საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, შეგახსენოთ მხოლოდ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა" - ნინო გიორგობიანი ღარიბაშვილის პრემიერობის ორ წელს აჯამებს
"მინდა, შეგახსენოთ მხოლოდ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა" - ნინო გიორგობიანი ღარიბაშვილის პრემიერობის ორ წელს აჯამებს

მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის ორ წელს აჯა­მებს (შე­ნიშ­ვნა:პრე­მი­ე­რად მე­ო­რედ და­ნიშ­ვნი­დან ორ წელს)

"დღე­საც და ხვა­ლაც, მე ყო­ველ­თვის, ყველ­გან ვი­მოქ­მე­დებ ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ჩვე­ნი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვე­რა­ვინ შე­მაც­ვლე­ვი­ნებს“ - პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. ეს გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ­მა ერთ-ერთი ღო­ნის­ძი­ე­ბის დროს გა­ა­კე­თა, ყვე­ლას კარ­გად დაგ­ვა­მახ­სოვ­რდა და ვთვლი, რომ მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ქვეყ­ნი­სად­მი ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მო­ხა­ტავს.

დღეს ორი წელი გა­ვი­და, რაც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი პრე­მი­ერ­მა საქ­მით და­ამ­ტკი­ცა, რომ ქვე­ყა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მოკ­ლედ მინ­და შე­გახ­სე­ნოთ მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა:

გაზ­რდი­ლი ხელ­ფა­სე­ბი, პენ­სი­ე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი. ძა­ლოვ­ნებს ჯამ­ში ხელ­ფა­სი გა­ე­ზარ­დათ 30%-ით, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს 20%.-ით.

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ბავ­შვებს 200-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა და­ე­ნიშ­ნათ - ჯამ­ში 500 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­მო­ი­ყო.

გა­ი­აფ­და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი: თურ­ქე­თის ბაზ­რის გახ­სნამ წამ­ლე­ბი 60-დან 80%- ით გა­ა­ი­ა­ფა, რის შე­დე­გა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას 200 მი­ლი­ო­ნი და­ე­ზო­გე­ბა.

მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ამოქ­მედ­და რე­ფე­რენ­ტუ­ლი ფა­სე­ბი. 800-ზე მეტი ქრო­ნი­კუ­ლი და ონ­კო­ლო­გი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტი კი­დევ სა­შუ­ა­ლოდ 40%-ით გა­ი­აფ­დე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სწო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი, ზე­დი­ზედ ორ­ჯერ ქვე­ყა­ნას ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა აქვს.

2022 წელს ტუ­რიზ­მი­დან რე­კორ­დუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი იყო - 3 მი­ლი­არდ 517 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი, რაც პან­დე­მი­ამ­დელ - 2019 წლის მო­ნა­ცემს გა­და­ა­ჭარ­ბა. უმუ­შევ­რო­ბა და სი­ღა­რი­ბე ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმ­ზეა

.აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია პროგ­რა­მა „გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი“ - რო­მე­ლიც 63-ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს მო­ი­ცავს, პირ­ველ ეტაპ­ზე იხარ­ჯე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 500 მი­ლი­ო­ნი ლარი. ხორ­ცი­ელ­დე­ბა უამ­რა­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი - სკო­ლე­ბის და ბა­ღე­ბის, სოფ­ლის გზე­ბი­სა თუ ავ­ტო­ბა­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.

ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბაც სწო­რედ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა: შავი ზღვის წყალ­ქვე­შა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცე­მი კა­ბე­ლის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი და ანაკ­ლი­ის პორტთან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - პორ­ტის 51% სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლე­ბა იქ­ნე­ბა და სა­მუ­შა­ო­ე­ბი წელსვე და­ი­წყე­ბა

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და წინსვლა არის ერთ-ერთი მთავ­რი თემა, რა­ზეც პრე­მი­ე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტე­ბის დროს პარტნი­ო­რებ­თან სა­უბ­რობს: აშშ-ში, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, აზი­ა­სა და არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ობს მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ში და გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ის დე­ბა­ტებ­ში.

ამავდრო­უ­ლად, მა­ღა­ლი დო­ნის სტუმ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მას­პინ­ძლობს. ავ­სტრი­ის კან­ცლერ კარლ ნე­ჰა­მერს, ევ­რო­კო­მი­სარ ოლი­ვერ ვარ­ჰე­ის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევს, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს.ბო­ლოს­კენ რომ შე­ვა­ჯა­მო, მოკ­ლე რე­ზი­უ­მე - დღეს ქვე­ყა­ნა­ში არის პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა,

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ქვე­ყა­ნა ჩა­ი­ბა­რა მი­ნუ­სი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კით, ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტით 9,3%, მშპ 50 მლრდ, ხოლო 2 წლის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად - 2023 წლის ბო­ლოს მშპ - 80 მლრდ ლარი, მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე 8 000 დო­ლარ­ზე მეტი იქ­ნე­ბა, ლარი დას­ტა­ბი­ლურ­და. 2 წელი ზე­დი­ზედ ორ­ნიშ­ნა, 10%-იანი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდაა.რთუ­ლია ერთ პოს­ტში ყვე­ლაფ­რის გად­მო­ცე­მა, ამი­ტო­მაც გა­სულ წელს ამ დღეს და­წე­რი­ლი პოსტსაც გი­ზი­ა­რებთ", -წერს ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი
0

იხარეთ!

მარგუალი
1

რაა მიზეზი იმისა, რომ ღარიბაშვილის გაპრემიერებისას კოვიდის მსხვრპლთა ოდენობით (ათას სულ მოსახლეზე გაანგარიშებით) მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვქონდა და კოვიდის ბოლოს სულ ბოლო ადგილზე აღმოვჩნდით და ეს "სულ ბოლო ადგილი" ათასობით ადამიანის სიცოცხლედ დაჯდა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მინდა, შეგახსენოთ მხოლოდ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა" - ნინო გიორგობიანი ღარიბაშვილის პრემიერობის ორ წელს აჯამებს

"მინდა, შეგახსენოთ მხოლოდ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა" - ნინო გიორგობიანი ღარიბაშვილის პრემიერობის ორ წელს აჯამებს

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის ორ წელს აჯამებს (შენიშვნა:პრემიერად მეორედ დანიშვნიდან ორ წელს)

"დღესაც და ხვალაც, მე ყოველთვის, ყველგან ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს“ - პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს განცხადება, რომელიც პრემიერმა ერთ-ერთი ღონისძიების დროს გააკეთა, ყველას კარგად დაგვამახსოვრდა და ვთვლი, რომ მის დამოკიდებულებას ქვეყნისადმი ყველაზე კარგად გამოხატავს.

დღეს ორი წელი გავიდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტმა დაამტკიცა. ორი წლის განმავლობაში კი პრემიერმა საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყანას ემსახურება.

მოკლედ მინდა შეგახსენოთ მხოლოდ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა:

გაზრდილი ხელფასები, პენსიები და სოციალური დახმარებები. ძალოვნებს ჯამში ხელფასი გაეზარდათ 30%-ით, საჯარო მოხელეებს 20%.-ით.

სოციალურად დაუცველ ბავშვებს 200-ლარიანი დახმარება დაენიშნათ - ჯამში 500 მილიონი ლარი გამოიყო.

გაიაფდა მედიკამენტები: თურქეთის ბაზრის გახსნამ წამლები 60-დან 80%- ით გააიაფა, რის შედეგადაც მოსახლეობას 200 მილიონი დაეზოგება.

მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება.

ეს ყველაფერი არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, ზედიზედ ორჯერ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.

2022 წელს ტურიზმიდან რეკორდული შემოსავლები იყო - 3 მილიარდ 517 მილიონი აშშ დოლარი, რაც პანდემიამდელ - 2019 წლის მონაცემს გადააჭარბა. უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა

.აქტიურ ფაზაშია პროგრამა „განახლებული რეგიონები“ - რომელიც 63-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს, პირველ ეტაპზე იხარჯება დაახლოებით 500 მილიონი ლარი. ხორციელდება უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი - სკოლების და ბაღების, სოფლის გზებისა თუ ავტობანების მშენებლობა.

ისტორიული პროექტების დაწყებაც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მშენებლობის პროექტი და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება და სამუშაოები წელსვე დაიწყება

საქართველოში არსებული ეკონომიკური წარმატება, სტაბილურობა და წინსვლა არის ერთ-ერთი მთავრი თემა, რაზეც პრემიერი საერთაშორისო ვიზიტების დროს პარტნიორებთან საუბრობს: აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, აზიასა და არაბულ ქვეყნებში, მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და გაერო-ს გენერალურ ასამბლეის დებატებში.

ამავდროულად, მაღალი დონის სტუმრებს საქართველოში მასპინძლობს. ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.ბოლოსკენ რომ შევაჯამო, მოკლე რეზიუმე - დღეს ქვეყანაში არის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა,

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანა ჩაიბარა მინუსიანი ეკონომიკით, ბიუჯეტის დეფიციტით 9,3%, მშპ 50 მლრდ, ხოლო 2 წლის მუშაობის შედეგად - 2023 წლის ბოლოს მშპ - 80 მლრდ ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8 000 დოლარზე მეტი იქნება, ლარი დასტაბილურდა. 2 წელი ზედიზედ ორნიშნა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდაა.რთულია ერთ პოსტში ყველაფრის გადმოცემა, ამიტომაც გასულ წელს ამ დღეს დაწერილი პოსტსაც გიზიარებთ", -წერს ნინო გიორგობიანი.