მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეთრმა სახლმა პირველი კომენტარი გააკეთა უცნობ მფრინავ ობიექტებზე - შეიძლება თუ არა, ეს უკავშირდებოდეს უცხოპლანეტელებს: "ვერაფერს გამოვრიცხავ"
თეთრმა სახლმა პირველი კომენტარი გააკეთა უცნობ მფრინავ ობიექტებზე - შეიძლება თუ არა, ეს უკავშირდებოდეს უცხოპლანეტელებს: "ვერაფერს გამოვრიცხავ"

13 თე­ბერ­ვალს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰუ­რო­ნის ტბის თავ­ზე, აშშ-კა­ნა­დის სა­ზღვარ­თან ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მო­რი­გი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი ჩა­მო­აგ­დეს. ეს იყო მე- 4 შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში უც­ნო­ბი ობი­ექ­ტი შე­იჭ­რა, შე­სა­ბა­მი­სად, არ წყდე­ბა მით­ქმა-მოთ­ქმა იმა­ზე, თუ რა წარ­მო­შო­ბის არის ეს ობი­ექ­ტე­ბი. გაჩ­ნდა იმგვა­რი ვა­რა­უ­დე­ბიც, რომ ისი­ნი შე­საძ­ლოა, არა­მი­წი­ერ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას ეკუთ­ვნო­დეს. გა­ჩე­ნილ კი­თხვებ­ზე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი არ ჩანს, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის ფან­ტა­ზი­ას დიდ გა­სა­ქანს აძ­ლევს და უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზეც სულ უფრო მეტს ლა­პა­რა­კო­ბენ...

მოკ­ლედ, ამე­რი­კულ­მა და კა­ნა­დურ­მა თვითმფრი­ნა­ვებ­მა ამ თვე­ში უკვე ოთხი ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი ჩა­მო­აგ­დეს.

  • 4 თე­ბერ­ვა­ლი: ამე­რი­კე­ლე­ბი აგ­დე­ბენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­დაზ­ვერ­ვო სა­ჰა­ე­რო ბურთს სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნის სა­ნა­პი­როს­თან. ამე­რი­კე­ლი ჩი­ნოს­ნე­ბის თქმით, ის ეკუთ­ვნო­და ჩი­ნეთს, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დაფ­რი­ნავ­და აშშ-ის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში და უთ­ვალ­თვა­ლებ­და ამე­რი­კის სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებს. ჩი­ნეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბურ­თი მათი იყო და მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამინ­დის კვლე­ვის­თვის იყე­ნებ­დნენ მას.
  • 10 თე­ბერ­ვა­ლი: აშშ აგ­დებს ამო­უც­ნობ საფ­რენ ობი­ექტს ალას­კის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, მას არ ჰქონ­და რა­ი­მე ტი­პის ძრა­ვა ან მარ­თვის სის­ტე­მა.
  • 11 თე­ბერ­ვა­ლი: გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა ჩა­მო­აგ­დო ძა­ლი­ან მა­ღალ სი­მაღ­ლე­ზე მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობ­და კა­ნა­დის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში აშშ-ის სა­ზღვრი­დან 160 კი­ლო­მეტრში. მას აღ­წერ­დნენ, რო­გორც ცი­ლინ­დრის ფორ­მის და გა­ცი­ლე­ბით მცი­რე ზო­მის ობი­ექტს, ვიდ­რე ეს იყო მფრი­ნა­ვი ბურ­თი.
  • 12 თე­ბერ­ვა­ლი: ამე­რი­კულ­მა გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა ჩა­მო­აგ­დო მე-4 ობი­ექ­ტი გუ­რო­ნის ტბის სი­ახ­ლო­ვეს.

4 თე­ბერ­ვალს ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო ბურ­თის ნამ­სხვრე­ვე­ბი იპო­ვეს და საკ­ვლე­ვად წა­ი­ღეს. ჩი­ნე­თი კი ნარ­ჩე­ნე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს.

აშშ-ს მთავ­რო­ბა­ზე მზარ­დი ზე­წო­ლის ფონ­ზე, რათა გა­ნე­მარ­ტა ვი­თა­რე­ბა ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ცაზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი და ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ამო­უც­ნო­ბი ობი­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, თეთრმა სახ­ლმა ორ­შა­ბათს სა­ღა­მოს მო­ა­წყო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რომ­ლის დრო­საც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცდი­ლობ­და უპა­სუ­ხა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შე­მაშ­ფო­თე­ბელ კი­თხვებ­ზე.

თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სპი­კერ­მა ჯონ კირ­ბიმ თქვა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გან­ვას­ხვა­ვოთ პირ­ვე­ლი­ვე ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო, რო­გორც მარ­თვა­დი ჩი­ნუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო ზონ­დი, შემ­დგომ ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი სამი ობი­ექ­ტი გან­სხვავ­დე­ბო­და პირ­ვე­ლის­გან რო­გორც ზო­მით, ასე­ვე სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით. მათი წარ­მო­მავ­ლო­ბა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია.

კირ­ბის თქმით, ეს ობი­ექ­ტე­ბი იყო ბევ­რად უფრო პა­ტა­რა, მოძ­რა­ობ­დნენ ბევ­რად უფრო და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე, იყ­ვნენ უკონ­ტრო­ლო და არ გა­აჩ­ნდათ რა­ი­მე ელე­მენ­ტი, რო­მე­ლიც მათ ფრე­ნი­სას მა­ნევ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­დათ. ცნო­ბი­ლია, რომ ერთი მათ­გა­ნი ცი­ლინ­დრუ­ლი იყო, მე­ო­რეს კი რვა­კუ­თხე­დის ფორ­მა ჰქონ­და. ასე­ვე უც­ნო­ბია, თუ რო­გორ ახერ­ხებ­დნენ ჰა­ერ­ში გა­ჩე­რე­ბას. კირ­ბის თქმით, ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენ­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ ჩა­მო­აგ­დეს ისი­ნი, კირ­ბიმ უპა­სუ­ხა, რომ პრე­ზი­დენ­ტი ბა­ი­დე­ნი ყო­ველ­თვის მიჰ­ყვე­ბა სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბის რჩე­ვას და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ ამე­რი­კე­ლებს ჰი­პო­თე­ტუ­რი საფრ­თხეც კი არ და­ე­მუქ­როთ.

კირ­ბის თქმით, პირ­ვე­ლი სა­ჰა­ე­რო ბურ­თი საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. ის მოძ­რა­ობ­და 18 000 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, გა­ცი­ლე­ბით მაღ­ლა, ვიდ­რე სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის თვითმფრი­ნა­ვე­ბი დაფ­რი­ნა­ვენ. სამი სხვა ობი­ექ­ტი კი გა­ცი­ლე­ბით დაბ­ლა დაფ­რი­ნავ­და 6000-12000 მ-მდე სი­მაღ­ლემ­დე, რა­მაც ისი­ნი ბევ­რად უფრო სა­ხი­ფა­თო გა­ხა­და ავი­ა­ხა­ზე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, მათ არ ჰქონ­დათ ძრა­ვე­ბი და ქა­რის ეფექ­ტმა მათი ტრა­ექ­ტო­რია გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გა­ხა­და.

კირ­ბიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ჩი­ნე­თი მა­ღა­ლი სი­მაღ­ლის აე­როს­ტა­ტის პროგ­რა­მას აშშ-სა და მის მო­კავ­ში­რე­ებ­ზე თვალ­თვა­ლის­თვის მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებს.

მისი თქმით, სათ­ვალ­თვა­ლო პროგ­რა­მა თა­რიღ­დე­ბა სულ მცი­რე დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დრო­ი­დან.

"ის მოქ­მე­დებ­და წინა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს, მაგ­რამ მათ ეს ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, მი­ვა­დევ­ნეთ თვა­ლი და ყუ­რა­დღე­ბით ვსწავ­ლობ­დით, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი გაგ­ვე­გო. ვი­ცით, რომ ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის სათ­ვალ­თვა­ლო სა­ჰა­ე­რო ბურ­თებ­მა ათო­ბით ქვე­ყა­ნა­ში შე­აღ­წი­ეს, ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი მო­კავ­ში­რე­ე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის ჩათ­ვლით“, - აღ­ნიშ­ნა ჯინ კირ­ბიმ.

მისი თქმით, აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მეტი ეცო­დი­ნე­ბა, რო­დე­საც ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბის ნამ­სხვრე­ვებს შე­ის­წავ­ლი­ან.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სას კირ­ბიმ ასე­ვე და­არ­წმუ­ნა, რომ არ არ­სე­ბობს ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თე­ბენ იდუ­მა­ლი ობი­ექ­ტე­ბის შე­საძ­ლო არა­მი­წი­ერ წარ­მო­შო­ბა­ზე. თუმ­ცა, კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არა­ვინ აცხა­დებ­და პრე­ტენ­ზი­ას ამ ობი­ექ­ტე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ზე, მან უპა­სუ­ხა: "ჩვენ ეს, უბ­რა­ლოდ, არ ვი­ცით".

ხუთ­შა­ბათს, დაზ­ვერ­ვი­სა და სამ­ხედ­რო ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა კონ­გრეს­მე­ნებს აც­ნო­ბეს, რომ პირ­ვე­ლი ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ბურ­თი, აშ­კა­რად აგ­რო­ვებ­და სა­დაზ­ვერ­ვო მო­ნა­ცე­მებს და გაშ­ვე­ბუ­ლი იყო ჩი­ნე­თი­დან. აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ პე­კინ­მა შექ­მნა სა­დაზ­ვერ­ვო ბურ­თე­ბის ფლო­ტი სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე ათო­ბით ქვეყ­ნის მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის.

ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან 10-ზე მეტ­ჯერ შეფ­რინ­და სა­ჰა­ე­რო ბურ­თე­ბით ჩი­ნე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში.

  • გა­უ­გე­ბა­რი საფრ­თხე

თუ თე­ბერ­ვალ­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ობი­ექ­ტის წარ­მო­შო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი მეტ-ნაკ­ლე­ბად ნა­თე­ლია, ბოლო დღე­ებ­ში გა­ნად­გუ­რე­ბულ და­ნარ­ჩენ სამ ობი­ექ­ტზე ინ­ფორ­მა­ცია კვლავ გა­ურ­კვე­ვე­ლია. ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ მათი ნარ­ჩე­ნე­ბის შეს­წავ­ლას და მო­უ­წო­დე­ბენ, რომ ობი­ექ­ტე­ბი ამ ეტაპ­ზე არ მი­ე­წე­როს არ­ცერთ ქვე­ყა­ნას.

"მე არ ვა­პი­რებ მათ კლა­სი­ფი­კა­ცი­ას. ჩვენ მათ ობი­ექ­ტებს ვუ­წო­დებთ მი­ზეზ­თა გამო", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს NORAD-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გე­ნე­რალ­მა გლენ ვა­ნ­ჰერკმა.

"ვხე­დავთ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ობი­ექ­ტებს, რომ­ლებ­საც აქვთ ძა­ლი­ან და­ბა­ლი ამ­რეკ­ლა­ვი ზე­და­პი­რი."

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გე­ნე­რალს ჰკი­თხეს, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ეს მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბი არა­მი­წი­ე­რი წარ­მო­შო­ბის იყოს.

"დაზ­ვერ­ვა­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვას და­ვუ­ტო­ვებ ამას გა­სარ­კვე­ვად. ამ დრო­ის­თვის მე არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ", - თქვა ვა­ნ­ჰერკმა.

CIA-ს ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რი მარკ პო­ლი­მე­რო­პუ­ლო­სი ამ­ბობს, რომ მას არ ახ­სოვს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის მსგავ­სი დარ­ღვე­ვე­ბის სე­რია. მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა აშშ-ს სე­ნა­ტის დაზ­ვერ­ვის კო­მი­ტე­ტის წევ­რმა მა­იკლ ბე­ნეტ­მაც და თქვა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­სა­ხუ­რებს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან პა­სუხს ჩა­მოგ­დე­ბულ ობი­ექ­ტებ­ზე, ვიდ­რე ამ­ჟა­მად სამ­ხედ­რო­ე­ბი იძ­ლე­ვი­ან.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
1

ეგ ინფორმაცია თავად აშშ-ს სპეცსამსახურების "შეგდებულია" და რაღაცაში სჭირდებათ. მსგავსი რამ მართლა რომ მომხდარიყო და რაიმე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი არათუ ჩამოეგდოთ, თუნდაც მხოლოდ დაეფიქსირებინათ, მკაცრად გაასაიდუმლოებდნენ და საჯაროდ არ გახდიდნენ. 

ვახტანგი -71
3

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდერმა განაცხადა, რომ ჩინეთის აეროსტატებთან და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული მოვლენები თუ განცხადებები არის აშშ-ის ხელისუფლების მცდელობა საზოგადოების ყურადღების გადატანა იმ გამოძიებიდან, რომელიც ტარდება ჩრდილოეთ ნაკადის მილსადენებზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით.

ამერიკელი პუბლიცისტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აშკარად იკვეთება, რომ მომხდარი აფეთქებების ბრძანება გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თეთრმა სახლმა პირველი კომენტარი გააკეთა უცნობ მფრინავ ობიექტებზე - შეიძლება თუ არა, ეს უკავშირდებოდეს უცხოპლანეტელებს: "ვერაფერს გამოვრიცხავ"

თეთრმა სახლმა პირველი კომენტარი გააკეთა უცნობ მფრინავ ობიექტებზე - შეიძლება თუ არა, ეს უკავშირდებოდეს უცხოპლანეტელებს: "ვერაფერს გამოვრიცხავ"

13 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ჰურონის ტბის თავზე, აშშ-კანადის საზღვართან ამერიკელმა სამხედროებმა მორიგი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. ეს იყო მე- 4 შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში უცნობი ობიექტი შეიჭრა, შესაბამისად, არ წყდება მითქმა-მოთქმა იმაზე, თუ რა წარმოშობის არის ეს ობიექტები. გაჩნდა იმგვარი ვარაუდებიც, რომ ისინი შესაძლოა, არამიწიერ ცივილიზაციას ეკუთვნოდეს. გაჩენილ კითხვებზე დასაბუთებული პასუხები არ ჩანს, რაც ადამიანების ფანტაზიას დიდ გასაქანს აძლევს და უცხოპლანეტელების თაობაზეც სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ...

მოკლედ, ამერიკულმა და კანადურმა თვითმფრინავებმა ამ თვეში უკვე ოთხი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.

  • 4 თებერვალი: ამერიკელები აგდებენ, სავარაუდოდ, სადაზვერვო საჰაერო ბურთს სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან. ამერიკელი ჩინოსნების თქმით, ის ეკუთვნოდა ჩინეთს, რამდენიმე დღის განმავლობაში დაფრინავდა აშშ-ის საჰაერო სივრცეში და უთვალთვალებდა ამერიკის სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს. ჩინეთმა განაცხადა, რომ ბურთი მათი იყო და მხოლოდ და მხოლოდ ამინდის კვლევისთვის იყენებდნენ მას.
  • 10 თებერვალი: აშშ აგდებს ამოუცნობ საფრენ ობიექტს ალასკის ჩრდილოეთ ნაწილში. როგორც ცნობილი ხდება, მას არ ჰქონდა რაიმე ტიპის ძრავა ან მართვის სისტემა.
  • 11 თებერვალი: გამანადგურებელმა ჩამოაგდო ძალიან მაღალ სიმაღლეზე მფრინავი ობიექტი, რომელიც მდებარეობდა კანადის საჰაერო სივრცეში აშშ-ის საზღვრიდან 160 კილომეტრში. მას აღწერდნენ, როგორც ცილინდრის ფორმის და გაცილებით მცირე ზომის ობიექტს, ვიდრე ეს იყო მფრინავი ბურთი.
  • 12 თებერვალი: ამერიკულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო მე-4 ობიექტი გურონის ტბის სიახლოვეს.

4 თებერვალს ჩამოგდებული საჰაერო ბურთის ნამსხვრევები იპოვეს და საკვლევად წაიღეს. ჩინეთი კი ნარჩენების უკან დაბრუნებას ითხოვს.

აშშ-ს მთავრობაზე მზარდი ზეწოლის ფონზე, რათა განემარტა ვითარება ჩრდილოეთ ამერიკის ცაზე აღმოჩენილი და ჩამოგდებული ამოუცნობი ობიექტების შესახებ, თეთრმა სახლმა ორშაბათს საღამოს მოაწყო პრესკონფერენცია, რომლის დროსაც ადმინისტრაციის წარმომადგენელი ცდილობდა უპასუხა მოსახლეობისთვის შემაშფოთებელ კითხვებზე.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, აუცილებელია განვასხვავოთ პირველივე ჩამოგდებული ობიექტი, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, როგორც მართვადი ჩინური სადაზვერვო ზონდი, შემდგომ ჩამოგდებული სამი ობიექტი განსხვავდებოდა პირველისგან როგორც ზომით, ასევე სხვა მახასიათებლებით. მათი წარმომავლობა და დანიშნულება ჯერ კიდევ გაურკვეველია.

კირბის თქმით, ეს ობიექტები იყო ბევრად უფრო პატარა, მოძრაობდნენ ბევრად უფრო დაბალ სიმაღლეზე, იყვნენ უკონტროლო და არ გააჩნდათ რაიმე ელემენტი, რომელიც მათ ფრენისას მანევრირების საშუალებას მისცემდათ. ცნობილია, რომ ერთი მათგანი ცილინდრული იყო, მეორეს კი რვაკუთხედის ფორმა ჰქონდა. ასევე უცნობია, თუ როგორ ახერხებდნენ ჰაერში გაჩერებას. კირბის თქმით, ჩამოგდებული ობიექტები მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩამოაგდეს ისინი, კირბიმ უპასუხა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ყოველთვის მიჰყვება სამხედრო სარდლობის რჩევას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამერიკელებს ჰიპოთეტური საფრთხეც კი არ დაემუქროთ.

კირბის თქმით, პირველი საჰაერო ბურთი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ის მოძრაობდა 18 000 მეტრის სიმაღლეზე, გაცილებით მაღლა, ვიდრე სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავები დაფრინავენ. სამი სხვა ობიექტი კი გაცილებით დაბლა დაფრინავდა 6000-12000 მ-მდე სიმაღლემდე, რამაც ისინი ბევრად უფრო სახიფათო გახადა ავიახაზებისთვის. გარდა ამისა, მათ არ ჰქონდათ ძრავები და ქარის ეფექტმა მათი ტრაექტორია გაცილებით ნაკლებად პროგნოზირებადი გახადა.

კირბიმ განაცხადა, რომ ჩინეთი მაღალი სიმაღლის აეროსტატის პროგრამას აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თვალთვალისთვის მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს.

მისი თქმით, სათვალთვალო პროგრამა თარიღდება სულ მცირე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან.

"ის მოქმედებდა წინა ადმინისტრაციის დროს, მაგრამ მათ ეს ვერ აღმოაჩინეს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, მივადევნეთ თვალი და ყურადღებით ვსწავლობდით, რომ რაც შეიძლება მეტი გაგვეგო. ვიცით, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სათვალთვალო საჰაერო ბურთებმა ათობით ქვეყანაში შეაღწიეს, ჩვენი უახლოესი მოკავშირეებისა და პარტნიორების ჩათვლით“, - აღნიშნა ჯინ კირბიმ.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლებას მეტი ეცოდინება, როდესაც ჩამოგდებული მფრინავი ობიექტების ნამსხვრევებს შეისწავლიან.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას კირბიმ ასევე დაარწმუნა, რომ არ არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იდუმალი ობიექტების შესაძლო არამიწიერ წარმოშობაზე. თუმცა, კითხვაზე, თუ რატომ არავინ აცხადებდა პრეტენზიას ამ ობიექტების საკუთრებაზე, მან უპასუხა: "ჩვენ ეს, უბრალოდ, არ ვიცით".

ხუთშაბათს, დაზვერვისა და სამხედრო ჩინოვნიკებმა კონგრესმენებს აცნობეს, რომ პირველი ჩამოგდებული ბურთი, აშკარად აგროვებდა სადაზვერვო მონაცემებს და გაშვებული იყო ჩინეთიდან. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პეკინმა შექმნა სადაზვერვო ბურთების ფლოტი სხვადასხვა კონტინენტზე ათობით ქვეყნის მონიტორინგისთვის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხოდ განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში შეერთებული შტატებიდან 10-ზე მეტჯერ შეფრინდა საჰაერო ბურთებით ჩინეთის საჰაერო სივრცეში.

  • გაუგებარი საფრთხე

თუ თებერვალში ჩამოგდებული პირველი ობიექტის წარმოშობასთან დაკავშირებით ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნათელია, ბოლო დღეებში განადგურებულ დანარჩენ სამ ობიექტზე ინფორმაცია კვლავ გაურკვეველია. ამერიკელი სამხედროები აგრძელებენ მათი ნარჩენების შესწავლას და მოუწოდებენ, რომ ობიექტები ამ ეტაპზე არ მიეწეროს არცერთ ქვეყანას.

"მე არ ვაპირებ მათ კლასიფიკაციას. ჩვენ მათ ობიექტებს ვუწოდებთ მიზეზთა გამო", - განუცხადა ჟურნალისტებს NORAD-ის ხელმძღვანელმა გენერალმა გლენ ვანჰერკმა.

"ვხედავთ ძალიან, ძალიან პატარა ობიექტებს, რომლებსაც აქვთ ძალიან დაბალი ამრეკლავი ზედაპირი."

ჟურნალისტებმა გენერალს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა ეს მფრინავი ობიექტები არამიწიერი წარმოშობის იყოს.

"დაზვერვასა და კონტრდაზვერვას დავუტოვებ ამას გასარკვევად. ამ დროისთვის მე არაფერს გამოვრიცხავ", - თქვა ვანჰერკმა.

CIA-ს ყოფილი ოფიცერი მარკ პოლიმეროპულოსი ამბობს, რომ მას არ ახსოვს საჰაერო სივრცის მსგავსი დარღვევების სერია. მსგავსი განცხადება გააკეთა აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა მაიკლ ბენეტმაც და თქვა, რომ საზოგადოება იმსახურებს უფრო მნიშვნელოვან პასუხს ჩამოგდებულ ობიექტებზე, ვიდრე ამჟამად სამხედროები იძლევიან.

წყარო

იხილეთ ასევე: