მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალაქის ცენტრიდან გამოქცეული ისევ ქალაქში აღმოვჩნდი... აქ მასობრივი მშენებლობები დაიწყო" - რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა თბილისიდან თხინვალაში გადასახლებული მეურნე?
"ქალაქის ცენტრიდან გამოქცეული ისევ ქალაქში აღმოვჩნდი... აქ მასობრივი მშენებლობები დაიწყო" - რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა თბილისიდან თხინვალაში გადასახლებული მეურნე?

ქა­ლა­ქის ხმა­ურ­სა და ალი­ა­ქოთს გა­ექ­ცა, ლა­ღად, თა­ვი­სუფ­ლად, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში უნ­დო­და ყოფ­ნა და ლი­სის ტბის სი­ახ­ლო­ვეს, სო­ფელ თხინ­ვა­ლა­ში იპო­ვა შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი. იყი­და მი­წის ნაკ­ვე­თი და და­სახ­ლდა. თუმ­ცა წლე­ბის შემ­დეგ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი იმა­ვე თხინ­ვა­ლა­ში (რო­მე­ლიც დღეს უკვე ვა­კის რა­ი­ონს ეკუთ­ვნის) ავთო ვა­რა­ზის ქუ­ჩა­ზე და კვლავ ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში აღ­მოჩ­ნდა.

ქა­ლაქს გა­მო­ვე­ქე­ცი და ქა­ლა­ქი გა­მო­მე­კი­დაო, ამ­ბობს ყო­ფი­ლი მძღო­ლი, ოთხი შვი­ლის მამა და დღეს უკვე აქ­ტი­უ­რი მე­ურ­ნე გი­ორ­გი ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი. თუ აქამ­დე ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი ტრი­ალ მინ­დორ­ზე ბი­ნად­რობ­დნენ, დღეს ავთო ვა­რა­ზის ქუ­ჩა­ზე და კორ­პუ­სე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში უწევთ ყოფ­ნა. თა­ვად ფერ­მა კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 2 ცხე­ნი, 2 ძრო­ხა, 4 ღორი, 25 თხა, 20 ქა­თა­მი და ერ­თიც ვირი.

გი­ორ­გი ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი:

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში, მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე სა­კუ­თა­რი სახ­ლი გვქონ­და, მაგ­რამ ნგრე­ვის ზო­ნა­ში მოყ­ვა და იმა­ვე ად­გი­ლას მი­ვი­ღეთ ბინა. 4 შვი­ლი მყავს, ოჯა­ხი ფარ­თოვ­დე­ბო­და და 2002 წელს და­ვი­წყე ფიქ­რი, რა­ღაც მე­ღო­ნა. სო­ფელ თხინ­ვა­ლა­ში 1000 კვმ მი­წის ნაკ­ვე­თი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მა­შინ დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი და მეტი ფარ­თო­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და. სახ­ლის აშე­ნე­ბა თვი­თონ და­ვი­წყე და მე­გობ­რე­ბიც და­მეხ­მარ­ნენ. სო­ფელ­ში მე­ზობ­ლე­ბი გა­ვი­ცა­ნი. ერ­თმა გოჭი მა­ჩუ­ქა, მე­ო­რე გოჭი დე­ი­დაშ­ვილ­მა და ასე და­ვი­წყე ღო­რე­ბის მო­შე­ნე­ბა. მე­გობ­რებ­მა ეს რომ გა­ი­გეს, ცხე­ნი მა­ჩუ­ქეს, ამი­ყო­ლი­ეს და მე­ო­რეც ვი­ყი­დე, ასე­ვე ორი თხა, ქათ­მე­ბი, ძრო­ხა და ვი­რიც. ახლა 2 ცხე­ნი მყავს, ვირი, ძრო­ხა, დე­კე­უ­ლი, ვე­ლო­დე­ბი ხბოს, და 25 თხა, რომ­ლებ­მაც უნდა მო­ი­გონ, და ქათ­მე­ბი... 5 წე­ლი­წა­დია, აქა­უ­რო­ბა ქა­ლაქს შე­უ­ერ­თდა, მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო.

არა­და, აქ რომ დავ­სახ­ლდი, ტრი­ა­ლი მინ­დო­რი იყო. ბე­რე­ბი მო­ვიდ­ნენ ქო­ზი­ფას მო­ნას­ტრი­დან, მო­მი­კი­თხეს, მა­თაც ინ­და­უ­რი და ქათ­მე­ბი მო­მიყ­ვა­ნეს. მი­თხრეს, ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ერში რო­გორ ბე­რუ­ლად, გან­მარ­ტო­ე­ბით ცხოვ­რობ­თო. აი, ასე მარ­ტო ვი­ყა­ვი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თან დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ცხო­ვე­ლებს დი­ლით რომ გა­ვუშ­ვებ­დი, სა­ღა­მოს თა­ვი­სით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. ახლა აქ მა­სობ­რივ­მა მშე­ნებ­ლო­ბამ ამ ყვე­ლა­ფერ­ში ხელი შე­მი­შა­ლა. მინ­დო­რი კი არა, სა­ბა­ლა­ხო ად­გი­ლი აღარ არის. კორ­პუ­სე­ბი ჩემ­გან 30 მეტრშია და მშე­ნებ­ლო­ბა კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქა­ლაქს გა­მო­ვე­ქე­ცი და ქა­ლა­ქი გა­მო­მე­კი­და. კორ­პუ­სებ­თან გა­ზო­ნე­ბი აქვთ მო­წყო­ბი­ლი, გამ­წვა­ნე­ბაა, ჩემი ცხო­ვე­ლე­ბი რომ გა­ვუშ­ვა, შე­იძ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კონ­ფლიქ­ტი მო­მიხ­დეს. ამი­ტომ მათი დაბ­მა მი­წევს. ბა­ლა­ხიც რომ აღარ არის, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის ყიდ­ვა მი­წევს, ისიც საკ­მა­ოდ გაძ­ვი­რე­ბუ­ლია. თხოვ­ნით მივ­მარ­თე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ქო­ნე­ბის მარ­თვის, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ებს, იჯა­რით მო­ე­ცათ 1 ჰექ­ტა­რი მიწა, სა­დაც ამათ გა­ვიყ­ვან­დი და კონ­ფლიქტსაც ავი­ცი­ლებ­დი. მი­ტო­ვე­ბუ­ლი სო­ფე­ლია მცხე­თის რა­ი­ონ­ში, ძაღ­ლა­ან­თხე­ვი ჰქვია... სა­კი­თხი სა­ბო­ლო­ოდ სოფ­ლის გამ­გებ­ლამ­დე მი­ვი­და.

- რა გი­თხრათ?

- აქ ადრე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობ­და, ორ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი მი­წაო. შე­იძ­ლე­ბა ნა­მო­სახ­ლა­რე­ბი იყოს და ვი­ღა­ცის წი­ნაპ­რე­ბი მო­გე­და­ვო­ნო. სა­ბო­ლო­ოდ უარი მი­ვი­ღე, მაგ­რამ იმედს არ ვკარ­გავ, იქ­ნებ მო­ი­ძებ­ნოს ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემს თხოვ­ნას ყუ­რად იღებს. უფრო გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებ­დი და გა­ვამ­დიდ­რებ­დი მე­ურ­ნე­ო­ბას. ყვე­ლა­ფერს სხვაგ­ვა­რად დავ­გეგ­მავ­დი. ინ­და­უ­რებ­საც მო­ვა­შე­ნებ­დი, ადრე 70 ფრთა ინ­და­უ­რი მყავ­და... პი­რუ­ტყვს რომ შვი­ლი­ვით გაზ­რდი და მისი შე­ნახ­ვის პრობ­ლე­მა შე­გექ­მნე­ბა, ან უნდა დაკ­ლა, ან გა­ყი­დო. არა­და, ეს არ მინ­და... მაგ­რამ ფაქ­ტია, ასე­თი შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი აღ­მოვ­ჩნდი, ისევ ქა­ლაქ­ში ვარ, ცენ­ტრში, ცენ­ტრი­დან სო­ფელ­ში წა­მო­სუ­ლი კაცი.

თა­ვი­დან თა­ვის რჩე­ნა­ზე რომ ვფიქ­რობ­დი, ვხვდე­ბო­დი, ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი დარ­გი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა იყო. შე­გეძ­ლო ოჯა­ხი გა­მო­გეკ­ვე­ბა, შე­გექ­მნა იმ­დე­ნი პრო­დუქ­ტი, რომ გა­გე­ყი­და კი­დეც. ამ ყვე­ლა­ფერს ჩე­მით მი­ვაღ­წიე, ნელ-ნელა ფერ­მა შევ­ქმე­ნი. დღეს უკვე და ქა­ლა­ქი გა­მო­მე­კი­და“ ამომ­ყავს ყვე­ლი, ხაჭო, ნა­დუ­ღი, ვა­წარ­მო­ებ რო­გორც ძრო­ხის, ისე თხის ყველს. ვინც იცის, შეკ­ვე­თებ­საც მაძ­ლე­ვენ. 5 სა­ათ­ზე ვდგე­ბი და ფერ­მა­ში მუ­შა­ო­ბას ვი­წყებ. ასე ვი­პო­ვე სა­კუ­თა­რი თავი გლე­ხურ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. ფერ­მე­რო­ბამ ბევ­რი სი­კე­თის კე­თე­ბა მას­წავ­ლა.

- თბი­ლი­სე­ლი კაცი, ქა­ლაქ­ში ნა­ცხოვ­რე­ბი, მძღო­ლად ნა­მუ­შე­ვა­რი მე­ურ­ნე­ო­ბის დე­ტა­ლებს სად და­ე­უფ­ლეთ?

- ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყვი­ბის­ში, სა­დაც ჩემი ბე­ბია-ბა­ბუა ცხოვ­რობ­და. ბავ­შვო­ბა­ში ყო­ველ ზა­ფხულს ჩავ­დი­ო­დი, მა­შინ შე­მიყ­ვარ­და ცხო­ვე­ლე­ბი. პა­პა­ჩემს 150 სული ცხვა­რი ჰყავ­და, ხა­რე­ბიც. მერე გუ­ჯა­რე­თის ხე­ო­ბა­ში, ბორ­ჯო­მის რა­ი­ონ­ში 9 სო­ფე­ლი და­ი­ცა­ლა, 1988 წელს მი­ვე­დი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სამ­მარ­თვე­ლო­ში და 23 ჰექ­ტა­რი სახ­ნავ-სა­თე­სი, 39 ჰექ­ტა­რი სა­თი­ბი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი ფერ­მაც ავი­ღე. იმ დროს კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი იშ­ლე­ბო­და და შე­ძე­ნა­ში ერთ-ერთი ფირ­მა და­მეხ­მა­რა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მქონ­და, რომ მო­გე­ბის 10% მის­თვის უნდა მი­მე­ცა. მა­შინ და­მიგ­როვ­და მსხვილ­ფე­ხა სა­ქონ­ლის მოვ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა, თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა პე­რი­ო­დი იყო 90-იანი წლე­ბი, ია­რა­ღი­ა­ნე­ბი დარ­ბოდ­ნენ, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა იყო. თხინ­ვა­ლა­ში ამოს­ვლამ­დე ბევ­რს ვფიქ­რობ­დი. ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი ჩემ­თვის ის იყო, რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად, პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით გა­მო­მეკ­ვე­ბა ოჯა­ხი და არა­ვის ხე­ლის შემ­ყუ­რე არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- თქვენც თქვე­ნი ნა­წარ­მით ოჯახ­საც უზ­რუნ­ველ­ყოფთ და კლი­ენ­ტე­ბიც გყავთ.

- კი, ასეა. მი­ხა­რია, რომ ვე­ზი­ა­რე იმ ბედ­ნი­ე­რე­ბას, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა ჰქვია. რა­საც ვამ­ზა­დებ, ნა­წილს ჩემს ოჯახს ვაწ­ვდი, თვი­თო­ნაც ვი­ყე­ნებ, ვყი­დი და უსას­ყიდ­ლოდ გავ­ცემ, ვჩუქ­ნი კი­დეც, ვის­ზეც ხელი მი­მიწ­ვდე­ბა. სა­მე­ზობ­ლო­ში 7-შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გად­მო­ვი­და. მათ­თვის ვედ­რო­თი რძე გა­და­მი­ტა­ნია. შე­წუ­ხე­ბუ­ლან, რა­ტომ აკე­თებთ ამა­სო? მარ­ტო მე კი არა, ქვე­ყა­ნა უნდა აკე­თებ­დეს შენ­თვის ამას, ამ­დე­ნი შვი­ლი გყავს-მეთ­ქი...

- მი­უ­ხე­და­ვად პრობ­ლე­მე­ბი­სა, სოფ­ლად ცხოვ­რე­ბას სხვებს მა­ინც ურ­ჩევთ?

- სოფ­ლად გა­დას­ვლას ვურ­ჩევ­დი ყვე­ლას... ვი­ღაც ცხვარს გა­ი­ჩენ­და, ვი­ღაც ღორს, ფუტ­კარს, ყუ­რძენს გა­ა­შე­ნებ­და და ერ­თმა­ნეთს გვერ­დით და­უდ­გე­ბოდ­ნენ. არა­და, და­ი­ცა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლე­ბი და ეს პრო­ცე­სი შე­უქ­ცე­ვა­დია. მგო­ნი, ბოლო დროს ასე­თი პე­რი­ო­დი და ჟამი დად­გა კი­დეც, უცხო ერის შვი­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. ვინ­მეს მოს­ვლას კი არ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი, მაგ­რამ ჩვე­ნი სოფ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა რო­გორ იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, იქ ხომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბია?! ყუ­რა­დღე­ბით უნდა ვი­ყოთ. შრო­მას არ უნდა გა­და­ვეჩ­ვი­ოთ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ვინც მანდ კორპუსების მშენებლობის ნებართვა გასცა, უნდა დააბა მაგ კორპუსების წინ და აბალახო...

გია ჩიხლაძე
0

ხვავი და ბარაქა შენს ოჯახს მარჯვენს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ქალაქის ცენტრიდან გამოქცეული ისევ ქალაქში აღმოვჩნდი... აქ მასობრივი მშენებლობები დაიწყო" - რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა თბილისიდან თხინვალაში გადასახლებული მეურნე?

"ქალაქის ცენტრიდან გამოქცეული ისევ ქალაქში აღმოვჩნდი... აქ მასობრივი მშენებლობები დაიწყო" - რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა თბილისიდან თხინვალაში გადასახლებული მეურნე?

ქალაქის ხმაურსა და ალიაქოთს გაექცა, ლაღად, თავისუფლად, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში უნდოდა ყოფნა და ლისის ტბის სიახლოვეს, სოფელ თხინვალაში იპოვა შესაფერისი ადგილი. იყიდა მიწის ნაკვეთი და დასახლდა. თუმცა წლების შემდეგ ჩვენი რესპონდენტი იმავე თხინვალაში (რომელიც დღეს უკვე ვაკის რაიონს ეკუთვნის) ავთო ვარაზის ქუჩაზე და კვლავ ურბანულ გარემოში აღმოჩნდა.

ქალაქს გამოვექეცი და ქალაქი გამომეკიდაო, ამბობს ყოფილი მძღოლი, ოთხი შვილის მამა და დღეს უკვე აქტიური მეურნე გიორგი ლაშქარაშვილი. თუ აქამდე ბატონი გიორგის შინაური ცხოველები და ფრინველები ტრიალ მინდორზე ბინადრობდნენ, დღეს ავთო ვარაზის ქუჩაზე და კორპუსების გარემოცვაში უწევთ ყოფნა. თავად ფერმა კი ასე გამოიყურება: 2 ცხენი, 2 ძროხა, 4 ღორი, 25 თხა, 20 ქათამი და ერთიც ვირი.

გიორგი ლაშქარაშვილი:

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე საკუთარი სახლი გვქონდა, მაგრამ ნგრევის ზონაში მოყვა და იმავე ადგილას მივიღეთ ბინა. 4 შვილი მყავს, ოჯახი ფართოვდებოდა და 2002 წელს დავიწყე ფიქრი, რაღაც მეღონა. სოფელ თხინვალაში 1000 კვმ მიწის ნაკვეთი აღმოვაჩინე. მაშინ დისტრიბუციაში ვმუშაობდი და მეტი ფართობის შეძენის საშუალება არ მქონდა. სახლის აშენება თვითონ დავიწყე და მეგობრებიც დამეხმარნენ. სოფელში მეზობლები გავიცანი. ერთმა გოჭი მაჩუქა, მეორე გოჭი დეიდაშვილმა და ასე დავიწყე ღორების მოშენება. მეგობრებმა ეს რომ გაიგეს, ცხენი მაჩუქეს, ამიყოლიეს და მეორეც ვიყიდე, ასევე ორი თხა, ქათმები, ძროხა და ვირიც. ახლა 2 ცხენი მყავს, ვირი, ძროხა, დეკეული, ველოდები ხბოს, და 25 თხა, რომლებმაც უნდა მოიგონ, და ქათმები... 5 წელიწადია, აქაურობა ქალაქს შეუერთდა, მშენებლობა დაიწყო.

არადა, აქ რომ დავსახლდი, ტრიალი მინდორი იყო. ბერები მოვიდნენ ქოზიფას მონასტრიდან, მომიკითხეს, მათაც ინდაური და ქათმები მომიყვანეს. მითხრეს, ბატონო გიორგი, ერში როგორ ბერულად, განმარტოებით ცხოვრობთო. აი, ასე მარტო ვიყავი ამ ტერიტორიაზე, თან დისტრიბუციაში ვმუშაობდი, ცხოველებს დილით რომ გავუშვებდი, საღამოს თავისით ბრუნდებოდნენ. ახლა აქ მასობრივმა მშენებლობამ ამ ყველაფერში ხელი შემიშალა. მინდორი კი არა, საბალახო ადგილი აღარ არის. კორპუსები ჩემგან 30 მეტრშია და მშენებლობა კიდევ მიმდინარეობს. ქალაქს გამოვექეცი და ქალაქი გამომეკიდა. კორპუსებთან გაზონები აქვთ მოწყობილი, გამწვანებაა, ჩემი ცხოველები რომ გავუშვა, შეიძლება მოსახლეობასთან კონფლიქტი მომიხდეს. ამიტომ მათი დაბმა მიწევს. ბალახიც რომ აღარ არის, კომბინირებული საკვების ყიდვა მიწევს, ისიც საკმაოდ გაძვირებულია. თხოვნით მივმართე სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, ეკონომიკის სამინისტროებს, იჯარით მოეცათ 1 ჰექტარი მიწა, სადაც ამათ გავიყვანდი და კონფლიქტსაც ავიცილებდი. მიტოვებული სოფელია მცხეთის რაიონში, ძაღლაანთხევი ჰქვია... საკითხი საბოლოოდ სოფლის გამგებლამდე მივიდა.

- რა გითხრათ?

- აქ ადრე აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობდა, ორ აზერბაიჯანელს აქვს გაფორმებული მიწაო. შეიძლება ნამოსახლარები იყოს და ვიღაცის წინაპრები მოგედავონო. საბოლოოდ უარი მივიღე, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, იქნებ მოიძებნოს ადამიანი, ვინც ჩემს თხოვნას ყურად იღებს. უფრო გავამრავალფეროვნებდი და გავამდიდრებდი მეურნეობას. ყველაფერს სხვაგვარად დავგეგმავდი. ინდაურებსაც მოვაშენებდი, ადრე 70 ფრთა ინდაური მყავდა... პირუტყვს რომ შვილივით გაზრდი და მისი შენახვის პრობლემა შეგექმნება, ან უნდა დაკლა, ან გაყიდო. არადა, ეს არ მინდა... მაგრამ ფაქტია, ასეთი შევიწროებული აღმოვჩნდი, ისევ ქალაქში ვარ, ცენტრში, ცენტრიდან სოფელში წამოსული კაცი.

თავიდან თავის რჩენაზე რომ ვფიქრობდი, ვხვდებოდი, ყველაზე შემოსავლიანი დარგი სოფლის მეურნეობა იყო. შეგეძლო ოჯახი გამოგეკვება, შეგექმნა იმდენი პროდუქტი, რომ გაგეყიდა კიდეც. ამ ყველაფერს ჩემით მივაღწიე, ნელ-ნელა ფერმა შევქმენი. დღეს უკვე და ქალაქი გამომეკიდა“ ამომყავს ყველი, ხაჭო, ნადუღი, ვაწარმოებ როგორც ძროხის, ისე თხის ყველს. ვინც იცის, შეკვეთებსაც მაძლევენ. 5 საათზე ვდგები და ფერმაში მუშაობას ვიწყებ. ასე ვიპოვე საკუთარი თავი გლეხურ მეურნეობაში. ფერმერობამ ბევრი სიკეთის კეთება მასწავლა.

- თბილისელი კაცი, ქალაქში ნაცხოვრები, მძღოლად ნამუშევარი მეურნეობის დეტალებს სად დაეუფლეთ?

- ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში, სადაც ჩემი ბებია-ბაბუა ცხოვრობდა. ბავშვობაში ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი, მაშინ შემიყვარდა ცხოველები. პაპაჩემს 150 სული ცხვარი ჰყავდა, ხარებიც. მერე გუჯარეთის ხეობაში, ბორჯომის რაიონში 9 სოფელი დაიცალა, 1988 წელს მივედი სოფლის მეურნეობის სამმართველოში და 23 ჰექტარი სახნავ-სათესი, 39 ჰექტარი სათიბი, მიტოვებული ფერმაც ავიღე. იმ დროს კოლმეურნეობები იშლებოდა და შეძენაში ერთ-ერთი ფირმა დამეხმარა, ხელშეკრულება მქონდა, რომ მოგების 10% მისთვის უნდა მიმეცა. მაშინ დამიგროვდა მსხვილფეხა საქონლის მოვლის გამოცდილება, თუმცა მოგეხსენებათ, რა პერიოდი იყო 90-იანი წლები, იარაღიანები დარბოდნენ, განუკითხაობა იყო. თხინვალაში ამოსვლამდე ბევრს ვფიქრობდი. ყველაზე რეალური ჩემთვის ის იყო, რომ კეთილსინდისიერად, პატიოსანი შრომით გამომეკვება ოჯახი და არავის ხელის შემყურე არ ვყოფილიყავი.

- თქვენც თქვენი ნაწარმით ოჯახსაც უზრუნველყოფთ და კლიენტებიც გყავთ.

- კი, ასეა. მიხარია, რომ ვეზიარე იმ ბედნიერებას, რასაც ადამიანების დახმარება ჰქვია. რასაც ვამზადებ, ნაწილს ჩემს ოჯახს ვაწვდი, თვითონაც ვიყენებ, ვყიდი და უსასყიდლოდ გავცემ, ვჩუქნი კიდეც, ვისზეც ხელი მიმიწვდება. სამეზობლოში 7-შვილიანი ოჯახი გადმოვიდა. მათთვის ვედროთი რძე გადამიტანია. შეწუხებულან, რატომ აკეთებთ ამასო? მარტო მე კი არა, ქვეყანა უნდა აკეთებდეს შენთვის ამას, ამდენი შვილი გყავს-მეთქი...

- მიუხედავად პრობლემებისა, სოფლად ცხოვრებას სხვებს მაინც ურჩევთ?

- სოფლად გადასვლას ვურჩევდი ყველას... ვიღაც ცხვარს გაიჩენდა, ვიღაც ღორს, ფუტკარს, ყურძენს გააშენებდა და ერთმანეთს გვერდით დაუდგებოდნენ. არადა, დაიცალა საქართველოს სოფლები და ეს პროცესი შეუქცევადია. მგონი, ბოლო დროს ასეთი პერიოდი და ჟამი დადგა კიდეც, უცხო ერის შვილები გამოჩნდნენ. ვინმეს მოსვლას კი არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ჩვენი სოფლების დატოვება როგორ იქნება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ ხომ ჩვენი წინაპრების საფლავებია?! ყურადღებით უნდა ვიყოთ. შრომას არ უნდა გადავეჩვიოთ.