მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში, ალბათ, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - "კრაკენი“ გახდება დომინანტი" - ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე
"საქართველოში, ალბათ, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - "კრაკენი“ გახდება დომინანტი" - ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2-3 კვი­რა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ქვეშ­ტა­მი - "კრა­კე­ნი“ დო­მი­ნან­ტი გახ­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფომ ბევ­რი უნდა იმუ­შა­ოს, რომ ბი­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს, მას დაც­ვის მეტი ძალა აქვს, ვიდ­რე ძველს, სტან­დარ­ტულ ვაქ­ცი­ნას, - ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ­მა, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კუ­ლუმ­ბე­გო­ვი აღ­ნიშ­ნავს, დღეს ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 300 ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ცოტა არ არის.

"კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ქვეშ­ტა­მი XBB.1.5, ე.წ. კრა­კე­ნი "ომიკ­რო­ნის“ ყვე­ლა სხვა შტა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ყვე­ლა­ზე სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2-3 კვი­რა­ში ჩა­ა­ნაც­ვლებს "კრა­კე­ნი“ BA4-BA5 შტამს და დო­მი­ნან­ტი გახ­დე­ბა.

"კრა­კენს“, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ შტამს, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რი­ცხვი გაზ­რდი­ლი არ აქვს, თუმ­ცა, ვაქ­ცი­ნე­ბი­სად­მი ეფექ­ტუ­რო­ბა მკვეთ­რად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნას, 2023 წლის იან­ვარ­შიც კი არ აქვს ბი­ვა­ლენ­ტუ­რი, ახალ "ომიკ­რონ­ზე“ მორ­გე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის არ­ცერ­თი დოზა. რა თქმა უნდა, ახლა მეტი აქ­ცენ­ტი უნდა გვქონ­დეს და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, რათა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია შე­ვამ­ცი­როთ. ლო­კა­ლუ­რი ექ­სპერ­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 500-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს და 300 ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია. ჩვე­ნი სა­წოლ­ფონ­დის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჰოს­პი­ტალ­ში მყო­ფი 300 პა­ცი­ენ­ტი ცოტა არ არის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ა­ვა­დე­ბა და­სუს­ტე­ბუ­ლია, გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე ჯერ მოხ­სნი­ლი არ არის, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია არ ჩქა­რობს, რომ პან­დე­მია დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დოს. ფაქ­ტია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩვენ­თან იარ­სე­ბებს, ბევ­რი ინ­ტე­რე­სის და შეშ­ფო­თე­ბის ვა­რი­ან­ტია, რო­მელ­საც აკ­ვირ­დე­ბი­ან.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა! სა­ხელ­მწი­ფომ ბევ­რი უნდა იმუ­შა­ოს, რომ ბი­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს. ბი­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა არის "ომიკ­რო­ნის“ სა­წყის შტა­მებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, მას მეტი ძალა აქვს, და­იც­ვას ადა­მი­ა­ნი ახა­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის­გან, რო­მე­ლიც ინ­ტე­რე­სის და შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნია. ბი­ვა­ლენ­ტურ ვაქ­ცი­ნას, დაც­ვის მეტი ძალა აქვს, ვიდ­რე ძველს, სტან­დარ­ტულ ვაქ­ცი­ნას. ევ­რო­კავ­ში­რის 28 ქვე­ყა­ნას თუ შევ­ხე­დავთ, ახა­ლი ბი­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნით, ზოგ ქვე­ყა­ნა­ში, თით­ქმის 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 20-80 პრო­ცენ­ტია აც­რი­ლი“, - აღ­ნიშ­ნავს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“.

მან მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ იან­ვრის თვე­ში, მსოფ­ლი­ო­ში და­ფიქ­სირ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­ვი­დის ოცი მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა, 114 000 კი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ჯან­მო-ს ევ­რო­პის ბი­უ­როს სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, თუ დე­კემ­ბერ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 2569 შემ­თხვე­ვა იყო აღ­რი­ცხუ­ლი, იან­ვარ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4670-ს შე­ად­გენ­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ucxo
0

ამათ რომ შერჩათ რაც აკეთეს იმიტომ ამოიდგა ენა ისევ. თან ეგრევე ვაქცინით რომ იწყებს ლაპარაკს. ამათ გონიათ შერჩათ ამდენი ხალხის ხოცვა გაუბედურება ყველას მოეთხოვება უფლისგან ხალხიაგან თუ არა.

გიორგი
2

კარგით რა, დაგვაცადეთ ცხოვრება.

მადლობა თქვით რომ რაც გაგვტანჯეთ შეზღუდვებით შეგრჩათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველოში, ალბათ, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - "კრაკენი“ გახდება დომინანტი" - ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

"საქართველოში, ალბათ, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - "კრაკენი“ გახდება დომინანტი" - ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - "კრაკენი“ დომინანტი გახდება. სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს, მას დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ "მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 300 ჰოსპიტალიზებული პაციენტი ცოტა არ არის.

"კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი "ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში ჩაანაცვლებს "კრაკენი“ BA4-BA5 შტამს და დომინანტი გახდება.

"კრაკენს“, როგორც დამოუკიდებელ შტამს, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაზრდილი არ აქვს, თუმცა, ვაქცინებისადმი ეფექტურობა მკვეთრად არის შემცირებული.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას, 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ბივალენტური, ახალ "ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინის არცერთი დოზა. რა თქმა უნდა, ახლა მეტი აქცენტი უნდა გვქონდეს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რათა ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ. ლოკალური ექსპერტების ინფორმაციით, 500-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს და 300 ჰოსპიტალიზებულია. ჩვენი საწოლფონდის გათვალისწინებით, ჰოსპიტალში მყოფი 300 პაციენტი ცოტა არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება დასუსტებულია, გლობალური საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ჩქარობს, რომ პანდემია დასრულებულად გამოაცხადოს. ფაქტია, რომ კორონავირუსი ჩვენთან იარსებებს, ბევრი ინტერესის და შეშფოთების ვარიანტია, რომელსაც აკვირდებიან.

აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკა! სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს. ბივალენტური ვაქცინა არის "ომიკრონის“ საწყის შტამებზე მორგებული, მას მეტი ძალა აქვს, დაიცვას ადამიანი ახალი ვარიანტებისგან, რომელიც ინტერესის და შეშფოთების საგანია. ბივალენტურ ვაქცინას, დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას. ევროკავშირის 28 ქვეყანას თუ შევხედავთ, ახალი ბივალენტური ვაქცინით, ზოგ ქვეყანაში, თითქმის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 20-80 პროცენტია აცრილი“, - აღნიშნავს კულუმბეგოვი მედიაცენტრ "მთავარში“.

მან მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვრის თვეში, მსოფლიოში დაფიქსირდა ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდის ოცი მილიონი შემთხვევა, 114 000 კი ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ის აღნიშნავს, ჯანმო-ს ევროპის ბიუროს სტატისტიკის თანახმად, თუ დეკემბერში კორონავირუსის 2569 შემთხვევა იყო აღრიცხული, იანვარში ეს მაჩვენებელი 4670-ს შეადგენდა.