საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძმები კაკულიები სასამართლომ დამნაშავედ ცნო - რა სასჯელი შეეფარდა თითოეულს
ძმები კაკულიები სასამართლომ დამნაშავედ ცნო - რა სასჯელი შეეფარდა თითოეულს

და­კა­ვე­ბუ­ლი ძმე­ბი - გუგა და და­ვით კა­კუ­ლი­ე­ბი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მო­სა­მარ­თლე ზვი­ად შა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებს 9-9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ძმებ კა­კუ­ლი­ებს არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა სხე­უ­ლის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჯგუ­ფუ­რად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, მო­სა­მარ­თლემ მხო­ლოდ ჯგუ­ფურ ტა­რე­ბა­ში გა­ამ­ტყუ­ნა.

კა­კუ­ლი­ე­ბი დამ­ნა­შა­ვედ იქ­ნენ ცნო­ბი­ლი სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა­ში. ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ წარ­დგე­ნილ ყვე­ლა ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბას, ხოლო დაც­ვის მხა­რე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს ითხოვ­და.

ცნო­ბის­თვის, ძმებ კა­კუ­ლი­ებს არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჯგუ­ფუ­რად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, ასე­ვე, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თას ედა­ვე­ბოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის მიერ სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­თან, მათ შო­რის, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან შე­საძ­ლო შემ­ხებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლი სომ­ხეთ­შიც ჩა­ი­დი­ნეს, სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი სომ­ხე­თის შე­სა­ბა­მის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1

ასევე მიშაც ციხეში

Nana
1

ამ მანიაკებს 9 წელს კიდევ გაუნახევრებენ და გამოვლენ ალბათ მალე🤨

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ძმები კაკულიები სასამართლომ დამნაშავედ ცნო - რა სასჯელი შეეფარდა თითოეულს

ძმები კაკულიები სასამართლომ დამნაშავედ ცნო - რა სასჯელი შეეფარდა თითოეულს

დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.

რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა.

კაკულიები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.