მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიწისძვრით გაჩენილმა ხახიეთის ტბამ მეც მომიკლა მამა... მაშინ 9 წლის ვიყავი" - გმირი, რომელმაც მთელი სოფელი გადაარჩინა: რას ჰყვება მისი შვილი წლების წინ მომხდარ ამბავზე?
"მიწისძვრით გაჩენილმა ხახიეთის ტბამ მეც მომიკლა მამა... მაშინ 9 წლის ვიყავი" - გმირი, რომელმაც მთელი სოფელი გადაარჩინა: რას ჰყვება მისი შვილი წლების წინ მომხდარ ამბავზე?

დიდი ტრა­გე­დი­ე­ბის ექო დიდ­ხანს რჩე­ბა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ში. ასე მოხ­დე­ბა თურ­ქე­თის 2023 წლის 6 თე­ბერ­ვლის მი­წისძვრის შემ­დე­გაც. ჩვენც ჩვე­ნი მი­წისძვრის მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ექო გვაქვს: 1991 წლის რა­ჭის 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წისძვრა, შთან­თქმუ­ლი 45-კა­ცი­ა­ნი სო­ფე­ლი ხა­ხი­ე­თი და სოფ­ლის ად­გი­ლას წარ­მოქ­მნი­ლი უძი­რო ხა­ხი­ე­თის ტბა. დიდ ტრა­გე­დი­ებს ჰყავს თა­ვი­სი გმი­რე­ბიც: ხა­ხი­ე­თის ტრა­გე­დი­ი­დან თით­ქმის ერთი თვის თავ­ზე გა­დარ­ჩე­ნი­ლი კი­დევ ერთი სო­ფე­ლი პე­რე­ვი და მისი გა­დამ­რჩე­ნე­ლი 37 წლის ვახ­ტანგ ბე­კოშ­ვი­ლი. გმი­რი, რო­მელ­საც 4 შვი­ლი დარ­ჩა - მათ­გან ყვე­ლა­ზე დიდი 10 წლის, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა კი 4-ის.

გმი­რი, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, კვლავ უსა­ხე­ლოდ დარ­ჩე­ბო­და, რომ არა მისი ქა­ლიშ­ვი­ლი თი­ნა­თი­ნი, რო­მელ­მაც ხა­ხი­ე­თის დრა­მა­ზე და­წე­რილ ჩემს წე­რილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­უ­კე­თა:

"მი­წისძვრით გა­ჩე­ნილ­მა ხა­ხი­ე­თის ტბამ მეც მო­მიკ­ლა მამა. ამ ტბი­დან გად­მო­ხეთ­ქილ­მა ნი­აღ­ვარ­მა მა­მა­ჩე­მი, ვახ­ტანგ ბე­კოშ­ვი­ლი წა­ი­ღო თა­ვი­სი ტრაქ­ტო­რით. სწო­რედ მა­შინ გა­მომ­ტა­ცა ხე­ლი­დან, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და. მე მა­შინ 9 წლის ვი­ყა­ვი. მა­მა­ჩე­მი ამ მო­მენ­ტში მთელ სო­ფელ­ში და­დი­ო­და ტრაქ­ტო­რით და ყვე­ლას აფრ­თხი­ლებ­და, ხალ­ხო, ტბი­დან წყა­ლი და­იძ­რა და თავს უშ­ვე­ლე­თო. ამი­ტომ ყვე­ლა გა­დარ­ჩა, თვი­თონ მა­მა­ჩე­მი კი ადი­დე­ბულ­მა ტალ­ღამ შთან­თქა. ვა­მა­ყობ, რომ მისი შვი­ლი ვარ".

თი­ნა­თინ­თან ინ­ტერ­ვიუ "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ჩა­წე­რა:

- ხა­ხი­ე­თის ტრა­გე­დი­ა­ზე იმ­დე­ნად ცო­ტამ იცის, არც სჯე­რათ, თუ ეს მოხ­და და ვმწარ­დე­ბი. ამ დროს ვწერ ხოლ­მე, მა­მაც ამ ტრა­გე­დი­ამ წა­მარ­თვა-მეთ­ქი. მის­მა სიკ­ვდილ­მა 4 შვი­ლი ობ­ლად დაგვტო­ვა. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გორ ტკი­ვილ­ში უნდა გავზრდი­ლი­ყა­ვით, რო­დე­საც ლუკ­მა­პუ­რიც კი არ გვქონ­და საკ­მა­რი­სი. მაგ­რამ გა­ვი­ზარ­დეთ და დი­დო­ბა­ში მივ­ხვდით, რომ გმი­რი მამა გვყავ­და. ისე მოკ­ვდა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წა­მიც არ უფიქ­რია, ჯობს მე და ჩემი ოჯა­ხი გა­ვე­ცა­ლოთ საფრ­თხეს, ყვე­ლამ თა­ვად იზ­რუ­ნოს გა­დარ­ჩე­ნა­ზე, სხვას რა­ტომ უნდა შე­ვე­წი­როო. ასე­თი იყო - პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი და თავ­და­დე­ბუ­ლი. რთუ­ლი დრო იყო, გა­ჭირ­და ოჯა­ხის რჩე­ნა, ამი­ტომ მამა რა­ჭა­ში და­დი­ო­და სა­მუ­შა­ოდ, თუ არ ვცდე­ბი, ბა­რი­ტის მა­ღა­რო­ებ­ში.

ჩვენს სა­ნა­ხა­ვად კი პე­რევ­ში ხში­რად გად­მო­დი­ო­და. მი­წისძვრის დღე­საც, 1991 წლის 29 აპ­რილს, შინ იყო. ამ დროს ირ­გვლივ ყვე­ლა­ფერ­მა ზან­ზა­რი და­ი­წყო, მთე­ბი­დან მტვე­რი ავარ­და და სა­ში­ნე­ლი ხმა­უ­რი ატყდა. იმ დღეს სო­ფელ­ში ყვე­ლა სახ­ლი და­იბ­ზა­რა, ზოგი ჩა­მო­ინ­გრა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ გა­დავ­რჩით. იმ წუ­თებ­ში აზ­რა­დაც არ მოგ­ვსვლია, რა სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ჩვე­ნი სოფ­ლის თავ­ზე, სო­ფელ ხა­ხი­ეთ­ში - მიწა გა­იხ­სნა, მთე­ლი სო­ფე­ლი ჩა­ი­ტა­ნა, მერე კი იმ ღრმულ­ში წყა­ლი შე­იჭ­რა. ნელ-ნელა ავ­სებ­და ღრმულს და ტბად იქ­ცე­ო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ, რო­დე­საც ხალ­ხი მო­ვი­და გონ­ზე. იმ დღი­დან მა­მა­ჩე­მი სახ­ლი­დან არ გა­სუ­ლა. ყვე­ლას გვეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ უბე­დუ­რე­ბა ისევ გან­მე­ორ­დე­ბო­და. ერთ დღეს ჩვენ­თან მა­მა­ჩე­მის მე­გობ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და ყო­ფილ სო­ფელ ხა­ხი­ე­თის მახ­ლობ­ლად, წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცავ­ში ას­ვლა გა­და­წყვი­ტეს. სა­ლო­ცა­ვი მი­წისძვრას გა­და­ურ­ჩა. მა­მას ტრაქ­ტო­რი ჰყავ­და, რაც მის­წრე­ბა იყო სა­მუ­შა­ო­დაც და ძნელ გზა­ზე სა­სი­ა­რუ­ლო­დაც. ამი­ტომ ზედ დას­ხდნენ და გზას გა­უდ­გნენ.

ეს იყო 26 მა­ი­სი - და­ახ­ლო­ე­ბით 3 კვი­რა იყო გა­სუ­ლი მი­წისძვრი­დან. და იმ დღეს ში­ნი­დან წა­სუ­ლი მამა აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მი­მავ­ლებს ერთი ჩვე­ნი სოფ­ლე­ლი შე­მოხ­ვედ­რი­ათ ყვი­რი­ლით, რო­მე­ლიც ხა­ხი­ე­თის ტბის ახლო ად­გი­ლე­ბი­დან ბრუნ­დე­ბო­და, ჩქა­რა უკან გაბ­რუნ­დით, ტბი­დან მალე წყა­ლი მო­ვარ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი პე­რე­ვი ამო­ახ­რჩოს, ხალ­ხი გა­აფრ­თხი­ლეთ, შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში გა­იქ­ცნე­ნო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაბა
27

წერთ რაჭის მიწისძვრაო როგორ იყო რაჭის როცა ეს ადგილი საჩხერის რაიონია სოფ პერევთან სამ კილომეტრში მდებარეობს .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მიწისძვრით გაჩენილმა ხახიეთის ტბამ მეც მომიკლა მამა... მაშინ 9 წლის ვიყავი" - გმირი, რომელმაც მთელი სოფელი გადაარჩინა: რას ჰყვება მისი შვილი წლების წინ მომხდარ ამბავზე?

"მიწისძვრით გაჩენილმა ხახიეთის ტბამ მეც მომიკლა მამა... მაშინ 9 წლის ვიყავი" - გმირი, რომელმაც მთელი სოფელი გადაარჩინა: რას ჰყვება მისი შვილი წლების წინ მომხდარ ამბავზე?

დიდი ტრაგედიების ექო დიდხანს რჩება ადამიანის ფსიქიკაში. ასე მოხდება თურქეთის 2023 წლის 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგაც. ჩვენც ჩვენი მიწისძვრის მოუშუშებელი ექო გვაქვს: 1991 წლის რაჭის 9-ბალიანი მიწისძვრა, შთანთქმული 45-კაციანი სოფელი ხახიეთი და სოფლის ადგილას წარმოქმნილი უძირო ხახიეთის ტბა. დიდ ტრაგედიებს ჰყავს თავისი გმირებიც: ხახიეთის ტრაგედიიდან თითქმის ერთი თვის თავზე გადარჩენილი კიდევ ერთი სოფელი პერევი და მისი გადამრჩენელი 37 წლის ვახტანგ ბეკოშვილი. გმირი, რომელსაც 4 შვილი დარჩა - მათგან ყველაზე დიდი 10 წლის, ყველაზე პატარა კი 4-ის.

გმირი, რომელიც, ალბათ, კვლავ უსახელოდ დარჩებოდა, რომ არა მისი ქალიშვილი თინათინი, რომელმაც ხახიეთის დრამაზე დაწერილ ჩემს წერილს სოციალურ ქსელში ასეთი კომენტარი გაუკეთა:

"მიწისძვრით გაჩენილმა ხახიეთის ტბამ მეც მომიკლა მამა. ამ ტბიდან გადმოხეთქილმა ნიაღვარმა მამაჩემი, ვახტანგ ბეკოშვილი წაიღო თავისი ტრაქტორით. სწორედ მაშინ გამომტაცა ხელიდან, როდესაც ყველაზე ძალიან მჭირდებოდა. მე მაშინ 9 წლის ვიყავი. მამაჩემი ამ მომენტში მთელ სოფელში დადიოდა ტრაქტორით და ყველას აფრთხილებდა, ხალხო, ტბიდან წყალი დაიძრა და თავს უშველეთო. ამიტომ ყველა გადარჩა, თვითონ მამაჩემი კი ადიდებულმა ტალღამ შთანთქა. ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ".

თინათინთან ინტერვიუ "კვირის პალიტრამ" ჩაწერა:

- ხახიეთის ტრაგედიაზე იმდენად ცოტამ იცის, არც სჯერათ, თუ ეს მოხდა და ვმწარდები. ამ დროს ვწერ ხოლმე, მამაც ამ ტრაგედიამ წამართვა-მეთქი. მისმა სიკვდილმა 4 შვილი ობლად დაგვტოვა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ტკივილში უნდა გავზრდილიყავით, როდესაც ლუკმაპურიც კი არ გვქონდა საკმარისი. მაგრამ გავიზარდეთ და დიდობაში მივხვდით, რომ გმირი მამა გვყავდა. ისე მოკვდა, დარწმუნებული ვარ, წამიც არ უფიქრია, ჯობს მე და ჩემი ოჯახი გავეცალოთ საფრთხეს, ყველამ თავად იზრუნოს გადარჩენაზე, სხვას რატომ უნდა შევეწიროო. ასეთი იყო - პასუხისმგებლიანი და თავდადებული. რთული დრო იყო, გაჭირდა ოჯახის რჩენა, ამიტომ მამა რაჭაში დადიოდა სამუშაოდ, თუ არ ვცდები, ბარიტის მაღაროებში.

ჩვენს სანახავად კი პერევში ხშირად გადმოდიოდა. მიწისძვრის დღესაც, 1991 წლის 29 აპრილს, შინ იყო. ამ დროს ირგვლივ ყველაფერმა ზანზარი დაიწყო, მთებიდან მტვერი ავარდა და საშინელი ხმაური ატყდა. იმ დღეს სოფელში ყველა სახლი დაიბზარა, ზოგი ჩამოინგრა. საბედნიეროდ, ჩვენ გადავრჩით. იმ წუთებში აზრადაც არ მოგვსვლია, რა საშინელი ტრაგედია დატრიალდა ჩვენი სოფლის თავზე, სოფელ ხახიეთში - მიწა გაიხსნა, მთელი სოფელი ჩაიტანა, მერე კი იმ ღრმულში წყალი შეიჭრა. ნელ-ნელა ავსებდა ღრმულს და ტბად იქცეოდა. ეს ყველაფერი მოგვიანებით გავიგეთ, როდესაც ხალხი მოვიდა გონზე. იმ დღიდან მამაჩემი სახლიდან არ გასულა. ყველას გვეჩვენებოდა, რომ უბედურება ისევ განმეორდებოდა. ერთ დღეს ჩვენთან მამაჩემის მეგობრები შეიკრიბნენ და ყოფილ სოფელ ხახიეთის მახლობლად, წმინდა გიორგის სალოცავში ასვლა გადაწყვიტეს. სალოცავი მიწისძვრას გადაურჩა. მამას ტრაქტორი ჰყავდა, რაც მისწრება იყო სამუშაოდაც და ძნელ გზაზე სასიარულოდაც. ამიტომ ზედ დასხდნენ და გზას გაუდგნენ.

ეს იყო 26 მაისი - დაახლოებით 3 კვირა იყო გასული მიწისძვრიდან. და იმ დღეს შინიდან წასული მამა აღარ დაბრუნებულა. მიმავლებს ერთი ჩვენი სოფლელი შემოხვედრიათ ყვირილით, რომელიც ხახიეთის ტბის ახლო ადგილებიდან ბრუნდებოდა, ჩქარა უკან გაბრუნდით, ტბიდან მალე წყალი მოვარდება, შეიძლება მთელი პერევი ამოახრჩოს, ხალხი გააფრთხილეთ, შემაღლებულ ადგილებში გაიქცნენო...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: