მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას" - საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები
"ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას" - საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები

სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის ელჩი, შე­რაზ გას­რი და სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელჩი, პე­ტერ ფი­შე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას უს­ვა­მენ ხაზს და ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­ში­რის 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ელ­ჩე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომის წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ავ­რცე­ლეს.

"ერთი წლის შემ­დეგ, ევ­რო­კავ­ში­რი ხელ­გაშ­ლი­ლი ეგე­ბე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას. ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და მშვი­დო­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის. ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა გრძე­ლი გზაა. ის გუ­ლის­ხმობს არა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის მიზ­ნე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, არა­მედ ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, სტან­დარ­ტე­ბი­სა და ნორ­მე­ბის მი­ღე­ბას. 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში ევ­რო­კავ­ში­რი მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ, რათა და­ი­წყოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ვიწ­ვევთ ჩვენს ქარ­თველ მე­გობ­რებს, ფო­კუ­სირ­დნენ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე და გა­ა­ერ­თი­ა­ნონ ძა­ლე­ბი 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გარ­შე­მო“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიული
0

როგორი ფრანგული გარეგნობა აქვს ელჩს.

მიხვდნენ?
0

დიახ, დიახ! ევროპას უფრო ვჭირდებით ჩვენ, ვიდრე ჩვენ ეგენი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას" - საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები

"ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას" - საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი და საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ქვეყანას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ნათქვამია ელჩების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელეს.

"ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობის გავრცელებისთვის. ევროკავშირში გაწევრიანება გრძელი გზაა. ის გულისხმობს არა მხოლოდ ევროკავშირის მიზნებისა და ღირებულებების მიღებას, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ნორმების მიღებას. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიწვევთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის განხორციელების გარშემო“, - აღნიშნულია განცხადებაში.