მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბიშვილი-კეზერაშვილის ამბიციური გეგმები და ბრძოლა ენმ-ის არაფორმალური მართვისთვის - "არ გამოვრიცხავ, რომ ამ დუეტს მალე ადეიშვილიც შეუერთდეს"
მერაბიშვილი-კეზერაშვილის ამბიციური გეგმები და ბრძოლა ენმ-ის არაფორმალური მართვისთვის - "არ გამოვრიცხავ, რომ ამ დუეტს მალე ადეიშვილიც შეუერთდეს"

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­სა და ექ­სპრე­მი­ერ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ენმ-ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბის მცდე­ლო­ბა­სა და არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის სურ­ვილ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მან TV პირ­ვე­ლის ეთერ­ში თქვა, რომ ენმ-ს წევ­რებს პარ­ტი­ის შიდა არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა სწო­რედ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა "მო­ა­თხოვ­ნი­ნეს".

"რა თქმა უნდა, მე ბა­ტონ კე­ზე­რაშ­ვილ­თან მქონ­და ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მაგ­რამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და კონ­ტრო­ლი ორი სხვა­დას­ხვა რამ არის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი პარ­ტი­ას­თან და მისი კონ­ტრო­ლის წა­დი­ლი ორი სხვა­დას­ხვა რამ არის. ამი­ტომ, რო­დე­საც დავ­რწმუნ­დი ამ ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რომ მას აქვს არც მეტი, არც - ნაკ­ლე­ბი, არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნის შე­მო­ტა­ნის სურ­ვი­ლი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი გვერ­დის ავ­ლით, მე მას­თან შევ­წყვი­ტე ურ­თი­ერ­თო­ბა" - თქვა მე­ლი­ამ და აღ­ნიშ­ნა, რომ კე­ზე­რაშ­ვილ­მა "გა­მო­ი­ჩი­ნა ამ­ბი­ცია, რომ ვი­ღაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო პარ­ტი­ა­ში ლი­დე­რად, ვი­ღაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო".

გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, "თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რას ნიშ­ნავს, გა­ფი­ნან­სებ­დათ? კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფული კარ­გია და კე­ზე­რაშ­ვი­ლი ცუდი?", ნიკა მე­ლია პა­სუ­ხობს, რომ თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი პარ­ტი­ას აფი­ნან­სებ­და და არა მას.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" არ­ჩევ­ნე­ბი 28-29 იან­ვარს, ბლო­კჩე­ი­ნის სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა. პარ­ტი­ას თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის ოთხი კან­დი­და­ტი ჰყავს – მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია, პარ­ტი­ის წევ­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი, აქ­ტი­ვის­ტი გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე და ყო­ფი­ლი წევ­რი - ნონა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, კე­ზე­რაშ­ვილ-მე­რა­ბიშ­ვი­ლის დუ­ე­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე შე­მო­სუ­ლია პო­ლი­ტი­კა­ში და ისი­ნი არა მარ­ტო ენმ-ში ცდი­ლო­ბენ გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას, მათი ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ჩე­ნა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვი­საც" მომ­გე­ბი­ა­ნია - უნ­დათ თუ არა, ისი­ნი ორ­მაგ თა­მაშს თა­მა­შო­ბენ და მათი ორ­ბი­ტა­ზე გა­მო­ჩე­ნის მი­ზა­ნიც და სურ­ვი­ლიც ისაა, რომ თუ ენმ-ში გავ­ლე­ნას ვერ მო­ი­პო­ვე­ბენ, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ა­ლა­გონ სი­ტუ­ა­ცია.

ამას­თან, პო­ლი­ტო­ლო­გი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ამ დუ­ეტს მალე ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლიც შე­უ­ერ­თდეს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, დღეს­დღე­ო­ბით, ელექ­ტო­რა­ლუ­რად ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­აა. მას აქვს საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე არა მარ­ტო ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ ქვეყ­ნის გა­რე­თაც. ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­თი პარ­ტი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მოხ­დე­ბა რო­გორც კე­ზე­რაშ­ვი­ლის, ასე­ვე მე­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ნი­მა­ცია. გარ­და ამი­სა, გავ­ლე­ნე­ბის­თვის იბ­რძვის ყვე­ლა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს, ისი­ნი დაბ­რუნ­დე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე­ნი გახ­დე­ბი­ან. შე­საძ­ლოა, მე­რა­ბიშ­ვილ-კე­ზე­რაშ­ვი­ლი პირ­ველ რი­გებ­ში არ გა­მოჩ­ნდნენ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი მარ­თვა გა­რე­დან ამ დუ­ე­ტის მეშ­ვე­ო­ბით, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე, რო­გო­რიც ივა­ნიშ­ვილს აქვს. არ გა­მოვ­რი­ცხავ იმა­საც, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ მათ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლიც შე­უ­ერ­თდეს და ისე­ვე, რო­გორც დღეს „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შია“, ეს ფუნ­ქცი­ე­ბი ამ ტრი­ომ გა­და­ი­ნა­წი­ლოს და თვი­თონ არ გა­მოჩ­ნდნენ წინა პლან­ზე.

ეს არის მათ­თვის ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი ვა­რი­ან­ტი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით. ხა­ბე­იშ­ვი­ლი არ უარ­ყოფს, რომ ერ­თიც და მე­ო­რეც მისი მხარ­დამ­ჭე­რია, რო­გორც ჩანს, ისი­ნი ხა­ბე­იშ­ვი­ლის კამ­პა­ნი­ას აფი­ნან­სე­ბენ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე­რა­ბიშ­ვი­ლი პირ­და­პირ არის ჩარ­თუ­ლი ამ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ისი­ნი წარ­მარ­თა­ვენ კამ­პა­ნი­ას. ხა­ბე­იშ­ვი­ლი გა­მო­დის და ახ­მო­ვა­ნებს იმას, რა­საც ისი­ნი, ან მათ მიერ შექ­მნი­ლი ჯგუ­ფი მო­ი­ფიქ­რებს. ამას­თა­ნა­ვე, არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტიც - „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ ეტაპ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უკვე რე­ა­ლუ­რად დაშ­ლი­ლია, პარ­ტია ორ ჯგუ­ფად რომ გა­ი­ყო­ფა, ეს ფაქ­ტია. კე­ზე­რაშ­ვილ­მა და მე­რა­ბიშ­ვილ­მა ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­აღ­წი­ეს იმას, რომ თუ ხა­ბე­იშ­ვი­ლი ვერ გა­ი­მარ­ჯვებს, პარ­ტი­ის გა­ყო­ფის შემ­დეგ, ისი­ნი გახ­დე­ბი­ან აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ნი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის იმ ნა­წილ­ში, სა­დაც ხა­ბე­იშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. რო­გორ გა­ი­ყო­ფა პარ­ტია ელექ­ტო­რა­ლუ­რად, ცოტა ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. პირ­ვე­ლი, რაც ამ პრო­ცეს­მა კე­ზე­რაშ­ვილ­სა და მე­რა­ბიშ­ვილს მო­უ­ტა­ნათ, ის არის, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ი­წყო მათი პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში შე­მოს­ვლა.

მათ პო­ლი­ტი­კა კი არა, გავ­ლე­ნა აინ­ტე­რე­სებთ (ისე­ვე, რო­გორც ივა­ნიშ­ვილს) და ექ­ნე­ბათ კი­დეც. როცა მე­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რი იყო, ის მა­ში­ნაც არ დარ­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში და ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე თა­ვის მო­წო­ნე­ბით და მახ­ვილ­სი­ტყვა­ო­ბით არ იკ­ლავ­და თავს, ისე­ვე, რო­გორც კე­ზე­რაშ­ვი­ლი და ადე­იშ­ვი­ლი, სხვა­თა შო­რის. ეს ის ხალ­ხია, რო­მელ­საც კუ­ლი­სე­ბი­დან მარ­თვა უყ­ვართ. აქ არის მე­ო­რე ფაქ­ტო­რი - ხა­ბე­იშ­ვი­ლი თუ გა­ი­მარ­ჯვებს, პარ­ტია თუ ორად გა­ი­ყო­ფა, მაგ­რამ პარ­ტი­ის ძი­რი­თად ნა­წილს თუ ხა­ბე­იშ­ვი­ლი უთავ­მჯდო­მა­რებს, ეს მთლად კომ­ფორ­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ა­ყე­ნებს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ზუს­ტად იმი­ტომ, რა­ტო­მაც სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­რა­ბიშ­ვილს ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ „დას­ვე­ნე­ბას“ ურ­ჩევ­და. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ამ გუნ­დის დის­კრე­დი­ტი­რე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ისი­ნი უკვე შე­მო­სუ­ლე­ბი არი­ან პო­ლი­ტი­კა­ში და არა მარ­ტო ენმ-ში ცდი­ლო­ბენ გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას. მათი ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ჩე­ნა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ მომ­გე­ბი­ა­ნია, ვი­ნა­ი­დან, უნ­დათ თუ არა, ორ­მაგ თა­მაშს თა­მა­შო­ბენ - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თა­მაშ­საც და თა­ვის პარ­ტი­ა­ში გავ­ლე­ნა თუ ექ­ნე­ბათ, ამას რა სჯობს. ფაქ­ტე­ბი არ მაქვს და რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ვი­ტყვი, რომ ისი­ნი გა­რი­გე­ბულ­ნი არი­ან ივა­ნიშ­ვილ­თან, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მათი აქ­ტი­უ­რო­ბა ხელს აძ­ლევს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და არა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“. მათი ორ­ბი­ტა­ზე გა­მო­ჩე­ნის მი­ზა­ნიც და სურ­ვი­ლიც ისაა, რომ თუ ენმ-ში გავ­ლე­ნას ვერ მო­ი­პო­ვე­ბენ, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ა­ლა­გონ სი­ტუ­ა­ცია.

და­იშ­ლე­ბა თუ არა დო­მი­ნან­ტი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია (რა­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს), პო­ლი­ტო­ლო­გის აზ­რით, ენმ-ს ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და რო­გორც ამ­ბობს, ამას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში გარ­კვე­უ­ლი სი­კე­თე­ე­ბის მო­ტა­ნაც შე­უძ­ლია.

"ამ პი­ა­რით და ერ­თმა­ნე­თის­თვის ძვე­ლი ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბი­თა და კომ­პრო­მა­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იმ დო­ნე­ზეა მი­სუ­ლი, რომ თით­ქმის გა­მო­რი­ცხუ­ლია, მათ ერ­თად გა­აგ­რძე­ლონ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა ეს, თუ ცუდი, ცოტა რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი ჯერ მა­ინც არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და ერ­თი­ა­ნო­ბას თუ ვერ ინარ­ჩუ­ნე­ბენ, იქ­ნებ დაშ­ლა სჯობ­დეს კი­დეც? - ოპო­ზი­ცი­ი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფორ­მა­ლუ­რად ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ჯო­ბია პარ­ტია გა­ი­ყოს, რად­გან გა­ყო­ფის შემ­თხვე­ვა­ში, ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე ახა­ლი რე­ა­ლო­ბა შე­იქ­მნე­ბა - აღარ იქ­ნე­ბა ერთი დო­მი­ნან­ტი, მი­ნი­მუმ, იქ­ნე­ბა ორი ნა­ხე­ვარ-ნა­ხე­ვა­რი პარ­ტია და რო­გო­რი პრო­პორ­ცი­ი­თაც არ უნდა გა­ი­ყოს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ 5%-იან ბა­რი­ერს ორი­ვე მხა­რე გა­და­ლა­ხავს. მე­ო­რე თე­მაა ის, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრში ახა­ლი რე­ა­ლო­ბა შექ­მნას - ხელი შე­უ­წყოს ოპო­ზი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ოპო­ზი­ცია დღეს ხომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ფრაგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია და იქ­ნებ მოხ­დეს მისი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რა­ღაც ჯგუ­ფე­ბის გამ­სხვი­ლე­ბა და შე­იქ­მნას უფრო რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უკვე თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია“, - ამ­ბობს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
0

ზემო სურათში მოყვანილ სამივე "პიროვნებას" კასტილიანი ბაბუს ხელი აკლიათ.

What?
1

Three stooges)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მერაბიშვილი-კეზერაშვილის ამბიციური გეგმები და ბრძოლა ენმ-ის არაფორმალური მართვისთვის - "არ გამოვრიცხავ, რომ ამ დუეტს მალე ადეიშვილიც შეუერთდეს"

მერაბიშვილი-კეზერაშვილის ამბიციური გეგმები და ბრძოლა ენმ-ის არაფორმალური მართვისთვის - "არ გამოვრიცხავ, რომ ამ დუეტს მალე ადეიშვილიც შეუერთდეს"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილსა და ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილს ენმ-ზე კონტროლის დამყარების მცდელობასა და არაფორმალური მმართველობის სურვილში ადანაშაულებს. მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ ენმ-ს წევრებს პარტიის შიდა არჩევნების დანიშვნა სწორედ დავით კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა "მოათხოვნინეს".

"რა თქმა უნდა, მე ბატონ კეზერაშვილთან მქონდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა, მაგრამ თანამშრომლობა და კონტროლი ორი სხვადასხვა რამ არის, თანამშრომლობის სურვილი პარტიასთან და მისი კონტროლის წადილი ორი სხვადასხვა რამ არის. ამიტომ, როდესაც დავრწმუნდი ამ ადამიანის შემთხვევაში, რომ მას აქვს არც მეტი, არც - ნაკლები, არაფორმალური გავლენის შემოტანის სურვილი, ზოგ შემთხვევაში ჩემი გვერდის ავლით, მე მასთან შევწყვიტე ურთიერთობა" - თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ კეზერაშვილმა "გამოიჩინა ამბიცია, რომ ვიღაც უნდა ყოფილიყო პარტიაში ლიდერად, ვიღაც არ უნდა ყოფილიყო".

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "თანამშრომლობა რას ნიშნავს, გაფინანსებდათ? კეზერაშვილის ფული კარგია და კეზერაშვილი ცუდი?", ნიკა მელია პასუხობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პარტიას აფინანსებდა და არა მას.

  • შეგახსენებთ, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. პარტიას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი - ნონა მამულაშვილი.

როგორც პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტი, ფაქტობრივად, უკვე შემოსულია პოლიტიკაში და ისინი არა მარტო ენმ-ში ცდილობენ გავლენის მოპოვებას, მათი ასპარეზზე გამოჩენა "ქართული ოცნებისთვისაც" მომგებიანია - უნდათ თუ არა, ისინი ორმაგ თამაშს თამაშობენ და მათი ორბიტაზე გამოჩენის მიზანიც და სურვილიც ისაა, რომ თუ ენმ-ში გავლენას ვერ მოიპოვებენ, „ქართულ ოცნებასთან“ მეტ-ნაკლებად დაალაგონ სიტუაცია.

ამასთან, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ამ დუეტს მალე ზურაბ ადეიშვილიც შეუერთდეს.

"ნაციონალური მოძრაობა“, დღესდღეობით, ელექტორალურად ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა. მას აქვს საკმაოდ დიდი გავლენები პოლიტიკურ პროცესებზე არა მარტო ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც. ბუნებრივია, ასეთი პარტიის გამოყენება მრავალი მიმართულებით შეიძლება, პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ მოხდება როგორც კეზერაშვილის, ასევე მერაბიშვილის პოლიტიკური რეანიმაცია. გარდა ამისა, გავლენებისთვის იბრძვის ყველა. იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმატებას მიაღწევს, ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და ძალაუფლების მქონენი გახდებიან. შესაძლოა, მერაბიშვილ-კეზერაშვილი პირველ რიგებში არ გამოჩნდნენ, მაგრამ აუცილებლად იქნება არაფორმალური მართვა გარედან ამ დუეტის მეშვეობით, ანუ დაახლოებით ისეთივე, როგორიც ივანიშვილს აქვს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ გარკვეული დროის შემდეგ მათ ზურაბ ადეიშვილიც შეუერთდეს და ისევე, როგორც დღეს „ქართულ ოცნებაშია“, ეს ფუნქციები ამ ტრიომ გადაინაწილოს და თვითონ არ გამოჩნდნენ წინა პლანზე.

ეს არის მათთვის ყველაზე უკეთესი ვარიანტი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ხაბეიშვილი არ უარყოფს, რომ ერთიც და მეორეც მისი მხარდამჭერია, როგორც ჩანს, ისინი ხაბეიშვილის კამპანიას აფინანსებენ, ყოველ შემთხვევაში, მერაბიშვილი პირდაპირ არის ჩართული ამ პოლიტიკურ პროცესებში და, ფაქტობრივად, ისინი წარმართავენ კამპანიას. ხაბეიშვილი გამოდის და ახმოვანებს იმას, რასაც ისინი, ან მათ მიერ შექმნილი ჯგუფი მოიფიქრებს. ამასთანავე, არის მეორე ვარიანტიც - „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ უკვე რეალურად დაშლილია, პარტია ორ ჯგუფად რომ გაიყოფა, ეს ფაქტია. კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა ამ შემთხვევაში მიაღწიეს იმას, რომ თუ ხაბეიშვილი ვერ გაიმარჯვებს, პარტიის გაყოფის შემდეგ, ისინი გახდებიან აქტიური მონაწილენი ქართული პოლიტიკის იმ ნაწილში, სადაც ხაბეიშვილი იქნება. როგორ გაიყოფა პარტია ელექტორალურად, ცოტა ძნელი სათქმელია. პირველი, რაც ამ პროცესმა კეზერაშვილსა და მერაბიშვილს მოუტანათ, ის არის, რომ, ფაქტობრივად, დაიწყო მათი პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლა.

მათ პოლიტიკა კი არა, გავლენა აინტერესებთ (ისევე, როგორც ივანიშვილს) და ექნებათ კიდეც. როცა მერაბიშვილი პრემიერი იყო, ის მაშინაც არ დარბოდა ტელევიზიებში და ტელეეკრანებზე თავის მოწონებით და მახვილსიტყვაობით არ იკლავდა თავს, ისევე, როგორც კეზერაშვილი და ადეიშვილი, სხვათა შორის. ეს ის ხალხია, რომელსაც კულისებიდან მართვა უყვართ. აქ არის მეორე ფაქტორი - ხაბეიშვილი თუ გაიმარჯვებს, პარტია თუ ორად გაიყოფა, მაგრამ პარტიის ძირითად ნაწილს თუ ხაბეიშვილი უთავმჯდომარებს, ეს მთლად კომფორტულ სიტუაციაში ჩააყენებს „ქართულ ოცნებას“ ზუსტად იმიტომ, რატომაც სააკაშვილი მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ „დასვენებას“ ურჩევდა. ასეთ შემთხვევაში, ამ გუნდის დისკრედიტირება „ქართული ოცნების“ მხრიდან გაცილებით ადვილი იქნება.

ფაქტობრივად, ისინი უკვე შემოსულები არიან პოლიტიკაში და არა მარტო ენმ-ში ცდილობენ გავლენის მოპოვებას. მათი ასპარეზზე გამოჩენა „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანია, ვინაიდან, უნდათ თუ არა, ორმაგ თამაშს თამაშობენ - „ქართული ოცნების“ თამაშსაც და თავის პარტიაში გავლენა თუ ექნებათ, ამას რა სჯობს. ფაქტები არ მაქვს და რეალური ვითარებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომ ისინი გარიგებულნი არიან ივანიშვილთან, მაგრამ ფაქტია, რომ მათი აქტიურობა ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“ და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი ორბიტაზე გამოჩენის მიზანიც და სურვილიც ისაა, რომ თუ ენმ-ში გავლენას ვერ მოიპოვებენ, „ქართულ ოცნებასთან“ მეტ-ნაკლებად დაალაგონ სიტუაცია.

დაიშლება თუ არა დომინანტი ოპოზიციური პარტია (რასაც „ქართული ოცნება“ წინასწარმეტყველებს), პოლიტოლოგის აზრით, ენმ-ს ერთიანობის შენარჩუნება თითქმის წარმოუდგენელია და როგორც ამბობს, ამას ქართულ პოლიტიკაში გარკვეული სიკეთეების მოტანაც შეუძლია.

"ამ პიარით და ერთმანეთისთვის ძველი ამბების გახსენებითა და კომპრომატების გამოქვეყნებით „ნაციონალური მოძრაობა“ იმ დონეზეა მისული, რომ თითქმის გამორიცხულია, მათ ერთად გააგრძელონ თანაცხოვრება და საქმიანობა. კარგი იქნება ეს, თუ ცუდი, ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი ჯერ მაინც არ არის ჩამოყალიბებული და ერთიანობას თუ ვერ ინარჩუნებენ, იქნებ დაშლა სჯობდეს კიდეც? - ოპოზიციისა და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ფორმალურად ერთიანობის შენარჩუნებას, ჯობია პარტია გაიყოს, რადგან გაყოფის შემთხვევაში, ოპოზიციურ ფლანგზე ახალი რეალობა შეიქმნება - აღარ იქნება ერთი დომინანტი, მინიმუმ, იქნება ორი ნახევარ-ნახევარი პარტია და როგორი პროპორციითაც არ უნდა გაიყოს, დარწმუნებული ვარ, რომ 5%-იან ბარიერს ორივე მხარე გადალახავს. მეორე თემაა ის, რომ ამან შეიძლება ოპოზიციურ სპექტრში ახალი რეალობა შექმნას - ხელი შეუწყოს ოპოზიციის ჩამოყალიბებას. ოპოზიცია დღეს ხომ ფაქტობრივად, ფრაგმენტირებულია და იქნებ მოხდეს მისი ჩამოყალიბება, რაღაც ჯგუფების გამსხვილება და შეიქმნას უფრო რეალური პოლიტიკური სპექტრი. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობის შენარჩუნება უკვე თითქმის წარმოუდგენელია“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.