მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენც ასე გავიგეთ, რომ დაიღუპა, მაგრამ ჩემი ძმა ცოცხალია... როგორც ვიცი, ქვის ლოდი მოხვდა" - ინფორმაცია თურქეთში მოხალისედ წასული ბიჭის გარდაცვალების შესახებ არ დასტურდება
"ჩვენც ასე გავიგეთ, რომ დაიღუპა, მაგრამ ჩემი ძმა ცოცხალია... როგორც ვიცი, ქვის ლოდი მოხვდა" - ინფორმაცია თურქეთში მოხალისედ წასული ბიჭის გარდაცვალების შესახებ არ დასტურდება

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თურ­ქეთ­ში, მი­წისძვრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ონ­ში მო­ხა­ლი­სედ წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდის, და­ნი­ელ ბულ­კაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა ამ­ჟა­მად ეს ფაქ­ტი არ დას­ტურ­დე­ბა.

და­ნი­ელ ბულ­კაშ­ვი­ლის ძმა ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ მისი ძმა ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ სხვა დე­ტა­ლე­ბი მის­თვის უც­ნო­ბია.

“დიახ, თა­ვი­დან ჩვენც ასე გა­ვი­გეთ, რომ და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა ჩემი ძმა ცო­ცხა­ლია. რო­გორც ვიცი, ქვის ლოდი მოხ­ვდა, მაგ­რამ ახლა თავს კარ­გად გრძნობს. არ ვიცი, სხვა დე­ტა­ლებ­ზე ვერ გე­სა­უბ­რე­ბით. რაც მთა­ვა­რია, ჩემი ძმა ცო­ცხა­ლია”, - აცხა­დებს და­ნი­ელ ბულ­კაშ­ვი­ლი.

Ambebi.ge კი­დევ ერთხელ და­კავ­შირ­და და­ნილ ბულ­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბარს გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძეს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ და­ნი­ელ ბულ­კაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი, თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­უ­დას­ტუ­რეს და შე­სა­ბა­მი­სი პოს­ტიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლა.

“არ ვიცი რა მოხ­და, ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ და­ნი­ელ ბულ­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მო­ხა­ლი­სედ იყო წა­სუ­ლი, გარ­და­იც­ვა­ლა. მე­გობ­რებ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა ყვე­ლამ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია ვი­ცო­დით. რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად და რა­ტომ მი­ვი­ღეთ თურ­ქე­თი­დან ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია, ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ჩვენც გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვართ”, - გვი­თხრა გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძემ.

რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­გვი­ცხა­დეს, თურ­ქეთ­ში არ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში თურ­ქე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ შე­სუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

ვინც პირველმა გააჟღერა ეს ინფორმაცია,უნდა აგოს პასუხი!..ხომ შეიძლებოდა ცუდი რამ მოჰყოლოდა ამას!

ეკა
1

მადლობა უფალს რომ ცოცხალი..❤️❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩვენც ასე გავიგეთ, რომ დაიღუპა, მაგრამ ჩემი ძმა ცოცხალია... როგორც ვიცი, ქვის ლოდი მოხვდა" - ინფორმაცია თურქეთში მოხალისედ წასული ბიჭის გარდაცვალების შესახებ არ დასტურდება

"ჩვენც ასე გავიგეთ, რომ დაიღუპა, მაგრამ ჩემი ძმა ცოცხალია... როგორც ვიცი, ქვის ლოდი მოხვდა" - ინფორმაცია თურქეთში მოხალისედ წასული ბიჭის გარდაცვალების შესახებ არ დასტურდება

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში მოხალისედ წასული ქართველი ახალგაზრდის, დანიელ ბულკაშვილის გარდაცვალების თაობაზე, თუმცა ამჟამად ეს ფაქტი არ დასტურდება.

დანიელ ბულკაშვილის ძმა ambebi.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი ძმა ცოცხალია, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხის ირგვლივ სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

“დიახ, თავიდან ჩვენც ასე გავიგეთ, რომ დაიღუპა, თუმცა ჩემი ძმა ცოცხალია. როგორც ვიცი, ქვის ლოდი მოხვდა, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს. არ ვიცი, სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით. რაც მთავარია, ჩემი ძმა ცოცხალია”, - აცხადებს დანიელ ბულკაშვილი.

Ambebi.ge კიდევ ერთხელ დაკავშირდა დანილ ბულკაშვილის მეგობარს გიორგი დიასამიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ დანიელ ბულკაშვილის გარდაცვალების ფაქტი, თავდაპირველად ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს და შესაბამისი პოსტიც სოციალურ ქსელში ამის შემდეგ გაავრცელა.

“არ ვიცი რა მოხდა, ყველამ ვიცოდით, რომ დანიელ ბულკაშვილი, რომელიც მოხალისედ იყო წასული, გარდაიცვალა. მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ყველამ ასეთი ინფორმაცია ვიცოდით. რა მოხდა რეალურად და რატომ მივიღეთ თურქეთიდან ასეთი ინფორმაცია, ვერაფერს გეტყვით, ჩვენც გაურკვევლობაში ვართ”, - გვითხრა გიორგი დიასამიძემ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, თურქეთში არსებულ საქართველოს საელჩოში თურქეთის ოფიციალური უწყებებიდან საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.