვე­ბის დროს კი­სერ­ში ხელი წავ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და და ისე მი­ათ­რევ­და პო­ლი­ცი­ე­ლი და­ვით ჩხო­ბა­ძეს, პლუს რამ­დენ­ჯერ­მე მან ხე­ლის დარ­ტყმაც იგ­რძნო, მას პო­ლი­ცი­ე­ლი აგი­ნებ­და. ჩხო­ბა­ძეს რო­დე­საც გა­ვე­სა­უბ­რე მი­თხრა, რომ იგი დი­ლით გა­ე­სა­უბ­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს და მას უთხრა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ხებ”, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩი­ტაშ­ვილ­მა.

აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, ლაშა ტყე­შე­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სცე­მეს, სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, 15 სა­ა­თი იზო­ლა­ტორ­თან და­ა­ყე­ნეს და ბორ­კი­ლე­ბი არ მოხ­სნეს.

"პო­ლი­ცია ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გას­ცდა, კა­ნო­ნის ფარ­გლე­ბი­დან გა­სუ­ლია, არ მახ­სენ­დე­ბა ასე­თი მძი­მე და­კა­ვე­ბე­ბი. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სცე­მეს, აგი­ნეს და 15 სა­ა­თი იზო­ლა­ტორ­თან და­ა­ყე­ნეს, ბორ­კი­ლე­ბი არ მოხ­სნეს. პო­ლი­ცია ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გა­დას­ცდა. ეს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სტუ­დენ­ტე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის და­კა­ვე­ბა­ში, კრი­მი­ნა­ლე­ბი არი­ან, რად­გან არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა არ აქვს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს და­კა­ვე­ბი­სას სცე­მოს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, სტუ­დენ­ტებს აგი­ნოს და 15 სა­ა­თი ბორ­კი­ლე­ბი არ მოხ­სნას. ეს არის წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან რამ­დე­ნი­მეს გა­ე­სა­უბრნენ, რამ­დე­ნი­მე და­კა­ვე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მათ უშუ­ა­ლოდ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბა სურთ, რათა და­ა­ფიქ­სი­რონ, რო­გორ გა­უს­წორ­დნენ მათ. შე­მიძ­ლია ღიად ვთქვა, რომ რამ­დე­ნი­მეს სა­ხე­ზეც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ეტყო­ბა და ასე­ვე, წვი­ვის არე­შიც. სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩამ­ბა­რე­ბია.

გი­ორ­გი პა­ტა­რა­ი­ას­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ, რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბას, რად­გან ნიკა კვი­ტა­ტი­ან­თან ერ­თად იდგა, ისიც და­ა­კა­ვეს სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ, და­კა­ვე­ბის პრო­ცეს­ში მა­საც აგი­ნებ­დნენ”, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ლაშა ტყე­შე­ლა­ძემ.

ხაბე
5

ძალას გადამატეს კი არა პოლიცისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის კიდევ უნდა დაუმატონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების ადვოკატები სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე საუბრობენ

პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების ადვოკატები სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე საუბრობენ

ადვოკატებმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირები მოინახულეს."საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის, ივანე ჩიტაშვილის განცხადებით, მის ერთ-ერთ დაცვის ქვეშ მყოფ სტუდენტს, დავით ჩხობაძეს დაკავების დროს პოლიციელმა კისერში ხელი წაავლო და ისე მიათრევდა, მან რამდენჯერმე ხელის დარტყმაც კი იგრძნო.

სამი დაკავებულის ინტერესების დამცველს ამ დრომდე უწყების მიერ სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაბარებია.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სამი დაკავებულის ინტერესებს იცავს. ამჯერად, მე დავით ჩხობაძეს შევხდი, რომელიც დაკავების მომენტში, პოლიციამ მის მიმართ ძალას გადაამეტა, მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას გუშინაც მცირე დაზიანებები ეტყობოდა, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს დაფიქსირებული აქვს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვაპირებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართოთ, ვინაიდან აშკარად დანაშაულის ნიშნები არის. კერძოდ, უფლებამოსილების ბოროტად გადამეტების ნიშნები.

რაც შეეხება უშუალოდ დავით ჩხობაძის დაკავების ყოფნის გარემოებებს, ჩვენ გუშინ ღამესვე მოვითხოვეთ დაკავებიდან გათავისუფლება, შუამდგომლობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უფროს მივმართეთ, თუმცა დღემდე პასუხი არ მიგვიღია. მიგვაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით დაკავების საფუძველი არ არსებობდა. მით უფრო, ამ გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს მისი დაკავებაში სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება სასამართლოს მოლოდინს, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი, როგორც იცით, პირის დაკავებაში ყოფნის ვადა 24-საათს არ უნდა აღემატებოდეს ადმინისტრაციული წესით, რაც შეიძლება მტკიცებულების მოპოვების მიზნით შეიძლება დრო გახანგრძლივდეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, აღნიშნულ ადგილას უამრავი ვიდეოჩანაწერი და კამერა არსებობდა, რომელიც საჯაროდ არის გავრცელებული და რომლის მოპოვება სირთულეს არ წარმოადგენს, წესით, პოლიციას 24-საათიანი ვადა არ უნდა დასჭირდეს იმისთვის, რომ დაკავების ვადა კიდევ გაახანგრძლივოს.

სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაგვბარებია, დაკავების ოქმი გუშინ ჩაგვბარდა, რაზეც შენიშვნაც გავაკეთეთ და მივუთითეთ, რომ იგი დაექვემდებარა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, უშუალოდ ნიღბიანი პოლიციის თანამშრომლის მიერ. დაკავების დროს კისერში ხელი წავლებული ჰქონდა და ისე მიათრევდა პოლიციელი დავით ჩხობაძეს, პლუს რამდენჯერმე მან ხელის დარტყმაც იგრძნო, მას პოლიციელი აგინებდა. ჩხობაძეს როდესაც გავესაუბრე მითხრა, რომ იგი დილით გაესაუბრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს და მას უთხრა ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ”, - განაცხადა ივანე ჩიტაშვილმა.

აქციაზე დაკავებულების ნაწილის უფლებადამცველის, ლაშა ტყეშელაძის განმარტებით, დაკავებულები სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, 15 საათი იზოლატორთან დააყენეს და ბორკილები არ მოხსნეს.

"პოლიცია ყველანაირ ზღვარს გასცდა, კანონის ფარგლებიდან გასულია, არ მახსენდება ასეთი მძიმე დაკავებები. დაკავებულები სცემეს, აგინეს და 15 საათი იზოლატორთან დააყენეს, ბორკილები არ მოხსნეს. პოლიცია ყველანაირ ზღვარს გადასცდა. ეს პოლიციელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტების და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებაში, კრიმინალები არიან, რადგან არავითარი უფლება არ აქვს პოლიციის თანამშრომელს დაკავებისას სცემოს სამოქალაქო აქტივისტი, სტუდენტებს აგინოს და 15 საათი ბორკილები არ მოხსნას. ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. საგამოძიებო სამსახურიდან რამდენიმეს გაესაუბრნენ, რამდენიმე დაკავებულმა განაცხადა, რომ მათ უშუალოდ სასამართლო პროცესზე დასწრება სურთ, რათა დააფიქსირონ, როგორ გაუსწორდნენ მათ. შემიძლია ღიად ვთქვა, რომ რამდენიმეს სახეზეც დაზიანებები ეტყობა და ასევე, წვივის არეშიც. სამართალდარღვევის ოქმი ჯერჯერობით არ ჩამბარებია.

გიორგი პატარაიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, რაც შეეხება დაკავებას, რადგან ნიკა კვიტატიანთან ერთად იდგა, ისიც დააკავეს სრულიად უკანონოდ, დაკავების პროცესში მასაც აგინებდნენ”, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.