მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე განცხადებას ავრცელებს
რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე განცხადებას ავრცელებს

რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი, იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მელ­საც ტა­ლახ­ში სვრი­ან - ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, რომ ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი მო­რაგ­ბე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მთე­ლი თა­ვი­ან­თი ფი­ზი­კუ­რი, ემო­ცი­უ­რი, გო­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ხე­ლოდ იხარ­ჯე­ბი­ან და ის­ტო­რი­ულ წარ­მა­ტე­ბებს ზე­დი­ზედ აღ­წე­ვენ მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე, ჩირ­ქი არ მო­ე­ცხო პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით გო­ნე­ბა­და­ბინ­დულ, ყვე­ლაფ­რისმკად­რე­ბელ ვი­თომ ჟურ­ნა­ლის­ტთა ჯგუფს ტვ-პირ­ველ­ზე;

რო­გორც კი შე­მა­ტყო­ბი­ნეს ტვ-პირ­ვე­ლის ანონ­სის შე­სა­ხებ, თით­ქოს იმ სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ჩვე­ნი მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი იყო და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი იტა­ლი­ას­თან ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩის წინ - რუსი ოლი­გარ­ქი ჩა­ვიყ­ვა­ნე ვერ­ტმფრე­ნით და რეს­ტო­რან­ში გა­ვუ­მას­პინ­ძლდი, გა­ვავ­რცე­ლე უარ­ყო­ფა და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში სარფში, სას­ტუმ­რო ლიც­ში მატ­ჩის წინ გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი, მწვრთნე­ლე­ბი, ექი­მე­ბი, ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჯგუ­ფი და რაგ­ბის კავ­ში­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ჩემი ჩათ­ვლით - ასამ­დე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა მა­ლუ­ლად ვინ­მეს მარ­თლაც რომ მო­ენ­დო­მე­ბი­ნა ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის შე­უმ­ჩნევ­ლად და თან სა­გან­გე­ბოდ გა­მას­პინ­ძლე­ბა, იყო სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი.

ავ­ხსე­ნი ისიც, რომ სას­ტუმ­რო ლიცი შე­ირ­ჩა ქა­ლა­ქი­დან გა­რი­ყუ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გამო, რათა სპორ­ტსმე­ნებს ჰქო­ნო­დათ მატ­ჩამ­დე სრულ სიმ­ყუდ­რო­ვე­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბის და ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, და, რომ ამა­ვე მი­ზე­ზით, რაგ­ბის კავ­ში­რის თხოვ­ნით, სას­ტუმ­რო და­ხუ­რუ­ლი იყო სხვა სტუმ­რე­ბის­თვის. გა­ვავ­რცე­ლე ფოტო მა­სა­ლაც იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩემი პი­რა­დი სახ­სრე­ბით და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სამი ვერ­ტმფრე­ნით სვა­ნე­თი, რაჭა და აჭა­რა და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე სა­რაგ­ბო სამ­ყა­როს თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლებს, მათ შო­რის კლოდ სო­რელს და რიჩ დიქ­სონს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტებს, ინფლუ­ენ­სე­რებს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ევ­რო­პი­დან ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ჩა­ვიყ­ვა­ნეთ ბა­თუმ­ში მატჩზე და­სას­წრე­ბად, და ასე­ვე ჩემს პი­რად სტუმ­რებს, ქარ­თუ­ლი რაგ­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დეს გულ­შე­მატ­კივ­რებს, - მარკ ჰე­ი­ნეს და­ნი­ელს, რომ­ლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია ქა­ს­ქა­დენ გრუ­პი 200 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის კერ­ძო აქ­ტი­ვებს მარ­თავს და იაშა ელი­გუ­ლას, რომ­ლის კომ­პა­ნია მსოფ­ლიო მას­შტა­ბის კონ­ცერ­ტებს აწყობს, პი­რა­დად კი მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აქ­ტი­ვებს ფლობს.

10 ივ­ლისს, პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში 6 ერის წევ­რი იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით და­ვა­მარ­ცხეთ და მთე­ლი მსოფ­ლიო კი­დევ ერთხელ ავა­ლა­პა­რა­კეთ ქარ­თუ­ლი რაგ­ბის სას­წა­ულ­ზე - სამ­წუ­ხა­როდ, რაგ­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­გან გან­სხვა­ვე­ბით ტვ-პირ­ვე­ლი მხო­ლოდ ბოღ­მი­თა და ღვარ­ძლით აღავ­სო და მას შემ­დეგ მო­ყო­ლე­ბუ­ლი შუ­რის სა­ძი­ებ­ლად, ჩირ­ქის მო­სა­ცხე­ბად ეძე­ბა კომ­პრო­მა­ტი და რომ ვერ მი­აგ­ნო, გა­მო­ი­გო­ნა ჩვე­უ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბით - “ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით” - თით­ქოს იტა­ლი­ას­თან ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩის წინა დღეს, რო­დე­საც მთე­ლი სა­რაგ­ბო ოჯა­ხი ბრძო­ლი­სა და წარ­მა­ტე­ბის­თვის იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, სწო­რედ იქ სა­დაც ეს ოჯა­ხი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, სას­ტუმ­რო ლიც­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ვერ­ტმფრე­ნით რუს მი­ლი­არ­დერს გა­ვუ­მას­პინ­ძლდით, რომ­ლის გვა­რი პი­რა­დად მე პირ­ვე­ლად გა­ვი­გე - ბინ­ძუ­რი ცი­ლის­წა­მე­ბა და და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა პი­რა­დად ჩემი, ქვეყ­ნის მე­სა­ზღვრე­ე­ბის, მთავ­რო­ბის და სა­ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თულ მო­რაგ­ბე­თა მი­სა­მარ­თით, რომ­ლე­ბიც ბინ­ძუ­რი კონ­სპი­რა­ცი­ის ნა­წი­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნეს.

“თა­ვი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით” ტვ-პირ­ვე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც გა­დაწ­ვდა, ქარ­თუ­ლი რაგ­ბის მო­ა­მა­გეს, რომ­ლის შემ­წე­ო­ბით აშე­ნე­ბულ სა­რაგ­ბო სტა­დი­ო­ნებ­ზე აღ­ზრდი­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი აღ­წე­ვენ დღეს სწო­რედ ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბებს, და, მას რუსი მი­ლი­რა­დე­რის­თვის სა­კუ­თა­რი ვერ­ტმფრე­ნით სარ­გებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა და­აბ­რა­ლა. ყვე­ლა ეს ბრალ­დე­ბა, რომ შე­თი­თხნი­ლი იყო, არ ეყ­რდნო­ბო­და არა­ნა­ირ ფაქ­ტებს წი­ნას­წარ ეც­ნო­ბა ტვ-პირ­ველს, უფრო მე­ტიც შევ­თა­ვა­ზეთ სას­ტუმ­რო ლი­ცის სტუმ­რე­ბი­სა და ვერ­ტმფრე­ნე­ბის მგზავ­რთა სრუ­ლი სიაც, რი­თაც არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, ბო­რო­ტი გან­ზარ­ხვით გა­ავ­რცე­ლა ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი და რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლი სიც­რუე,- იმე­დი მაქვს ქარ­თუ­ლი მე­დია, მისი მომ­ხმა­რე­ბე­ლი აუ­დი­ტო­რია, სა­მო­ქა­ლა­ქო და ადა­მი­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჯე­როვ­ნად შე­ა­ფა­სე­ბენ ტვ-პირ­ვე­ლის ამ კი­დევ ერთ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის ძირ­გა­მომ­თხრელ ძა­ლის­ხმე­ვას და გა­ე­მიჯ­ნე­ბი­ან მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სლო­გა­ნით შე­ნიღ­ბულ ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პრაქ­ტი­კას" - აცხა­დებს იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ფული გქონიათ, დაიქირავეთ კარგი ვექილი და იმდენით დააჯარიმეთ რეპუტაციის და საქმიანი იმიჯის შელახვისათვის , მორალური ზარალისა და მიზანმიმართული დეზინფორმაციისათვის რომ მაგ პოლიტიკური კანტორის და არა პირუთვნელად ობიექტური (კანონი ავალებს) მედია საშუალების კარები ვეღარ გახსნან, და ეგარი !

ვაჟა
4

მხოლოდ სამართლებრივად და აუცილებლად უნდა ვებრძოლოთ ასეთ გარეწრებს !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქართული რაგბის ისტორიული გამარჯვება, რომელსაც ტალახში სვრიან - ყველანაირად ვეცადე, რომ ჩვენი სახელოვანი მორაგბეებისთვის, რომლებიც მთელი თავიანთი ფიზიკური, ემოციური, გონებრივი ძალებით საქართველოს სასახელოდ იხარჯებიან და ისტორიულ წარმატებებს ზედიზედ აღწევენ მსოფლიო ასპარეზზე, ჩირქი არ მოეცხო პოლიტიკური ანგარიშსწორებით გონებადაბინდულ, ყველაფრისმკადრებელ ვითომ ჟურნალისტთა ჯგუფს ტვ-პირველზე;

როგორც კი შემატყობინეს ტვ-პირველის ანონსის შესახებ, თითქოს იმ სასტუმროში, სადაც ჩვენი მორაგბეთა ნაკრები იყო დაბინავებული იტალიასთან ისტორიული მატჩის წინ - რუსი ოლიგარქი ჩავიყვანე ვერტმფრენით და რესტორანში გავუმასპინძლდი, გავავრცელე უარყოფა და სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სინამდვილეში სარფში, სასტუმრო ლიცში მატჩის წინ განთავსებული იყო ჩვენი ნაკრები, მწვრთნელები, ექიმები, ტექნიკური პერსონალი, საკომუნიკაციო ჯგუფი და რაგბის კავშირის ადმინისტრაცია, ჩემი ჩათვლით - ასამდე ადამიანი, რომელთა მალულად ვინმეს მართლაც რომ მოენდომებინა ნებისმიერი პირის შეუმჩნევლად და თან საგანგებოდ გამასპინძლება, იყო სრულიად შეუძლებელი.

ავხსენი ისიც, რომ სასტუმრო ლიცი შეირჩა ქალაქიდან გარიყული მდებარეობის გამო, რათა სპორტსმენებს ჰქონოდათ მატჩამდე სრულ სიმყუდროვეში კონცენტრირების და ძალების მობილიზების საშუალება, და, რომ ამავე მიზეზით, რაგბის კავშირის თხოვნით, სასტუმრო დახურული იყო სხვა სტუმრებისთვის. გავავრცელე ფოტო მასალაც იმის საჩვენებლად, რომ სინამდვილეში ჩემი პირადი სახსრებით დაქირავებული სამი ვერტმფრენით სვანეთი, რაჭა და აჭარა დავათვალიერებინე სარაგბო სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენლებს, მათ შორის კლოდ სორელს და რიჩ დიქსონს, საერთაშორისო ჟურნალისტებს, ინფლუენსერებს, რომლებიც მთელი ევროპიდან ჩარტერული რეისით ჩავიყვანეთ ბათუმში მატჩზე დასასწრებად, და ასევე ჩემს პირად სტუმრებს, ქართული რაგბისა და საქართველოს უდიდეს გულშემატკივრებს, - მარკ ჰეინეს დანიელს, რომლის საინვესტიციო კომპანია ქასქადენ გრუპი 200 მილიარდი დოლარის კერძო აქტივებს მართავს და იაშა ელიგულას, რომლის კომპანია მსოფლიო მასშტაბის კონცერტებს აწყობს, პირადად კი მრავალმილიარდიანი უძრავი ქონების აქტივებს ფლობს.

10 ივლისს, პირველად ისტორიაში 6 ერის წევრი იტალიის ნაკრები დიდი უპირატესობით დავამარცხეთ და მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ ავალაპარაკეთ ქართული რაგბის სასწაულზე - სამწუხაროდ, რაგბისა და საქართველოს წარმატება, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით ტვ-პირველი მხოლოდ ბოღმითა და ღვარძლით აღავსო და მას შემდეგ მოყოლებული შურის საძიებლად, ჩირქის მოსაცხებად ეძება კომპრომატი და რომ ვერ მიაგნო, გამოიგონა ჩვეული ფორმულირებით - “ჩვენი ინფორმაციით” - თითქოს იტალიასთან ისტორიული მატჩის წინა დღეს, როდესაც მთელი სარაგბო ოჯახი ბრძოლისა და წარმატებისთვის იყო მობილიზებული, სწორედ იქ სადაც ეს ოჯახი იყო განთავსებული, სასტუმრო ლიცში სპეციალური ვერტმფრენით რუს მილიარდერს გავუმასპინძლდით, რომლის გვარი პირადად მე პირველად გავიგე - ბინძური ცილისწამება და დაუმსახურებელი, დაუსაბუთებელი შეურაცხყოფა პირადად ჩემი, ქვეყნის მესაზღვრეების, მთავრობის და სახელოვანი ქართულ მორაგბეთა მისამართით, რომლებიც ბინძური კონსპირაციის ნაწილად წარმოაჩინეს.

“თავისი ინფორმაციით” ტვ-პირველი ბიძინა ივანიშვილსაც გადაწვდა, ქართული რაგბის მოამაგეს, რომლის შემწეობით აშენებულ სარაგბო სტადიონებზე აღზრდილი მორაგბეები აღწევენ დღეს სწორედ ისტორიულ გამარჯვებებს, და, მას რუსი მილირადერისთვის საკუთარი ვერტმფრენით სარგებლობის ნებართვა დააბრალა. ყველა ეს ბრალდება, რომ შეთითხნილი იყო, არ ეყრდნობოდა არანაირ ფაქტებს წინასწარ ეცნობა ტვ-პირველს, უფრო მეტიც შევთავაზეთ სასტუმრო ლიცის სტუმრებისა და ვერტმფრენების მგზავრთა სრული სიაც, რითაც არ დაინტერესებულა და მიზანმიმართულად, ბოროტი განზარხვით გაავრცელა ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახველი სიცრუე,- იმედი მაქვს ქართული მედია, მისი მომხმარებელი აუდიტორია, სამოქალაქო და ადამინის უფლებადამცველი ორგანიზაციები ჯეროვნად შეაფასებენ ტვ-პირველის ამ კიდევ ერთ ანტისახელმწიფოებრივ და ქვეყნის რეპუტაციისთვის ძირგამომთხრელ ძალისხმევას და გაემიჯნებიან მედიის თავისუფლების სლოგანით შენიღბულ ამ დანაშაულებრივ პრაქტიკას" - აცხადებს იოსებ ტყემალაძე.