პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი ცნობილი თურქი მსახიობის გარშემო, რომელსაც საყვარელ ქალზე ძალადობა ბრალდება - კუნძულზე გადასახლებული ოზან გიუენის კარიერა და წარუმატებელი პირადი
სკანდალი ცნობილი თურქი მსახიობის გარშემო, რომელსაც საყვარელ ქალზე ძალადობა ბრალდება - კუნძულზე გადასახლებული ოზან გიუენის კარიერა და წარუმატებელი პირადი

ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი ოზან გი­უ­ე­ნი ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თურ­ქუ­ლი სა­კულ­ტო სე­რი­ა­ლით "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნით" გა­იც­ნო, სა­დაც მან ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ვე­ზი­რის რუს­ტემ ფა­შას როლი შე­ას­რუ­ლა.

ოზა­ნის სამ­სა­ხი­ო­ბო ბი­ოგ­რა­ფია მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს და­ი­წყო. ოზანს ოცამ­დე როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თურ­ქულ ფილ­მებ­ში, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფე­რი იცის.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოზა­ნი თურ­ქეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კინო და სა­ტე­ლე­ვი­ზიო მსა­ხი­ო­ბი გახ­და. მას ჰყავ­და ფა­ნე­ბის უზარ­მა­ზა­რი არ­მია, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბას ქა­ლე­ბი შე­ად­გენ­დნენ.

პო­პუ­ლა­რო­ბა არა მხო­ლოდ თურ­ქეთ­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში მას შემ­დეგ მო­ვი­და, რაც სე­რი­ალ­ში "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნე" ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი ითა­მა­შა.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი

თურ­ქი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი გერ­მა­ნი­ა­ში 1975 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ბა­და. მისი წარ­მო­შო­ბით თურ­ქუ­ლი ოჯა­ხი თა­ვი­დან ბულ­გა­რეთ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ოდეს­ღაც ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ი­დან მიგ­რი­რე­ბუ­ლი მათი წი­ნაპ­რე­ბი და­სახ­ლდნენ. შვი­ლის გა­ჩე­ნამ­დე კი მისი მშობ­ლე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვიდ­ნენ გერ­მა­ნი­ა­ში.

გუ­ვე­ნი ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში ათი წლის ასაკ­ში დაბ­რუნ­და. სკო­ლა თურ­ქეთ­ში და­ამ­თავ­რა და სწავ­ლა იზ­მი­რის მუ­ნი­ცი­პა­ლურ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­აგ­რძე­ლა, სა­დაც მსა­ხი­ო­ბო­ბა­სა და დრა­მა­ტურ­გი­ას სწავ­ლობ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოზან­მა სწავ­ლა მი­მარ სი­ნა­ნის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­აგ­რძე­ლა.

გუ­ვე­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვად სა­უბ­რობს რამ­დე­ნი­მე ენა­ზე: გერ­მა­ნულ, ინ­გლი­სურ და თურ­ქულ ენებ­ზე.

სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ოზა­ნი სტამ­ბოლ­ში მცი­რე თე­ატ­რის დას­ში მი­ი­ღეს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, სა­ნამ ჯარ­ში არ გა­იწ­ვი­ეს.

ოზა­ნი ხში­რად იხ­სე­ნებ­და ამ წლებს და ამ­ბობ­და, რომ მას ჯარი და­ეხ­მა­რა დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვა­ში, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში. ეს თვი­სე­ბე­ბი მას მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ა­ში და­ეხ­მა­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით სე­რი­ა­ლის "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე.

სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად ბიზ­ნეს­შიც სცა­და ბედი და სტამ­ბოლ­ში ცნო­ბი­ლი ფეხ­საც­მლის მა­ღა­ზი­ე­ბის ქსე­ლი და­ა­არ­სა.

სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა

გუ­ვენ­მა პირ­ვე­ლი როლი ითა­მა­შა ფილმში "ბა­ლა­ლა­ი­კა". ამ როლ­მა მას არა მხო­ლოდ პო­პუ­ლა­რო­ბა, არა­მედ პირ­ვე­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი შეს­ძი­ნა. რო­ლის­თვის SİYAD ჯილ­დო მი­ი­ღო, რო­გორც თურ­ქე­თის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ­მა. ფილ­მის პრე­მი­ე­რა 2000 წელს შედ­გა. ეკ­რა­ნებ­ზე სუ­რა­თის გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ­მა რე­ჟი­სო­რე­ბის­გან უამ­რა­ვი ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო.

მის ნა­მუ­შევ­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კი­ნო­რო­ლე­ბია: FI "კოს­მო­სუ­რი ელე­მენ­ტი", "AROG", "მა­მა­ცი ოს­მა­ლე­ბი", "დრა­კო­ნის გზა", "დე­დის ჭრი­ლო­ბა".

მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა კი „დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნით“ მო­ვი­და, სა­დაც მან ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ვე­ზი­რის რუს­ტემ ფა­შას როლი შე­ას­რუ­ლა. სე­რი­ა­ლი ეკ­რან­ზე 2011 წელს გა­მო­ვი­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, გა­და­ღე­ბუ­ლია პრო­ექ­ტის ოთხ სე­ზონ­ში. სუ­რა­თის სი­უ­ჟეტს სა­ფუძ­ვლად უდევს სულ­თან სუ­ლე­ი­მან I- ის დროს მომ­ხდა­რი რე­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ოზანს რა­შიც არ გა­უ­მარ­თლა, ეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაა. ის ერ­თა­დერ­თხელ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. 2003 წელს მისი რჩე­უ­ლი რე­ჟი­სო­რი თურ­კან დე­რია გახ­და, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი ჯერ კი­დევ თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბის დროს შეხ­ვდა.

2004 წელს წყვილს ვაჟი ალი ატე­ში შე­ე­ძი­ნა. რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი გან­ქორ­წინ­დნენ. მი­ზე­ზი მუდ­მი­ვი უთან­ხმო­ე­ბა იყო. ოზან­მა ცოლ­სა და შვილს ბინა და ყვე­ლა და­ნა­ზო­გი და­უ­ტო­ვა.

სკან­და­ლი, რო­მელ­მაც თურ­ქე­თი შეძ­რა

გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ თურ­ქუ­ლი მე­დია წერ­და, რომ მსა­ხი­ობს ხან­მოკ­ლე რო­მა­ნი ჰქონ­და მე­რი­ემ უზერ­ლის­თან. 2015 წელს ისი­ნი და­შორ­დნენ, მაგ­რამ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს.

2020 წელი სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა ოზა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, რა­მაც აი­ძუ­ლა, რომ გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი. გი­უ­ვენს ბრა­ლი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის დე­ნიზ ბუ­ლუ­ცუ­ზის ცე­მა­ში დას­დეს. ქალ­მა მსა­ხი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, მას ბრა­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში, სხე­უ­ლის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა­ში და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა­ში დას­დეს. პრო­კუ­რორ­მა 13 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­თხო­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა ოზა­ნის ძა­ლა­დო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა. თურ­ქეთ­ში ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, სა­დაც სა­ჯა­როდ დაგ­მეს ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა.

მსა­ხი­ობ­მა დე­ნის ბუ­ლუ­ცუ­ზის წი­ნა­აღ­მდეგ სა­პი­რის­პი­რო სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, ქალი მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. საქ­მე ამ დრომ­დე სა­სა­მარ­თლო­შია, მაგ­რამ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე ოზა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სე­რი­ა­ლი „ბა­ბი­ლო­ნი“, რომ­ლის გა­და­ღე­ბებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ასე­ვე, სტამ­ბო­ლი.

ოზან­მა სტამ­ბოლ­ში, ლე­ვენ­ტში მდე­ბა­რე სახ­ლი სრუ­ლი­ად და­ა­ცა­რი­ე­ლა და ბა­ლი­კე­სი­რის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე კუნ­ძულ­ზე გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც დღემ­დე გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
5

ცნობილი და თურქი მსახიობი ოქსიმორონია!!! თურქი, მსახიობი და ცნობილი??????

Jano
2

ქალს მარცხენა უვარგა კაცს მარჯვენა, ეტყობა სარკესთან იდგნენ

ავტორი:

სკანდალი ცნობილი თურქი მსახიობის გარშემო, რომელსაც საყვარელ ქალზე ძალადობა ბრალდება - კუნძულზე გადასახლებული ოზან გიუენის კარიერა და წარუმატებელი პირადი

სკანდალი ცნობილი თურქი მსახიობის გარშემო, რომელსაც საყვარელ ქალზე ძალადობა ბრალდება - კუნძულზე გადასახლებული ოზან გიუენის კარიერა და წარუმატებელი პირადი

ცნობილი თურქი მსახიობი ოზან გიუენი ქართულმა საზოგადოებამ თურქული საკულტო სერიალით "დიდებული საუკუნით" გაიცნო, სადაც მან ოსმალეთის იმპერიის ვეზირის რუსტემ ფაშას როლი შეასრულა.

ოზანის სამსახიობო ბიოგრაფია მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ოზანს ოცამდე როლი აქვს შესრულებული თურქულ ფილმებში, რომელთა შესახებ ფართო აუდიტორიამ პრაქტიკულად არაფერი იცის.

მოგვიანებით, ოზანი თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინო და სატელევიზიო მსახიობი გახდა. მას ჰყავდა ფანების უზარმაზარი არმია, რომელთა უმეტესობას ქალები შეადგენდნენ.

პოპულარობა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოში მას შემდეგ მოვიდა, რაც სერიალში "დიდებული საუკუნე" ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.

ბიოგრაფიული ფაქტები

თურქი კინომსახიობი გერმანიაში 1975 წლის გაზაფხულზე დაიბადა. მისი წარმოშობით თურქული ოჯახი თავიდან ბულგარეთში ცხოვრობდა, სადაც ოდესღაც ოსმალეთის იმპერიიდან მიგრირებული მათი წინაპრები დასახლდნენ. შვილის გაჩენამდე კი მისი მშობლები ემიგრაციაში წავიდნენ გერმანიაში.

გუვენი ისტორიულ სამშობლოში ათი წლის ასაკში დაბრუნდა. სკოლა თურქეთში დაამთავრა და სწავლა იზმირის მუნიციპალურ კონსერვატორიაში გააგრძელა, სადაც მსახიობობასა და დრამატურგიას სწავლობდა.

მოგვიანებით, ოზანმა სწავლა მიმარ სინანის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში, თანამედროვე ცეკვის განყოფილებაში გააგრძელა.

გუვენი შესანიშნავად საუბრობს რამდენიმე ენაზე: გერმანულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე.

სკოლის დასრულების შემდეგ ოზანი სტამბოლში მცირე თეატრის დასში მიიღეს, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, სანამ ჯარში არ გაიწვიეს.

ოზანი ხშირად იხსენებდა ამ წლებს და ამბობდა, რომ მას ჯარი დაეხმარა დისციპლინის დაცვაში, ძლიერი ხასიათის ჩამოყალიბებასა და სირთულეების გადალახვაში. ეს თვისებები მას მსახიობის პროფესიაში დაეხმარა, განსაკუთრებით სერიალის "დიდებული საუკუნის" გადასაღებ მოედანზე.

სამსახიობო კარიერის პარალელურად ბიზნესშიც სცადა ბედი და სტამბოლში ცნობილი ფეხსაცმლის მაღაზიების ქსელი დააარსა.

სამსახიობო კარიერა

გუვენმა პირველი როლი ითამაშა ფილმში "ბალალაიკა". ამ როლმა მას არა მხოლოდ პოპულარობა, არამედ პირველი თაყვანისმცემლები შესძინა. როლისთვის SİYAD ჯილდო მიიღო, როგორც თურქეთის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობმა. ფილმის პრემიერა 2000 წელს შედგა. ეკრანებზე სურათის გამოსვლისთანავე, ახალგაზრდა მსახიობმა რეჟისორებისგან უამრავი ახალი შეთავაზება მიიღო.

მის ნამუშევრებს შორის ყველაზე ცნობილი კინოროლებია: FI "კოსმოსური ელემენტი", "AROG", "მამაცი ოსმალები", "დრაკონის გზა", "დედის ჭრილობა".

მსოფლიო პოპულარობა კი „დიდებული საუკუნით“ მოვიდა, სადაც მან ოსმალეთის იმპერიის ვეზირის რუსტემ ფაშას როლი შეასრულა. სერიალი ეკრანზე 2011 წელს გამოვიდა და საერთო ჯამში, გადაღებულია პროექტის ოთხ სეზონში. სურათის სიუჟეტს საფუძვლად უდევს სულთან სულეიმან I- ის დროს მომხდარი რეალური მოვლენები.

პირადი ცხოვრება

ოზანს რაშიც არ გაუმართლა, ეს პირადი ცხოვრებაა. ის ერთადერთხელ იყო დაოჯახებული. 2003 წელს მისი რჩეული რეჟისორი თურკან დერია გახდა, რომელსაც ახალგაზრდა მსახიობი ჯერ კიდევ თეატრში მუშაობის დროს შეხვდა.

2004 წელს წყვილს ვაჟი ალი ატეში შეეძინა. რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ კი განქორწინდნენ. მიზეზი მუდმივი უთანხმოება იყო. ოზანმა ცოლსა და შვილს ბინა და ყველა დანაზოგი დაუტოვა.

სკანდალი, რომელმაც თურქეთი შეძრა

განქორწინების შემდეგ თურქული მედია წერდა, რომ მსახიობს ხანმოკლე რომანი ჰქონდა მერიემ უზერლისთან. 2015 წელს ისინი დაშორდნენ, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

2020 წელი საბედისწერო აღმოჩნდა ოზანის ცხოვრებაში, რამაც აიძულა, რომ გაურკვეველი დროით დაეტოვებინა ტელეეკრანები. გიუვენს ბრალი საყვარელი ქალის დენიზ ბულუცუზის ცემაში დასდეს. ქალმა მსახიობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მას ბრალი შეურაცხყოფაში, სხეულის განზრახ დაზიანებაში და თავისუფლების აღკვეთაში დასდეს. პროკურორმა 13 წლამდე პატიმრობა მოითხოვა. საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ოზანის ძალადობაში დადანაშაულება. თურქეთში ცნობილმა სახეებმა გაავრცელეს ოფიციალური განცხადებები, სადაც საჯაროდ დაგმეს ქალზე ძალადობა.

მსახიობმა დენის ბულუცუზის წინააღმდეგ საპირისპირო სარჩელი შეიტანა, ქალი მორალური ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა. საქმე ამ დრომდე სასამართლოშია, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე ოზანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სერიალი „ბაბილონი“, რომლის გადაღებებშიც მონაწილეობდა და ასევე, სტამბოლი.

ოზანმა სტამბოლში, ლევენტში მდებარე სახლი სრულიად დააცარიელა და ბალიკესირის რაიონში მდებარე კუნძულზე გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დღემდე განმარტოებულია.