საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსებმა უკრაინელებს მართლაც აუფეთქეს ათობით "ჰაიმარსი"... ოღონდ გასაბერი, რასაც ჩეხეთი, როგორც სატყუარას, სპეციალურად უკრაინისთვის ამზადებს
რუსებმა უკრაინელებს მართლაც აუფეთქეს ათობით "ჰაიმარსი"... ოღონდ გასაბერი, რასაც ჩეხეთი, როგორც სატყუარას, სპეციალურად უკრაინისთვის ამზადებს

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა იგორ კო­ნა­შენ­კოვ­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში იმით და­იმ­სა­ხუ­რა "სა­უ­კუ­ნის მა­ტყუ­ა­რას" იარ­ლი­ყი, რომ თა­ვის ყო­ველ­დღი­ურ ოფი­ცი­ა­ლურ სა­ტე­ლე­ვი­ზიო მოხ­სე­ნე­ბებ­ში უკ­რა­ი­ნე­ლებს იმ­დე­ნი ტან­კი "აუ­ფეთ­ქა" და თვითმფრი­ნა­ვი "ჩა­მო­უგ­დო", რამ­დე­ნიც უკ­რა­ი­ნის გენშტაბს არც და­სიზ­მრე­ბია...

გა­სა­გე­ბია, რომ ესეც სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია და ამ მხრივ არც უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რეს ცო­დავს ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ კო­ნა­შენ­კო­ვი მა­ინც უნი­კუ­მია, რო­მელ­საც უკვე თვით ყვე­ლა­ზე ურა­პატ­რი­ო­ტი რუ­სე­ბიც კი დას­ცი­ნი­ან, მაგ­რამ მერე რა? - პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა კო­ნა­შენ­კოვს "ბრძო­ლა" სა­ინ­ფორ­მა­ციო ფრონტზე და­უ­ფა­სა და მას გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა: არა­და, ეს კო­ნა­შენ­კო­ვი თა­ვის სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რას 1994-2008 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზეთ­ში, რუსი ე.წ. სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის რიგ­ში იწყებ­და.

კო­ნა­შენ­კოვს და შე­სა­ბა­მი­სად, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ შო­ი­გუს უფრო იმი­ტო­მაც დას­ცი­ნი­ან, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ველ­დღი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო უწყე­ბებ­ში უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას უკვე ასამ­დე "ჰა­ი­მარ­სი" "გა­უ­ნად­გუ­რეს", მა­შინ როცა მთელ­მა და­სავ­ლეთ­მა უკ­რა­ი­ნას დღემ­დე არა­უ­მე­ტეს 40 "ჰა­ი­მარ­სი", "ემ-ელ-არ-სი" თუ "მარ­სი" გა­დას­ცა.

თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ცრუ­პენ­ტე­ლა "გე­ნე­რალ" კო­ნა­შენ­კო­ვის სა­ხელს ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც პირს სწმენ­დს.

არა, რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვას არ მო­უ­პო­ვე­ბია "აფეთ­ქე­ბუ­ლი" "ჰა­ი­მარ­სე­ბის" ერთი ფო­ტოც კი, უბ­რა­ლოდ, კონ­კრე­ტულ­მა ჩე­ხურ­მა კომ­პა­ნი­ამ პირ­ვე­ლად გა­ა­სა­ჯა­რო­ვა და ვი­დე­ოც აჩ­ვე­ნა იმი­სა, თუ რო­გორ ამ­ზა­დებს ის უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის­თვის "ჰა­ი­მარ­სებს"... ოღონდ გა­სა­ბერს...

სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის სა­ი­მი­ტა­ციო გა­სა­ბე­რი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი დიდი ხა­ნია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჯა­რე­ბის საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის შე­სა­ნიღ­ბად - ანუ ცრუ­პო­ზი­ცი­ებ­ზე გა­სა­ბე­რი ტან­კე­ბი და სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბი თავ­სდე­ბა, რომ­ლე­ბიც ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ჰგვა­ნან ნამ­დვილს და აღ­ჭურ­ვი­ლი არი­ან სით­ბოს გა­მომ­ყო­ფი ხელ­სა­წყო­ე­ბი­თა და რა­დი­ო­ტალ­ღე­ბის ამ­რეკ­ლი მე­ტა­ლის კუ­თხო­ვა­ნე­ბით, რათა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ვი­ზუ­ა­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის გარ­და, თბო- და რა­დი­ო­ლო­კა­ცი­ურ რე­ჟი­მებ­შიც დარ­წმუნ­დეს, რომ მის წინ 41-ტო­ნი­ა­ნი ნამ­დვი­ლი ტან­კია და არა 41 კგ-იანი გა­სა­ბე­რი. ამი­ტო­მაც შე­იძ­ლე­ბა იმის დაშ­ვე­ბა, რომ ცრუ­პენ­ტე­ლა "გე­ნე­რა­ლი" კო­ნა­შენ­კო­ვი რუ­სე­თის მთელ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად მარ­თლაც უნად­გუ­რებს უკ­რა­ი­ნე­ლებს "ჰა­ი­მარ­სებს", ოღონდ გა­სა­ბე­რებს, და ამა­ში უამ­რავ ბევ­რად ძვირ მარ­თვად რა­კე­ტებ­სა და კა­მი­კა­ძე-დრო­ნებს ხარ­ჯავს, ვიდ­რე რე­ზი­ნის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი გა­სა­ბე­რი "ჰა­ი­მარ­სი" ღირს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსებმა უკრაინელებს მართლაც აუფეთქეს ათობით "ჰაიმარსი"... ოღონდ გასაბერი, რასაც ჩეხეთი, როგორც სატყუარას, სპეციალურად უკრაინისთვის ამზადებს

რუსებმა უკრაინელებს მართლაც აუფეთქეს ათობით "ჰაიმარსი"... ოღონდ გასაბერი, რასაც ჩეხეთი, როგორც სატყუარას, სპეციალურად უკრაინისთვის ამზადებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა იგორ კონაშენკოვმა მთელ მსოფლიოში იმით დაიმსახურა "საუკუნის მატყუარას" იარლიყი, რომ თავის ყოველდღიურ ოფიციალურ სატელევიზიო მოხსენებებში უკრაინელებს იმდენი ტანკი "აუფეთქა" და თვითმფრინავი "ჩამოუგდო", რამდენიც უკრაინის გენშტაბს არც დასიზმრებია...

გასაგებია, რომ ესეც საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილია და ამ მხრივ არც უკრაინული მხარეს ცოდავს ნაკლებად, მაგრამ კონაშენკოვი მაინც უნიკუმია, რომელსაც უკვე თვით ყველაზე ურაპატრიოტი რუსებიც კი დასცინიან, მაგრამ მერე რა? - პრეზიდენტმა პუტინმა კონაშენკოვს "ბრძოლა" საინფორმაციო ფრონტზე დაუფასა და მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა: არადა, ეს კონაშენკოვი თავის სამხედრო კარიერას 1994-2008 წლებში საქართველოს აფხაზეთში, რუსი ე.წ. სამშვიდობოების რიგში იწყებდა.

კონაშენკოვს და შესაბამისად, თავდაცვის მინისტრ შოიგუს უფრო იმიტომაც დასცინიან, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ საინფორმაციო უწყებებში უკრაინის არმიას უკვე ასამდე "ჰაიმარსი" "გაუნადგურეს", მაშინ როცა მთელმა დასავლეთმა უკრაინას დღემდე არაუმეტეს 40 "ჰაიმარსი", "ემ-ელ-არ-სი" თუ "მარსი" გადასცა.

თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ცრუპენტელა "გენერალ" კონაშენკოვის სახელს ნაწილობრივ მაინც პირს სწმენდს.

არა, რუსეთის დაზვერვას არ მოუპოვებია "აფეთქებული" "ჰაიმარსების" ერთი ფოტოც კი, უბრალოდ, კონკრეტულმა ჩეხურმა კომპანიამ პირველად გაასაჯაროვა და ვიდეოც აჩვენა იმისა, თუ როგორ ამზადებს ის უკრაინის არმიისთვის "ჰაიმარსებს"... ოღონდ გასაბერს...

სამხედრო ტექნიკის საიმიტაციო გასაბერი კონსტრუქციები დიდი ხანია გამოიყენება ჯარების საბრძოლო ტექნიკის შესანიღბად - ანუ ცრუპოზიციებზე გასაბერი ტანკები და საარტილერიო დანადგარები თავსდება, რომლებიც ვიზუალურად ძალიან ჰგვანან ნამდვილს და აღჭურვილი არიან სითბოს გამომყოფი ხელსაწყოებითა და რადიოტალღების ამრეკლი მეტალის კუთხოვანებით, რათა მოწინააღმდეგე ვიზუალური დაზვერვის გარდა, თბო- და რადიოლოკაციურ რეჟიმებშიც დარწმუნდეს, რომ მის წინ 41-ტონიანი ნამდვილი ტანკია და არა 41 კგ-იანი გასაბერი. ამიტომაც შეიძლება იმის დაშვება, რომ ცრუპენტელა "გენერალი" კონაშენკოვი რუსეთის მთელ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მართლაც უნადგურებს უკრაინელებს "ჰაიმარსებს", ოღონდ გასაბერებს, და ამაში უამრავ ბევრად ძვირ მართვად რაკეტებსა და კამიკაძე-დრონებს ხარჯავს, ვიდრე რეზინისგან დამზადებული გასაბერი "ჰაიმარსი" ღირს. გააგრძელეთ კითხვა