საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანდემია, სავარაუდოდ, ვირუსის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვამ გამოიწვია - რა წერია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ახალ დასკვნაში
პანდემია, სავარაუდოდ, ვირუსის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვამ გამოიწვია - რა წერია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ახალ დასკვნაში

ვირუს­მა, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია გა­მო­იწ­ვია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩი­ნე­თის უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟო­ნა და ის არ ყო­ფი­ლა ჩი­ნე­თის ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის პროგ­რა­მის ნა­წი­ლი. ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია აშშ-ის ენერ­გე­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­ნახ­ლე­ბულ კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც თეთრ სახ­ლს გა­და­ე­ცა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას კი წინ უს­წრებ­და ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს დას­კვნა, რო­მე­ლიც გვარ­წმუ­ნებს, რომ კო­ვიდ-19-ის გა­მომ­წვე­ვი ვირუ­სი ჩი­ნე­თის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცელ­და.

აშშ-ის ენერ­გე­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დას­კვნე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა აშშ-ის ოთხი სხვა სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს მოხ­სე­ნე­ბებს, რომ­ლებ­მაც და­ას­კვნეს, რომ ეპი­დე­მია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის­გან ადა­მი­ან­ზე ბუ­ნებ­რი­ვი გა­და­ცე­მის შე­დე­გად და­ი­წყო.

ვუ­ჰა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რია, ჩი­ნე­თი

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს. ერთ-ერთი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ვირუ­სი და­უდ­გე­ნე­ლი ცხო­ვე­ლის­გან გა­და­ე­დოთ ადა­მი­ა­ნებს, კი­დევ ერთი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ის ჩი­ნეთ­ში, უხა­ნის კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან შემ­თხვე­ვით გავ­რცელ­და.

  • ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლურ სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ სა­უბ­რო­ბენ დარ­წმუ­ნე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რო­მე­ლი თე­ო­რი­აა უფრო მე­ტად სარ­წმუ­ნო, თუმ­ცა ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ მო­საზ­რე­ბა­ზე, რომ კო­ვი­დი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩი­ნუ­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის პროგ­რა­მის ნა­წი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აშშ-ის ენერ­გე­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­გორ გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რენ, "სა­ფუძ­ვლი­ან, ფრთხილ და ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას Covid-19-ის წარ­მო­შო­ბის გა­სარ­კვე­ვად კვლავ გა­ნაგ­რძობს."

აშშ-ს 2021 წლის დაზ­ვერ­ვის თავ­და­პირ­ვე­ლი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, კო­ვიდ-19 პირ­ვე­ლად უხან­ში და­ფიქ­სირ­და, არა­უგ­ვი­ა­ნეს 2019 წლის ნო­ემ­ბრი­სა, რო­დე­საც უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლევ­რე­ბი ავად გახ­დნენ და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­დათ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის კვლე­ვა­ში იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი. თა­ვად ჩი­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყვეს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­მა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, 7-მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
2

სავარაუდოდო ამბობთ და დასკვნას დებთ? იქნებ კარგად გევარაუდად ააა?!!

მატიანე
8

მე ისიც მახსოვს, ერაყში რომ შევარდნენ, სადამს, მასობრივი განადგურების იარაღი აქვთ და მსოფლიოს(დასავლეთს) ემუქრებიანო. თუმცა ვერაფერი იპოვნეს დამადასტურებელი. მერე ცოტა ხანს, არასორ სადაზვერვო ინფორმაციას აბრალებდნენ და ცოტა ხანში სულ გაჩუმდნენ. ეხლა ჩენთზე იწევენ, მაგრამ ვერ გაბედავენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პანდემია, სავარაუდოდ, ვირუსის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვამ გამოიწვია - რა წერია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ახალ დასკვნაში

პანდემია, სავარაუდოდ, ვირუსის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვამ გამოიწვია - რა წერია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ახალ დასკვნაში

ვირუსმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემია გამოიწვია, სავარაუდოდ, ჩინეთის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა და ის არ ყოფილა ჩინეთის ბიოლოგიური იარაღის პროგრამის ნაწილი. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის განახლებულ კვლევაში, რომელიც თეთრ სახლს გადაეცა.

აღნიშნული კვლევის გამოქვეყნებას კი წინ უსწრებდა ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნა, რომელიც გვარწმუნებს, რომ კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის განახლებული დასკვნები ეწინააღმდეგება აშშ-ის ოთხი სხვა სადაზვერვო სააგენტოს მოხსენებებს, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ეპიდემია ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანზე ბუნებრივი გადაცემის შედეგად დაიწყო.

ვუჰანის ლაბორატორია, ჩინეთი

კორონავირუსის გავრცელების შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ვირუსი დაუდგენელი ცხოველისგან გადაედოთ ადამიანებს, კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ის ჩინეთში, უხანის კვლევითი ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა.

  • ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ დარწმუნებით კორონავირუსის გავრცელების რომელი თეორიაა უფრო მეტად სარწმუნო, თუმცა ჩამოყალიბდნენ მოსაზრებაზე, რომ კოვიდი არ უნდა ყოფილიყო ჩინური ბიოლოგიური იარაღის პროგრამის ნაწილი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, როგორ განცხადებაში წერენ, "საფუძვლიან, ფრთხილ და ობიექტურ გამოძიებას Covid-19-ის წარმოშობის გასარკვევად კვლავ განაგრძობს."

აშშ-ს 2021 წლის დაზვერვის თავდაპირველი ანგარიშის თანახმად, კოვიდ-19 პირველად უხანში დაფიქსირდა, არაუგვიანეს 2019 წლის ნოემბრისა, როდესაც უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები ავად გახდნენ და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კორონავირუსის კვლევაში იყვნენ ჩართულნი. თავად ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსმა მსოფლიოს მასშტაბით, 7-მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა