საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალიფორნიის ვარსკვლავური დასახლება საფრთხეშია - მონტესიტოში, სადაც პრინცი ჰარი, მეგან მარკლი, ელენი და სხვები  ცხოვრობენ, ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო ევაკუაცია გამოცხადდა
კალიფორნიის ვარსკვლავური დასახლება საფრთხეშია - მონტესიტოში, სადაც პრინცი ჰარი, მეგან მარკლი, ელენი და სხვები  ცხოვრობენ, ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის საყ­ვა­რელ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს, კა­ლი­ფორ­ნი­ას, ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი და მე­წყე­რი და­ა­ტყდა თავს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მონ­ტე­სი­ტოს მა­ცხოვ­რე­ბელ­თა ევა­კუ­ა­ცია მო­ი­თხო­ვა, რად­გან ზღვის სა­ნა­პი­როს­თან მდე­ბა­რე ამ მდიდ­რულ და­სახ­ლე­ბას წყალ­დი­დო­ბის და ღვარ­ცო­ფის სა­შიშ­რო­ე­ბა ემუქ­რე­ბა.

ევა­კუ­ა­ცი­ის ზო­ნა­ში მოხ­ვდა პრინც ჰა­რის და მე­გან მარ­კლის, ოპრა უინფრი­სა და ელენ დე­ჯე­ნე­რე­სის სახ­ლე­ბი. მონ­ტე­სი­ტო­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვა 5 წლის წი­ნაც იყო. მა­შინ მე­წყერ­მა 23 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა და მდი­და­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის 100-მდე სახ­ლი გა­ა­ნად­გუ­რა.

პრინ­ცი ჰარი და მისი მე­უღ­ლე, მე­გან მარ­კლი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან წას­ვლის შემ­დეგ, 2020 წელს მონ­ტე­სი­ტო­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. აქ აგ­რეთ­ვე ცხოვ­რობს ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი, გვი­ნეტ პელტროუ და ადამ ლე­ვი­ნი.

ელენ დე­ჯე­ნე­რეს­მა "ტვი­ტერ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო წყალ­დი­დო­ბა.

"უფრო კე­თილ­შო­ბი­ლუ­რად უნდა მო­ვე­პყრათ ბუ­ნე­ბას, რად­გან ის უკ­მა­ყო­ფი­ლოა ჩვე­ნით. მო­დით, ყვე­ლამ ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი გა­ვა­კე­თოთ. უსაფრ­თხო­ე­ბას გი­სურ­ვებთ", - ამ­ბობს ელე­ნი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­ფა­სე­ბით, მონ­ტე­სი­ტო­ში ძლი­ე­რი წვი­მა მომ­დევ­ნო დღე­ებ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

"სულ რა­ღაც 2 სა­ა­თის წინ ხა­ფან­გში აღ­მოვ­ჩნდი. ერთ მხა­რეს ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე იყო, მე­ო­რე მხა­რეს კი ღვარ­ცო­ფი",- ამ­ბობს ჯე­ი­მი მაკ­ლი­დი, მონ­ტე­სი­ტოს ერთ-ერთი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­რიშ­ხლის გამო 14 ადა­მი­ა­ნია აღ­ნი­შულ და­სახ­ლე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი.

რე­გი­ო­ნის სხვა ნა­წი­ლებ­ში კი­დევ და­ახ­ლო­ე­ბით 32 000 მა­ცხოვ­რე­ბელ­ზე გა­ი­ცა ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბა. აგ­რეთ­ვე, ჩრდი­ლო­ეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის რამ­დე­ნი­მე სკო­ლა და­ი­ხუ­რა და საკ­რა­მენ­ტო­ში ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sunny Island
0

ლოს ანჯელესში,მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა,ქუჩაში მდინარესავით მოედინებოდა წყალი, ასეთი ამინდი არ მახსენდება საერთოდ თუ იყო

 

 

ვახო
5

გადმოდით ხაშურში მშვენიერი ამინდია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კალიფორნიის ვარსკვლავური დასახლება საფრთხეშია - მონტესიტოში, სადაც პრინცი ჰარი, მეგან მარკლი, ელენი და სხვები  ცხოვრობენ, ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

კალიფორნიის ვარსკვლავური დასახლება საფრთხეშია - მონტესიტოში, სადაც პრინცი ჰარი, მეგან მარკლი, ელენი და სხვები  ცხოვრობენ, ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ცნობილი ადამიანების საყვარელ საცხოვრებელ ადგილს, კალიფორნიას, ძლიერი ქარიშხალი და მეწყერი დაატყდა თავს. ხელისუფლებამ მონტესიტოს მაცხოვრებელთა ევაკუაცია მოითხოვა, რადგან ზღვის სანაპიროსთან მდებარე ამ მდიდრულ დასახლებას წყალდიდობის და ღვარცოფის საშიშროება ემუქრება.

ევაკუაციის ზონაში მოხვდა პრინც ჰარის და მეგან მარკლის, ოპრა უინფრისა და ელენ დეჯენერესის სახლები. მონტესიტოში მსგავსი შემთხვევა 5 წლის წინაც იყო. მაშინ მეწყერმა 23 ადამიანი იმსხვერპლა და მდიდარი საზოგადოების 100-მდე სახლი გაანადგურა.

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ, 2020 წელს მონტესიტოში გადავიდნენ საცხოვრებლად. აქ აგრეთვე ცხოვრობს ჯენიფერ ენისტონი, გვინეტ პელტროუ და ადამ ლევინი.

ელენ დეჯენერესმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო წყალდიდობა.

"უფრო კეთილშობილურად უნდა მოვეპყრათ ბუნებას, რადგან ის უკმაყოფილოა ჩვენით. მოდით, ყველამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. უსაფრთხოებას გისურვებთ", - ამბობს ელენი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Montecito is under mandatory evacuation. We are on higher ground so they asked us to shelter in place. Please stay safe everyone. <a href="https://t.co/7dv5wfNSzG">pic.twitter.com/7dv5wfNSzG</a></p>&mdash; Ellen DeGeneres (@EllenDeGeneres) <a href="https://twitter.com/EllenDeGeneres/status/1612591946635284480?ref_src=twsrc%5Etfw">January 9, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურის შეფასებით, მონტესიტოში ძლიერი წვიმა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

"სულ რაღაც 2 საათის წინ ხაფანგში აღმოვჩნდი. ერთ მხარეს ადიდებული მდინარე იყო, მეორე მხარეს კი ღვარცოფი",- ამბობს ჯეიმი მაკლიდი, მონტესიტოს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ბოლო ინფორმაციით, ქარიშხლის გამო 14 ადამიანია აღნიშულ დასახლებაში გარდაცვლილი.

რეგიონის სხვა ნაწილებში კიდევ დაახლოებით 32 000 მაცხოვრებელზე გაიცა ევაკუაციის ბრძანება. აგრეთვე, ჩრდილოეთ კალიფორნიის რამდენიმე სკოლა დაიხურა და საკრამენტოში ათიათასობით ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა