მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული რაკეტები მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ - რა ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული მხარე და როგორია მოლდოვის პასუხი?
რუსული რაკეტები მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ - რა ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული მხარე და როგორია მოლდოვის პასუხი?

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის, ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით შავი ზღვი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი "კა­ლიბ­რის" ტი­პის ორი რა­კე­ტა ჯერ მოლ­დო­ვის, შემ­დეგ კი რუ­მი­ნე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში შე­იჭ­რა.

"დღეს, 10 თე­ბერ­ვალს, ორმა რუ­სულ­მა ფრთო­სან­მა რა­კე­ტამ 10:18 სა­ათ­ზე უკ­რა­ი­ნა-მოლ­დო­ვის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა. 10:33 სა­ათ­ზე ამ რა­კე­ტებ­მა რუ­მი­ნე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე გა­დაკ­ვე­თეს. ამის შემ­დეგ რა­კე­ტე­ბი კვლავ შე­იჭრ­ნენ უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში სამი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრე­ბის გა­დაკ­ვე­თის წერ­ტილ­ში“, – და­წე­რა ზა­ლუ­ჟ­ნიმ "ტვი­ტერ­ში".

  • ინ­ფორ­მა­ცია მოლ­დო­ვის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც და­ა­დას­ტუ­რა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოლ­დო­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში რუ­სე­თის ელჩი და­ი­ბა­რეს.

"უკ­რა­ი­ნის­კენ გას­რო­ლი­ლი რა­კე­ტა მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში შე­იჭ­რა და ჯერ დნესტრის­პი­რე­თის რე­გი­ო­ნის ქა­ლაქ მოკ­რას თავ­ზე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სო­რო­კის რა­ი­ო­ნის ქა­ლაქ კო­სა­უ­ჩის თავ­ზე აღ­მოჩ­ნდა“, - აცხა­დე­ბენ მოლ­დო­ვის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

"მტკი­ცედ ვგმობთ მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დარ­ღვე­ვას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია თავ­დაც­ვის უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დროს რუ­სულ­მა რა­კე­ტებ­მა მოლ­დო­ვის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე რამ­დენ­ჯერ­მე გა­დაკ­ვე­თეს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
38

სსრკ_ს აღდგენა. უნდა რუსეთსო, ვინც ამბობს, უბრალოდ მცდარი აზრია, რუსეთი თავის უსაფრთხოებას იცავს, თუ ამერიკამ კუბაში არ ჩააყენებინა საბჭოთა კავშირს ჯარები (რუკას დახედეთ), რა გასაკვირია რუსეთი უკრაინაში არ ჩააყენებინებს (რუკას დახედეთ) ,საერთოდ საზღვარზე არსად ჩააყენებინებს. შეპირდნენ კიდეც. მაგრამ მოატყუეს.

იზაურა
79

ჯერ პოლონეთში ჩავარდა ,,რუსული,, რაკეტაო... მერე დნიპროში სახლს მოხვდა ,,რუსული,, რაკეტაო... რამხელა პროვოკატორები არიან. სანამ ამათ არ მოხვდებათ მართლაც რომ რუსული რაკეტა, მანამდე ვერ ისწავლიან ჭკუას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსული რაკეტები მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ - რა ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული მხარე და როგორია მოლდოვის პასუხი?

რუსული რაკეტები მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ - რა ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული მხარე და როგორია მოლდოვის პასუხი?

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის მიმართულებით შავი ზღვიდან გაშვებული "კალიბრის" ტიპის ორი რაკეტა ჯერ მოლდოვის, შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

"დღეს, 10 თებერვალს, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ 10:18 საათზე უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. 10:33 საათზე ამ რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ამის შემდეგ რაკეტები კვლავ შეიჭრნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში“, – დაწერა ზალუჟნიმ "ტვიტერში".

  • ინფორმაცია მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

"უკრაინისკენ გასროლილი რაკეტა მოლდოვას რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ჯერ დნესტრისპირეთის რეგიონის ქალაქ მოკრას თავზე, მოგვიანებით კი სოროკის რაიონის ქალაქ კოსაუჩის თავზე აღმოჩნდა“, - აცხადებენ მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში.

"მტკიცედ ვგმობთ მოლდოვას რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევას“, - აღნიშნულია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსულმა რაკეტებმა მოლდოვის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე გადაკვეთეს.