მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრჯერ ჩავედი ქალბატონ ნინოსთან და მოვითხოვე კადრის დამატება... სააკაშვილთან შესვლა სტრესია და ამის გამო მუშაობა არ უნდათ" - რა ჩვენება მისცა "ვივამედის" ექთანმა?
"ბევრჯერ ჩავედი ქალბატონ ნინოსთან და მოვითხოვე კადრის დამატება... სააკაშვილთან შესვლა სტრესია და ამის გამო მუშაობა არ უნდათ" - რა ჩვენება მისცა "ვივამედის" ექთანმა?

მე და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გვაქვს ნორ­მა­ლუ­რი, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩემ მი­მართ მას აგ­რე­სია არ ჰქო­ნია - ბოლო დროა დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა და ბოლო მო­რი­გე­ო­ბა­ზე სა­პირ­ფა­რე­შომ­დე ეტ­ლით მი­მაყ­ვა­ნი­ნა თავი, - ამის შე­სა­ხებ კლი­ნი­კა „ვი­ვა­მე­დის“ მედ­დამ ქე­თე­ვან ღვი­ნი­ა­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მას პა­ცი­ენ­ტი, კვე­ბის გარ­და, უარს არა­ფერ­ზე ეუბ­ნე­ბა.

"მე და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს მედ­პერ­სო­ნალ­სა და მის პა­ცი­ენტს შო­რის. ძა­ლი­ან მენ­დო­ბა, არა­ფერ­ზე უარს არ მე­უბ­ნე­ბა, კვე­ბის სა­კი­თხის გარ­და. გვაქვს ნორ­მა­ლუ­რი, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩემ მი­მართ აგ­რე­სია არ ჰქო­ნია. დი­ნა­მი­კა­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია. დღი­თი­დღე სუს­ტდე­ბა, იმი­ტომ, რომ არ იკ­ვე­ბე­ბა სრულ­ფა­სოვ­ნად, ვერ თუ არ იღებს საკ­ვებს, ამას ვერ გე­ტყვით. ადა­მი­ა­ნი იკ­ლებს, არის სუს­ტად. რო­გორც მე­დი­კოსს, გული მტკი­ვა. იყო დრო, როცა ის სა­ერ­თოდ არ სვამ­და წამ­ლებს. არის რა­ღაც მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მელ­ზეც მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მსხვი­ლია და ვერ ვსვა­მო - ვერ თუ არ სვამ­და, ეს არაა ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი. სხვა პრო­ცე­დუ­რებ­ზე ჩემ­თვის მას უარი არ უთ­ქვამს, თუ არ ჩავ­თვლით ბოლო კვი­რას, როცა მას სჭირ­დე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი კვე­ბა ანუ იმ პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ცე­მა, რაც მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია და რა­ზეც მან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და“, - გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან ღვი­ნი­ა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მას აქვს უფ­ლე­ბა უარი თქვას ამა თუ იმ მე­დი­კა­მენ­ტსა და გა­დას­ხმა­ზე, რად­გან არ იმ­ყო­ფე­ბა უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

"აქამ­დე საკ­ვე­ბი მას­თან მე შემ­ქონ­და. ბოლო ერთი თვეა, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას შე­აქვს და ის ეს­წრე­ბა მის კვე­ბას. თუ რა­ი­მეს იღებს, იღებს მცი­რე ოდე­ნო­ბით, რად­გან ეს მის წო­ნას ეტყო­ბა. ჩემს მო­რი­გე­ო­ბა­ზე, და­მი­ძა­ხა ბად­რაგ­მა, ოდ­ნავ ხმა­უ­რი გა­ი­გო­ნა, წა­მი­ე­რად იქვე ვი­ყა­ვით და იმ წუ­თას­ვე შე­ვე­დი, ვნა­ხე მუხ­ლებ­ზე და­ვარ­დნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. გო­ნე­ბის კარ­გვა ჩემი თვა­ლით არ მი­ნა­ხავს. მო­ვი­და ბად­რა­გი და ამა­ყე­ნე­ბი­ნეს, და­ვაწ­ვი­ნეთ, შე­მო­ვი­და მო­რი­გე ექი­მი, ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ნევ­რო­ლო­გი და შემ­დეგ დი­ლით ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მაც გა­და­ვუ­ღეთ. ბოლო დროა დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა და ბოლო მო­რი­გე­ო­ბა­ზე სა­პირ­ფა­რე­შომ­დე ეტ­ლით მი­მაყ­ვა­ნი­ნა თავი. ბოლო ორი თვეა უჭირს ჩაც­მა, მკლა­ვის აწე­ვა და რა­ღა­ცე­ბი, ვეხ­მა­რე­ბით. მე არას­დროს შევ­სწრე­ბი­ვარ ფაქტს, რომ მედ­პერ­სო­ნალს ეს­ვრის საგ­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და ღვი­ნი­ა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

"ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ჩა­ვე­დი მე ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს­თან და მო­ვი­თხო­ვე კად­რის და­მა­ტე­ბა, ამი­ტო­მაც მო­მი­წია მე მას­თან მო­რი­გე­ო­ბა, რაც მე არ მე­კუთ­ვნო­და არა­ნა­ი­რად. არ უნ­დათ მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ აქ არის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც არ უნ­დათ მუ­შა­ო­ბა. მას­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, თუნ­დაც ის, რომ მე ახლა აქ ვდგა­ვარ პირ­ვე­ლად, ესეც ხომ სტრე­სია და ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა რამ, თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩვე­ნი კლი­ნი­კის და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის ლან­ძღვა, უდი­ე­რად მო­პყრო­ბა. მე „ჩვენს“ იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ კონ­კრე­ტუ­ლად მე არ მერ­ჩის ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლი, არას­დროს, მაგ­რამ ჩემი კლი­ნი­კა და ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი არის ჩემი და გა­მო­დის, რომ ეს მე მე­ხე­ბა. აი, ამის გამო არა­ვის არ უნდა მუ­შა­ო­ბა, თო­რემ ბა­ტონ მი­ხე­ილ­თან მე პი­რა­დად პრობ­ლე­მა არ მაქვს. ძა­ლი­ან დიდი სტრე­სია და ამ სტრე­სე­ბის გამო არ უნ­დათ მას­თან მუ­შა­ო­ბა. რაც შე­მე­ხე­ბა მე, მე ცხოვ­რე­ბა­ში იმ­ხე­ლა სტრე­სი მი­ვი­ღე შვი­ლის და­ღუპ­ვის შემ­დეგ, რომ არა­ფე­რი არ არის სტრე­სი და გა­უ­საძ­ლი­სი ამ ქვე­ყა­ნა­ზე. ასე რომ, მე თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია მას­თან ყვე­ლა­ნა­ი­რად ვი­მუ­შაო და ეს ყვე­ლა­ფე­რი ავი­ტა­ნო, ვგუ­ლის­ხმობ გა­რე­მო სი­ტუ­ა­ცი­ებს. ჩემს მი­მართ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცუ­დად არ არის გან­წყო­ბი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან ღვი­ნი­ა­ნი­ძემ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კირიონი
0

რაც გააკეთა მიხეილმა იმას იმკის

თუმცაღა მართლაც მეცოდეა..

მან აირჩია ეს გზა დაე ბოლომდე გავიდეს..

Mako
49

აი, კიკიმორა ნადირაძე რომ მთავარი ექიმი იქნება, იქ კლინიკის ექთნებს და ექიმებსაც მაღალი სანდოობა ვერაფრით ექნება... არც სასამართლოა ავტორიტეტული ამ ქვეყანაში და, შესაბამისად, სრული ქაოსია ამ და ნებისმიერ სხვა საკითხზეც... მღვრიე წყალში მოყურყუმალე ქოცების ლიდერიც ამით ქაჩავს ამდენი ხანი.. მაგრამ მალე გამოიყვანენ სუფთა წყალზე..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ბევრჯერ ჩავედი ქალბატონ ნინოსთან და მოვითხოვე კადრის დამატება... სააკაშვილთან შესვლა სტრესია და ამის გამო მუშაობა არ უნდათ" - რა ჩვენება მისცა "ვივამედის" ექთანმა?

"ბევრჯერ ჩავედი ქალბატონ ნინოსთან და მოვითხოვე კადრის დამატება... სააკაშვილთან შესვლა სტრესია და ამის გამო მუშაობა არ უნდათ" - რა ჩვენება მისცა "ვივამედის" ექთანმა?

მე და მიხეილ სააკაშვილს გვაქვს ნორმალური, კარგი ურთიერთობა. ჩემ მიმართ მას აგრესია არ ჰქონია - ბოლო დროა დამხმარე საშუალებით გადაადგილდება და ბოლო მორიგეობაზე საპირფარეშომდე ეტლით მიმაყვანინა თავი, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ მედდამ ქეთევან ღვინიანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მას პაციენტი, კვების გარდა, უარს არაფერზე ეუბნება.

"მე და მიხეილ სააკაშვილს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, რაც შეიძლება იყოს მედპერსონალსა და მის პაციენტს შორის. ძალიან მენდობა, არაფერზე უარს არ მეუბნება, კვების საკითხის გარდა. გვაქვს ნორმალური, კარგი ურთიერთობა. ჩემ მიმართ აგრესია არ ჰქონია. დინამიკაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. დღითიდღე სუსტდება, იმიტომ, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, ვერ თუ არ იღებს საკვებს, ამას ვერ გეტყვით. ადამიანი იკლებს, არის სუსტად. როგორც მედიკოსს, გული მტკივა. იყო დრო, როცა ის საერთოდ არ სვამდა წამლებს. არის რაღაც მედიკამენტი, რომელზეც მეუბნებოდა, რომ მსხვილია და ვერ ვსვამო - ვერ თუ არ სვამდა, ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი. სხვა პროცედურებზე ჩემთვის მას უარი არ უთქვამს, თუ არ ჩავთვლით ბოლო კვირას, როცა მას სჭირდება ხელოვნური კვება ანუ იმ პრეპარატების მიცემა, რაც მისთვის აუცილებელია და რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა“, - განაცხადა ქეთევან ღვინიანიძემ.

მისივე თქმით, მას აქვს უფლება უარი თქვას ამა თუ იმ მედიკამენტსა და გადასხმაზე, რადგან არ იმყოფება უგონო მდგომარეობაში.

"აქამდე საკვები მასთან მე შემქონდა. ბოლო ერთი თვეა, გიული ალასანიას შეაქვს და ის ესწრება მის კვებას. თუ რაიმეს იღებს, იღებს მცირე ოდენობით, რადგან ეს მის წონას ეტყობა. ჩემს მორიგეობაზე, დამიძახა ბადრაგმა, ოდნავ ხმაური გაიგონა, წამიერად იქვე ვიყავით და იმ წუთასვე შევედი, ვნახე მუხლებზე დავარდნილ მდგომარეობაში. გონების კარგვა ჩემი თვალით არ მინახავს. მოვიდა ბადრაგი და ამაყენებინეს, დავაწვინეთ, შემოვიდა მორიგე ექიმი, ჩამოვიყვანეთ ნევროლოგი და შემდეგ დილით ენცეფალოგრამაც გადავუღეთ. ბოლო დროა დამხმარე საშუალებით გადაადგილდება და ბოლო მორიგეობაზე საპირფარეშომდე ეტლით მიმაყვანინა თავი. ბოლო ორი თვეა უჭირს ჩაცმა, მკლავის აწევა და რაღაცები, ვეხმარებით. მე არასდროს შევსწრებივარ ფაქტს, რომ მედპერსონალს ესვრის საგნებს“, - განაცხადა ღვინიანიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან მუშაობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

"ძალიან ბევრჯერ ჩავედი მე ქალბატონ ნინოსთან და მოვითხოვე კადრის დამატება, ამიტომაც მომიწია მე მასთან მორიგეობა, რაც მე არ მეკუთვნოდა არანაირად. არ უნდათ მუშაობა, მაგრამ აქ არის რამდენიმე მიზეზი, რატომაც არ უნდათ მუშაობა. მასთან მუშაობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თუნდაც ის, რომ მე ახლა აქ ვდგავარ პირველად, ესეც ხომ სტრესია და ძალიან ბევრი სხვა რამ, თუნდაც სოციალურ ქსელში ჩვენი კლინიკის და ჩვენი ოჯახების ლანძღვა, უდიერად მოპყრობა. მე „ჩვენს“ იმიტომ ვამბობ, რომ კონკრეტულად მე არ მერჩის ბატონი მიხეილი, არასდროს, მაგრამ ჩემი კლინიკა და ჩემი თანამშრომელი არის ჩემი და გამოდის, რომ ეს მე მეხება. აი, ამის გამო არავის არ უნდა მუშაობა, თორემ ბატონ მიხეილთან მე პირადად პრობლემა არ მაქვს. ძალიან დიდი სტრესია და ამ სტრესების გამო არ უნდათ მასთან მუშაობა. რაც შემეხება მე, მე ცხოვრებაში იმხელა სტრესი მივიღე შვილის დაღუპვის შემდეგ, რომ არაფერი არ არის სტრესი და გაუსაძლისი ამ ქვეყანაზე. ასე რომ, მე თავისუფლად შემიძლია მასთან ყველანაირად ვიმუშაო და ეს ყველაფერი ავიტანო, ვგულისხმობ გარემო სიტუაციებს. ჩემს მიმართ მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის განწყობილი“, - განაცხადა ქეთევან ღვინიანიძემ.

ნახეთ ასევე: