მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება
ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება

ზუგ­დიდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 20 თე­ბერ­ვალს, 15:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, საქ­მეს ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს.

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 20 თე­ბერ­ვალს იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი და გაგ­რძელ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. ჯერ არ შევ­ხვედ­რი­ვარ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ვგეგ­მავ მის ნახ­ვას და მეტი დე­ტა­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­ცო­დი­ნე­ბა. ახლა ის ქუ­თა­ი­სის #2 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დიდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ და­ა­კა­ვეს.

ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება

ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განუცხადა. მისი თქმით, საქმეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო განიხილავს.

"სასამართლო პროცესი 20 თებერვალს იყო ჩანიშნული და გაგრძელდება ჩვეულებრივად. ჯერ არ შევხვედრივარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. დღის მეორე ნახევარში ვგეგმავ მის ნახვას და მეტი დეტალი შეხვედრის დასრულების შემდეგ მეცოდინება. ახლა ის ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: