საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტო ბაჯოს ბრძოლა და უიღბლობა: ის არ დანებდა უმძიმეს ტრავმას და თავისი ფეხბურთი მაინც ითამაშა - იტალიელი ლეგენდა, რომელმაც კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ვერ გაიტანა
რობერტო ბაჯოს ბრძოლა და უიღბლობა: ის არ დანებდა უმძიმეს ტრავმას და თავისი ფეხბურთი მაინც ითამაშა - იტალიელი ლეგენდა, რომელმაც კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ვერ გაიტანა

1967 წლის 18 თე­ბერ­ვალს, ფლო­რინ­დო ბა­ჯოს ოჯახ­ში მა­ტე­ბა იყო. მის­მა მე­უღ­ლე მა­ტილ­დამ მე­ექ­ვსე შვი­ლი - ბიჭი გა­ა­ჩი­ნა. ქა­ლაქ კალ­დო­ნი­ო­ში ყვე­ლა იც­ნობ­და უბ­რა­ლო ზე­ინ­კალს, რო­მე­ლიც დიდ ოჯახ­ზე ოც­ნე­ბობ­და და ჰყავ­და კი­დეც.

მა­მამ ყვე­ლას გა­ნუ­ცხა­და, რომ ბავ­შვს ედ­დის არ­ქმევ­და. ფლო­რინ­დო ვე­ლოს­პორ­ტის დიდი ფანი იყო, ხოლო მისი კერ­პი ბელ­გი­ე­ლი ედ­ვარდ მერკსი იყო, რო­მე­ლიც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო ვე­ლომრბო­ლე­ლად და­ა­სა­ხე­ლეს. თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში ედ­ვარ­დი ჯერ მხო­ლოდ იწყებ­და დიდ კა­რი­ე­რას და ბა­ჯოს ეჭვი არ ეპა­რე­ბო­და, რომ ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნი დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­და. საქ­მე­ში მა­ტილ­და ჩა­ე­რია და მა­მის იდე­ას ვეტო და­ა­დო, სა­პა­სუ­ხოდ კი რო­ბერ­ტო შეს­თა­ვა­ზა. ფლო­რინ­დოს სხვა გზა აღარ ჰქონ­და და და­ნებ­და.

ბი­ჭუ­ნას ბავ­შვო­ბა ბედ­ნი­ე­რი და მხი­ა­რუ­ლი იყო. მის შემ­დეგ ოჯახ­ში კი­დევ ორი ბავ­შვი და­ი­ბა­და. მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ოჯახ­ში ჟრი­ა­მუ­ლი არას­დროს წყდე­ბო­და, ცოტა რომ წა­მო­ი­ზარ­და, რო­ბერ­ტოს საყ­ვა­რელ საქ­მედ ნა­დი­რო­ბა იქცა - მამა ხში­რად და­დი­ო­და ბა­ტებ­ზე სა­ნა­დი­როდ და პა­ტა­რა ბა­ჯო­საც თან გა­ი­ყო­ლებ­და ხოლ­მე.

"ნა­დი­რო­ბი­სას შენ დრო­ის მიღ­მა ხარ. სა­კუ­თარ თავ­ში ღრმავ­დე­ბი და მთე­ლი სამ­ყა­როს­გან იზო­ლირ­დე­ბი, ბო­რო­ტე­ბაც კი დრო­ე­ბით პა­უზ­დე­ბა. აი, რა­ტო­მაც არ შე­მიძ­ლია ნა­დი­რო­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა. არ აქვს აზრი, სახ­ლში ნა­დავ­ლით დაბ­რუნ­დე­ბი, თუ არა. რომ არ­სე­ბობ­დეს ისე­თი სა­ნა­დი­რო ტყვია, რო­მე­ლიც ცხო­ველს არ კლავს და უბ­რა­ლოდ, დრო­ე­ბით აძი­ნებს, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იქ­ნე­ბო­და. ყვე­ლა­ფერს დავ­თმობ­დი, რომ რა­საც სი­ცო­ცხლე წა­ვარ­თვი, უკან და­ვუბ­რუ­ნო“, - ამ­ბობს ბაჯო.

მა­მას შვილ­მა იმე­დი მალე გა­უც­რუა, რო­დე­საც გა­ნუ­ცხა­და, რომ ვე­ლოს­პორ­ტი ოდ­ნა­ვაც არ აინ­ტე­რე­სებს. სა­მა­გი­ე­როდ, მისი წლო­ვა­ნე­ბის ბავ­შვებს აჰ­ყვა და მწვა­ნე მო­ე­დან­ზე დიდი ჟი­ნით დას­დევ­და ბურთს. 7 წლის ასაკ­ში ის სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მი­ა­ში მი­იყ­ვა­ნეს. მა­შინ თა­ნა­ტო­ლე­ბი ზი­კოს ფა­ნე­ბი იყ­ვნენ. ბა­ჯომ მტკი­ცედ გა­და­წყვი­ტა, რომ ზი­კოს­ნა­ი­რი ფეხ­ბურ­თე­ლი იქ­ნე­ბო­და...

"ჩემ­პი­ო­ნა­ტის არ­ცერთ თა­მაშს არ ვტო­ვებ­დი. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ჩემი ტე­ლე­ვი­ზო­რის ეკ­რა­ნი­დან მო­შო­რე­ბა. ფეხ­ბურთზე ვა­ბო­დებ­დი. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის დიდი ალ­ბო­მი მქონ­და. ზოგ­ჯერ დედა ძა­ლით მარ­თმევ­და ძველ ბუ­ცებ­სა და ბურთს, მაგ­რამ ჩუ­მად შევ­ძვრე­ბო­დი მა­მის ოთახ­ში, ავი­ღებ­დი მათ და გავ­რბო­დი მო­ე­დან­ზე“, - იხ­სე­ნებს რო­ბერ­ტო.

ზიკო მა­შინ მსოფ­ლი­ოს იპყრობ­და, ყვე­ლა ცდი­ლობ­და მისი სტი­ლის მორ­გე­ბას, პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი ცდი­ლობ­დნენ ბურ­თი შო­რი­დან და ლა­მა­ზად და­ერ­ტყათ.. ზოგ­ჯერ გვი­ან ღამე მარ­ტო რჩე­ბო­და მო­ე­დან­ზე და ზი­კოს სტილ­ში ცდი­ლობ­და დარ­ტყმას.

14 წლის ასაკ­ში მი­სით ვე­ნე­ცი­ე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. ერთხელ ვი­ღა­ცამ "ვი­ჩენ­ცა­ში" სკა­უ­ტებს მო­უყ­ვა, რომ პა­ტა­რა კალ­დო­ნო­ში ნი­ჭი­ერ­მა ბიჭ­მა ერთ მატჩში 6 გოლი შე­აგ­დო. გა­გიჟ­დნენ ვაჭ­რე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი. გვა­ნა­ხეთ ვინ არის ასე­თიო. მოკ­ლედ, აღარ გა­წე­ლეს და რო­ბერ­ტო გუნდში მი­იყ­ვა­ნეს. თა­ვი­დან საქ­მე არ გა­მო­ვი­და - სა­თა­და­რი­გო სკამ­ზე დრო ნელა გა­დი­ო­და, ხელ­ფა­სი 170 დო­ლა­რი ჰქონ­და, თუმ­ცა ის უკვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო და არა მოყ­ვა­რუ­ლი.

15 წლის ასაკ­ში მა­რი­ხუ­ა­ნა გა­სინ­ჯა, მაგ­რამ არ მო­ე­წო­ნა. თუმ­ცა დი­ლით და სა­ღა­მოს სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა­ზე უარს არ ამ­ბობ­და. სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მო­ი­შო­რა ეს მავ­ნე ჩვე­ვა.

გარ­და­ტე­ხა 1984-85 წლე­ბის სე­ზონ­ში მოხ­და. რო­ბერ­ტომ თა­ვი­სი მწვრთნე­ლი აღაფრ­თო­ვა­ნა და აი­ძუ­ლა, რომ ახალ­გაზ­რდა გე­ნი­ო­სის­თვის სა­თა­მა­შო დრო გა­ე­ზარ­და. მან სე­ზონ­ში 12 გოლი გა­ი­ტა­ნა, გუნ­დი მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­იყ­ვა­ნა და სე­რია B-მდე და­ა­წი­ნა­უ­რა.

და იტა­ლი­უ­რი გრან­დე­ბის სკა­უ­ტებ­მაც არ და­აგ­ვი­ა­ნეს... "ფი­ო­რენ­ტი­ნამ“ 1.4 მი­ლი­ო­ნი შეს­თა­ვა­ზა და ვი­ჩენ­ცე­ლე­ბიც ბა­ჯოს და­ემ­შვი­დობ­ნენ. თა­ვის მხრივ, კმა­ყო­ფი­ლი იყო რო­ბერ­ტოც, რად­გან სე­რია C-დან სე­რია A-ში ამო­ყო თავი.

თუმ­ცა...

სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე რამ­დე­ნი­მე თა­მა­ში რჩე­ბო­და, ბა­ჯოს კონ­ტრაქ­ტი გა­ფორ­მე­ბუ­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა მწვრთნელ­მა მას მა­ინც მის­ცა სა­თა­მა­შო დრო. უკვე მე-6 წუთ­ზე ულა­მა­ზე­სი გოლი შე­აგ­დო, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მო­ედ­ნის ცენ­ტრში სას­ტი­კად წა­აქ­ცი­ეს... მო­ედ­ნი­დან სა­კა­ცით გა­იყ­ვა­ნეს და ექი­მე­ბის გუნდს მო­უხ­მეს. სა­ღა­მოს და­ღო­ნე­ბულ­მა ექიმ­მა გა­ნა­ცხა­და, - მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ჯვა­რე­დი­ნი მყე­სე­ბი აქვს გა­წყვე­ტი­ლი და თა­მაშს დიდი ალ­ბა­თო­ბით ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლებ­სო...

"ტრავ­მამ დიდი ხნით ჩა­მო­მა­შო­რა ფეხ­ბურთს. თე­რა­პი­ას გავ­დი­ო­დი, სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი მქონ­და, მტერს რომ არ ვუ­სურ­ვებ, ისე­თი...“ - იხ­სე­ნებს რო­ბერ­ტო.

სი­ტუ­ა­ცი­ას ის ფაქ­ტი არ­თუ­ლებ­და, რომ რო­ბერ­ტოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ალერ­გია ჰქონ­და და ტკი­ვილს ვერ უყუ­ჩებ­დნენ. მა­ტილ­დას, დე­დას, უმ­ძი­მე­სი ტკი­ვი­ლის დროს ეხ­ვე­წე­ბო­და, რომ მო­ეკ­ლათ და ეს ჯო­ჯო­ხე­თი და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ.

"მარ­ჯვე­ნა ფეხი იმ­დე­ნად და­პა­ტა­რავ­და, რომ ხელს ჰგავ­და. მუხ­ლი კი ისე გა­სივ­და, რომ ნესვს და­ემ­სგავ­სა. ჭრი­ლო­ბა ძა­ფით კი არა, "სკრე­პე­ბით" იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი. ისე მტკი­ო­და, რომ ახ­ლოს მჯდომ დე­დას ვუყ­ვი­რო­დი: "თუ ოდ­ნავ მა­ინც გიყ­ვარ­ვარ, მომ­კა­ლი - ამას ვერ გა­და­ვი­ტან“.

"ფი­ო­რენ­ტი­ნას“ რი­გებ­ში პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი მთლი­ა­ნად გა­მო­ტო­ვა. 1986 წლის შე­მოდ­გო­მას ნა­ნატ­რი დე­ბი­უ­ტი შედ­გა, მაგ­რამ ტრავ­მა გარ­თულ­და, ექიმ­მა თა­მა­ში აუკ­რძა­ლა. კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და, მაგ­რამ ბაჯო არ ნებ­დე­ბო­და.

"ბუ­დიზ­მი, რომ არა, მე ალ­ბათ მა­მა­სა­ვით ზე­ინ­კა­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, ან ბრა­კო­ნი­ე­რი გავ­ხდე­ბო­დი“, - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

ბუ­დიზ­მამ­დე ის კა­თო­ლი­კე იყო, ისე­ვე, რო­გორც მთე­ლი მისი ოჯა­ხი. კვი­რა­ო­ბით ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და, თუმ­ცა ფეხ­ბურ­თმა, დამ­ქან­ცველ­მა ვარ­ჯი­შებ­მა, თა­მა­შებ­მა და გა­დატ­ვირ­თულ­მა გრა­ფიკ­მა, რე­ლი­გია მისი ცხოვ­რე­ბი­დან გან­დევ­ნა, მაგ­რამ ტრავ­მამ ის უკან და­აბ­რუ­ნა. ორი მძი­მე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, რო­ბერ­ტო ძა­ლი­ან ჩა­ი­კე­ტა. ერ­თა­დერ­თი, ვის­თა­ნაც მე­გობ­რობ­და, ვი­ნი­ლის გამ­ყიდ­ვე­ლი მა­უ­რი­ციო ბოლდრი­ნი იყო. მან ბიჭს უთხრა: შენ გიშ­ვე­ლის ბუდა. რო­ბერ­ტომ ბუ­და­ზე რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი შინ გა­ი­ყო­ლა და იმის შემ­დეგ მისი ტრანსფორ­მა­ცია და­ი­წყო. ახა­ლი რე­ლი­გი­ის დოგმებ­მა ბაჯო შე­აჩ­ვია შემ­გუ­ებ­ლო­ბას, მოთ­მი­ნე­ბას და სუ­ლის სიმ­ტკი­ცეს.

"ვარ­ჯი­შის დროს, რომ მნა­ხოთ, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ. ჩემი მუხ­ლი ისეთ ხმებს გა­მოს­ცემს, იფიქ­რებთ, ახლა გა­და­ტყდე­ბაო. ტკი­ვი­ლი არ­სად წა­სუ­ლა და ყო­ველ­თვის თან მახ­ლავს. ნე­ბის­მი­ე­რი ვარ­ჯი­ში შე­საძ­ლოა ბოლო აღ­მოჩ­ნდეს. როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, "შენ ხომ ბაჯო ხარ, შენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვია“ - ვმწარ­დე­ბი, მათ არ იცი­ან, რა გა­მო­ვი­ა­რე და რას გავ­დი­ვარ“ - იხ­სე­ნებ­და რო­ბერ­ტო.

  • დი­დე­ბა.

"ფი­ო­რენ­ტი­ნა­ში“ გა­დას­ვლი­დან მხო­ლოდ მე­სა­მე სე­ზონ­ში შეძ­ლო ბა­ჯომ თა­ვი­სი უნა­რე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა. იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ტური იყო, "ია­სამ­ნის­ფე­რე­ბი" არი­გო სა­კის "მი­ლანს“ ხვდე­ბოდ­ნენ. მთე­ლი თა­მა­შის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ედ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ორ­ჯერ გას­ცდნენ, მაგ­რამ ორი­ვე­ჯერ გოლი გა­ი­ტა­ნეს. მე­ო­რე გოლი ბა­ჯომ შე­ად­გო, მან ბურ­თი თა­ვის ნა­ხე­ვარ­ზე მი­ი­ღო, აიღო სის­წრა­ფე, მარ­ტომ წა­ი­ღო მე­კა­რის­კენ და გოლი გა­ი­ტა­ნა ზუს­ტად ზი­კოს სტილ­ში. სტა­დი­ო­ნი ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა, ტაშს უკ­რავ­დნენ მი­ლა­ნის ქო­მა­გე­ბიც.

ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბის შემ­დეგ, ფეხ­ბურ­თე­ლი იტა­ლი­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მი­იწ­ვი­ეს. ამა­სო­ბას­ში და­ო­ჯახ­და, ცო­ლად თა­ვი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ან­დრე­ი­ნა მო­იყ­ვა­ნა. ქორ­წი­ნე­ბამ 15 წელს გას­ტა­ნა, არა­და, რო­გორ დი­დე­ბუ­ლად იწყე­ბო­და. ქორ­წილ­ზე ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, გა­მო­ცხად­დნენ "ფი­ო­რენ­ტი­ნას“ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შო­რი­ახ­ლო იდ­გნენ და შე­ძა­ხი­ლე­ბით ულო­ცავ­დნენ ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს. ბა­ნე­რებ­ზე ეწე­რა: "წინ, რო­ბერ­ტო. ფლო­რენ­ცი­ას უყ­ვარ­ხარ!“ უსა­ზღვრო ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­მენ­ტში კი­დევ ერთი სი­ახ­ლე გახ­და ცნო­ბი­ლი - გუნ­დმა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 1991 წლამ­დე გა­უ­ხან­გრძლი­ვა. ფეხ­ბურ­თელ­მა პირ­ვე­ლად, სა­კუ­თა­რი სახ­ლიც შე­ი­ძი­ნა. ბოლო სე­ზონ­ში "ია­სამ­ნის­ფე­რე­ბის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 17 გოლი გა­ი­ტა­ნა და და გუნდს "უე­ფას" თა­სის ფი­ნალ­ში გას­ვლა­ში და­ეხ­მა­რა.

ახ­ლოვ­დე­ბო­და მუნ­დი­ა­ლი. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე ბა­ჯოს "იუ­ვენ­ტუს­მა“ შე­თა­ვა­ზე­ბა გა­უ­კე­თა. ჯან­ნი ანი­ე­ლიმ სკა­უ­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ნე­ბის­მი­ერ ფა­სად, ბაჯო გუნდში მო­ეყ­ვა­ნათ. რო­ბერ­ტომ შე­თა­ვა­ზე­ბა არც გა­ნი­ხი­ლა და სთხო­ვა მე­ნე­ჯერს, რომ შორს მო­ეს­რო­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტი. ის არ აპი­რებ­და "ფი­ო­რენ­ტი­ნას“ და­ტო­ვე­ბას, რო­მელ­მაც 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეხ­ბურ­თე­ლი არც ერთხელ არ მი­ა­ტო­ვა, მი­უ­ხე­და­ვად ტრავ­მე­ბის, ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და რე­ცი­დი­ვე­ბი­სა. მაგ­რამ გა­რე­მო­ე­ბა შე­იც­ვა­ლა...

"ფი­ო­რენ­ტი­ნა“ კოტ­რდე­ბო­და, გუნდს სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ხოლო "იუ­ვენ­ტუ­სის" შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით ტუ­რი­ნე­ლე­ბი 12.9 მი­ლი­ონ ევ­როს იხ­დიდ­ნენ, ერ­თგვა­რი მზის სხი­ვი იყო ბნე­ლი გვი­რა­ბის შემ­დეგ. ბაჯო ისე გა­ყი­დეს, რომ ფეხ­ბურ­თელ­მა ბოლო მო­მენ­ტამ­დე არა­ფე­რი იცო­და. რო­დე­საც გა­ზე­თებ­ში და­ი­წე­რა, რომ ბაჯო "იუ­ვე­ში“ გა­და­ვი­და, ფა­ნებ­მა ქა­ლაქ­ში არე­უ­ლო­ბა მო­ა­წყეს და "ფი­ო­რენ­ტი­ნას“ შტა­ბი შტურ­მით აიღეს, პრე­ზი­დენტს და მის ოჯახს სიკ­ვდი­ლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. მათ არ იცოდ­ნენ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და თა­ვად ფეხ­ბურ­თელ­საც ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. ქუ­ჩე­ბი გა­და­კე­ტეს, ბა­ნე­რე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ, ცოტა ხნის წინ მათ სა­ხა­ტე ადა­მი­ანს, ლან­ძღავ­დნენ, აგი­ნებ­დნენ, ემუქ­რე­ბოდ­ნენ. სიყ­ვა­რუ­ლი ზი­ზღით შე­იც­ვა­ლა...

1990 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი იტა­ლი­ა­ში ტარ­დე­ბო­და. ნაკ­რე­ბის სა­ვარ­ჯი­შო ბა­ზას რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი იცავ­და. ფეხ­ბურ­თე­ლებს კი ბა­ზის და­ტო­ვე­ბა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ. ნამ­დვი­ლი სპორ­ტუ­ლი რე­ვო­ლუ­ცია იყო. სი­ტუ­ა­ცია იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა, რომ ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სა­ერ­თოდ სხვა ქა­ლაქ­ში გა­და­აფ­რი­ნეს.

ზუს­ტად 1990 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ გა­იც­ნო ახალ­გაზ­რდა გე­ნი­ო­სი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თავი გა­მო­ი­ჩი­ნა ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­დე­სად ნა­ხე­ვა­რი მო­ე­და­ნი მარ­ტომ გა­ირ­ბი­ნა და უკვე თა­ვის სტილ­ში გა­ი­ტა­ნა გოლი. ეს გოლი იმ ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო გო­ლად და­სა­ხელ­და. ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მის ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი და ბა­ჯოს il Divin Codino - "ღვთა­ებ­რი­ვი კუდი" უწო­და.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში იტა­ლია არ­გენ­ტი­ნას­თან და­მარ­ცხდა.

"იუ­ვენ­ტუს­თან“ სი­ტუ­ა­ცია რთუ­ლად იყო. მთე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ბაჯო აცხა­დებ­და, რომ "ფი­ო­რენ­ტი­ნას“ წარ­მო­ად­გენ­და და არა "იუ­ვენ­ტუსს“.

პირ­ველ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ფი­ო­რენ­ტი­ნას“ შარ­ფით გა­მოჩ­ნდა, რა­მაც ტუ­რი­ნე­ლი ფა­ნე­ბი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

თუმ­ცა ეს გან­წყო­ბა მის თა­მა­შის ხა­რისხზე უარ­ყო­ფი­თად არ აი­სა­ხა. სა­დე­ბი­უ­ტო სე­ზონ­ში მან 27 გოლი გა­ი­ტა­ნა.

1993 წლის სე­ზო­ნი მის კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო იყო, სას­წა­უ­ლი თა­მა­ში, ბევ­რი გო­ლე­ბი, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მო­გე­ბა და რაც მთა­ვა­რია - ოქ­როს ბურ­თი.

ტუ­რინ­ში ამ­რე­ზით მი­ღე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, მალე მათი კერ­პი გახ­და.

  • ეროვ­ნუ­ლი გმი­რო­ბი­დან გა­რიყ­ვამ­დე

1994 წლის მუნ­დი­ალ­ზე იტა­ლია ფა­ვო­რი­ტის სტა­ტუ­სით გა­ემ­გზავ­რა. შე­მად­გენ­ლო­ბა სავ­სე იყო ვარ­სკვლა­ვე­ბით. ბაჯო კი იტა­ლი­ის ოქრო, ერის სახე და ღირ­სე­ბა იყო. რაც არ უნდა გე­კი­თხათ იტა­ლი­ე­ლე­ბის­თვის, გპა­სუ­ხობ­დნენ: "ჩვენ სა­მა­გი­ე­როდ ბაჯო გვყავს“.

იტა­ლი­ე­ლე­ბი ფი­ნალ­ში გა­ვიდ­ნენ, სა­დაც უძ­ლი­ე­რე­სი ბრა­ზი­ლია ელო­დე­ბო­დათ. არა­ვის ეჭვი არ ეპა­რე­ბო­და, რომ გა­მარ­ჯვე­ბა ევ­რო­პე­ლებს დარ­ჩე­ბო­დათ, მათ ხომ ბაჯო ჰყავ­დათ...

მას მცი­რე ტრავ­მა აწუ­ხებ­და, ფი­ნა­ლის დღეს, დი­ლით ვარ­ჯიშ­ზეც არ გა­მო­ცხად­და.

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, ფე­ხიც რომ მო­ეჭ­რათ, მა­ინც ვი­თა­მა­შებ­დი", - უთხრა მის ბი­ოგ­რაფს ენ­რი­კო მატ­ტე­ზი­ნის.

აშშ-ის იმ­ჟა­მინ­დელ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა "დიდი რვი­ა­ნის“ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და: "ვა­ღი­ა­რებ, ბაჯო - ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია“.

იტა­ლი­ის ნაკ­რებ­ში სი­ტუ­ა­ცია არე­უ­ლი იყო. ფა­ნებ­მა ბაჯო იმ­დე­ნად გა­აღ­მერ­თეს, რომ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა მიღ­წე­ვას მას აწერ­დნენ. მატ­ჩის წინ ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ბა­ჯოს ამ­პარ­ტავ­ნო­ბა­ზე ისა­უბ­რეს და მო­ე­დან­ზე ცუდი გან­წყო­ბით გა­ვიდ­ნენ.

იმ თა­მაშ­ში გოლი არ გა­ვი­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ას უნდა გა­მო­ევ­ლი­ნა. ცხოვ­რე­ბა­ში პე­ნალ­ტი­დან ბურ­თი კა­რის­თვის არას­დროს აუ­ცი­ლე­ბია. მისი დარ­ტყმუ­ლი მო­უ­გე­რი­ე­ბია მე­კა­რეს, ძელს, მაგ­რამ აც­დე­ნა? - არას­დროს. ბა­ჯოს გა­მორ­ბე­ნი, დარ­ტყმა და ბურ­თი შორს მიფ­რი­ნავს, ხა­რი­ხა­საც ას­ცდა და სა­დღაც გა­და­ვარ­და. იტა­ლი­ამ ფი­ნა­ლი წა­ა­გო.

პირ­ვე­ლი პე­ნალ­ტი ფრან­კო ბა­რე­ზი­მაც ვერ გა­ი­ტა­ნა, მაგ­რამ მან თა­ნა­გუნ­დე­ლებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და, ყვე­ლა პი­ცა­ზე და­პა­ტი­ჟა და აპა­ტი­ეს. რო­ბერ­ტო ბა­ჯოს არა­ვის­თან უსა­უბ­რია, ოთახ­ში შე­ი­კე­ტა და კარ­გა ხანს გა­რეთ არ გა­მო­სუ­ლა. ამ დარ­ტყმას სიზ­მარ­ში ხში­რად ხე­დავ­და...

შემ­დეგ იყო "იუ­ვენ­ტუს­ში“ ახა­ლი სე­ზო­ნი, ტრავ­მა, დელ პი­ე­როს გა­მო­ჩე­ნა, ასა­კი, ისევ ტრავ­მა და მო­შუ­შე­ბა... ახალ­გაზ­რდა დელ პი­ე­რო შე­დე­გი­ა­ნო­ბა­ში არ ჩა­მორ­ჩე­ბო­და ბა­ჯოს, გუნ­დმა მას­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა. ამას და­ე­მა­ტა ანი­ე­ლის­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რა­მაც ფეხ­ბურ­თე­ლი მი­იყ­ვა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, რომ კლუ­ბი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

შემ­დეგ წლებ­ში ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი თა­მა­შობ­და "მი­ლან­ში“, "ბო­ლო­ნი­ა­ში“, შემ­დეგ დად­გა მისი რე­ნე­სან­სი და გა­და­ვი­და "ინ­ტერ­ში“, ბო­ლოს კი "ბრე­ში­ა­ში".

რა თქმა უნდა, იმ პე­რი­ო­დის ასე ერთ აბ­ზაც­ში ჩა­წე­რა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა მო­დით, იქ გავ­ჩერ­დეთ, სა­დაც ბაჯო დი­დე­ბის ზე­ნი­ტში იყო და იმ წლებს სხვა დროს და­ვუბ­რუნ­დეთ.

სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­ბერ­ტომ ძა­ლე­ბი იტა­ლი­ის ფე­დე­რა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე სცა­და. მის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და ახალ­გაზ­რდა ტა­ნალ­ტე­ბის ძი­ე­ბა, თუმ­ცა მალე მო­წყინ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სამ­წვრთნე­ლო ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ მწვრთნე­ლი მა­ინც არ გახ­და. მე­ტიც, ეზო­ში ბავ­შვებ­საც უარს ეუბ­ნე­ბო­და ცოტა ხნით მათ­თან თა­მაშ­ზე. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც არ გაბრ­წყინ­და. თით­ქოს ყვე­ლა­ფერს ჩა­მო­შორ­და და გა­ი­რი­ყა. ამ­ჟა­მად სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­როს ელ­ჩია.

ბაჯო დე­და­მი­წის გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რობს და სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბა. ამ ცოტა ხნის წინ მას იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ორ­დე­ნი გა­დას­ცეს. ცე­რე­მო­ნი­ა­ზე რო­ბერ­ტო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და...

მან აღი­ა­რა, რომ ფეხ­ბურთს დიდი ხა­ნია აღარ უყუ­რებს, არ იცის თა­ნა­მედ­რო­ვე ვარ­სკვლა­ვე­ბი. მისი ფი­ლო­სო­ფია და ბუ­დიზ­მზე მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა "ღვთა­ებ­რივ კუდს" ას­წავ­ლის, რომ წარ­სუ­ლით არ უნდა იცხოვ­როს...

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
4

ღმერთია

//////
2

საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რობერტო ბაჯოს ბრძოლა და უიღბლობა: ის არ დანებდა უმძიმეს ტრავმას და თავისი ფეხბურთი მაინც ითამაშა - იტალიელი ლეგენდა, რომელმაც კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ვერ გაიტანა

რობერტო ბაჯოს ბრძოლა და უიღბლობა: ის არ დანებდა უმძიმეს ტრავმას და თავისი ფეხბურთი მაინც ითამაშა - იტალიელი ლეგენდა, რომელმაც კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ვერ გაიტანა

1967 წლის 18 თებერვალს, ფლორინდო ბაჯოს ოჯახში მატება იყო. მისმა მეუღლე მატილდამ მეექვსე შვილი - ბიჭი გააჩინა. ქალაქ კალდონიოში ყველა იცნობდა უბრალო ზეინკალს, რომელიც დიდ ოჯახზე ოცნებობდა და ჰყავდა კიდეც.

მამამ ყველას განუცხადა, რომ ბავშვს ედდის არქმევდა. ფლორინდო ველოსპორტის დიდი ფანი იყო, ხოლო მისი კერპი ბელგიელი ედვარდ მერკსი იყო, რომელიც მეოცე საუკუნის საუკეთესო ველომრბოლელად დაასახელეს. თუმცა იმ პერიოდში ედვარდი ჯერ მხოლოდ იწყებდა დიდ კარიერას და ბაჯოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი დიდ წარმატებას მიაღწევდა. საქმეში მატილდა ჩაერია და მამის იდეას ვეტო დაადო, საპასუხოდ კი რობერტო შესთავაზა. ფლორინდოს სხვა გზა აღარ ჰქონდა და დანებდა.

ბიჭუნას ბავშვობა ბედნიერი და მხიარული იყო. მის შემდეგ ოჯახში კიდევ ორი ბავშვი დაიბადა. მრავალრიცხოვან ოჯახში ჟრიამული არასდროს წყდებოდა, ცოტა რომ წამოიზარდა, რობერტოს საყვარელ საქმედ ნადირობა იქცა - მამა ხშირად დადიოდა ბატებზე სანადიროდ და პატარა ბაჯოსაც თან გაიყოლებდა ხოლმე.

"ნადირობისას შენ დროის მიღმა ხარ. საკუთარ თავში ღრმავდები და მთელი სამყაროსგან იზოლირდები, ბოროტებაც კი დროებით პაუზდება. აი, რატომაც არ შემიძლია ნადირობის გარეშე ცხოვრება. არ აქვს აზრი, სახლში ნადავლით დაბრუნდები, თუ არა. რომ არსებობდეს ისეთი სანადირო ტყვია, რომელიც ცხოველს არ კლავს და უბრალოდ, დროებით აძინებს, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა. ყველაფერს დავთმობდი, რომ რასაც სიცოცხლე წავართვი, უკან დავუბრუნო“, - ამბობს ბაჯო.

მამას შვილმა იმედი მალე გაუცრუა, როდესაც განუცხადა, რომ ველოსპორტი ოდნავაც არ აინტერესებს. სამაგიეროდ, მისი წლოვანების ბავშვებს აჰყვა და მწვანე მოედანზე დიდი ჟინით დასდევდა ბურთს. 7 წლის ასაკში ის საფეხბურთო აკადემიაში მიიყვანეს. მაშინ თანატოლები ზიკოს ფანები იყვნენ. ბაჯომ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ზიკოსნაირი ფეხბურთელი იქნებოდა...

"ჩემპიონატის არცერთ თამაშს არ ვტოვებდი. შეუძლებელი იყო ჩემი ტელევიზორის ეკრანიდან მოშორება. ფეხბურთზე ვაბოდებდი. ფეხბურთელების დიდი ალბომი მქონდა. ზოგჯერ დედა ძალით მართმევდა ძველ ბუცებსა და ბურთს, მაგრამ ჩუმად შევძვრებოდი მამის ოთახში, ავიღებდი მათ და გავრბოდი მოედანზე“, - იხსენებს რობერტო.

ზიკო მაშინ მსოფლიოს იპყრობდა, ყველა ცდილობდა მისი სტილის მორგებას, პატარა ბიჭები ცდილობდნენ ბურთი შორიდან და ლამაზად დაერტყათ.. ზოგჯერ გვიან ღამე მარტო რჩებოდა მოედანზე და ზიკოს სტილში ცდილობდა დარტყმას.

14 წლის ასაკში მისით ვენეციელები დაინტერესდნენ. ერთხელ ვიღაცამ "ვიჩენცაში" სკაუტებს მოუყვა, რომ პატარა კალდონოში ნიჭიერმა ბიჭმა ერთ მატჩში 6 გოლი შეაგდო. გაგიჟდნენ ვაჭრების შთამომავლები. გვანახეთ ვინ არის ასეთიო. მოკლედ, აღარ გაწელეს და რობერტო გუნდში მიიყვანეს. თავიდან საქმე არ გამოვიდა - სათადარიგო სკამზე დრო ნელა გადიოდა, ხელფასი 170 დოლარი ჰქონდა, თუმცა ის უკვე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და არა მოყვარული.

15 წლის ასაკში მარიხუანა გასინჯა, მაგრამ არ მოეწონა. თუმცა დილით და საღამოს სიგარეტის მოწევაზე უარს არ ამბობდა. საბოლოოდ მაინც მოიშორა ეს მავნე ჩვევა.

გარდატეხა 1984-85 წლების სეზონში მოხდა. რობერტომ თავისი მწვრთნელი აღაფრთოვანა და აიძულა, რომ ახალგაზრდა გენიოსისთვის სათამაშო დრო გაეზარდა. მან სეზონში 12 გოლი გაიტანა, გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა და სერია B-მდე დააწინაურა.

და იტალიური გრანდების სკაუტებმაც არ დააგვიანეს... "ფიორენტინამ“ 1.4 მილიონი შესთავაზა და ვიჩენცელებიც ბაჯოს დაემშვიდობნენ. თავის მხრივ, კმაყოფილი იყო რობერტოც, რადგან სერია C-დან სერია A-ში ამოყო თავი.

თუმცა...

სეზონის ბოლომდე რამდენიმე თამაში რჩებოდა, ბაჯოს კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდა, თუმცა მწვრთნელმა მას მაინც მისცა სათამაშო დრო. უკვე მე-6 წუთზე ულამაზესი გოლი შეაგდო, თუმცა რამდენიმე წუთში მოედნის ცენტრში სასტიკად წააქციეს... მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და ექიმების გუნდს მოუხმეს. საღამოს დაღონებულმა ექიმმა განაცხადა, - მარჯვენა ფეხის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და თამაშს დიდი ალბათობით ვეღარ გააგრძელებსო...

"ტრავმამ დიდი ხნით ჩამომაშორა ფეხბურთს. თერაპიას გავდიოდი, საშინელი ტკივილები მქონდა, მტერს რომ არ ვუსურვებ, ისეთი...“ - იხსენებს რობერტო.

სიტუაციას ის ფაქტი ართულებდა, რომ რობერტოს მთელი ცხოვრება ალერგია ჰქონდა და ტკივილს ვერ უყუჩებდნენ. მატილდას, დედას, უმძიმესი ტკივილის დროს ეხვეწებოდა, რომ მოეკლათ და ეს ჯოჯოხეთი დაესრულებინათ.

"მარჯვენა ფეხი იმდენად დაპატარავდა, რომ ხელს ჰგავდა. მუხლი კი ისე გასივდა, რომ ნესვს დაემსგავსა. ჭრილობა ძაფით კი არა, "სკრეპებით" იყო დამაგრებული. ისე მტკიოდა, რომ ახლოს მჯდომ დედას ვუყვიროდი: "თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, მომკალი - ამას ვერ გადავიტან“.

"ფიორენტინას“ რიგებში პირველი სეზონი მთლიანად გამოტოვა. 1986 წლის შემოდგომას ნანატრი დებიუტი შედგა, მაგრამ ტრავმა გართულდა, ექიმმა თამაში აუკრძალა. კარიერის დასრულებისკენ მოუწოდა, მაგრამ ბაჯო არ ნებდებოდა.

"ბუდიზმი, რომ არა, მე ალბათ მამასავით ზეინკალი ვიქნებოდი, ან ბრაკონიერი გავხდებოდი“, - ამბობს ფეხბურთელი.

ბუდიზმამდე ის კათოლიკე იყო, ისევე, როგორც მთელი მისი ოჯახი. კვირაობით ეკლესიაში დადიოდა, თუმცა ფეხბურთმა, დამქანცველმა ვარჯიშებმა, თამაშებმა და გადატვირთულმა გრაფიკმა, რელიგია მისი ცხოვრებიდან განდევნა, მაგრამ ტრავმამ ის უკან დააბრუნა. ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ, რობერტო ძალიან ჩაიკეტა. ერთადერთი, ვისთანაც მეგობრობდა, ვინილის გამყიდველი მაურიციო ბოლდრინი იყო. მან ბიჭს უთხრა: შენ გიშველის ბუდა. რობერტომ ბუდაზე რამდენიმე წიგნი შინ გაიყოლა და იმის შემდეგ მისი ტრანსფორმაცია დაიწყო. ახალი რელიგიის დოგმებმა ბაჯო შეაჩვია შემგუებლობას, მოთმინებას და სულის სიმტკიცეს.

"ვარჯიშის დროს, რომ მნახოთ, გაგიკვირდებათ. ჩემი მუხლი ისეთ ხმებს გამოსცემს, იფიქრებთ, ახლა გადატყდებაო. ტკივილი არსად წასულა და ყოველთვის თან მახლავს. ნებისმიერი ვარჯიში შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს. როცა მეუბნებიან, "შენ ხომ ბაჯო ხარ, შენთვის ყველაფერი მარტივია“ - ვმწარდები, მათ არ იციან, რა გამოვიარე და რას გავდივარ“ - იხსენებდა რობერტო.

  • დიდება.

"ფიორენტინაში“ გადასვლიდან მხოლოდ მესამე სეზონში შეძლო ბაჯომ თავისი უნარების დემონსტრირება. იტალიის ჩემპიონატის მეორე ტური იყო, "იასამნისფერები" არიგო საკის "მილანს“ ხვდებოდნენ. მთელი თამაშის განმავლობაში მოედნის მეორე ნახევარს ორჯერ გასცდნენ, მაგრამ ორივეჯერ გოლი გაიტანეს. მეორე გოლი ბაჯომ შეადგო, მან ბურთი თავის ნახევარზე მიიღო, აიღო სისწრაფე, მარტომ წაიღო მეკარისკენ და გოლი გაიტანა ზუსტად ზიკოს სტილში. სტადიონი ფეხზე წამოუდგა, ტაშს უკრავდნენ მილანის ქომაგებიც.

ასეთი წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ფეხბურთელი იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. ამასობასში დაოჯახდა, ცოლად თავისი შეყვარებული ანდრეინა მოიყვანა. ქორწინებამ 15 წელს გასტანა, არადა, როგორ დიდებულად იწყებოდა. ქორწილზე ცნობილ ადამიანებთან ერთად, გამოცხადდნენ "ფიორენტინას“ გულშემატკივრები, რომლებიც შორიახლო იდგნენ და შეძახილებით ულოცავდნენ ახალდაქორწინებულებს. ბანერებზე ეწერა: "წინ, რობერტო. ფლორენციას უყვარხარ!“ უსაზღვრო ბედნიერების მომენტში კიდევ ერთი სიახლე გახდა ცნობილი - გუნდმა ხელშეკრულება 1991 წლამდე გაუხანგრძლივა. ფეხბურთელმა პირველად, საკუთარი სახლიც შეიძინა. ბოლო სეზონში "იასამნისფერების" შემადგენლობაში 17 გოლი გაიტანა და და გუნდს "უეფას" თასის ფინალში გასვლაში დაეხმარა.

ახლოვდებოდა მუნდიალი. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბაჯოს "იუვენტუსმა“ შეთავაზება გაუკეთა. ჯანნი ანიელიმ სკაუტებს განუცხადა, რომ ნებისმიერ ფასად, ბაჯო გუნდში მოეყვანათ. რობერტომ შეთავაზება არც განიხილა და სთხოვა მენეჯერს, რომ შორს მოესროლა მომზადებული კონტრაქტი. ის არ აპირებდა "ფიორენტინას“ დატოვებას, რომელმაც 5 წლის განმავლობაში ფეხბურთელი არც ერთხელ არ მიატოვა, მიუხედავად ტრავმების, ოპერაციებისა და რეციდივებისა. მაგრამ გარემოება შეიცვალა...

"ფიორენტინა“ კოტრდებოდა, გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ხოლო "იუვენტუსის" შემოთავაზება, რომლის მიხედვით ტურინელები 12.9 მილიონ ევროს იხდიდნენ, ერთგვარი მზის სხივი იყო ბნელი გვირაბის შემდეგ. ბაჯო ისე გაყიდეს, რომ ფეხბურთელმა ბოლო მომენტამდე არაფერი იცოდა. როდესაც გაზეთებში დაიწერა, რომ ბაჯო "იუვეში“ გადავიდა, ფანებმა ქალაქში არეულობა მოაწყეს და "ფიორენტინას“ შტაბი შტურმით აიღეს, პრეზიდენტს და მის ოჯახს სიკვდილით ემუქრებოდნენ. მათ არ იცოდნენ მომხდარის შესახებ და თავად ფეხბურთელსაც ადანაშაულებდნენ. ქუჩები გადაკეტეს, ბანერებით გამოვიდნენ, ცოტა ხნის წინ მათ სახატე ადამიანს, ლანძღავდნენ, აგინებდნენ, ემუქრებოდნენ. სიყვარული ზიზღით შეიცვალა...

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში ტარდებოდა. ნაკრების სავარჯიშო ბაზას რამდენიმე ათეული პოლიციელი იცავდა. ფეხბურთელებს კი ბაზის დატოვება ეკრძალებოდათ. ნამდვილი სპორტული რევოლუცია იყო. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ნაკრების ფეხბურთელები საერთოდ სხვა ქალაქში გადააფრინეს.

ზუსტად 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფართო აუდიტორიამ გაიცნო ახალგაზრდა გენიოსი. განსაკუთრებულად თავი გამოიჩინა ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ, როდესად ნახევარი მოედანი მარტომ გაირბინა და უკვე თავის სტილში გაიტანა გოლი. ეს გოლი იმ ჩემპიონატის საუკეთესო გოლად დასახელდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მის ვარცხნილობაზე გააკეთა აქცენტი და ბაჯოს il Divin Codino - "ღვთაებრივი კუდი" უწოდა.

ნახევარფინალში იტალია არგენტინასთან დამარცხდა.

"იუვენტუსთან“ სიტუაცია რთულად იყო. მთელი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ბაჯო აცხადებდა, რომ "ფიორენტინას“ წარმოადგენდა და არა "იუვენტუსს“.

პირველ პრესკონფერენციაზე "ფიორენტინას“ შარფით გამოჩნდა, რამაც ტურინელი ფანები გააღიზიანა.

თუმცა ეს განწყობა მის თამაშის ხარისხზე უარყოფითად არ აისახა. სადებიუტო სეზონში მან 27 გოლი გაიტანა.

1993 წლის სეზონი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სასწაული თამაში, ბევრი გოლები, ჩემპიონთა ლიგის მოგება და რაც მთავარია - ოქროს ბურთი.

ტურინში ამრეზით მიღებული ფეხბურთელი, მალე მათი კერპი გახდა.

  • ეროვნული გმირობიდან გარიყვამდე

1994 წლის მუნდიალზე იტალია ფავორიტის სტატუსით გაემგზავრა. შემადგენლობა სავსე იყო ვარსკვლავებით. ბაჯო კი იტალიის ოქრო, ერის სახე და ღირსება იყო. რაც არ უნდა გეკითხათ იტალიელებისთვის, გპასუხობდნენ: "ჩვენ სამაგიეროდ ბაჯო გვყავს“.

იტალიელები ფინალში გავიდნენ, სადაც უძლიერესი ბრაზილია ელოდებოდათ. არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გამარჯვება ევროპელებს დარჩებოდათ, მათ ხომ ბაჯო ჰყავდათ...

მას მცირე ტრავმა აწუხებდა, ფინალის დღეს, დილით ვარჯიშზეც არ გამოცხადდა.

"მთელი ცხოვრება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ვოცნებობდი, ფეხიც რომ მოეჭრათ, მაინც ვითამაშებდი", - უთხრა მის ბიოგრაფს ენრიკო მატტეზინის.

აშშ-ის იმჟამინდელმა პირველმა ლედიმ ჰილარი კლინტონმა "დიდი რვიანის“ შეხვედრაზე განაცხადა: "ვაღიარებ, ბაჯო - ჩემი საყვარელი ფეხბურთელია“.

იტალიის ნაკრებში სიტუაცია არეული იყო. ფანებმა ბაჯო იმდენად გააღმერთეს, რომ, აბსოლუტურად, ყველა მიღწევას მას აწერდნენ. მატჩის წინ ფეხბურთელებმა ბაჯოს ამპარტავნობაზე ისაუბრეს და მოედანზე ცუდი განწყობით გავიდნენ.

იმ თამაშში გოლი არ გავიდა. გამარჯვებული პენალტების სერიას უნდა გამოევლინა. ცხოვრებაში პენალტიდან ბურთი კარისთვის არასდროს აუცილებია. მისი დარტყმული მოუგერიებია მეკარეს, ძელს, მაგრამ აცდენა? - არასდროს. ბაჯოს გამორბენი, დარტყმა და ბურთი შორს მიფრინავს, ხარიხასაც ასცდა და სადღაც გადავარდა. იტალიამ ფინალი წააგო.

პირველი პენალტი ფრანკო ბარეზიმაც ვერ გაიტანა, მაგრამ მან თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა, ყველა პიცაზე დაპატიჟა და აპატიეს. რობერტო ბაჯოს არავისთან უსაუბრია, ოთახში შეიკეტა და კარგა ხანს გარეთ არ გამოსულა. ამ დარტყმას სიზმარში ხშირად ხედავდა...

შემდეგ იყო "იუვენტუსში“ ახალი სეზონი, ტრავმა, დელ პიეროს გამოჩენა, ასაკი, ისევ ტრავმა და მოშუშება... ახალგაზრდა დელ პიერო შედეგიანობაში არ ჩამორჩებოდა ბაჯოს, გუნდმა მასზე აქცენტის გაკეთება გადაწყვიტა. ამას დაემატა ანიელისთან დაძაბული ურთიერთობა, რამაც ფეხბურთელი მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ კლუბი უნდა დაეტოვებინა.

შემდეგ წლებში ლეგენდარული ფეხბურთელი თამაშობდა "მილანში“, "ბოლონიაში“, შემდეგ დადგა მისი რენესანსი და გადავიდა "ინტერში“, ბოლოს კი "ბრეშიაში".

რა თქმა უნდა, იმ პერიოდის ასე ერთ აბზაცში ჩაწერა შეუძლებელია, თუმცა მოდით, იქ გავჩერდეთ, სადაც ბაჯო დიდების ზენიტში იყო და იმ წლებს სხვა დროს დავუბრუნდეთ.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, რობერტომ ძალები იტალიის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე სცადა. მის მოვალეობაში შედიოდა ახალგაზრდა ტანალტების ძიება, თუმცა მალე მოწყინდა. მოგვიანებით სამწვრთნელო ლიცენზია მოიპოვა, მაგრამ მწვრთნელი მაინც არ გახდა. მეტიც, ეზოში ბავშვებსაც უარს ეუბნებოდა ცოტა ხნით მათთან თამაშზე. სოციალურ ქსელებშიც არ გაბრწყინდა. თითქოს ყველაფერს ჩამოშორდა და გაირიყა. ამჟამად სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაეროს ელჩია.

ბაჯო დედამიწის გარშემო მოგზაურობს და სტიქიური უბედურებებით დაზარალებულებს ეხმარება. ამ ცოტა ხნის წინ მას იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის ორდენი გადასცეს. ცერემონიაზე რობერტო მოკრძალებულად გამოიყურებოდა...

მან აღიარა, რომ ფეხბურთს დიდი ხანია აღარ უყურებს, არ იცის თანამედროვე ვარსკვლავები. მისი ფილოსოფია და ბუდიზმზე მიჯაჭვულობა "ღვთაებრივ კუდს" ასწავლის, რომ წარსულით არ უნდა იცხოვროს...

  • ავტორი: ანრი კურტანიძე