საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა
სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მარ­თლე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გოგი წუ­ლა­ია დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსჯავ­რდე­ბულს 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა.

"თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი, გა­ა­უქ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე, გ.წ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 16 მარტს, მსჯავ­რდე­ბულ­მა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ზა­რა­ლე­ბულს თბი­ლის­ში და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე, მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით გა­ყო­ლა სთხო­ვა. თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დგომ, მსჯავ­რდე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბულს ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ღამე დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა, სა­დაც ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა, ამ უკა­ნას­კნე­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ­მა სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

გ.წ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე გა­ა­მარ­თლა და დამ­ნა­შა­ვედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­ნი­ცა­და), რის­თვი­საც 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­ე­თან­ხმა და სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რა, რაც თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მსჯავ­რდე­ბულს 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“,- ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აღფრთოვანებული
2

ფრიად ვაფასებთ ქოცისტანის თავგანწირვას, ასე გმირულად რომ გადაეფარა ნაცი ქალბატონის ერთ ადგილს (წარმოიდგინეთ, მაშინ რა მოხდებოდა ქოცი რომ ყოფილიყო) და აღნიშნული ადგილი ამ სექმონსტრ გოგიასგან ჯერ აქამდე არნახულ დაზიანებას გადაარჩინა !!!

ჰა ? !!
1

სხეულის სხვადასხვა არეში მიუღია თურმე დაზიანებები ქალბატონს!

მაინც ქალბატონის რომელ კონკრეტულ არეში მოიპოვა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მისივე განცხადებით, უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ? !!

ავტორი:

სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე, გ.წ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს, მსჯავრდებულმა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, მსჯავრდებულმა დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ამ უკანასკნელის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე გაამართლა და დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი განიცადა), რისთვისაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.