კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების დაკავებულ წევრებს შორის 5 ქალია: "ისინი ოჯახებში დამხმარეებად მუშაობდნენ" - რას წერს ესპანური მედია?
ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების დაკავებულ წევრებს შორის 5 ქალია: "ისინი ოჯახებში დამხმარეებად მუშაობდნენ" - რას წერს ესპანური მედია?

20 თე­ბერ­ვალს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნულ­მა პო­ლი­ცი­ამ, მად­რიდ­ში ქარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის 25 წევ­რი და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სახ­ლებ­ში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და, ამო­ღე­ბუ­ლია სამ­კა­უ­ლე­ბი, ძვირ­ფა­სი ქვე­ბი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ელექტრო­ნუ­ლი პლან­შე­ტე­ბი, ლეპ­ტო­პე­ბი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და სხვა ნივ­თე­ბი.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ "ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჰქონ­და ძა­ლი­ან მძლავ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რა".

"ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში იერ­არ­ქია იყო მყა­რი და და­ყო­ფი­ლი იყო ნა­წი­ლე­ბად, რაც "რკი­ნის კო­დექ­სით" იყო გა­მაგ­რე­ბუ­ლი. მის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და ლი­დე­რის დაც­ვაც. ეს და­ყო­ფა მას აქ­ცევ­და პო­ლი­ცი­ის­თვის მი­უწ­ვდომ­ლად - იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მის რო­მე­ლი­მე წევ­რს და­ა­კა­ვებ­დნენ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ის წარ­მო­ად­გენ­და, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­დაჯ­გუფ­დე­ბო­და. ძარ­ცვის­თვის ისი­ნი იყ­ვნენ და­ყო­ფი­ლი ოპე­რა­ტი­ულ ჯგუ­ფე­ბად, რომ­ლე­ბიც 2-5 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბო­და", - წერს ეს­პა­ნუ­რი მე­დია.

ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის’’ და­კა­ვე­ბა - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ერთ-ერთი ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მა სტა­ტი­ას, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წევ­რის­გან შედ­გე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბა შარ­შან 2022 წლის ბო­ლოს და­ი­წყო. ეროვ­ნულ­მა პო­ლი­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე ქურ­დო­ბა ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­ში­რა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, 25 პირი და­ა­პა­ტიმ­რა. მათ შო­რის 5 ქა­ლია, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხებ­ში დამ­ხმა­რე­ე­ბად მუ­შა­ობ­დნენ. ისი­ნი მძარ­ცვე­ლებს სა­მიზ­ნე ობი­ექ­ტებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდიდ­ნენ".

რო­გორც ირ­კვე­ვა, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ჩხრე­კა შვიდ მი­სა­მარ­თზე ჩა­ტარ­და. რო­გორც პო­ლი­ცია გან­მარ­ტავს, და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი ედე­ბათ, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მი­ნი­მუმ 15 სახ­ლის გა­ძარ­ცვა­ში. მათი და­კა­ვე­ბა მოხ­და მად­რიდ­ში, სა­დაც კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მძარ­ცველ­თა პა­ტარ-პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბი წი­ნას­წარ ნიშ­ნავ­დნენ სა­მიზ­ნე სახ­ლს, მას მერე, რაც იღებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ შინ არა­ვინ იყო, ტე­ხავ­დნენ კარს და შე­დი­ოდ­ნენ გა­სა­ძარ­ცვად.

გა­ძარ­ცვუ­ლი სახ­ლე­ბის ნა­წი­ლი დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში - ალ­კო­ბენ­დას­ში მდე­ბა­რე­ობს.

ეს­პა­ნეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი ქვე­ყა­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად, ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბით იმ­ყო­ფე­ბი­ან.

კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბას ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. პო­ლი­ცია, მის ვი­ნა­ო­ბას, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ ამ­ხელს.

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბაც მოხ­დეს.

  • მო­ამ­ზა­და გვან­ცა ახ­ვერ­დაშ­ვილ­მა
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ესპერანტისტო
2

ესპანეთში დაპატიმრებულ „კანონიერ“ ქურდებსა და საქართველოში მომქმედ კანონიერ (ბრჭყალების გარეშე) ქურდებს შორის ის არსებითი განსხვავებაა, რომ არც ესპანეთისა და არც საქართველოს კანონმდებლობა არ იცავს მათს ("კანონიერი" ქურდების"} უფლებებს ქურდობა- ძარცვაზე; ამიტომ ისინი ამორალურები და ამოსაძირკვები არიან, ხოლო კანონიერი ქურდ-მძარცველები კანონმდებლობით დაცულები არიან, პარლამენტში, სამთავრობო დაწესებულებებსა და ოფისებში სხედან და სრულიად უშფოთველად ძარცვავენ მოსახლეობას სავაჭრო ქსელების, აფთიაქების, ტოტალიზატორებისა და სხვადასხვაგვარი ბიზნესების საშუალებით. ამათგან ძარცვა-გლეჯის მასშტაბები გეომეტრიული პროგრესიით მატულობს, რამეთუ ისინი დაზღვეულნი არიან „კრიშით“-კანონმდებლობით. ამ უკანასკნელთ ბიზნესმენები ჰქვიათ და საზოგადოების პატივსაცემ წევრებად მოიაზრებიან არსებულ სისტემაში. მათ „კანონიერი ქურდები“ ქვეყნიდან გააძევეს და არენა მოისუფთავეს.

კატია
1

სირცხვილი და თავის მოჭრა. აი ასეთები არიან ყველას, რომ გვარცხვენ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების დაკავებულ წევრებს შორის 5 ქალია: "ისინი ოჯახებში დამხმარეებად მუშაობდნენ" - რას წერს ესპანური მედია?

ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების დაკავებულ წევრებს შორის 5 ქალია: "ისინი ოჯახებში დამხმარეებად მუშაობდნენ" - რას წერს ესპანური მედია?

20 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ, მადრიდში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სამკაულები, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი და აქსესუარები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა ნივთები.

მედიის ინფორმაციით კი, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ "ორგანიზაციას ჰქონდა ძალიან მძლავრი დანაშაულებრივი სტრუქტურა".

"ორგანიზაციაში იერარქია იყო მყარი და დაყოფილი იყო ნაწილებად, რაც "რკინის კოდექსით" იყო გამაგრებული. მის მიზანს წარმოადგენდა ლიდერის დაცვაც. ეს დაყოფა მას აქცევდა პოლიციისთვის მიუწვდომლად - იმ შემთხვევაში, თუ მის რომელიმე წევრს დააკავებდნენ, ორგანიზაციის ის ნაწილი, რომელსაც ის წარმოადგენდა, მომენტალურად გადაჯგუფდებოდა. ძარცვისთვის ისინი იყვნენ დაყოფილი ოპერატიულ ჯგუფებად, რომლებიც 2-5 ადამიანისგან შედგებოდა", - წერს ესპანური მედია.

ქართველი "კანონიერი ქურდების’’ დაკავება - ამ სათაურით აქვეყნებს ერთ-ერთი ესპანური გამოცემა სტატიას, რომელშიც ვკითხულობთ:

"დანაშაულებრივი დაჯგუფება რამდენიმე ათეული წევრისგან შედგებოდა. გამოძიება შარშან 2022 წლის ბოლოს დაიწყო. ეროვნულმა პოლიციამ რამდენიმე ქურდობა ერთმანეთს დაუკავშირა და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, 25 პირი დააპატიმრა. მათ შორის 5 ქალია, რომლებიც ოჯახებში დამხმარეებად მუშაობდნენ. ისინი მძარცველებს სამიზნე ობიექტებზე ინფორმაციას აწვდიდნენ".

როგორც ირკვევა, სპეცოპერაციის ფარგლებში, ჩხრეკა შვიდ მისამართზე ჩატარდა. როგორც პოლიცია განმარტავს, დაკავებულებს ბრალი ედებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მინიმუმ 15 სახლის გაძარცვაში. მათი დაკავება მოხდა მადრიდში, სადაც კრიმინალური ორგანიზაცია იყო დაფუძნებული მძარცველთა პატარ-პატარა ჯგუფები წინასწარ ნიშნავდნენ სამიზნე სახლს, მას მერე, რაც იღებდნენ ინფორმაციას, რომ შინ არავინ იყო, ტეხავდნენ კარს და შედიოდნენ გასაძარცვად.

გაძარცვული სახლების ნაწილი დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში - ალკობენდასში მდებარეობს.

ესპანეთში დაკავებული პირები ქვეყანაში არალეგალურად, ყალბი საბუთებით იმყოფებიან.

კრიმინალურ დაჯგუფებას ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ხელმძღვანელობდა. პოლიცია, მის ვინაობას, ჯერჯერობით, არ ამხელს.

სამართალდამცავთა თქმით, გამოძიება გრძელდება, არ არის გამორიცხული კრიმინალური დაჯგუფების დანარჩენი წევრების დაკავებაც მოხდეს.

  • მოამზადა გვანცა ახვერდაშვილმა