მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააპელაციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ - ვურთავთ ვიდეო კადრებს, სადაც გონების კარგვის ეპიზოდებია ასახული" - შალვა ხაჭაპურიძე
"სააპელაციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ - ვურთავთ ვიდეო კადრებს, სადაც გონების კარგვის ეპიზოდებია ასახული" - შალვა ხაჭაპურიძე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ად­ვო­კა­ტე­ბი მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს ან ხვალ დი­ლით გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ და საქ­მეს ვი­დეო-კად­რებს და­ურ­თა­ვენ, სა­დაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გო­ნე­ბის კარ­გვის ეპი­ზო­დე­ბია ასა­ხუ­ლი.

რო­გორც ხა­ჭა­პუ­რი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს გო­ნე­ბის კარ­გვის ეპი­ზო­დე­ბი არ ახ­სოვს, რო­მე­ლიც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გად­მო­ცე­მულ ვი­დეო-კად­რებ­შია ასა­ხუ­ლი, ხოლო ეს ფაქ­ტე­ბი კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ მედ-პერ­სო­ნალს სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ა­ში არ და­ურ­თავთ.

"დღეს სა­ღა­მოს ან ხვალ დი­ლით სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩელს შე­ვი­ტანთ. ამ ეტაპ­ზე ავად­მყო­ფო­ბის ახალ ის­ტო­რი­ას ვურ­თავთ, ვი­დეო -კად­რებს, რო­მე­ლიც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გად­მოგ­ვე­ცა და გო­ნე­ბის კარ­გვის ეპი­ზო­დე­ბია ასა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ტყუ­ო­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­დე­საც აცხა­დებ­და, რომ გულყრის ეპი­ზო­დე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ ჰქო­ნია. წე­სით სა­სა­მარ­თლო­ში შუ­ამ­დგომ­ლო­ბა უნდა დად­გეს, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად საქ­მეს და­ერ­თოს, ვგუ­ლის­ხმობ ვი­დეო-კად­რებს“, - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით სრუ­ლად არ და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბია და ვი­დეო-კად­რე­ბის ნა­წი­ლი, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ და ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნაა ასა­ხუ­ლი, ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის არ გა­და­უ­ცი­ათ.

"პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს ჯერ­ჯე­რო­ბით ვი­დეო-კად­რე­ბი სრუ­ლად არ გად­მო­უ­ცია, არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბა, უზარ­მა­ზა­რი ნა­წი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად ერთი წლის მა­სა­ლა ჯერ­ჯე­რო­ბით არ გად­მო­უ­ცი­ათ. სამ­წუ­ხა­როა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გო­ნე­ბის კარ­გვის ეპი­ზო­დე­ბი არ ახ­სოვ­და, მაგ­რამ იქ არის კად­რე­ბი, როცა მედ-პერ­სო­ნა­ლი შე­დის და მათ ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ა­ში უნდა აე­სა­ხათ, რაც არ გა­ა­კე­თეს. ვნა­ხოთ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მძი­მე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დე­ნად მოგ­ვცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ამ მედ-პერ­სო­ნა­ლის გა­მო­კი­თხვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ვა­ყე­ნოთ. ძა­ლი­ან დიდი მო­ნა­ცე­მე­ბია და რთუ­ლად სათ­ქმე­ლია ამის დრო რამ­დე­ნად გვექ­ნე­ბა. მე მინ­და ვთქვა, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, ეს ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სას­ჯე­ლის­გან არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და არც გა­და­უ­ვა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე, გი­ორ­გი არე­ვა­ძემ გა­მო­ა­ცხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლით არე­ვა­ძემ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
2

ნეტა იმ ჩახოცილ ბიჭებსაც გონებ ქონოდათ დაკარგული და არა მიწაში იწვნენ ,რასაც კადრულობ მიშას დასცავდ ყოველგვარ ზნედაცემულსაც გაუჭირდებოდა, ჩვენი ცოდვები არ მოგასვენებს შენ და მიშას🙏

ვეტერანი ექიმი
3

ხომ თქვა სასამართლოზე იმ ჰინდო ნევროლოგმა: "გონების კარგვის დასადასტურებლად და ამის მიზეზის დასადგენად სადღეღამისო ეეგ-მონიტორინგი ჩაუტარეთ"-ო, მერე სად არის? "ვივამედში" სათანადო აპარატურა არ აქვთ თუ სააკოვია უარზე? ვიდრე გონების კარგვა ობიექტური კვლევით არ დადასტურდეაბა, უნდა ჩავთვალოთ, რომ სიმულაციაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"სააპელაციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ - ვურთავთ ვიდეო კადრებს, სადაც გონების კარგვის ეპიზოდებია ასახული" - შალვა ხაჭაპურიძე

"სააპელაციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ - ვურთავთ ვიდეო კადრებს, სადაც გონების კარგვის ეპიზოდებია ასახული" - შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ადვოკატები მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ან ხვალ დილით გაასაჩივრებენ და საქმეს ვიდეო-კადრებს დაურთავენ, სადაც ექსპრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდებია ასახული.

როგორც ხაჭაპურიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტს გონების კარგვის ეპიზოდები არ ახსოვს, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გადმოცემულ ვიდეო-კადრებშია ასახული, ხოლო ეს ფაქტები კლინიკა "ვივამედის“ მედ-პერსონალს სამედიცინო ისტორიაში არ დაურთავთ.

"დღეს საღამოს ან ხვალ დილით სააპელაციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. ამ ეტაპზე ავადმყოფობის ახალ ისტორიას ვურთავთ, ვიდეო -კადრებს, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გადმოგვეცა და გონების კარგვის ეპიზოდებია ასახული, რომელიც ადასტურებს, რომ პენიტენციური სამსახური ტყუოდა სასამართლო პროცესზე, როდესაც აცხადებდა, რომ გულყრის ეპიზოდები მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონია. წესით სასამართლოში შუამდგომლობა უნდა დადგეს, რომ მტკიცებულება ოფიციალურად საქმეს დაერთოს, ვგულისხმობ ვიდეო-კადრებს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსამართლის განჩინება ჯერჯერობით სრულად არ დაუკმაყოფილებია და ვიდეო-კადრების ნაწილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის კლინიკა "ვივამედში“ და ციხის საავადმყოფოში ყოფნაა ასახული, ადვოკატებისთვის არ გადაუციათ.

"პენიტენციურ სამსახურს ჯერჯერობით ვიდეო-კადრები სრულად არ გადმოუცია, არ აღსრულებულა თავიდან ბოლომდე მოსამართლის განჩინება, უზარმაზარი ნაწილი, ფაქტობრივად ერთი წლის მასალა ჯერჯერობით არ გადმოუციათ. სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილს გონების კარგვის ეპიზოდები არ ახსოვდა, მაგრამ იქ არის კადრები, როცა მედ-პერსონალი შედის და მათ ყველა ვარიანტში ავადმყოფობის ისტორიაში უნდა აესახათ, რაც არ გააკეთეს. ვნახოთ, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სააპელაციო სასამართლოში ამ მედ-პერსონალის გამოკითხვის შუამდგომლობა დავაყენოთ. ძალიან დიდი მონაცემებია და რთულად სათქმელია ამის დრო რამდენად გვექნება. მე მინდა ვთქვა, რომ გამორიცხული არ არის, ეს ადამიანი რამდენიმე დღეში გარდაიცვალოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.