სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღმოჩენილ გვირაბს შესაძლოა, კლეოპატრას საფლავამდე მივყავდეთ" - არქეოლოგებმა გიზას პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბს მიაგნეს
"აღმოჩენილ გვირაბს შესაძლოა, კლეოპატრას საფლავამდე მივყავდეთ" - არქეოლოგებმა გიზას პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბს მიაგნეს

4,500 წლის გი­ზას პი­რა­მი­დის შე­სას­ვლელ­თან 9 მეტ­რის სიგ­რძის და 2 მეტ­რის სი­გა­ნის დე­რე­ფა­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. "ამან შე­საძ­ლოა კი­დევ სხვა არა­ერთ აღ­მო­ჩე­ნამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს" - გა­ნა­ცხა­დეს ეგ­ვიპ­ტის სიძ­ვე­ლე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

მსოფ­ლი­ოს მეშ­ვი­დე სა­ოც­რე­ბის შიგ­ნი­დან დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა არა­ინ­ვა­ზი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. კი­დევ ერთი, 2017 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ პი­რა­მი­დის ქვეშ 30 მეტ­რის სიგ­რძე­ზე სი­ცა­რი­ე­ლეა.

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ გვი­რა­ბის აღ­მო­ჩე­ნამ, შე­საძ­ლოა, პი­რა­მი­დე­ბის აგე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვცეს ინ­ფორ­მა­ცია და დე­რეფ­ნის წინ მდგომ კირ­ქვის სტრუქ­ტუ­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­საც მიგ­ვაგ­ნე­ბი­ნოს. გი­ზას პი­რა­მი­და 146 მეტ­რის სი­მაღ­ლის იყო როცა აშენ­და, ახლა ის 139 მეტ­რამ­დეა და სა­ნამ 1889 წელს ეი­ფე­ლის კოშკს აა­გებ­დნენ, ის ადა­მი­ა­ნე­ბის აშე­ნე­ბულ ყვე­ლა­ზე მა­ღალ ნა­გე­ბო­ბად ით­ვლე­ბო­და.

არ­ქე­ო­ლო­გე­ბის თქმით, შე­საძ­ლოა, გვი­რაბს კლე­ო­პატ­რას საფ­ლა­ვამ­დე მივ­ყავ­დეთ: "სკა­ნი­რე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ, რათა გა­ვი­გოთ, რას ვი­პო­ვით დე­რეფ­ნის ქვეშ ან მის ბო­ლოს". მა­თი­ვე აზ­რით, 9 მეტ­რი­ა­ნი გვი­რა­ბი პი­რა­მი­დის წო­ნის გა­და­სა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა. პი­რა­მი­და­ში აშე­ნე­ბუ­ლი 5 ოთა­ხი, რო­მე­ლიც ფა­რა­ონ ხეფ­რე­ნის სა­მარ­ხი პა­ლა­ტის თავ­ზეა, იმა­ვე მიზ­ნით აშენ­და.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
15

დაუშვათ და მიგვიყვანა კლეოპატრას საფლავამდე, მერე ჩვენ რა ? რა ჩვენ

ადოლფა
7

დამწერი ისტორიის გარტყმაში არაა. კლეოპატრას დროს პირამიდები და მათი არქიტექტურა აღარც ახსოვდათ ეგვიპტელებს. კლეოპატრა ბერძნული დინასტიიდან იყო და ჩვენს დროსთან უფრო ახლოსაა ვიდრე პირამიდების მშენებელ ძველ სამეფოსთან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"აღმოჩენილ გვირაბს შესაძლოა, კლეოპატრას საფლავამდე მივყავდეთ" - არქეოლოგებმა გიზას პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბს მიაგნეს

"აღმოჩენილ გვირაბს შესაძლოა, კლეოპატრას საფლავამდე მივყავდეთ" - არქეოლოგებმა გიზას პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბს მიაგნეს

4,500 წლის გიზას პირამიდის შესასვლელთან 9 მეტრის სიგრძის და 2 მეტრის სიგანის დერეფანი აღმოაჩინეს. "ამან შესაძლოა კიდევ სხვა არაერთ აღმოჩენამდე მიგვიყვანოს" - განაცხადეს ეგვიპტის სიძველეების წარმომადგენლებმა.

მსოფლიოს მეშვიდე საოცრების შიგნიდან დათვალიერება არაინვაზიური ტექნოლოგიის საშუალებით გახდა შესაძლებელი. კიდევ ერთი, 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პირამიდის ქვეშ 30 მეტრის სიგრძეზე სიცარიელეა.

არსებობს მოსაზრება, რომ გვირაბის აღმოჩენამ, შესაძლოა, პირამიდების აგების შესახებ მოგვცეს ინფორმაცია და დერეფნის წინ მდგომ კირქვის სტრუქტურის დანიშნულებასაც მიგვაგნებინოს. გიზას პირამიდა 146 მეტრის სიმაღლის იყო როცა აშენდა, ახლა ის 139 მეტრამდეა და სანამ 1889 წელს ეიფელის კოშკს ააგებდნენ, ის ადამიანების აშენებულ ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლებოდა.

არქეოლოგების თქმით, შესაძლოა, გვირაბს კლეოპატრას საფლავამდე მივყავდეთ: "სკანირებას გავაგრძელებთ, რათა გავიგოთ, რას ვიპოვით დერეფნის ქვეშ ან მის ბოლოს". მათივე აზრით, 9 მეტრიანი გვირაბი პირამიდის წონის გადასანაწილებელი ერთ-ერთი საშუალებაა. პირამიდაში აშენებული 5 ოთახი, რომელიც ფარაონ ხეფრენის სამარხი პალატის თავზეა, იმავე მიზნით აშენდა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა