კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება არესტოვიჩი მის გარშემო აგორებულ სკანდალს - პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ბოდიშს იხდის, რადაში კი მის გადადგომას ითხოვენ
როგორ ეხმაურება არესტოვიჩი მის გარშემო აგორებულ სკანდალს - პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ბოდიშს იხდის, რადაში კი მის გადადგომას ითხოვენ

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩე­ველ­მა, ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­მა მის გან­ცხა­დე­ბას დნიპ­რო­ში რუ­სუ­ლი რა­კე­ტის უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მით ჩა­მოგ­დე­ბის შე­სა­ხებ სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა უწო­და.

გან­ცხა­დე­ბის ირ­გვლივ ატე­ხი­ლი სკან­და­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას მან გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დაგ­მო­ბის ასე­თი ტალ­ღა შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ძლი­ე­რი და­ძა­ბუ­ლო­ბით, ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყოს ბო­ტე­ბის ქსე­ლის მიერ. მისი თქმით, ეს არის სა­ინ­ფორ­მა­ციო ოპე­რა­ცია, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცია რუ­სებ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს.

არეს­ტო­ვიჩ­მა მო­უ­ბო­დი­შა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მისი სი­ტყვე­ბით და­ზა­რალ­და.

"მინ­და, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო და­ღუ­პულ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­გობ­რებს. ასე­ვე ყვე­ლა უკ­რა­ი­ნელ­სა და არა­უკ­რა­ი­ნელს, რო­მელ­საც ჩემი სი­ტყვე­ბი ასე­ვე შე­ე­ხო“, - გა­ნა­ცხა­და არეს­ტო­ვიჩ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 14 იან­ვარს რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ქა­ლაქ დნიპ­რო­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. X-22 ტი­პის რა­კე­ტამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო ჩა­მო­ან­გრია, რა­საც, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 40-მდე ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის 3 ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რა­კე­ტა, რო­მე­ლიც სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს მოხ­ვდა, უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ ჩა­მო­აგ­დო და და­ცე­მი­სას აფეთ­ქდა.

  • უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა ოლექ­სი გონ­ჩა­რენ­კომ გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩევ­ლის გა­და­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვე­ბენ.

გონ­ჩა­რენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, რა­დას რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­მა უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს მი­მარ­თა, რად­გან არეს­ტო­ვი­ჩის გან­ცხა­დე­ბა "სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტის კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლებს”.

"დროა არეს­ტო­ვი­ჩი გა­დად­გეს. ჩვენ სხვა სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტებ­თან ერ­თად ვაგ­რო­ვებთ ხელ­მო­წე­რებს პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის სკან­და­ლუ­რი მრჩევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. რა უნდა გა­ა­კე­თოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ?

1. არეს­ტო­ვი­ჩი უნდა წა­ვი­დეს.

2. გა­კეთ­დეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ სამ­ხედ­რო თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით არეს­ტო­ვი­ჩის ფან­ტა­ზი­ებს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის პო­ზი­ცი­ას­თან არ აქვთ კავ­ში­რი.

3. აგ­რეთ­ვე გა­იგ­ზავ­ნა დე­პუ­ტა­ტე­ბის მი­მარ­თვა უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი­სად­მი, რად­გან არეს­ტო­ვი­ჩის ფაბ­რი­კა­ცი­ებს დნიპ­რო­ში ჩვე­ნი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მი­დან სახ­ლის დან­გრე­ვის შე­სა­ხებ არის ის, რაც აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტის კრი­ტე­რი­უმს. ომის დროს ჩვენ ფხიზ­ლად უნდა ვი­ყოთ და არა არეს­ტო­ვი­ჩი­ვით“, – და­წე­რა გონ­ჩა­რენ­კომ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარტოხელა მგელი!
0

რაღაცა ამის გამოხედვა არ "მომწონს"!!!

ლევარსი შუამდინარეთელი
7

"ბოტების ქსელიო" ეს ნაღდად ოცნების ორგანიზებული იქნება :)

ან ეს რა ბოდიშია? უკრაინის მიერ ჩამოგდებული რაკეტა რომ არ დაცემოდა კორპუსს , ტრაგედია არ მოსდებოდაო, მაინც არ ამბობს - ანუ უკრაინელთა ბრალს პრინციპულად არ გამორიცხავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ ეხმაურება არესტოვიჩი მის გარშემო აგორებულ სკანდალს - პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ბოდიშს იხდის, რადაში კი მის გადადგომას ითხოვენ

როგორ ეხმაურება არესტოვიჩი მის გარშემო აგორებულ სკანდალს - პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ბოდიშს იხდის, რადაში კი მის გადადგომას ითხოვენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მის განცხადებას დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ სერიოზული შეცდომა უწოდა.

განცხადების ირგვლივ ატეხილი სკანდალის შესახებ საუბრისას მან განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში დაგმობის ასეთი ტალღა შეიძლება გამოწვეული იყოს საზოგადოებაში არსებული ძლიერი დაძაბულობით, ან ორგანიზებული იყოს ბოტების ქსელის მიერ. მისი თქმით, ეს არის საინფორმაციო ოპერაცია, რომელსაც ოპოზიცია რუსებთან ერთად ახორციელებს.

არესტოვიჩმა მოუბოდიშა იმ ადამიანებს, ვინც მისი სიტყვებით დაზარალდა.

"მინდა, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და მეგობრებს. ასევე ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, რომელსაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც, ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.

  • უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

გონჩარენკოს განცხადებით, რადას რამდენიმე დეპუტატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მიმართა, რადგან არესტოვიჩის განცხადება "სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს აკმაყოფილებს”.

"დროა არესტოვიჩი გადადგეს. ჩვენ სხვა სახალხო დეპუტატებთან ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გათავისუფლების მოთხოვნით. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

1. არესტოვიჩი უნდა წავიდეს.

2. გაკეთდეს ოფიციალური განცხადება, რომ სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით არესტოვიჩის ფანტაზიებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პოზიციასთან არ აქვთ კავშირი.

3. აგრეთვე გაიგზავნა დეპუტატების მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისადმი, რადგან არესტოვიჩის ფაბრიკაციებს დნიპროში ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან სახლის დანგრევის შესახებ არის ის, რაც აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს. ომის დროს ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და არა არესტოვიჩივით“, – დაწერა გონჩარენკომ.