მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ყველაზე უარყოფითი პერსონაჟი მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში
3 ყველაზე უარყოფითი პერსონაჟი მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ყო­ველ­თვის მდი­და­რი იყო ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ბრძე­ნი თუ მა­მა­ცი პერ­სო­ნა­ჟე­ბით, თუმ­ცა პრო­ტა­გო­ნის­ტის და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გად ან­ტა­გო­ნის­ტის ფონ­ზე იჩენს თავს.

ბო­როტ­მოქ­მე­დი, მტე­რი, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე - მსგავ­სი პერ­სო­ნა­ჟის და­ხა­სი­ა­თე­ბა უამ­რა­ვი სი­ტყვით შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტი ერ­თია - ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებ­ში ან­ტა­გო­ნის­ტის გა­რე­შე პრო­ტა­გო­ნის­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბაც იკარ­გე­ბა.

ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა საკ­მა­ოდ მდი­და­რია უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბით, რომ­ლებ­მაც მი­უ­ხე­და­ვად მათი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო თვი­სე­ბე­ბი­სა, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და­უ­ვი­წყა­რი სა­ხე­ე­ბი შექ­მნეს.

უარ­ყო­ფი­თი პე­როს­ნა­ჟე­ბის შექ­მნის ნამ­დვი­ლად უბად­ლო ოს­ტა­ტი იყო მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. მის ერთი შე­ხედ­ვით კე­თი­ლი და მა­მა­ცი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ცბი­ე­რი და ლა­ჩა­რი გმი­რე­ბი ქარ­თუ­ლი მხარვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფელ ნაწ­ლად იქ­ცნენ.

ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ალ­ბათ ყვე­ლა­ზე კარ­გად შეძ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს მძი­მე პო­ლი­ტი­კურ-კულ­ტუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი მზაკ­ვა­რი და მედ­რო­ვე პერ­სო­ნა­ჟე­ბის მხატ­ვრუ­ლი სა­ხის და­ხატ­ვა.

სტა­ტი­ა­ში სწო­რედ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხის­ვი­ლის 3 ყვე­ლა­ზე ცბი­ერ და უარ­ყო­ფით პერ­სო­ნაჟ­ზე ვი­სა­უბ­რებთ.

კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რია, რომ­ლის რე­ა­ლურ სა­ხეს სა­უ­კე­თე­სოდ აღ­წერს სი­ტყვა - ავან­ტი­უ­რის­ტი.

მკი­თხვე­ლი კვა­ჭის და­ბა­დე­ბი­დან მის უკა­ნას­კნელ დღემ­დე თვალს ადევ­ნებს ამ პერ­სო­ნა­ჟის ინ­ტრი­გე­ბი­თა სავ­სე ცხოვ­რე­ბას. რო­მა­ნის მსვლე­ლო­ბი­სას პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თი ოდ­ნა­ვა­დაც არ იც­ვლე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ იზ­რდე­ბა მისი მლიქ­ვნე­ლო­ბის, მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის, ძარ­ცვის, მით­ვი­სე­ბის ნიჭი.

კვა­ჭის მხატ­ვრულ სა­ხეს უფრო რე­ა­ლურს ხდის ის ფაქ­ტი, რომ გე­რონ­ტი ქი­ქო­ძის აზ­რით, მისი პრო­ტო­ტი­პი ქარ­თვე­ლი ფი­ნან­სის­ტი და ავან­ტი­უ­რის­ტი ვა­სილ დუმ­ბა­ძე იყო.

დამ­პა­ტი­ჟე

ზარ­მა­ცი, უქ­ნა­რა და ცუღ­ლუ­ტი - ოქ­რო­პი­რი, მეტ­სა­ხე­ლად „დამ­პა­ტი­ჟე“ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მო­თხრო­ბის მთა­ვა­რი გმი­რია.

დამ­პა­ტი­ჯე რე­ა­ლუ­რად და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუ­მა­რია, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე, და­უ­კი­თხა­ვად ჩა­უ­სახ­ლდე­ბა მშრო­მელ გლეხ თევ­დო­რეს. ამა­საც არ იკ­მა­რებს და ქა­ლიშ­ვილს შე­უც­დენს, სა­ბო­ლო­ოდ კი თევ­დო­რეს­თან და­მოყვრე­ბით მისი მთე­ლი ქო­ნე­ბის ბა­ტონ-პატ­რო­ნი გახ­დე­ბა.

თა­ვი­სი თვი­სე­ბე­ბით, საქ­ცი­ე­ლე­ბით, სხვის ქო­ნე­ბა­ზე ხე­ლის შეთ­ბო­ბის სიყ­ვა­რუ­ლით ჯა­ყო­საც კი მოგ­ვა­გო­ნებს, რად­გან ჯა­ყოს მსგავ­სად ისიც რე­ვო­ლუ­ცი­ის წარ­მო­ნაქ­მნი პერ­სო­ნა­ჟია, მაგ­რამ ჯა­ვა­ხიშ­ვილს დამ­პა­ტი­ჟე უფრო რბი­ლი ფორ­მით ყავს ნა­წარ­მო­ებ­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლი - თუკი ჯაყო უკვე მყა­რად ფეს­ვგად­გმუ­ლი რე­ჟი­მია, დამ­პა­ტი­ჟე რე­ვო­ლუ­ცი­ის სა­წყის ეტა­პად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

ჯაყო ჯი­ვაშ­ვი­ლი

ავთო მა­ხა­რა­ძე და ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სპექ­ტაკ­ლი­დან „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“ (რეჟ.: თე­მურ ჩხე­ი­ძე)

ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არა­ა­და­მი­ა­ნო­ბის მწვერ­ვა­ლი და უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბის უპი­რო­ბო ლი­დე­რი სწო­რედ ჯა­ყოა. მისი პერ­სო­ნა­ჟიც ხომ მი­თო­სუ­რი დე­ვის ტი­პა­ჟია, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ქარ­თუ­ლი ეპო­სის მთა­ვარ ბო­როტ­მოქ­მე­დად რჩე­ბო­და. „ჯა­ყოს პერ­სო­ნაჟს 1924 წლის სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში ვწერ­დი. ვწერ­დი და ვგრძნობ­დი, რომ ჩემს გულს ცე­ცხლი ედე­ბო­და, ხოლო სული იმ დროს სის­ხლში მქონ­და ამოვ­ლე­ბუ­ლი. ჯაყო გმინ­ვაა ცემი სუ­ლი­სა,“ - წერ­და მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟ­ზე.

ჯა­ყოს სა­ხით მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ისე­თი კა­ცის სახე შექ­მნა, რო­მელ­მაც მედ­რო­ვე­ო­ბით და ძა­ლა­დო­ბით ქარ­თვე­ლი კა­ცის რწმე­ნის სა­ბო­ლოო და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლო.

„ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“ დღემ­დე არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას და ალ­ბათ არც არა­სო­დეს და­კარ­გავს. ზო­გა­დად, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი არის ის მწე­რა­ლი, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­საც მუდ­მი­ვად ჰყავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მკი­თხვე­ლი. ამის დას­ტუ­რია თუნ­დაც ის, რომ „პა­ლიტ­რა L-ის“ ახა­ლი პრო­ექ­ტის „XXI სა­უ­კუ­ნის ოჯახს ახა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა სჭირ­დე­ბა“ ფარ­გლებ­ში მკი­თხველ­მა პირ­ველ ავ­ტო­რად სწო­რედ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აირ­ჩია.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკვე გა­მო­ვი­და „კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე“ და „არ­სე­ნა მა­რაბ­დე­ლი“. 23 იან­ვრი­დან კი მე­სა­მე ტომი გა­მო­დის, რო­მელ­შიც ორი რო­მა­ნი გა­ერ­თი­ან­და: „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“ და „გივი შა­დუ­რი“. წიგ­ნის შე­ძე­ნა ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 14 ლა­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ახა­ლი ტო­მე­ბი თვე­ში ერთხელ გა­მო­ვა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში კი­დევ გა­მო­ი­ცე­მა და გან­სა­კუთ­რე­ბულ ფა­სად გა­ი­ყი­დე­ბა:

  • მე­ო­თხე ტომი - მო­თხრო­ბე­ბი, წე­რი­ლე­ბი
  • მე­ხუ­თე ტომი "თეთ­რი სა­ყე­ლო" და სხვა მო­თხრო­ბე­ბი.

სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ პრე­სის ჯი­ხუ­რებ­სა და "ბიბ­ლუ­სის" ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია წიგ­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო ცენ­ტრი­სა და ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­წე­რა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

ნათელში იყოს მე-20 საუკუნის ყველაზე დიდებული მწერალი და საქართველოს გულანთებული პატრიოტი. ,,ჯაყოს ხიზნები" მისი გასაოცრად ბრძნული და წინასწარმეტყველური ნაწარმოებია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

3 ყველაზე უარყოფითი პერსონაჟი მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში

3 ყველაზე უარყოფითი პერსონაჟი მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში

ქართული ლიტერატურა ყოველთვის მდიდარი იყო ერთმანეთისგან განსხვავებული, ბრძენი თუ მამაცი პერსონაჟებით, თუმცა პროტაგონისტის დადებითი თვისებები ყველაზე კარგად ანტაგონისტის ფონზე იჩენს თავს.

ბოროტმოქმედი, მტერი, მოწინააღმდეგე - მსგავსი პერსონაჟის დახასიათება უამრავი სიტყვით შეიძლება, მაგრამ ფაქტი ერთია - ლიტერატურულ ნაწარმოებში ანტაგონისტის გარეშე პროტაგონისტის მნიშვნელობაც იკარგება.

ქართული მწერლობა საკმაოდ მდიდარია უარყოფითი პერსონაჟებით, რომლებმაც მიუხედავად მათი არასახარბიელო თვისებებისა, ლიტერატურაში დაუვიწყარი სახეები შექმნეს.

უარყოფითი პეროსნაჟების შექმნის ნამდვილად უბადლო ოსტატი იყო მიხეილ ჯავახიშვილი. მის ერთი შეხედვით კეთილი და მამაცი, სინამდვილეში კი ცბიერი და ლაჩარი გმირები ქართული მხარვრული ლიტერატურის განუყოფელ ნაწლად იქცნენ.

ჯავახიშვილმა ალბათ ყველაზე კარგად შეძლო საქართველოს მძიმე პოლიტიკურ-კულტურული მოვლენებიდან აღმოცენებული, ყველაფერზე წამსვლელი მზაკვარი და მედროვე პერსონაჟების მხატვრული სახის დახატვა.

სტატიაში სწორედ მიხეილ ჯავახისვილის 3 ყველაზე ცბიერ და უარყოფით პერსონაჟზე ვისაუბრებთ.

კვაჭი კვაჭანტირაძე

მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მთავარი გმირია, რომლის რეალურ სახეს საუკეთესოდ აღწერს სიტყვა - ავანტიურისტი.

მკითხველი კვაჭის დაბადებიდან მის უკანასკნელ დღემდე თვალს ადევნებს ამ პერსონაჟის ინტრიგებითა სავსე ცხოვრებას. რომანის მსვლელობისას პერსონაჟის ხასიათი ოდნავადაც არ იცვლება, სამაგიეროდ იზრდება მისი მლიქვნელობის, მაქინაციების, ძარცვის, მითვისების ნიჭი.

კვაჭის მხატვრულ სახეს უფრო რეალურს ხდის ის ფაქტი, რომ გერონტი ქიქოძის აზრით, მისი პროტოტიპი ქართველი ფინანსისტი და ავანტიურისტი ვასილ დუმბაძე იყო.

დამპატიჟე

ზარმაცი, უქნარა და ცუღლუტი - ოქროპირი, მეტსახელად „დამპატიჟე“ მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი გმირია.

დამპატიჯე რეალურად დაუპატიჟებელი სტუმარია, რომელიც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დაუკითხავად ჩაუსახლდება მშრომელ გლეხ თევდორეს. ამასაც არ იკმარებს და ქალიშვილს შეუცდენს, საბოლოოდ კი თევდორესთან დამოყვრებით მისი მთელი ქონების ბატონ-პატრონი გახდება.

თავისი თვისებებით, საქციელებით, სხვის ქონებაზე ხელის შეთბობის სიყვარულით ჯაყოსაც კი მოგვაგონებს, რადგან ჯაყოს მსგავსად ისიც რევოლუციის წარმონაქმნი პერსონაჟია, მაგრამ ჯავახიშვილს დამპატიჟე უფრო რბილი ფორმით ყავს ნაწარმოებში წარმოჩენილი - თუკი ჯაყო უკვე მყარად ფესვგადგმული რეჟიმია, დამპატიჟე რევოლუციის საწყის ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს.

ჯაყო ჯივაშვილი

ავთო მახარაძე და ნოდარ მგალობლიშვილი სატელევიზიო სპექტაკლიდან „ჯაყოს ხიზნები“ (რეჟ.: თემურ ჩხეიძე)

ქართულ ლიტერატურაში არაადამიანობის მწვერვალი და უარყოფითი პერსონაჟების უპირობო ლიდერი სწორედ ჯაყოა. მისი პერსონაჟიც ხომ მითოსური დევის ტიპაჟია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ქართული ეპოსის მთავარ ბოროტმოქმედად რჩებოდა. „ჯაყოს პერსონაჟს 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი. ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ედებოდა, ხოლო სული იმ დროს სისხლში მქონდა ამოვლებული. ჯაყო გმინვაა ცემი სულისა,“ - წერდა მიხეილ ჯავახიშვილი საკუთარ პერსონაჟზე.

ჯაყოს სახით მიხეილ ჯავახიშვილმა ლიტერატურაში ისეთი კაცის სახე შექმნა, რომელმაც მედროვეობით და ძალადობით ქართველი კაცის რწმენის საბოლოო დამარცხება შეძლო.

„ჯაყოს ხიზნები“ დღემდე არ კარგავს აქტუალურობას და ალბათ არც არასოდეს დაკარგავს. ზოგადად, მიხეილ ჯავახიშვილი არის ის მწერალი, რომლის შემოქმედებასაც მუდმივად ჰყავს დიდი რაოდენობით მკითხველი. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის „XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება“ ფარგლებში მკითხველმა პირველ ავტორად სწორედ მიხეილ ჯავახიშვილი აირჩია.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოვიდა „კვაჭი კვაჭანტირაძე“ და „არსენა მარაბდელი“. 23 იანვრიდან კი მესამე ტომი გამოდის, რომელშიც ორი რომანი გაერთიანდა: „ჯაყოს ხიზნები“ და „გივი შადური“. წიგნის შეძენა ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 14 ლარად იქნება შესაძლებელი. ახალი ტომები თვეში ერთხელ გამოვა. პროექტის ფარგლებში კიდევ გამოიცემა და განსაკუთრებულ ფასად გაიყიდება:

  • მეოთხე ტომი - მოთხრობები, წერილები
  • მეხუთე ტომი "თეთრი საყელო" და სხვა მოთხრობები.

სასურველი წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის ჯიხურებსა და "ბიბლუსის" ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე შესაძლებელია წიგნის სატელეფონო ცენტრისა და ვებგვერდის საშუალებით გამოწერა.