საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იარაღიდან სროლა რომ დაიწყო, სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური ყოფილ სამხედროზე, რომელმაც 5 ადამიანი მოკლა
"იარაღიდან სროლა რომ დაიწყო, სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური ყოფილ სამხედროზე, რომელმაც 5 ადამიანი მოკლა

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირი, რო­მელ­მაც სა­გა­რე­ჯო­ში გას­რო­ლის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, რამ­დე­ნი­მე კი დაჭ­რა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2006-2021 წლებ­ში მუ­შა­ობ­და.

"თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2006 წლი­დან მუ­შა­ობ­და. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, 2021 წელს და­ტო­ვა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი. ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­შიც ნამ­ყო­ფია. რა მოხ­და არა­ვინ იცის“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­მე­ლა­ურ­მა, რო­მე­ლიც სა­გა­რე­ჯო­ში, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩა­ვი­და.

ამას­თან, გო­მე­ლა­ურ­მა ვერ და­ა­კონ­კრე­ტა, რა მი­ზე­ზით და­ტო­ვა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა პირ­მა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი.

"ძა­ლი­ან მძი­მე შემ­თხვე­ვაა, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ოჯა­ხებს. გარ­დაც­ვლი­ლია 5 ადა­მი­ა­ნი, სა­ი­და­ნაც, სამ­წუ­ხა­როდ, 1 არის ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი. 5 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რი­ლია, სა­ი­და­ნაც ერთ-ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. მას ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა და ექი­მე­ბი ჯერ ვერ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რა დო­ნის სიმ­ძი­მეა. არ­ტე­რია აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და არ ვი­ცით, გა­დარ­ჩე­ბა თუ ვერა. ღმერ­თმა ქნას გა­დარ­ჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხ­და. მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან და­ი­წყო სრო­ლა, სახ­ლში მის შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და (შვი­ლი სრულ­წლო­ვა­ნია). და­ი­წყო ჯერ ერთი მხრი­დან სრო­ლა და შემ­დეგ მე­ო­რე მხრი­დან და ბავ­შვმა და­ტო­ვა სახ­ლი. შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და მე­ო­რე მხრი­დან გახ­სნა ცე­ცხლი და და­იჭ­რა ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის დროს და­ი­ღუ­პა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი გან­მარ­ტავს, რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­გა­რე­ჯო­ში, ერთ-ერთი კორ­პუ­სის ბი­ნა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა თვით­ლიკ­ვი­და­ცია.

რო­გორც გო­მე­ლა­ურ­მა სა­გა­რე­ჯო­ში, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გას­რო­ლის ხმა მა­შინ გა­ის­მა, „როცა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა კარი შე­ა­ღო“.

მი­ნის­ტრის თქმით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პირს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დეს, რის შემ­დე­გაც მან და­მა­ტე­ბი­თი გას­რო­ლა მო­ახ­დი­ნა.

"სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი ჩა­მო­ვი­და, და­ი­წყეს ღო­ნის­ძი­ე­ბა. ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დეს. მან და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა მო­ახ­დი­ნა.

როცა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა კა­რე­ბი შე­ა­ღო, გას­რო­ლის ხმა იყო. სა­წოლ­ზე იყო გა­და­წო­ლი­ლი და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი გვერ­დზე ედო, რაც და­ა­ფიქ­სი­რეს ჩვენ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა. თა­ვი­დან სის­ხლი მოს­დი­ო­და. იქვე ნა­ხეს ხელ­ყუმ­ბა­რის რგო­ლე­ბი - რამ­დე­ნი­მე რგო­ლი. შე­იძ­ლე­ბა ეს ყო­ფი­ლი­ყო და­ნაღ­მუ­ლი. შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ გამ­ნაღმვე­ლე­ბი. ახლა და­ამ­თავ­რეს მათ მუ­შა­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი.

ამას­თან, რო­გორც უწყე­ბის მო­რიგ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ა. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვით­ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო.ხო
0

გომელაურო ეტყობა შენი მინისტრობა ქვეყანას აშკარად.ქუთაისსში მაგალითად თითქმის ყოველღამე ტყდება მაღაზიები.მიაქვთ ძირითადად სიგარეტი ყუთებით და ხომ აბარებენ სადღაც და ის ვიღაც ხომ უკეთებს რეალიზაციას და სად ხართ თქვენ ამ დროს?კონტრაბანდაზე არაფერს ვამბობ აფხაზეთიდან რომ შემოდის და არხეინად ყიდიან 

ნიკოლა
4

 ხალხი ჭკუიდან არის შეშლილი.თავს ვეღარ აკონტროლებენ.

დიდი ალბათობით ახალგაზრდები ქეიფობდენ ღამე.(როგორც აღნიშნავენ ღამის 1 საათზე მოხდა)

ალბათ ხმაურობდენ. ამ კაცმა შენიშვნა მისცა,ამ ბიჭებმა კიდევ რაღაც უწმაწური მიაძახეს(როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება)და ამანაც ასე უპასუხა სამწუხაროდ.

დიდი ალბათობით მე ასე მგონია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"იარაღიდან სროლა რომ დაიწყო, სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური ყოფილ სამხედროზე, რომელმაც 5 ადამიანი მოკლა

"იარაღიდან სროლა რომ დაიწყო, სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური ყოფილ სამხედროზე, რომელმაც 5 ადამიანი მოკლა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საგარეჯოში გასროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა, თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა.

"თავდაცვის სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობდა. ოპერატიული ინფორმაციით, რომელიც დაგვიდასტურეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური. ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა არავინ იცის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა, რომელიც საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.

ამასთან, გომელაურმა ვერ დააკონკრეტა, რა მიზეზით დატოვა 1974 წელს დაბადებულმა პირმა სამხედრო სამსახური.

"ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი, საიდანაც, სამწუხაროდ, 1 არის ჩვენი თანამშრომელი. 5 ადამიანი დაჭრილია, საიდანაც ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და არ ვიცით, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას გადარჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხდა. მოქალაქე, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, სახლში მის შვილთან ერთად იმყოფებოდა (შვილი სრულწლოვანია). დაიწყო ჯერ ერთი მხრიდან სროლა და შემდეგ მეორე მხრიდან და ბავშვმა დატოვა სახლი. შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა“, - განაცხადა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური განმარტავს, რა ვითარებაში განახორციელა საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში შეიარაღებულმა პირმა თვითლიკვიდაცია.

როგორც გომელაურმა საგარეჯოში, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გასროლის ხმა მაშინ გაისმა, „როცა სპეცდანიშნულების რაზმმა კარი შეაღო“.

მინისტრის თქმით, სპეცოპერაციის დაწყებამდე შეიარაღებულ პირს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც მან დამატებითი გასროლა მოახდინა.

"სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყეს ღონისძიება. ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მან დამატებით რამდენიმე გასროლა მოახდინა.

როცა სპეცდანიშნულების რაზმმა კარები შეაღო, გასროლის ხმა იყო. საწოლზე იყო გადაწოლილი და ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, რაც დააფიქსირეს ჩვენმა თანამშრომლებმა. თავიდან სისხლი მოსდიოდა. იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები - რამდენიმე რგოლი. შეიძლება ეს ყოფილიყო დანაღმული. შემდეგ მოვიდნენ გამნაღმველები. ახლა დაამთავრეს მათ მუშაობა“, - განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.