საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამომხმარებლო სესხი და 7000-დოლარიანი ავტომობილი - ლევან ხაბეიშვილის ქონება, პოლიტიკური გზა და პირადი ცხოვრება
სამომხმარებლო სესხი და 7000-დოლარიანი ავტომობილი - ლევან ხაბეიშვილის ქონება, პოლიტიკური გზა და პირადი ცხოვრება

30 იან­ვრი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე ჰყავს. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ოთხი კან­დი­და­ტი­დან ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა სამი კონ­კუ­რენ­ტი, მათ შო­რის, ნიკა მე­ლია და­ა­მარ­ცხა და ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 52,58% მი­ი­ღო.

ვინ არის ხა­ბე­იშ­ვი­ლი, სა­ი­დან მო­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში, რა ქო­ნე­ბას ფლობს და ვინ არი­ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი - ენმ-ს ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე­ზე მო­გიყ­ვე­ბით:

  • ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი

პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ხა­ბე­იშ­ვი­ლი 1987 წლის 7 მა­ისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან არ­სე­ბულ უნი­ვერ­სი­ტეტ "მცი­რე აკა­დე­მი­ა­ში" მი­ი­ღო. 2006 წლი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის ინ­სტი­ტუტ "ბი-სი-ჯი"-ში მუ­შა­ობ­და.

"2008-2010 წელს უკვე დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში, კერ­ძოდ, ისან-სამ­გორ­ში ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად ვმუ­შა­ობ­დი, 2010-2012 წლებ­ში კი ისან-სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში სპორ­ტის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად," - ამ­ბობს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

2012 წლი­დან 2013 წლის მა­ი­სამ­დე ის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ფი­ნან­სურ სამ­სა­ხურ­ში წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და. ამ­ბობს, რომ 2013 წლის მა­ი­სი­დან 2014 წლის აგ­ვის­ტომ­დე, სა­ნამ მე­რი­ი­დან "უკა­ნო­ნოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, რაც სა­სა­მარ­თლოს სამ­მა ინ­სტან­ცი­ა­მაც და­ად­გი­ნა," დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი 2012 წელს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში, 153-ე ად­გილს იკა­ვებ­და, 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში კი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი გახ­ლდათ.

მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ხა­ბე­იშ­ვი­ლი ჩნდე­ბა პარ­ტი­ა­ში "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის." ის ასე­ვე იყო გი­ორ­გი ვა­შა­ძის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტია "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი და ერთ-ერთი ლი­დე­რი. მი­სი­ვე თქმით, "ახალ სა­ქარ­თვე­ლო­ში" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­შინ­დელ ლი­დე­რებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამო გა­და­ვი­და.

2021 წელს "ტვ-პირ­ვე­ლის" ეთერ­ში ხა­ბე­იშ­ვილ­მა ვა­შა­ძის შე­სა­ხებ თქვა:

“მი­მაჩ­ნია, რომ გი­ორ­გი ვა­შა­ძე ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ახალ­გაზ­რდაა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, პო­ლი­ტი­კა­ში იმ­დე­ნი შეც­დო­მა აქვს დაშ­ვე­ბუ­ლი, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, არ გა­მოდ­გა, დრომ აჩ­ვე­ნა. მისი ჭკუ­ის და ნი­ჭი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ალ­ბათ შე­საძ­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ, თუმ­ცა რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი ვერ შედ­გა. ახ­ლაც ოპო­ზი­ცი­უ­რი ფლან­გის ლან­ძღვით უნდა რომ და­იმ­კვიდ­როს ად­გი­ლი და ეს მი­ა­ნიშ­ნებს მხო­ლოდ სი­სუს­ტე­ზე. ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რი­ქით იქ­ცე­ვი­ან“.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა 2017 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ისევ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­უ­ლი სიით მი­ი­ღო. ის ნიკა მე­ლი­ას მხარ­დამ­ხარ სა­არ­ჩევ­ნო ბუკ­ლე­ტებ­საც არი­გებ­და.

2020 წლი­დან ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს X მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რი­გე­ბი­დან.

  • ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

2022 წელს ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში დარ­ღვე­ვე­ბის გამო, შე­მოწ­მე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა 36% და­ჯა­რიმ­და. მათ შო­რის იყო ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლიც. 2022 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მოწ­მე­ბუ­ლი 377 თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი­დან, 39 პარ­ლა­მენ­ტა­რი იყო. 6 დე­პუ­ტა­ტის დეკ­ლა­რა­ცია და­დე­ბი­თად შე­ფას­და, 27 - და­ჯა­რიმ­და, 3 -ს გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცეს, ხოლო 3 დე­პუ­ტა­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი შე­წყდა.

ერთ-ერთი დე­პუ­ტა­ტი, რომ­ლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­აც უარ­ყო­ფი­თად შე­ფას­და და და­ჯა­რიმ­და, გახ­ლდათ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ახ­ლან­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი. სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­შით, და­ჯა­რი­მე­ბის მი­ზე­ზი გახ­და: ბი­უ­როს მიერ მო­თხოვ­ნი­ლი სა­ბან­კო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის არას­რულ­ყო­ფი­ლად წარ­დგე­ნა. ამას­თან, მათი შე­ფა­სე­ბით, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

დეკ­ლა­რა­ცია ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში აქვს შევ­სე­ბუ­ლი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მის სა­ხელ­ზე არ ფიქ­სირ­დე­ბო­და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. მის სა­კუთ­რე­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota Highlander-ი, რო­მე­ლიც 2020 წელს 7 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 9 334 ლარი, ხოლო საკ­რე­დი­ტო­ზე ჯამ­ში - 2 179 ლარი ჰქონ­და. ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა გა­სულ წელს 42 412 ლარი, ხოლო თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე 2021 წლის 1-ელ 5 თვე­ში 12 864 ლარი შე­ად­გი­ნა. მას­ვე უფიქ­სირ­დე­ბა 23 500 ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის ორი შვი­ლი ჰყავს, მე­უღ­ლეს კი გა­ცი­ლე­ბუ­ლია. მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ლიკა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი მისი აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ლე­ცან ხა­ბე­იშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ პოს­ტებს. "მე­გობ­რე­ბო, გა­ი­ა­რეთ რე­გის­ტრა­ცია, ხმა მი­ე­ცით ღირ­სე­ულ კან­დი­დატს...“ - ამ ტექ­სტით უჭერ­და მხარს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს, დღეს მი­ლოც­ვე­ბიც მი­ი­ღო.

  • ხა­ბე­იშ­ვი­ლის იმი­ჯი

ცოტა ხნის წინ, ჯერ კი­დევ კან­დი­და­ტო­ბის დროს, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში მას იმის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ, რომ ბრენ­დუ­ლი სა­მო­სი არ აც­ვია. რო­გორც ხა­ბე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, ამის გამო მას პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის­თვის იწუ­ნე­ბენ.

"ქირ­ქი­ლე­ბენ, რომ ხა­ბე­იშ­ვი­ლი გო­ი­მია, სოფ­ლე­ლია, ბრენ­დუ­ლე­ბი არ აც­ვია და ლი­ლო­ში ყი­დუ­ლობს ტან­საც­მელს.. მე წარ­მო­ვად­გენ მშრო­მელ, წე­სი­ერ, პა­ტი­ო­სან ხალ­ხს და არა ვიწ­რო პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულს, "ელი­ტას."

დიახ, პარ­ლა­მენ­ტა­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის პე­და­გო­გი დედა დღეს, გა­ზის აღ­მრი­ცხვე­ლად მუ­შა­ობს სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში და კარ­და­კარ და­დის, მა­მა­ჩე­მი ინ­ჟი­ნე­რი კაცი იყო და არას­დროს უთა­კი­ლია შრო­მა...

რომ და­ჭირ­და ოჯახს, გაზ­გა­სა­მარ­თის დაც­ვა­ში იმუ­შა­ვა და ღა­მე­ებს ათე­ნებ­და, ჩემი მა­ი­ო­რი ძმა ამე­რი­კა­ში ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლია - ვა­მა­ყობ ჩემი ქარ­თუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი, ქრის­ტი­ან-მარ­თმა­დი­დებ­ლუ­რი ოჯა­ხით და მისი თი­თო­ე­უ­ლი წევ­რით", - ამ­ბობ­და ხა­ბე­იშ­ვი­ლი "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

მის იმიჯ­ზე აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, თუმ­ცა ცხა­დია, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი მის არაბ­რენ­დულ სა­მოსს არ გუ­ლის­ხმობ­და.

"არას­წო­რი კან­დი­და­ტი შე­არ­ჩია ხა­ბე­იშ­ვი­ლი, მე რო­გორც ვიცი, ის ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი არ იყო. მე რო­გორც კე­ზე­რას ვიც­ნობ, მის გე­მოვ­ნე­ბა­ში ხაბე ვერ ჩაჯ­დე­ბა. სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბო­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე თუ და­თან­ხმდე­ბო­და, მაგ­რამ არ და­თან­ხმდე­ბა, სა­დაც ვი­ღა­ცის თო­ჯი­ნა უნდა იყოს, არ და­თან­ხმდე­ბო­და ამა­ზე ხა­ტია...“ - ამ­ბობ­და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

  • ტიკ ტოკი

ხა­ბე­იშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ყო­ველ­დღი­უ­რად იყე­ნებს "ფე­ის­ბუქს," აქვს მხარ­დამ­ჭე­რი რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი და აქ­ტი­უ­რია "ტიკ-ტოკ­შიც." მა­გა­ლი­თად, ვი­დეო, სა­დაც ხა­ბე­იშ­ვი­ლი სახ­ტუ­ნა­ო­თი ვარ­ჯი­შობს, დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ზი­არ­დე­ბო­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ ხა­ბე­იშ­ვილს "ინ­სტაგ­რამ­ზე" თა­ვი­სი პრო­ფი­ლი და­ხუ­რუ­ლი აქვს, თუმ­ცა რო­გორც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან ჩანს, აქ­ტი­უ­რო­ბა არც იქ ეზა­რე­ბა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაქარ
2

იცნობდეთ მომავალ შალიკოს✌️

გიპალა
1

რა გინდა შვილო.სად შეყავი თავი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სამომხმარებლო სესხი და 7000-დოლარიანი ავტომობილი - ლევან ხაბეიშვილის ქონება, პოლიტიკური გზა და პირადი ცხოვრება

სამომხმარებლო სესხი და 7000-დოლარიანი ავტომობილი - ლევან ხაბეიშვილის ქონება, პოლიტიკური გზა და პირადი ცხოვრება

30 იანვრიდან "ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. არჩევნების შედეგად ოთხი კანდიდატიდან ლევან ხაბეიშვილმა სამი კონკურენტი, მათ შორის, ნიკა მელია დაამარცხა და ამომრჩეველთა ხმების 52,58% მიიღო.

ვინ არის ხაბეიშვილი, საიდან მოვიდა პოლიტიკაში, რა ქონებას ფლობს და ვინ არიან მისი ოჯახის წევრები - ენმ-ს ახალი თავმჯდომარეზე მოგიყვებით:

  • ბიოგრაფიული დეტალები

პროფესიით ეკონომისტი ხაბეიშვილი 1987 წლის 7 მაისს თბილისში დაიბადა. უმაღლესი განათლება ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებულ უნივერსიტეტ "მცირე აკადემიაში" მიიღო. 2006 წლიდან სოციალური კვლევის ინსტიტუტ "ბი-სი-ჯი"-ში მუშაობდა.

"2008-2010 წელს უკვე დედაქალაქის მერიაში, კერძოდ, ისან-სამგორში ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელად ვმუშაობდი, 2010-2012 წლებში კი ისან-სამგორის რაიონში სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელად," - ამბობს ხაბეიშვილი.

2012 წლიდან 2013 წლის მაისამდე ის მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ფინანსურ სამსახურში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა. ამბობს, რომ 2013 წლის მაისიდან 2014 წლის აგვისტომდე, სანამ მერიიდან "უკანონოდ გაათავისუფლებდნენ, რაც სასამართლოს სამმა ინსტანციამაც დაადგინა," დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი 2012 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში, 153-ე ადგილს იკავებდა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლდათ.

მოულოდნელად, ხაბეიშვილი ჩნდება პარტიაში "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის." ის ასევე იყო გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებული პარტია "ახალი საქართველოს" წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. მისივე თქმით, "ახალ საქართველოში" "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელ ლიდერებთან დაპირისპირების გამო გადავიდა.

2021 წელს "ტვ-პირველის" ეთერში ხაბეიშვილმა ვაშაძის შესახებ თქვა:

“მიმაჩნია, რომ გიორგი ვაშაძე ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდაა, თუმცა ვფიქრობ, პოლიტიკაში იმდენი შეცდომა აქვს დაშვებული, როგორც პოლიტიკოსი, არ გამოდგა, დრომ აჩვენა. მისი ჭკუის და ნიჭიერების გამოყენება ალბათ შესაძლებელია ქვეყნის საკეთილდღეოდ, თუმცა როგორც პოლიტიკოსი ვერ შედგა. ახლაც ოპოზიციური ფლანგის ლანძღვით უნდა რომ დაიმკვიდროს ადგილი და ეს მიანიშნებს მხოლოდ სისუსტეზე. ძლიერი ადამიანები პირიქით იქცევიან“.

ლევან ხაბეიშვილმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ისევ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით მიიღო. ის ნიკა მელიას მხარდამხარ საარჩევნო ბუკლეტებსაც არიგებდა.

2020 წლიდან ლევან ხაბეიშვილი საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრია, "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან.

  • ქონებრივი დეკლარაცია

2022 წელს ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, შემოწმებულ თანამდებობის პირთა 36% დაჯარიმდა. მათ შორის იყო ლევან ხაბეიშვილიც. 2022 წლის განმავლობაში შემოწმებული 377 თანამდებობის პირიდან, 39 პარლამენტარი იყო. 6 დეპუტატის დეკლარაცია დადებითად შეფასდა, 27 - დაჯარიმდა, 3 -ს გაფრთხილება მისცეს, ხოლო 3 დეპუტატის დეკლარაციის მონიტორინგი შეწყდა.

ერთ-ერთი დეპუტატი, რომლის ქონებრივი დეკლარაციაც უარყოფითად შეფასდა და დაჯარიმდა, გახლდათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლანდელი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, დაჯარიმების მიზეზი გახდა: ბიუროს მიერ მოთხოვნილი საბანკო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენა. ამასთან, მათი შეფასებით, დეკლარაციაში არ არის მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

დეკლარაცია ლევან ხაბეიშვილს, როგორც პარლამენტის წევრს, 2022 წლის თებერვალში აქვს შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე არ ფიქსირდებოდა უძრავი ქონება. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Toyota Highlander-ი, რომელიც 2020 წელს 7 000 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე 9 334 ლარი, ხოლო საკრედიტოზე ჯამში - 2 179 ლარი ჰქონდა. ამასთან, პარლამენტის წევრის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა გასულ წელს 42 412 ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე 2021 წლის 1-ელ 5 თვეში 12 864 ლარი შეადგინა. მასვე უფიქსირდება 23 500 ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხი.

  • პირადი ცხოვრება

ლევან ხაბეიშვილის ორი შვილი ჰყავს, მეუღლეს კი გაცილებულია. მისი ყოფილი მეუღლე ლიკა ნიკოლაიშვილი მისი აქტიური მხარდამჭერია და სოციალურ ქსელში ხშირად ლეცან ხაბეიშვილის მხარდამჭერ პოსტებს. "მეგობრებო, გაიარეთ რეგისტრაცია, ხმა მიეცით ღირსეულ კანდიდატს...“ - ამ ტექსტით უჭერდა მხარს ლევან ხაბეიშვილს, დღეს მილოცვებიც მიიღო.

  • ხაბეიშვილის იმიჯი

ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ კანდიდატობის დროს, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურ წრეებში მას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ბრენდული სამოსი არ აცვია. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ამის გამო მას პარტიის თავმჯდომარეობისთვის იწუნებენ.

"ქირქილებენ, რომ ხაბეიშვილი გოიმია, სოფლელია, ბრენდულები არ აცვია და ლილოში ყიდულობს ტანსაცმელს.. მე წარმოვადგენ მშრომელ, წესიერ, პატიოსან ხალხს და არა ვიწრო პრივილეგირებულს, "ელიტას."

დიახ, პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილის პედაგოგი დედა დღეს, გაზის აღმრიცხველად მუშაობს სამგორის რაიონში და კარდაკარ დადის, მამაჩემი ინჟინერი კაცი იყო და არასდროს უთაკილია შრომა...

რომ დაჭირდა ოჯახს, გაზგასამართის დაცვაში იმუშავა და ღამეებს ათენებდა, ჩემი მაიორი ძმა ამერიკაში ტრაილერის მძღოლია - ვამაყობ ჩემი ქართული, ტრადიციული, ქრისტიან-მართმადიდებლური ოჯახით და მისი თითოეული წევრით", - ამბობდა ხაბეიშვილი "ტვ პირველის" ეთერში.

მის იმიჯზე აქცენტი გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა "პალიტრანიუსის“ ეთერში, თუმცა ცხადია, ამ შემთხვევაში ჟურნალისტი მის არაბრენდულ სამოსს არ გულისხმობდა.

"არასწორი კანდიდატი შეარჩია ხაბეიშვილი, მე როგორც ვიცი, ის ყველასთვის მისაღები არ იყო. მე როგორც კეზერას ვიცნობ, მის გემოვნებაში ხაბე ვერ ჩაჯდება. საუკეთესო იქნებოდა ხატია დეკანოიძე თუ დათანხმდებოდა, მაგრამ არ დათანხმდება, სადაც ვიღაცის თოჯინა უნდა იყოს, არ დათანხმდებოდა ამაზე ხატია...“ - ამბობდა ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • ტიკ ტოკი

ხაბეიშვილი აქტიურია სოციალურ ქსელში. ყოველდღიურად იყენებს "ფეისბუქს," აქვს მხარდამჭერი რამდენიმე ჯგუფი და აქტიურია "ტიკ-ტოკშიც." მაგალითად, ვიდეო, სადაც ხაბეიშვილი სახტუნაოთი ვარჯიშობს, დღეს სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად ზიარდებოდა.

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@lkhabe/video/7163251227587824897" data-video-id="7163251227587824897" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@lkhabe" href="https://www.tiktok.com/@lkhabe?refer=embed">@lkhabe</a> ✌🏻😎 ჯანსაღი ცხოვრების წესი <a title="foryou" target="_blank" href="https://www.tiktok.com/tag/foryou?refer=embed">#foryou</a> <a title="for" target="_blank" href="https://www.tiktok.com/tag/for?refer=embed">#for</a> <a title="ფ" target="_blank" href="https://www.tiktok.com/tag/%E1%83%A4?refer=embed">#ფ</a> <a target="_blank" title="♬ Sail Away - lovelytheband" href="https://www.tiktok.com/music/Sail-Away-7098719944736589826?refer=embed">♬ Sail Away - lovelytheband</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხაბეიშვილს "ინსტაგრამზე" თავისი პროფილი დახურული აქვს, თუმცა როგორც გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობიდან ჩანს, აქტიურობა არც იქ ეზარება.

ნახეთ ასევე: