საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იუსტიციის სამინისტროს და სამხარაულის ბიუროს საპასუხოდ მოვამზადებთ დასკვნის დასკვნის დასკვნას - რატი ბრეგაძე მიიღებს საკადრის პასუხს" - მარიამ ჯიშკარიანი
"იუსტიციის სამინისტროს და სამხარაულის ბიუროს საპასუხოდ მოვამზადებთ დასკვნის დასკვნის დასკვნას - რატი ბრეგაძე მიიღებს საკადრის პასუხს" - მარიამ ჯიშკარიანი

რატი ბრე­გა­ძე არის მხა­რე - ის, რა თქმა უნდა, ვერ ენ­დო­ბა ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას“ დას­კვნას, რად­გან იქ ცხა­დად წე­რია, რომ ცი­ხე­ში წა­მე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე რომ, რატი ბრე­გა­ძის მო­საზ­რე­ბა ჩვენ­თვის ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას“ ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას, რომ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დას­კვნით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ემ­პა­თი­ას“ დი­აგ­ნო­ზე­ბი სარ­წმუ­ნო და უტყუ­ა­რი არ არის.

რო­გორც ჯიშ­კა­რი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ აღ­ნიშ­ნა, მათ მიერ მომ­ზად­დე­ბა დას­კვნის დას­კვნის დას­კვნა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს კი­დევ მო­უ­წევს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნა, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ა­ტა­რეს დას­კვნის ექ­სპერ­ტი­ზა.

"აბ­სურ­დია. დას­კვნის დას­კვნის მომ­ზა­დე­ბა რას ნიშ­ნავს, არ ვიცი. ვინ და­ნიშ­ნა სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო ჩვენს დი­რექ­ტო­რად, ვერ გე­ტყვით. ცენ­ტრი "ემ­პა­თია“ შე­ის­წავ­ლის სამ­ხა­რა­უ­ლის დას­კვნას, მომ­ზად­დე­ბა დას­კვნის დას­კვნის დას­კვნა და კი­დევ მო­უ­წევს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წარ­მოდ­გე­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის, რის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ა­ტა­რეს დას­კვნის ექ­სპერ­ტი­ზა. გა­ვეც­ნო­ბით რო­გორ ჩა­ა­ტა­რეს ეს ექ­სპერ­ტი­ზა და სა­ერ­თოდ დი­აგ­ნო­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც მან და­ა­სა­ხე­ლა, მა­გა­ლი­თად, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ერთი ერ­თში ემ­თხვე­ვა კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ დი­აგ­ნო­ზებს. რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­ულ დი­აგ­ნოზს, რო­გორ და­ად­გი­ნა სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რომ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დი­აგ­ნო­ზი პა­ცი­ენ­ტის გა­მო­კი­თხვის გა­რე­შე, ეს ჩვენ­თვის უც­ნო­ბია.

რატი ბრე­გა­ძე არის მხა­რე. მას­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა­ზე, გარ­და ამი­სა, ევ­რო­კავ­შირს სტამ­ბუ­ლის პრო­ტო­კო­ლის იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე უამ­რა­ვი ტრე­ნინ­გი აქვს მო­წყო­ბი­ლი ბრე­გა­ძის უწყე­ბი­სათ­ვის, ამი­ტომ ეს დო­კუ­მენ­ტი მათ­თვის ცნო­ბი­ლი უნდა იყოს და შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ სა­კად­რის პა­სუხს. რატი ბრე­გა­ძე, რა თქმა უნდა, ვერ ენ­დო­ბა ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ის“ დას­კვნას, რად­გან იქ ცხა­დად წე­რია, რომ ცი­ხე­თა სის­ტე­მა­ში წა­მე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე რომ, რატი ბრე­გა­ძის მო­საზ­რე­ბა ჩვენ­თვის ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, რატი ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნის თა­ნახ­მად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ის“ მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბი სარ­წმუ­ნო და უტყუ­ა­რი არ არის.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ უშუ­ა­ლოდ დას­კვნა შე­ის­წავ­ლა, რო­მე­ლიც ცენ­ტრმა "ემ­პა­თი­ამ“ მო­ამ­ზა­და და ამის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამწარებული
2

ქალო, რომ გაიძახი PTSD, PTSD ჭირს მიშასო, სტატისტიკა იცი, მიშასდროინდელ ციხეგამოვლილებში, ან უსამართლოდ გაპრობაციონერებულებში რამდენსა სჭირს ეგ შენი PTSD? მაგ უბედურებასთან ბრძოლა-ჭიდილში რამდენი შეჯდა წამალზე, ან თავი სასმელში ჩაიხრჩო? თუ პროფესიონალი ხარ, მაგ სტატისტიკაზე რატომ არ საუბრობ? "წამება, წამება"-ო, რომ გაჰკივი, იცი როგორი წამებაა, კამერის ნაცვლად ლუქს-პალატა განწესებულ სააკოვს რომ ვუყურებთ, ან ჩვენ დამაქცევარ მოსამართლეებს, ისევ მანტიამოსხმულები რომ არიან და ჩაქუჩს რომ აბრახუნებენ?

კომბლე
1

ძმაკაცი მყავს ორ სიტყვაში სამჯერ იტყუება,როცა რამე საქმეზე ველაპარაკები და მინდა რომ არ მომატყუოს-სახეში ვუყურებ, თუ შევამჩნიე რომ თვალებზე ლიბრივით ჩამოეფარა და თვალსაც მარიდებს-ვიცი რომ იტყუება. ეს ქალიც ეგრეა-თუ არ გჯერათ ინტერვიუს მიცემისას დააკვირდით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"იუსტიციის სამინისტროს და სამხარაულის ბიუროს საპასუხოდ მოვამზადებთ დასკვნის დასკვნის დასკვნას - რატი ბრეგაძე მიიღებს საკადრის პასუხს" - მარიამ ჯიშკარიანი

"იუსტიციის სამინისტროს და სამხარაულის ბიუროს საპასუხოდ მოვამზადებთ დასკვნის დასკვნის დასკვნას - რატი ბრეგაძე მიიღებს საკადრის პასუხს" - მარიამ ჯიშკარიანი

რატი ბრეგაძე არის მხარე - ის, რა თქმა უნდა, ვერ ენდობა ცენტრ "ემპათიას“ დასკვნას, რადგან იქ ცხადად წერია, რომ ციხეში წამება განხორციელდა. ასე რომ, რატი ბრეგაძის მოსაზრება ჩვენთვის ნაკლებ საინტერესოა, - ასე ეხმიანება ცენტრ "ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

როგორც ჯიშკარიანმა "ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მათ მიერ მომზადდება დასკვნის დასკვნის დასკვნა და იუსტიციის სამინისტროს კიდევ მოუწევს მტკიცებულებების წარმოდგენა, თუ რის საფუძველზე ჩაატარეს დასკვნის ექსპერტიზა.

"აბსურდია. დასკვნის დასკვნის მომზადება რას ნიშნავს, არ ვიცი. ვინ დანიშნა სამხარაულის ბიურო ჩვენს დირექტორად, ვერ გეტყვით. ცენტრი "ემპათია“ შეისწავლის სამხარაულის დასკვნას, მომზადდება დასკვნის დასკვნის დასკვნა და კიდევ მოუწევს იუსტიციის სამინისტროს წარმოდგენა მტკიცებულებების, რის საფუძველზე ჩაატარეს დასკვნის ექსპერტიზა. გავეცნობით როგორ ჩაატარეს ეს ექსპერტიზა და საერთოდ დიაგნოზები, რომლებიც მან დაასახელა, მაგალითად, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური თვალსაზრისით, ერთი ერთში ემთხვევა კლინიკა "ვივამედის“ დიაგნოზებს. რაც შეეხება ფსიქიატრიულ დიაგნოზს, როგორ დაადგინა სამხარაულის ბიურომ ფსიქიატრიული დიაგნოზი პაციენტის გამოკითხვის გარეშე, ეს ჩვენთვის უცნობია.

რატი ბრეგაძე არის მხარე. მასზე მიმდინარეობს გამოძიება პენიტენციურ სამსახურში განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, გარდა ამისა, ევროკავშირს სტამბულის პროტოკოლის იმპლემენტაციაზე უამრავი ტრენინგი აქვს მოწყობილი ბრეგაძის უწყებისათვის, ამიტომ ეს დოკუმენტი მათთვის ცნობილი უნდა იყოს და შესაბამისად, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს. რატი ბრეგაძე, რა თქმა უნდა, ვერ ენდობა ცენტრ "ემპათიის“ დასკვნას, რადგან იქ ცხადად წერია, რომ ციხეთა სისტემაში წამება განხორციელდა. ასე რომ, რატი ბრეგაძის მოსაზრება ჩვენთვის ნაკლებ საინტერესოა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ "ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უშუალოდ დასკვნა შეისწავლა, რომელიც ცენტრმა "ემპათიამ“ მოამზადა და ამის საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.