საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იურიდიული გორში არ მაქვს დამთავრებული - რაც შეეხება "ვინმეს", არ ვიცი ეს სიტყვა რატომ გამოიყენა სააკაშვილმა, შეიძლება დემენციის ბრალია" - გელა ნიკოლეიშვილი
"იურიდიული გორში არ მაქვს დამთავრებული - რაც შეეხება "ვინმეს", არ ვიცი ეს სიტყვა რატომ გამოიყენა სააკაშვილმა, შეიძლება დემენციის ბრალია" - გელა ნიკოლეიშვილი

გორ­ში ნამ­დვი­ლად არ მაქვს იუ­რი­დი­უ­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი, იუ­რი­დი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი თბი­ლის­ში მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მა­ნამ­დე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს ის­ტო­რი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, წი­თელ დიპ­ლომ­ზე ,- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ად­ვო­კა­ტი გელა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ ვინ­მე გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც გორ­ში იუ­რი­დი­უ­ლი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, არ ენ­დო­ბა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ნევ­რო­ლოგს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მან არ იცის სი­ტყვა „ვინ­მე“ რა­ტომ გა­მო­ი­ყე­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით წლე­ბის წინ,რო­დე­საც მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და, „ვინ­მე“ არას­დროს უხ­სე­ნე­ბია.

„დღეს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­ნუ­ცხა­დე­ბია, რომ ვინ­მე გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც გორ­ში იუ­რი­დი­უ­ლი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, არ ენ­დო­ბა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ნევ­რო­ლოგ­სო. არ ვიცი ვინ უთხრა ეს ინ­ფორ­მა­ცია. გორ­ში ნამ­დვი­ლად არ მაქვს იუ­რი­დი­უ­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თბი­ლის­ში მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი. მა­ნამ­დე მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, წი­თელ დიპ­ლომ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ტყვა „ვინ­მეს“. არ ვიცი ეს სი­ტყვა რა­ტომ გა­მო­ი­ყე­ნა. შე­იძ­ლე­ბა, დე­მენ­ცი­ის ბრა­ლია, მაგ­რამ დიდი ხნის წინ მქონ­და მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და კარ­გად იცის, ვინ ვარ. რო­დე­საც ის მსა­ხუ­რობ­და კგბ-ს ჯა­რებ­ში, იმ დროს მე ვი­ჯე­ქი კგბ-ს ცი­ხე­ში ან­ტი­საბ­ჭო­თა აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დის­თვის. შემ­დე­გაც, რო­დე­საც მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და „ვინ­მე“ არას­დროს უხ­სე­ნე­ბია. ეს, რაც შე­ე­ხე­ბა მის რეპ­ლი­კას თუ აგ­დე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

რა თქმა უნდა,მე ნევ­რო­ლოგს, ნევ­რო­ლო­გი­ის სა­კი­თხებ­ში არას­დროს შე­ვე­და­ვე­ბი. სხვა რა­მე­ზე იყო ლა­პა­რა­კი“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა დღეს სა­კუ­თარ „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე და­წე­რა, ვინ­მე გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც გორ­ში იუ­რი­დი­უ­ლი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, არ ენ­დო­ბა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ნევ­რო­ლოგს.

„ვინ­მე ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი ეუბ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ნევ­რო­ლოგს, რომ არ ვენ­დო­ბი შენს დი­აგ­ნოზ­სო, ოღონდ ამ ნი­კო­ლა­იშ­ვილს გო­რის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლად, გე­ნი­ოს ლა­ჰანს (რო­მე­ლიც 12 წლის ასაკ­ში გახ­და სტუ­დენ­ტი, და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ამე­რი­კის ყვე­ლა მთა­ვა­რი ჯილ­დო­თი) ეკა­მა­თე­ბა მე­დი­ცი­ნა­ზე.

„ყვე­ლა­ფე­რი ეს სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბო­და, საქ­მე რომ არ გვქონ­დეს მკვლე­ლო­ბის სცე­ნარ­თან და ურთქმე­ლი­ძე არ იყოს ცივ­სის­ხლი­ა­ნი მკვლე­ლო­ბის კლა­სი­კუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მსგავ­სი სუ­ბი­ექ­ტე­ბის გლო­ბა­ლუ­რი „მაგ­ნიტსკის სი­ა­ში“ ჩარ­თვას, მე მო­ვუ­წო­დებ ამ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ვი­ნა­ი­დან ეს არაა პარ­ტი­უ­ლი სა­კი­თხი”, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
1

მიშა ამაყობდა გორელებთან, ჩემი წინაპრები გორიდან იყვნენო და ახლა გორში სწავლა გოიმობაა? 

ra
43

რა კარგი ადამიანი იყი გელა და როგორ გაფუჭდა ქოცი რომ გახდა. როგორც კახიშვილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"იურიდიული გორში არ მაქვს დამთავრებული - რაც შეეხება "ვინმეს", არ ვიცი ეს სიტყვა რატომ გამოიყენა სააკაშვილმა, შეიძლება დემენციის ბრალია" - გელა ნიკოლეიშვილი

"იურიდიული გორში არ მაქვს დამთავრებული - რაც შეეხება "ვინმეს", არ ვიცი ეს სიტყვა რატომ გამოიყენა სააკაშვილმა, შეიძლება დემენციის ბრალია" - გელა ნიკოლეიშვილი

გორში ნამდვილად არ მაქვს იურიდიული დამთავრებული, იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი თბილისში მაქვს დამთავრებული. მანამდე დამთავრებული მაქვს ისტორიული ფაკულტეტი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, წითელ დიპლომზე ,- ასე გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომ ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან არ იცის სიტყვა „ვინმე“ რატომ გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით წლების წინ,როდესაც მასთან კომუნიკაცია ჰქონდა, „ვინმე“ არასდროს უხსენებია.

„დღეს, მიხეილ სააკაშვილის განუცხადებია, რომ ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგსო. არ ვიცი ვინ უთხრა ეს ინფორმაცია. გორში ნამდვილად არ მაქვს იურიდიული დამთავრებული, თბილისში მაქვს დამთავრებული იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი. მანამდე მაქვს დამთავრებული ისტორიული ფაკულტეტი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, წითელ დიპლომზე.

რაც შეეხება სიტყვა „ვინმეს“. არ ვიცი ეს სიტყვა რატომ გამოიყენა. შეიძლება, დემენციის ბრალია, მაგრამ დიდი ხნის წინ მქონდა მასთან კომუნიკაცია და კარგად იცის, ვინ ვარ. როდესაც ის მსახურობდა კგბ-ს ჯარებში, იმ დროს მე ვიჯექი კგბ-ს ციხეში ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის. შემდეგაც, როდესაც მასთან ურთიერთობა მქონდა „ვინმე“ არასდროს უხსენებია. ეს, რაც შეეხება მის რეპლიკას თუ აგდებულ განცხადებას.

რა თქმა უნდა,მე ნევროლოგს, ნევროლოგიის საკითხებში არასდროს შევედავები. სხვა რამეზე იყო ლაპარაკი“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა, ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს.

„ვინმე ნიკოლაიშვილი ეუბნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს, რომ არ ვენდობი შენს დიაგნოზსო, ოღონდ ამ ნიკოლაიშვილს გორის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პრაქტიკულად, გენიოს ლაჰანს (რომელიც 12 წლის ასაკში გახდა სტუდენტი, დაჯილდოებულია ამერიკის ყველა მთავარი ჯილდოთი) ეკამათება მედიცინაზე.

„ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი.

რაც შეეხება მსგავსი სუბიექტების გლობალური „მაგნიტსკის სიაში“ ჩართვას, მე მოვუწოდებ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან ეს არაა პარტიული საკითხი”, - წერს სააკაშვილი.

ნახეთ ასევე: