მოსკოვის ოლქის გუბერნატორი, ანდრეი ვორობიოვი ადასტურებს "ტელეგრამის" არხებზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი კოლომენსკის რაიონში გაზის კომპრესორის სადგურთან ჩამოვარდა.
"ეს მოხდა სოფელ გუბასტოვოს მახლობლად, სამიზნე, სავარაუდოდ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი იყო. ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა", - წერს ვორობიოვი Telegram-ის არხზე.
ოფიციალური პირის თქმით, FSB და სხვა კომპეტენტური ორგანოები სიტუაციას იკვლევენ, არაფერი ემუქრება მოსახლეობის უსაფრთხოებას.
მანამდე "ტელეგრამის" არხებმა Shot-მა და Mash-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩამოვარდნილი დრონი "გაზპრომის" საკუთრებაში არსებული გაზის კომპრესორის სადგურიდან რამდენიმე მეტრში იპოვეს.
იხილეთ ასევე: