კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის - ალტე უნივერსიტეტმა საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა დააფუძნა
კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის - ალტე უნივერსიტეტმა საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა დააფუძნა

2023 წელი ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სი­ახ­ლე­ე­ბით და­ი­წყო - უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის (IT) სკო­ლა შექ­მნა, რო­მე­ლიც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ორ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მას აერ­თი­ა­ნებს ქარ­თვე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი უკვე შე­ტა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­სა­ნი­ჭებ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ღე­ბას, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, 2023 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, მი­ე­ცე­მათ უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა - ინო­ვა­ცი­უ­რი სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბით მი­ი­ღონ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და გახ­დნენ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი.

IT სკო­ლის მი­ზა­ნია მო­ამ­ზა­დოს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ბა­კა­ლავ­რი, რო­მე­ლიც პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, შეძ­ლებს არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ანა­ლიზ­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ან ახა­ლი პროგ­რა­მუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შექ­მნას სხვა­დას­ხვა სფე­როს ამო­ცა­ნე­ბის­თვის, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. IT სკო­ლის დე­კა­ნია ნანი არა­ბუ­ლი, ტექ­ნი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი.

თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა მო­ი­თხოვს ყვე­ლა სფე­რო­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას, რის­თვი­საც სა­ჭი­როა სა­ინ­ჟინ­რო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე მო­თხოვ­ნა, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე სულ უფრო მზარ­დია. აკა­დე­მი­ურ პროგ­რა­მებ­ზე ჩა­რი­ცხვის ანა­ლი­ზიც აჩ­ვე­ნებს, რომ ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და ინ­ჟი­ნე­რი­ა­ზე მო­თხოვ­ნა იმ­დე­ნად გა­ი­ზარ­და, რომ არ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად. გარ­და ამი­სა, გა­ი­ზარ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში დის­ტან­ცი­უ­რად და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც და ასე­ვე, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე შე­მო­ვი­და არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ გა­მოც­დილ და პრო­ფე­სი­ო­ნალ კად­რებს.

სწო­რედ ამი­ტომ, ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შექ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ნანა დი­ხა­მინ­ჯია ხელ­მძღვა­ნე­ლობს. იგი ასე­ვე გახ­ლავთ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ლო­მე ონი­ან­თან ერ­თად, რო­მე­ლიც არის ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. ისი­ნი პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში თა­ვა­დაც გა­უ­ზი­ა­რე­ბენ გა­მოც­დი­ლე­ბას სტუ­დენ­ტებს. სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ABET და ACM სტან­დარ­ტებ­თან ერ­თად, გა­ა­ნა­ლი­ზეს სა­ქარ­თვე­ლოს ICT დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მო­ამ­ზა­დეს ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მი­სა და ამე­რი­კის, ევ­რო­პი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მსგავ­სი პროგ­რა­მე­ბის მქო­ნე 11 უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი და შექ­მნეს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბი.

2023 წელს, ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი აცხა­დებს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას რო­გორც ქარ­თუ­ლე­ნო­ვან, ისე ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე.

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა (ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი)

აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი: კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ბა­კა­ლავ­რი

მი­სა­ღე­ბი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 30

სწავ­ლის წლი­უ­რი სა­ფა­სუ­რი: 2250

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა (ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი)

აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი: კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ბა­კა­ლავ­რი

მი­სა­ღე­ბი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 10

სწავ­ლის წლი­უ­რი სა­ფა­სუ­რი: 2950

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ეწ­ვი­ეთ ბმულს: https://alte.edu.ge/ka/schools/sainformatsio-teqnologiebis-it-skola

კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მოგ­წ­ვე­რეთ: ITschool@alte.edu.ge

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის - ალტე უნივერსიტეტმა საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა დააფუძნა

კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის - ალტე უნივერსიტეტმა საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა დააფუძნა

2023 წელი ალტე უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი სიახლეებით დაიწყო - უნივერსიტეტმა საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლა შექმნა, რომელიც კომპიუტერული მეცნიერების ორ საბაკალავრო პროგრამას აერთიანებს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის. აღნიშნული პროგრამები უკვე შეტანილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აკრედიტაციის მისანიჭებლად. რაც შეეხება მიღებას, აბიტურიენტებს, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა - ინოვაციური სასწავლო მეთოდებით მიიღონ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლება და გახდნენ კომპიუტერული მეცნიერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მოთხოვნადი პროფესიონალები.

IT სკოლის მიზანია მოამზადოს კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპიუტერული მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე, შეძლებს არსებული პროგრამული პროდუქტების ანალიზსა და განვითარებას ან ახალი პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნას სხვადასხვა სფეროს ამოცანებისთვის, თანამედროვე სტანდარტებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით. IT სკოლის დეკანია ნანი არაბული, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი განვითარება მოითხოვს ყველა სფეროში ტექნოლოგიების ინტეგრირებას, რისთვისაც საჭიროა საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით პროფესიონალი კადრების აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, კომპიუტერული მეცნიერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო მზარდია. აკადემიურ პროგრამებზე ჩარიცხვის ანალიზიც აჩვენებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, კომპიუტერულ მეცნიერებებზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ არსებული ადგილების რაოდენობა საკმარისი არ არის აბიტურიენტების მისაღებად. გარდა ამისა, გაიზარდა საქართველოდან უცხოეთში დისტანციურად დასაქმების მაჩვენებელიც და ასევე, ქართულ ბაზარზე შემოვიდა არაერთი საერთაშორისო კომპანია, რომლებიც საჭიროებენ გამოცდილ და პროფესიონალ კადრებს.

სწორედ ამიტომ, ალტე უნივერსიტეტმა შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია ხელმძღვანელობს. იგი ასევე გახლავთ ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, სალომე ონიანთან ერთად, რომელიც არის ალტე უნივერსიტეტის ტექნოლოგიური პროგრამების განვითარების კოორდინატორი. ისინი პროგრამების ფარგლებში თავადაც გაუზიარებენ გამოცდილებას სტუდენტებს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა საერთაშორისო ABET და ACM სტანდარტებთან ერთად, გაანალიზეს საქართველოს ICT დარგობრივი მახასიათებელი, მოამზადეს ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამისა და ამერიკის, ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს მსგავსი პროგრამების მქონე 11 უნივერსიტეტის შედარებითი ანალიზი და შექმნეს თანამედროვე სტანდარტების კომპიუტერული მეცნიერებების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამები.

2023 წელს, ალტე უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტების მიღებას როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე.

კომპიუტერული მეცნიერება (ქართულენოვანი)

აკადემიური ხარისხი: კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი

მისაღები ადგილების რაოდენობა: 30

სწავლის წლიური საფასური: 2250

კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)

აკადემიური ხარისხი: კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი

მისაღები ადგილების რაოდენობა: 10

სწავლის წლიური საფასური: 2950

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://alte.edu.ge/ka/schools/sainformatsio-teqnologiebis-it-skola

კითხვების შემთხვევაში, მოგწვერეთ: ITschool@alte.edu.ge

R