მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარშემო განადგურებული შენობებია, სახლებს ცეცხლი უკიდია... ყველა გარეთაა, ყველას ეშინია" - რას ჰყვებიან თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებს გადარჩენილი ადამიანები?
"გარშემო განადგურებული შენობებია, სახლებს ცეცხლი უკიდია... ყველა გარეთაა, ყველას ეშინია" - რას ჰყვებიან თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებს გადარჩენილი ადამიანები?

თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრე­ბის შე­დე­გად, გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი ყო­ველ­წუ­თი­ე­რად იზ­რდე­ბა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში 1500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, ათა­სო­ბით კი და­შა­ვე­ბუ­ლი.

თურ­ქე­თის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ გა­ზი­ან­თეფ­ში, რომ­ლის სი­ახ­ლო­ვე­საც იყო გამ­თე­ნი­ი­სას მომ­ხდა­რი მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი, მო­სახ­ლე­ო­ბამ ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რძნო ბიძ­გე­ბი და ნგრე­ვაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ რე­გი­ონ­ში მოხ­და.

"რხე­ვა რომ ვიგ­რძე­ნით, გვე­ძი­ნა, გაგ­ვი­ჭირ­და გა­მორ­კვე­ვა, ში­ნი­დან გას­ვლას ვერ მო­ვას­წრებ­დით, ამი­ტომ დავ­რჩით და ბიძ­გე­ბის შე­წყვე­ტას ვე­ლო­დით. სა­ში­ნე­ლი ხმა­უ­რი იყო, სახ­ლი დამ­სხვრე­უ­ლი მი­ნე­ბით გა­ივ­სო“, - ჰყვე­ბა სი­ნან შა­ჰა­ნი, გა­ზი­ან­თე­ფის მკვიდ­რი და აგ­რძე­ლებს: - ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ი­თი­შა, ბიძ­გე­ბი რომ შე­წყდა, ტე­ლე­ფო­ნის ფან­რე­ბის შუქ­ზე ჩა­ვიც­ვით და სას­წრა­ფოდ გა­ვე­დით სახ­ლი­დან, ჩვე­ნი სახ­ლი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ჩვენს სი­ახ­ლო­ვეს ბევ­რს ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ნად­გურ­და, ბევ­რი და­ი­ღუ­პა".

ქა­ლაქ პა­ზარ­ჯი­ქის მკვიდ­რი, ნი­ჰათ ალ­ტუნ­და­ღი ამ­ბობს, რომ მისი ოჯა­ხიც ძლი­ერ­მა მი­წისძვრამ გა­აღ­ვი­ძა.

"ჩვე­ნი სახ­ლი გა­რე­დან ისე ჩანს, რომ თით­ქოს მყა­რად დგას, მაგ­რამ მი­წისძვრის შემ­დეგ შიგ­ნით ბზა­რე­ბი გაჩ­ნდა. გარ­შე­მო გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბია, სახ­ლებს ცე­ცხლი უკი­დია, სხვა შე­ნო­ბე­ბი კი თან­და­თან იბ­ზა­რე­ბა. ჩვენ­გან სულ რა­ღაც 200 მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდგა­რი შე­ნო­ბა მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა. ყვე­ლა გა­რე­თაა, ყვე­ლას ეში­ნია", - ამ­ბობს ის.

"როცა ბიძ­გე­ბი და­ი­წყო, ჩემ­მა ცოლ­მა გა­მაღ­ვი­ძა. ყვე­ლა მხრი­დან სა­ში­ნე­ლი ხმე­ბი ის­მო­და. და­ახ­ლო­ე­ბით 2 წუთი გაგ­რძელ­და რხე­ვე­ბი“, - ყვე­ბა ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე.

მი­წისძვრას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი კი ყვე­ბა:

"ნან­გრე­ვებ­ში კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა... ამ კორ­პუს­ში ჩემი მე­გო­ბა­რი ცხოვ­რობს. მისი შვი­ლე­ბი სულ ზედა სარ­თუ­ლი­დან იხ­სნეს, მაგ­რამ მის­მა გო­გო­ნამ ხელი მო­ი­ტე­ხა".

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Bili
5

პირველი, ნაწილი... მეორე აუცილებლად იქნება!!! 

ამო-ს
1

გენაცვალე თბილ გულში, ზუსტად მაგის დაწერას ვაპირებდი, არაფერია წუთისოფელი, ვაკეთოთ სიკეთე ასეთ დროს მაინც გავერთიანდეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"გარშემო განადგურებული შენობებია, სახლებს ცეცხლი უკიდია... ყველა გარეთაა, ყველას ეშინია" - რას ჰყვებიან თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებს გადარჩენილი ადამიანები?

"გარშემო განადგურებული შენობებია, სახლებს ცეცხლი უკიდია... ყველა გარეთაა, ყველას ეშინია" - რას ჰყვებიან თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებს გადარჩენილი ადამიანები?

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში 1500-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ათასობით კი დაშავებული.

თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანთეფში, რომლის სიახლოვესაც იყო გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი, მოსახლეობამ ყველაზე მეტად იგრძნო ბიძგები და ნგრევაც ყველაზე მეტად ამ რეგიონში მოხდა.

"რხევა რომ ვიგრძენით, გვეძინა, გაგვიჭირდა გამორკვევა, შინიდან გასვლას ვერ მოვასწრებდით, ამიტომ დავრჩით და ბიძგების შეწყვეტას ველოდით. საშინელი ხმაური იყო, სახლი დამსხვრეული მინებით გაივსო“, - ჰყვება სინან შაჰანი, გაზიანთეფის მკვიდრი და აგრძელებს: - ელექტროენერგია გაითიშა, ბიძგები რომ შეწყდა, ტელეფონის ფანრების შუქზე ჩავიცვით და სასწრაფოდ გავედით სახლიდან, ჩვენი სახლი გადარჩა, მაგრამ ჩვენს სიახლოვეს ბევრს ყველაფერი გაუნადგურდა, ბევრი დაიღუპა".

ქალაქ პაზარჯიქის მკვიდრი, ნიჰათ ალტუნდაღი ამბობს, რომ მისი ოჯახიც ძლიერმა მიწისძვრამ გააღვიძა.

"ჩვენი სახლი გარედან ისე ჩანს, რომ თითქოს მყარად დგას, მაგრამ მიწისძვრის შემდეგ შიგნით ბზარები გაჩნდა. გარშემო განადგურებული შენობებია, სახლებს ცეცხლი უკიდია, სხვა შენობები კი თანდათან იბზარება. ჩვენგან სულ რაღაც 200 მეტრის მოშორებით მდგარი შენობა მთლიანად ჩამოინგრა. ყველა გარეთაა, ყველას ეშინია", - ამბობს ის.

"როცა ბიძგები დაიწყო, ჩემმა ცოლმა გამაღვიძა. ყველა მხრიდან საშინელი ხმები ისმოდა. დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა რხევები“, - ყვება ერთ-ერთი მოქალაქე.

მიწისძვრას გადარჩენილი ერთ-ერთი მამაკაცი კი ყვება:

"ნანგრევებში კიდევ ბევრი ადამიანი რჩება... ამ კორპუსში ჩემი მეგობარი ცხოვრობს. მისი შვილები სულ ზედა სართულიდან იხსნეს, მაგრამ მისმა გოგონამ ხელი მოიტეხა".

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა