საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტყუილია... ბანკშიც ადამიანები ვმუშაობთ და ჩვენც გვყავს ახლობლები... " - რას პასუხობენ "საქართველოს ბანკიდან" აკა სინჯიკაშვილის ბრალდებას?
"ტყუილია... ბანკშიც ადამიანები ვმუშაობთ და ჩვენც გვყავს ახლობლები... " - რას პასუხობენ "საქართველოს ბანკიდან" აკა სინჯიკაშვილის ბრალდებას?

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტ აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბას პა­სუ­ხობს, რო­მელ­მაც "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი. მისი მტკი­ცე­ბით, ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უსახ­ლკა­რო პირს, რო­მე­ლიც შე­ნო­ბა­ში ღა­მის გა­სა­თე­ვად შე­ვი­და, ისე­თი პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნეს, რომ იქა­უ­რო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ფი­ლი­ალ­ში, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს, რომ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ხუ­ცი ქალი ღა­მით სით­ბო­ში შე­დი­ო­და და იძი­ნებ­და. რა­ღა­ცა სას­წა­უ­ლით გუ­შინ ჯერ სით­ბო გა­მო­ირ­თო ვეს­ტი­ბი­ულ­ში. დღეს ნა­ხეს, რომ ქალი მა­ინც მი­ვი­და, რომ თოვლს მა­ინც მო­რი­დე­ბო­და. ამა­ზეც მო­ი­ფიქ­რეს გა­მო­სა­ვა­ლი და სით­ბოს გა­მორ­თვის გარ­და, ბო­ლომ­დე გა­ღე­ბუ­ლი და­ტო­ვეს კარი, ისე, რომ შიგ­ნით გა­ჩე­რე­ბას აზრი არ ჰქონ­დეს. ამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, მთელს ამ პრო­ცესს ჩემი თვა­ლით ვუ­ყუ­რე, თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ყვე­ლა დი­ა­ლო­გით და ჩემ­თან აზრი არ აქვს იმ დე­ბი­ლო­ბის თქმას, რომ რიგ­რრი­გო­ბით გა­ფუჭ­და ამ ორ დღე­ში ყვე­ლა­ფე­რი. ბებო ამა­ღა­მაც თბი­ლად და­ი­ძი­ნებს და ხვალ სა­ერ­თოდ სას­წა­ულ ამ­ბავს ვუმ­ზა­დებთ. მაგ საქ­ცი­ელს კი ვაბ­შე არა­სო­დეს არა­ფე­რი არ ეშ­ვე­ლე­ბა. ვერ­ცერ­თი ფუ­ლით ვერ იყი­დი ადა­მი­ა­ნო­ბას. ამ­წამ­საც ასეა, შავი ზღვის ქუ­ჩის კვე­თა­ზე. შე­გიძ­ლი­ათ თქვენც შე­ა­მოწ­მოთ. გული მე­რე­ვა ასეთ საქ­ცი­ელ­ზე და ამა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა, მა­გა­ზე მეტი და­ნა­შა­უ­ლია." - წერ­და სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".

"მსგავ­სი სტა­ტუ­სე­ბი არ მჩვე­ვია, მაგ­რამ უნდა დავ­წე­რო. გვა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ, თით­ქოს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჩვენს ფი­ლი­ალს აფა­რებ­და თავს (და რო­მელ­საც თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შეს­თა­ვა­ზეს კი­დეც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი) ძა­ლით შე­ვუქ­მე­ნით ისე­თი პი­რო­ბე­ბი, რომ ფი­ლი­ალ­ში ღამე ვერ გა­ე­თე­ნე­ბი­ნა. ტყუ­ი­ლია. ჩვენ­თვის, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ბან­კშიც ადა­მი­ა­ნე­ბი ვმუ­შა­ობთ და ჩვენც გვყავს ახ­ლობ­ლე­ბი. გან­ზრახ კარი ღია არა­ვის და­უ­ტო­ვე­ბია. მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და მე­ქა­ნიზ­მი. ასე­ვე, ერთ-ერთი კო­მენ­ტა­რის ავ­ტო­რი, რო­მელ­საც სა­მუ­შაო ად­გი­ლად "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" უწე­რია, ტყუ­ის. და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ( ბი­წა­ძე ნანა) არა­თუ მარ­კე­ტინ­გში, სა­ერ­თოდ "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კშიც" კი არ მუ­შა­ობს. ძა­ლი­ან სა­წყე­ნია და რო­გორც ჩანს, სხვე­ბის­თვის მარ­ტი­ვი, ასე ხე­ლა­ღე­ბით და­ა­და­ნა­შა­უ­ლო სხვე­ბი ბო­რო­ტე­ბა­ში" , - და­წე­რა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გუნ­დის უფ­როს­მა ნინო ფო­ფხა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
3

კერძო დაწესებულება არ არის თავშესაფარი. ცოტა ხნით შეიძლება გათბე დავუშვათ, მაგრამ ღამის გათევა არ მიმაჩნია სწორად. ქალაქს თავშესაფარი რამე ექნება, სადაც ქუჩაში დარჩენილს ღამის გათევა შეეძლება. თუ არ გვაქვს ასეთი, მაშინ საზრუნავია რომ გავაკეთოთ 

მუჰამედი
5

ლიბერთი პენსიონერებს ემსახურება.ეგეთი შემთხვევები ბევრია.გასაცოდავებული პენსიონერები გასათბობად შედიან და იყო შემთხვევა სკამები გადამალეს,რომ ფეხზე დიდხანს ვერ გაჩერდებოდნენ....ასე რომ ბანლკების გულცივობა გასაკვირი არააა.მომსახურე პერსონალი არაფერშუაშია....იმათ თავისი გაჭირვება აქვთ კაპიკეპზე მუშაობენ და თავში წამორტყმის მეტი არაფერი უნახავთ ხელმძღვანელობისგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ტყუილია... ბანკშიც ადამიანები ვმუშაობთ და ჩვენც გვყავს ახლობლები... " - რას პასუხობენ "საქართველოს ბანკიდან" აკა სინჯიკაშვილის ბრალდებას?

"ტყუილია... ბანკშიც ადამიანები ვმუშაობთ და ჩვენც გვყავს ახლობლები... " - რას პასუხობენ "საქართველოს ბანკიდან" აკა სინჯიკაშვილის ბრალდებას?

"საქართველოს ბანკის" წარმომადგენელი სამოქალაქო აქტივისტ აკა სინჯიკაშვილის ბრალდებას პასუხობს, რომელმაც "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი. მისი მტკიცებით, ბანკის წარმომადგენლებმა უსახლკარო პირს, რომელიც შენობაში ღამის გასათევად შევიდა, ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ იქაურობა დაეტოვებინა.

"საქართველოს ბანკის ფილიალში, თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მოხუცი ქალი ღამით სითბოში შედიოდა და იძინებდა. რაღაცა სასწაულით გუშინ ჯერ სითბო გამოირთო ვესტიბიულში. დღეს ნახეს, რომ ქალი მაინც მივიდა, რომ თოვლს მაინც მორიდებოდა. ამაზეც მოიფიქრეს გამოსავალი და სითბოს გამორთვის გარდა, ბოლომდე გაღებული დატოვეს კარი, ისე, რომ შიგნით გაჩერებას აზრი არ ჰქონდეს. ამ რამდენიმე დღეში, მთელს ამ პროცესს ჩემი თვალით ვუყურე, თავის თანამშრომლებთან ყველა დიალოგით და ჩემთან აზრი არ აქვს იმ დებილობის თქმას, რომ რიგრრიგობით გაფუჭდა ამ ორ დღეში ყველაფერი. ბებო ამაღამაც თბილად დაიძინებს და ხვალ საერთოდ სასწაულ ამბავს ვუმზადებთ. მაგ საქციელს კი ვაბშე არასოდეს არაფერი არ ეშველება. ვერცერთი ფულით ვერ იყიდი ადამიანობას. ამწამსაც ასეა, შავი ზღვის ქუჩის კვეთაზე. შეგიძლიათ თქვენც შეამოწმოთ. გული მერევა ასეთ საქციელზე და ამაზე თვალის დახუჭვა, მაგაზე მეტი დანაშაულია." - წერდა სინჯიკაშვილი "ფეისბუქში".

"მსგავსი სტატუსები არ მჩვევია, მაგრამ უნდა დავწერო. გვადანაშაულებენ, თითქოს ადამიანს, რომელიც ჩვენს ფილიალს აფარებდა თავს (და რომელსაც თანამშრომლებმა შესთავაზეს კიდეც საცხოვრებელი) ძალით შევუქმენით ისეთი პირობები, რომ ფილიალში ღამე ვერ გაეთენებინა. ტყუილია. ჩვენთვის, "საქართველოს ბანკის" თითოეული თანამშრომლისთვის სრულიად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება. ბანკშიც ადამიანები ვმუშაობთ და ჩვენც გვყავს ახლობლები. განზრახ კარი ღია არავის დაუტოვებია. მწყობრიდან გამოვიდა მექანიზმი. ასევე, ერთ-ერთი კომენტარის ავტორი, რომელსაც სამუშაო ადგილად "საქართველოს ბანკი" უწერია, ტყუის. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ( ბიწაძე ნანა) არათუ მარკეტინგში, საერთოდ "საქართველოს ბანკშიც" კი არ მუშაობს. ძალიან საწყენია და როგორც ჩანს, სხვებისთვის მარტივი, ასე ხელაღებით დაადანაშაულო სხვები ბოროტებაში" , - დაწერა "საქართველოს ბანკის" მედიასთან ურთიერთობის გუნდის უფროსმა ნინო ფოფხაძემ.