მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი 31 წლით უმცროს მოდელზე დაქორწინდა - ვინ არის მარკ ენტონის ახალი რჩეული (ფოტოები)
ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი 31 წლით უმცროს მოდელზე დაქორწინდა - ვინ არის მარკ ენტონის ახალი რჩეული (ფოტოები)

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის ყო­ფი­ლი ქმა­რი, ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი და მსა­ხი­ო­ბი, 54 წლის მარკ ენ­ტო­ნი და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი 31 წლით უმ­ცრო­სი, პა­რაგ­ვა­ე­ლი მო­დე­ლი, 23 წლის ნა­დია ფე­რე­ი­რაა.

წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Hola! წერს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნია მა­ი­ა­მის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში გა­ი­მარ­თა. ქორ­წილს ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მა­ი­ა­მის მე­რიც ეს­წრე­ბო­და.

სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ სალ­მა ჰა­ი­ე­კი, ლინ მა­ნუ­ელ მი­რან­და, ლუის ფონ­სი, ბეკ­ჰე­მე­ბის ოჯა­ხი. მარ­თა­ლია, ქორ­წი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფოტო ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ჯა­როდ არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მო­დელს Galia Lahav-ის დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი სა­ქორ­წი­ლო კაბა ეცვა, ხოლო მარკ ენ­ტონს Christian Dior-ის კოს­ტი­უ­მი. გავ­რცელ­და ქორ­წი­ლი­დან პა­პა­რა­ცუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც.

მარკ ენ­ტო­ნი­სა და ნა­დია ფე­რე­ი­რას რო­მა­ნის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის 2022 წლის მა­ის­ში გახ­და ცნო­ბი­ლი. მას შემ­დეგ წყვი­ლი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ერ­თო ფო­ტო­ებს.

2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში ლას ვე­გას­ში ლა­თი­ნუ­რი გრე­მის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ერ­თად გა­მოჩ­დნენ.

ცნო­ბის­თვის, მარკ ენ­ტო­ნი ნა­დი­ამ­დე სამ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. სხვა­დას­ხვა დროს მისი ცო­ლე­ბი იყ­ვნენ და­ი­ა­ნა­რა ტო­რე­სი, შე­ნონ დე ლიმა და ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი. მარკს ექ­ვსი შვი­ლი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
6

მთავარი გაზეთის მთავარ გვერდზე უცხოურ ყვიტელ პრესის სტატიებს აზიარებთ!ამდენი პრობლემაა ქვეყანაში და რაზე საუბრპობთ საერთოდ?! გახდით უვარგისი გაზეტი! ტქვენ წესით უნდ ა დაგხურონ!

მაკო
4

ამ სიყვარულს რას გაუგებ. ამისთანა ლამაზი და ახალგაზრდა მე4 ცოლად რომ გაყვები 31წლით უფროსს ეტყობა ამ კაცი აქვს რაღაც შარმი, რომ ერთმანეთზე უკეთესი გარეგნობის ცოლები ჰყავდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი 31 წლით უმცროს მოდელზე დაქორწინდა - ვინ არის მარკ ენტონის ახალი რჩეული (ფოტოები)

ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი 31 წლით უმცროს მოდელზე დაქორწინდა - ვინ არის მარკ ენტონის ახალი რჩეული (ფოტოები)

ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი, ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი, 54 წლის მარკ ენტონი დაქორწინდა. მისი რჩეული 31 წლით უმცროსი, პარაგვაელი მოდელი, 23 წლის ნადია ფერეირაა.

წყვილის ქორწინების შესახებ გამოცემა Hola! წერს. მათი ინფორმაციით, ქორწილის ცერემონია მაიამის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. ქორწილს ცნობილ ადამიანებთან ერთად მაიამის მერიც ესწრებოდა.

სტუმრებს შორის იყვნენ სალმა ჰაიეკი, ლინ მანუელ მირანდა, ლუის ფონსი, ბეკჰემების ოჯახი. მართალია, ქორწილის ოფიციალური ფოტო ჯერჯერობით საჯაროდ არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ მოდელს Galia Lahav-ის დიზაინით შექმნილი საქორწილო კაბა ეცვა, ხოლო მარკ ენტონს Christian Dior-ის კოსტიუმი. გავრცელდა ქორწილიდან პაპარაცული ფოტოებიც.

მარკ ენტონისა და ნადია ფერეირას რომანის შესახებ საზოგადოებისთვის 2022 წლის მაისში გახდა ცნობილი. მას შემდეგ წყვილი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელებში საერთო ფოტოებს.

2022 წლის ნოემბერში ლას ვეგასში ლათინური გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე, წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩდნენ.

ცნობისთვის, მარკ ენტონი ნადიამდე სამჯერ იყო დაქორწინებული. სხვადასხვა დროს მისი ცოლები იყვნენ დაიანარა ტორესი, შენონ დე ლიმა და ჯენიფერ ლოპესი. მარკს ექვსი შვილი ჰყავს.