საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ - "მდგომარეობა ახლა უკეთესია"
გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ - "მდგომარეობა ახლა უკეთესია"

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ, ჯერ შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი აქვს გა­სავ­ლე­ლი.

ალა­სა­ნი­ას თქმით, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით, უკე­თე­სია.

"ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ [რე­ა­ნი­მა­ცია]. ჩემი ინ­ფორ­მა­ცია ასე­თია, რომ პრო­ცე­დუ­რე­ბი აქვს გა­სავ­ლე­ლი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სია. ძა­ლი­ან მძი­მე, დღე იყო. ყვე­ლა­ნი და­ვი­ღა­ლეთ, თვი­თონ მკურ­ნა­ლი ექი­მე­ბიც. ისი­ნიც ხომ ღე­ლა­ვენ. სა­ხე­ზე ეტყო­ბა ყვე­ლას, რომ ღე­ლა­ვენ. ახლა უკე­თე­სია მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. დი­ლით რომ ვნა­ხე, მა­ღა­ლი სი­ცხე ჰქონ­და. ძა­ლი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი იყო. ახლა შე­და­რე­ბით მშვი­დად იყო და სი­ცხე­მაც და­უ­წია“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

კი­თხვა­ზე, მი­ი­ღო თუ არა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა კლი­ნი­კა „ვი­ვა­მე­დის­გან“ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თა­ვა­ზე­ბა, ალა­სა­ნია ასე პა­სუ­ხობს:

"დღეს მთე­ლი დღე ეს გვეს­მის და აბა არ მი­ი­ღო? მე ასე ვი­ცო­დი, რომ ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი იყო გა­სავ­ლე­ლი“.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ დი­რექ­ტო­რის ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ კლი­ნი­კის პერ­სო­ნა­ლი მუ­შა­ობს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი წნე­ხი­სა და მუ­ქა­რის ქვეშ და რომ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ემუქ­რე­ბი­ან. ალა­სა­ნი­ას თქმით, მან არ იცის, ვინ შე­იძ­ლე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბო­დეს, გა­რე­შე პი­რებ­ში.

"ვინ არი­ან ეს გა­რე­შე პი­რე­ბი? არ ვიც­ნობ ამ გა­რე­შე პი­რებს. მე უკვე გა­რე­შე პი­რა­დაც არ ვით­ვლე­ბი, აქ ვარ ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი. არ ვიცი, ვინ შე­იძ­ლე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბო­დეს“, - აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

კარგადაა? ციხეში!!!

მზეწვია
0

...და ეს ქალი იწოდება აკადემიკოსად??? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ - "მდგომარეობა ახლა უკეთესია"

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ - "მდგომარეობა ახლა უკეთესია"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ, ჯერ შესაბამისი პროცედურები აქვს გასავლელი.

ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დილის მდგომარეობასთან შედარებით, უკეთესია.

"ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ [რეანიმაცია]. ჩემი ინფორმაცია ასეთია, რომ პროცედურები აქვს გასავლელი. მისი მდგომარეობა უკეთესია. ძალიან მძიმე, დღე იყო. ყველანი დავიღალეთ, თვითონ მკურნალი ექიმებიც. ისინიც ხომ ღელავენ. სახეზე ეტყობა ყველას, რომ ღელავენ. ახლა უკეთესია მისი მდგომარეობა. დილით რომ ვნახე, მაღალი სიცხე ჰქონდა. ძალიან განერვიულებული იყო. ახლა შედარებით მშვიდად იყო და სიცხემაც დაუწია“, - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, მიიღო თუ არა მესამე პრეზიდენტმა კლინიკა „ვივამედისგან“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით შეთავაზება, ალასანია ასე პასუხობს:

"დღეს მთელი დღე ეს გვესმის და აბა არ მიიღო? მე ასე ვიცოდი, რომ ეს პროცედურები იყო გასავლელი“.

ის ასევე გამოეხმაურა კლინიკა "ვივამედის“ დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ და რომ კონკრეტული ადამიანები ემუქრებიან. ალასანიას თქმით, მან არ იცის, ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს, გარეშე პირებში.

"ვინ არიან ეს გარეშე პირები? არ ვიცნობ ამ გარეშე პირებს. მე უკვე გარეშე პირადაც არ ვითვლები, აქ ვარ ჩასახლებული. არ ვიცი, ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს“, - აღნიშნა ალასანიამ.