საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“კლინიკაში ვარ, უცებ ჭაღები ამოძრავდა და ახმაურდა... მივხვდით, რომ მიწისძვრა იყო..." - თურქეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრები აჭარაშიც იგრძნობოდა
“კლინიკაში ვარ, უცებ ჭაღები ამოძრავდა და ახმაურდა... მივხვდით, რომ მიწისძვრა იყო..." - თურქეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრები აჭარაშიც იგრძნობოდა

თურ­ქეთ­ში ორი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა მოხ­და - ჯერ გამ­თე­ნი­ი­სას სი­რი­ის სა­ზღვარ­თან, რომ­ლის სიმ­ძლავ­რე­მაც აშშ-ის გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, 7.8 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა. თურ­ქი სე­ის­მო­ლო­გე­ბის შე­ფა­სე­ბით კი მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რე 7.4 მაგ­ნი­ტუ­და იყო, ეპი­ცენ­ტრი კი ქა­ლაქ გა­ზი­ან­თეფ­ში და­ფიქ­სირ­და.

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ით, 14:25 სა­ათ­ზე თურ­ქეთ­ში კი­დევ ერთი, გან­მე­ო­რე­ბი­თი მი­წისძვრა მოხ­და. პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით მი­წისძვრის ბიძ­გე­ბი 7.6 მაგ­ნი­ტუ­დას აღ­წევ­და.

მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი კი ქაჰ­რა­მან­მა­რა­შის პრო­ვინ­ცი­ა­ში, კერ­ძოდ, ელ­ბის­ტა­ნის რა­ი­ონ­ში იყო.

რო­გორც პირ­ვე­ლი, ისე მე­ო­რე მი­წისძვრა იგ­რძნო­ბო­და აჭა­რა­ში, ბა­თუ­მის ზოგ უბან­ში ხალ­ხი სახ­ლე­ბი­დან და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი­დან ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვი­და.

“ვი­საც გე­ძი­ნათ და ვე­რა­ფე­რი გა­ი­გეთ, ბედ­ნი­ე­რე­ბი ხართ”, - წერ­და ბა­თუ­მის ერთ - ერთი მკვიდ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამ­თე­ნი­ი­სას მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შემ­დეგ.

“კლი­ნი­კა­ში ვარ, უცებ ჭა­ღე­ბი ამოძ­რავ­და და ახ­მა­ურ­და... მივ­ხვდით, რომ მი­წისძვრა იყო. ცოტა კი შევ­შინ­დით, მაგ­რამ შე­ნო­ბა არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია. მა­ლე­ვე დას­რულ­და. რამ­ხე­ლა კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და თურ­ქეთ­ში. ვუ­სამ­ძი­რებთ ჩვენს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას”, - უთხრა ambebi.ge ბა­თუ­მის ერთ-ერ­თმა მკვიდრმა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“კლინიკაში ვარ, უცებ ჭაღები ამოძრავდა და ახმაურდა... მივხვდით, რომ მიწისძვრა იყო..." - თურქეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრები აჭარაშიც იგრძნობოდა

“კლინიკაში ვარ, უცებ ჭაღები ამოძრავდა და ახმაურდა... მივხვდით, რომ მიწისძვრა იყო..." - თურქეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრები აჭარაშიც იგრძნობოდა

თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა - ჯერ გამთენიისას სირიის საზღვართან, რომლის სიმძლავრემაც აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7.8 მაგნიტუდა შეადგინა. თურქი სეისმოლოგების შეფასებით კი მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრი კი ქალაქ გაზიანთეფში დაფიქსირდა.

დღეს საქართველოს დროით, 14:25 საათზე თურქეთში კიდევ ერთი, განმეორებითი მიწისძვრა მოხდა. პირველადი ინფორმაციით მიწისძვრის ბიძგები 7.6 მაგნიტუდას აღწევდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი კი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, კერძოდ, ელბისტანის რაიონში იყო.

როგორც პირველი, ისე მეორე მიწისძვრა იგრძნობოდა აჭარაში, ბათუმის ზოგ უბანში ხალხი სახლებიდან და საცხოვრებელი კორპუსებიდან ქუჩებში გამოვიდა.

“ვისაც გეძინათ და ვერაფერი გაიგეთ, ბედნიერები ხართ”, - წერდა ბათუმის ერთ - ერთი მკვიდრი სოციალურ ქსელში გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის შემდეგ.

“კლინიკაში ვარ, უცებ ჭაღები ამოძრავდა და ახმაურდა... მივხვდით, რომ მიწისძვრა იყო. ცოტა კი შევშინდით, მაგრამ შენობა არ დაგვიტოვებია. მალევე დასრულდა. რამხელა კატასტროფა მოხდა თურქეთში. ვუსამძირებთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას”, - უთხრა ambebi.ge ბათუმის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

იხილეთ ასევე: