საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ვანდალიზმის პირველ ფაქტზე მოქალაქე 300 ლარით, ხოლო მეორეზე - 500 ლარით დაჯარიმდება
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ვანდალიზმის პირველ ფაქტზე მოქალაქე 300 ლარით, ხოლო მეორეზე - 500 ლარით დაჯარიმდება

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცე­ებ­ში და მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორ­ტში ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი მომ­ზად­და.

რო­გორც მან დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ვან­და­ლიზ­მის პირ­ველ ფაქ­ტზე მო­ქა­ლა­ქე 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­დე­ბა, ხოლო გან­მე­ო­რე­ბი­თი ფაქ­ტი გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს ვინ­მეს და­ჯა­რი­მე­ბა, მაგ­რამ პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ამ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"ძა­ლი­ან ბევ­რია ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტი და უმე­ტე­სად ამას აკე­თე­ბენ მო­ზარ­დე­ბი. უამ­რა­ვი ვი­დეო მა­სა­ლა იქნა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩვე­ნი მხრი­დან, რომ ახალ­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ სივ­რცე­ე­ბის დამ­ტვრე­ვა, გა­ნად­გუ­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად. გარ­და იმი­სა, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ინ­ვენ­ტა­რი ზი­ან­დე­ბა და მას ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვე­ღარ იყე­ნე­ბენ, მის აღ­სად­გე­ნად და შე­საც­ვლე­ლად და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფის სა­ჭი­რო­ე­ბა ჩნდე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბო­და სხვა პრობ­ლე­მებს მოხ­მა­რე­ბო­და, ან სხვა პრო­ექ­ტე­ბი გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა და რა თქმა უნდა, ამით ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ისარ­გებ­ლებ­დნენ. ფაქ­ტია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბა, რათა ამ ვან­და­ლურ ფაქ­ტებს მოჰ­ყვეს პრე­ვენ­ცია და რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერ­ში თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის როლი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ერ­თად ვებ­რძო­ლოთ ასეთ ფაქ­ტებს. დღეს მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ით სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ნივ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 150 ლარს აღე­მა­ტე­ბა. ჩვენ გვქონ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით და მო­ვამ­ზა­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­ე­დან­ზე, გზა­ზე, პარკში, სკვერ­ში, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ინ­ვენ­ტა­რის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სარ­გებ­ლო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სხვა ობი­ექ­ტის, მათ შო­რის, საგ­ზაო ნიშ­ნის, შუქ­ნიშ­ნის, გა­რე­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა, ან ტრან­სპორ­ტში არ­სე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა, ან გა­ნად­გუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რით. იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა კი გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი წა­რედ­გი­ნე­ბა პარ­ლა­მენტს და იმე­დი მაქვს, რომ კა­ნონ­მდე­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღებს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

რაებს ბოდიალობთ,ხელს უწყობთ?!...ისეთ ჯარიმა უნდა იყოს რომ შიშით გაფიქრებაც ვერ შეუძლოა რომ ,რამე დააზიანოს! გუშინ მეტროში ესკალატორზე 12-14 წლის ბიჭი იდგა და გამოზნულად აზიანებდა ესკალატორის კედელს..ვუყურე,ვუყურე და მერე მივეცი შემიშვნა..არ გაინტერესებთ რა მითხრა?- დეიდა,დაჟინებულად მიმზერდი და პატრული ხომ არ დავუძახოოო!...ა ბატონო თქვენი ლიბერალური კანონები 

ყვლაზე დიდი სიმართლე
0

როგორც ყოველთვის სასჯელი მინიმუმია, ისევე როგორც მერაბიშვილის, უგულავას, სააკაშვილის და სხვ. მიერ ჩადენილი დანაშაულები აბსოლუტურად შეუსაბამოა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებთან. მაგალითისათვის გეტყვით, რომ ჩემმა მეზობელმა, რომელმაც გატეხა ე.წ. კომერციული ჯიური და იქიდან წაიღო არაყი, და ალბათ მასზე დასაყოლებელი რამოდენიმე სასუსნავი, მიუსაჯეს 7 წელი. საწყალი სასმელზე იყო დამოკიდებული(ლოთი). ბატონ პრეზიდენტს და სხვა დანარჩენებს კი ფაქტიურად მაგაზე ნაკლები აქვთ მისჯილი და არც სურთ, რომ ასეთი მინიმალური სასჯელი მოიხადონ. ამიტომაა ასეთი მდგომარეობა... ვითხოვთ მეთ სიმკაცრეს..... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ვანდალიზმის პირველ ფაქტზე მოქალაქე 300 ლარით, ხოლო მეორეზე - 500 ლარით დაჯარიმდება

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ვანდალიზმის პირველ ფაქტზე მოქალაქე 300 ლარით, ხოლო მეორეზე - 500 ლარით დაჯარიმდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი სივრცეებში და მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მომზადდა.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ცვლილებების მიხედვით ვანდალიზმის პირველ ფაქტზე მოქალაქე 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებითი ფაქტი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

დედაქალაქის მერის განცხადებით, არავის სიამოვნებს ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ პრევენციის მიზნით ამ ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია.

"ძალიან ბევრია ვანდალიზმის ფაქტი და უმეტესად ამას აკეთებენ მოზარდები. უამრავი ვიდეო მასალა იქნა გავრცელებული ჩვენი მხრიდან, რომ ახალრეაბილიტირებულ სივრცეების დამტვრევა, განადგურება მიმდინარეობს მიზანმიმართულად. გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურა და ინვენტარი ზიანდება და მას ჩვენი მოქალაქეები ვეღარ იყენებენ, მის აღსადგენად და შესაცვლელად დამატებითი თანხების გამოყოფის საჭიროება ჩნდება, რაც შეიძლებოდა სხვა პრობლემებს მოხმარებოდა, ან სხვა პროექტები განგვეხორციელებინა და რა თქმა უნდა, ამით ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებდნენ. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია პასუხისმგებლობის გამკაცრება, რათა ამ ვანდალურ ფაქტებს მოჰყვეს პრევენცია და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში თითოეული ჩვენგანის როლი არის მნიშვნელოვანი, რომ ერთად ვებრძოლოთ ასეთ ფაქტებს. დღეს მოქმედი რეგულაციით სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. ჩვენ გვქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და მოვამზადეთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რაც ითვალისწინებს მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის და საზოგადოების სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება, ან ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება, ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. აღნიშნული კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს და იმედი მაქვს, რომ კანონმდებელთა მხარდაჭერას მიიღებს“, - განაცხადა კალაძემ.