საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დანა დამადო, თითს მოგაჭრიო, ჩემი გაუპატიურება უნდოდა... ვასახელებ ამ ადამიანის ვინაობას" - მარტა ბარამიძის უმძიმესი ისტორია და პირდაპირ ეთერში დასახელებული მოძალადე
"დანა დამადო, თითს მოგაჭრიო, ჩემი გაუპატიურება უნდოდა... ვასახელებ ამ ადამიანის ვინაობას" - მარტა ბარამიძის უმძიმესი ისტორია და პირდაპირ ეთერში დასახელებული მოძალადე

მარ­ტა ბა­რა­მი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა "მას­ტერ­შე­ფი­დან" და სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" კარ­გად იც­ნობს. ახალ­გაზ­რდა კუ­ლი­ნარ­სა და მსა­ხი­ობს საკ­მა­ოდ მძი­მე ცხოვ­რე­ბა აქვს გა­მოვ­ლი­ლი. ამის შე­სა­ხებ ის ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" სა­უბ­რობს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გო­გო­ნა ბი­ო­ლო­გი­ურ­მა დე­დამ და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე 3500 მა­ნე­თად გა­ყი­და და მას შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა გამ­ზრდელ დედ-მა­მას­თან უწევ­და. მისი მო­ნა­ყო­ლით, 11 წლის ასაკ­ში გამ­ზრდე­ლი დე­დის დე­დამ დე­ტა­ლუ­რად უამ­ბო მისი შვი­ლად აყ­ვა­ნის შე­სა­ხებ.

"დედა იყო ექი­მი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მუ­შა­ობ­და. მამა ქარ­თვე­ლი იყო, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში და­ამ­თავ­რა სა­მე­დი­ცი­ნო. ჩა­ვი­და პრაქ­ტი­კა­ზე რუ­სეთ­ში, სა­დაც გა­იც­ნო დედა. მა­შინ ჩემს ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას ჰყავ­და 6 წლის შვი­ლი და ქმა­რი, რო­მე­ლიც წყალ­ქვე­შა გემ­ზე იყო წა­სუ­ლი, წე­ლი­წა­დით და 6 თვით. და­ფეხ­მძიმ­და მა­მა­ჩე­მის­გან.

მა­მა­ზე არა­ფე­რი ვიცი, არც სა­ხე­ლი, არც გვა­რი. ამის შემ­დეგ ჩემ­მა ბი­ო­ლო­გი­ურ­მა მა­მამ დედა ჩა­მო­იყ­ვა­ნა ბა­თუმ­ში. დე­დამ იქ იმ­შო­ბი­ა­რა და წა­ვი­და. მე ბა­თუმ­ში დამ­ტო­ვა. მა­მამ გა­და­წყვი­ტა მო­ძებ­ნა და და­ტო­ვა წე­რი­ლი, აინ­ტე­რე­სებ­და სად მივ­ყავ­დი, თუმ­ცა მო­ა­ტყუ­ეს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მი­სა­მარ­თი და­უ­წე­რეს.

ჩემს გაშ­ვი­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ბე­ბოს (გამ­ზრდე­ლი დე­დის დედა) ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი ქალი, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში სამ­შო­ბი­ა­რო­ში მუ­შა­ობ­და. დე­დამ 3500 მა­ნე­თად გამ­ყი­და. მა­შინ ჩემი გამ­ზრდე­ლი დედ-მა­მის ოჯა­ხი შეძ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ბებო და ბაბუ მა­შინ ძა­ლი­ან კარგ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ და ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს თან­ხა გა­და­ე­ხა­დათ. რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე გა­დავ­წყვი­ტე გამ­ზრდე­ლი დე­დის­თვის მეთ­ქვა. მახ­სოვს მივ­დი­ო­დით ბა­ზარ­ში და იქ ვუ­თხა­რი მას, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი" - ჰყვე­ბა მარ­ტა.

ამა­ვე გა­და­ცე­მა­ში გა­ა­კე­თა მარ­ტამ აღი­ა­რე­ბა, რო­გორ სცა­დეს მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა 16 წლის ასაკ­ში და მო­ძა­ლა­დის სა­ხე­ლიც გა­ამ­ხი­ლა - პრო­მო­უ­ტე­რი ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძე...

"16 წლის ასაკ­ში ვმუ­შა­ობ­დი სამ სამ­სა­ხურ­ში, ერთ-ერთი სამ­სა­ხუ­რი (ფო­ტოგ­რა­ფო­ბა) რომ მორ­ჩა, მინ­დო­და თბი­ლის­ში წა­მოს­ვლა და მო­ნას­ტრე­ბის ნახ­ვა. წა­მო­ვე­დი ერთ ადა­მი­ან­თან ერ­თად. ჩვენ 4 თვე ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. მას და­ე­ლა­პა­რა­კა ჩემი მე­ზო­ბე­ლი, მან უთხრა, რომ დე­და­ჩე­მი იყო, ასე­ვე გზი­დან და­ე­ლა­პა­რა­კა დედა ეკა­ტე­რი­ნე - ეს ყვე­ლა­ფე­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გამო.

გზა­ში მან მი­თხრა, რომ ერთი ღამე უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით მა­მი­და­მის­თან. მი­ვე­დით არა­ყიშ­ვი­ლის ჩიხ­ში არ­სე­ბულ ბი­ნა­ში. რო­დე­საც და­ძი­ნე­ბის დრო მო­ვი­და, ერთ სა­ძი­ნე­ბელ­ში მე შე­ვე­დი, მე­ო­რე­ში - ის. მო­მა­კი­თხა ცოტა ხან­ში სა­ძი­ნე­ბელ­ში და მი­თხრა, თუ იმას არ გა­ვა­კე­თებ­დი, რაც მას უნ­დო­და, თითს მო­მაჭ­რი­და. მე გა­ვუწ­ვდი­ნე თითი და... დღემ­დე მაქვს შრა­მი, რო­მე­ლიც ამ ჭრი­ლო­ბი­დან შე­მომ­რჩა.

ჰქონ­და ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა. უნ­დო­და ჩემი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა. ჩემ­გან უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ ჩამ­სვა მან­ქა­ნა­ში და წა­მიყ­ვა­ნა სა­საფ­ლა­ო­ზე, გად­მო­მიყ­ვა­ნა და გა­მი­მე­ო­რა ისევ, რომ თუ იმას არ გა­ვა­კე­თებ­დი, რაც მას სურ­და, დამ­ტო­ვებ­და სა­საფ­ლა­ო­ზე. უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ დამ­ტო­ვა და წა­ვი­და. ცოტა ხან­ში მობ­რუნ­და რა­დი­კა­ლუ­რად სხვა ადა­მი­ა­ნი. ვი­ფიქ­რე, რომ მა­ნამ­დე რა­ღა­ცის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ იყო. ამის შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნა კვლავ სახ­ლში, სა­დაც დამ­ტო­ვა და წა­ვი­და. ჩამ­კე­ტა შიგ­ნი­დან. ზეწ­რე­ბი გა­და­ვა­ბი ერ­თმა­ნეთს, და­ვა­მაგ­რე აივ­ნის მო­ა­ჯირს და მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან ჩავ­ძვე­რი მე­ო­რე სარ­თულ­ზე, მოკ­ლედ ასე წა­მო­ვე­დი. არ მინ­და ვინ­მეს კი­დევ ჰქონ­დეს მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, ამი­ტომ ვამ­ბობ ამ ადა­მი­ა­ნის სა­ხელს და გვარს - ეს არის ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძე. ეს ისე­თი რა­მეა, ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა დაც­ვა დამ­ჭირ­დეს" - ამ­ბობს მარ­ტა.

ნა­ხეთ ვი­დეო:

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
1

სრული მარაზმი

ზურაბი
17

ძალიან ბუნდოვანი ისტორიაა. 16 წლის გოგო მოყვება იღაც ტიპს სადღაც ბინაში, სასაფლაოზე მერე ისევ მანქანაში უჯდება. ის მართლაც თუ ასე იყო დასასჯელია, მაგრამ ამას ან პატრონი ან ჭკუა არ ჰქონდა?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დანა დამადო, თითს მოგაჭრიო, ჩემი გაუპატიურება უნდოდა... ვასახელებ ამ ადამიანის ვინაობას" - მარტა ბარამიძის უმძიმესი ისტორია და პირდაპირ ეთერში დასახელებული მოძალადე

"დანა დამადო, თითს მოგაჭრიო, ჩემი გაუპატიურება უნდოდა... ვასახელებ ამ ადამიანის ვინაობას" - მარტა ბარამიძის უმძიმესი ისტორია და პირდაპირ ეთერში დასახელებული მოძალადე

მარტა ბარამიძეს საზოგადოება "მასტერშეფიდან" და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" კარგად იცნობს. ახალგაზრდა კულინარსა და მსახიობს საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი. ამის შესახებ ის ია ფარულავას გადაცემა "ფარულ კონვერტში" საუბრობს.

როგორც ირკვევა, გოგონა ბიოლოგიურმა დედამ დაბადებისთანავე 3500 მანეთად გაყიდა და მას შემდეგ ცხოვრება გამზრდელ დედ-მამასთან უწევდა. მისი მონაყოლით, 11 წლის ასაკში გამზრდელი დედის დედამ დეტალურად უამბო მისი შვილად აყვანის შესახებ.

"დედა იყო ექიმი, რომელიც რუსეთში მუშაობდა. მამა ქართველი იყო, რომელმაც თბილისში დაამთავრა სამედიცინო. ჩავიდა პრაქტიკაზე რუსეთში, სადაც გაიცნო დედა. მაშინ ჩემს ბიოლოგიურ დედას ჰყავდა 6 წლის შვილი და ქმარი, რომელიც წყალქვეშა გემზე იყო წასული, წელიწადით და 6 თვით. დაფეხმძიმდა მამაჩემისგან.

მამაზე არაფერი ვიცი, არც სახელი, არც გვარი. ამის შემდეგ ჩემმა ბიოლოგიურმა მამამ დედა ჩამოიყვანა ბათუმში. დედამ იქ იმშობიარა და წავიდა. მე ბათუმში დამტოვა. მამამ გადაწყვიტა მოძებნა და დატოვა წერილი, აინტერესებდა სად მივყავდი, თუმცა მოატყუეს და აბსოლუტურად სხვა მისამართი დაუწერეს.

ჩემს გაშვილებაში მონაწილეობას იღებდა ბებოს (გამზრდელი დედის დედა) ერთ-ერთი მეზობელი ქალი, რომელიც იმ პერიოდში სამშობიაროში მუშაობდა. დედამ 3500 მანეთად გამყიდა. მაშინ ჩემი გამზრდელი დედ-მამის ოჯახი შეძლებულები იყვნენ. ბებო და ბაბუ მაშინ ძალიან კარგ თანამდებობაზე მუშაობდნენ და ჰქონდათ საშუალება, რომ ეს თანხა გადაეხადათ. როდესაც ეს ამბავი მოვისმინე გადავწყვიტე გამზრდელი დედისთვის მეთქვა. მახსოვს მივდიოდით ბაზარში და იქ ვუთხარი მას, რომ ყველაფერი ვიცოდი" - ჰყვება მარტა.

ამავე გადაცემაში გააკეთა მარტამ აღიარება, როგორ სცადეს მასზე სექსუალური ძალადობა 16 წლის ასაკში და მოძალადის სახელიც გაამხილა - პრომოუტერი ბიკო ბირბიჩაძე...

"16 წლის ასაკში ვმუშაობდი სამ სამსახურში, ერთ-ერთი სამსახური (ფოტოგრაფობა) რომ მორჩა, მინდოდა თბილისში წამოსვლა და მონასტრების ნახვა. წამოვედი ერთ ადამიანთან ერთად. ჩვენ 4 თვე ერთად ვმუშაობდით. მას დაელაპარაკა ჩემი მეზობელი, მან უთხრა, რომ დედაჩემი იყო, ასევე გზიდან დაელაპარაკა დედა ეკატერინე - ეს ყველაფერი უსაფრთხოების გამო.

გზაში მან მითხრა, რომ ერთი ღამე უნდა დავრჩენილიყავით მამიდამისთან. მივედით არაყიშვილის ჩიხში არსებულ ბინაში. როდესაც დაძინების დრო მოვიდა, ერთ საძინებელში მე შევედი, მეორეში - ის. მომაკითხა ცოტა ხანში საძინებელში და მითხრა, თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას უნდოდა, თითს მომაჭრიდა. მე გავუწვდინე თითი და... დღემდე მაქვს შრამი, რომელიც ამ ჭრილობიდან შემომრჩა.

ჰქონდა ძალადობის მცდელობა. უნდოდა ჩემი გაუპატიურება. ჩემგან უარის მიღების შემდეგ ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა სასაფლაოზე, გადმომიყვანა და გამიმეორა ისევ, რომ თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას სურდა, დამტოვებდა სასაფლაოზე. უარის მიღების შემდეგ დამტოვა და წავიდა. ცოტა ხანში მობრუნდა რადიკალურად სხვა ადამიანი. ვიფიქრე, რომ მანამდე რაღაცის ზეგავლენის ქვეშ იყო. ამის შემდეგ წამიყვანა კვლავ სახლში, სადაც დამტოვა და წავიდა. ჩამკეტა შიგნიდან. ზეწრები გადავაბი ერთმანეთს, დავამაგრე აივნის მოაჯირს და მესამე სართულიდან ჩავძვერი მეორე სართულზე, მოკლედ ასე წამოვედი. არ მინდა ვინმეს კიდევ ჰქონდეს მსგავსი შემთხვევა, ამიტომ ვამბობ ამ ადამიანის სახელს და გვარს - ეს არის ბიკო ბირბიჩაძე. ეს ისეთი რამეა, ამის შემდეგ შეიძლება დაცვა დამჭირდეს" - ამბობს მარტა.

ნახეთ ვიდეო: