მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სასწრაფოს გამოძახების საშუალება არ მისცა" - მკვლელობისთვის დაკავებულ სამართალდამცავს ბრალი წარედგინა: რა მოხდა დანაშაულის ადგილას
"ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სასწრაფოს გამოძახების საშუალება არ მისცა" - მკვლელობისთვის დაკავებულ სამართალდამცავს ბრალი წარედგინა: რა მოხდა დანაშაულის ადგილას

პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, ალექ­სან­დრე შე­ყე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შსს-ს კად­რე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­შრო­მელს, გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა სა­სა­მარ­თლოს და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის, იძუ­ლე­ბის, მუ­ქა­რის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 8 იან­ვარს, ქ. თბი­ლის­ში, მი­რი­ან მე­ფის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში, ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ მყოფ­მა გ.მ.-მ, ნა­ხევ­რად ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან იმა­ვე ბი­ნა­ში მყოფ ა.შ.-ს ფე­ხის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, ხოლო დ.ლ.-ს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ერთ-ერთ და­ზა­რა­ლე­ბულს ა.შ.-ს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

გ.მ.-ს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა), 118-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა), 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (იძუ­ლე­ბა), 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მუ­ქა­რა) და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, ტა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-და 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანჩო
0

თუ სინდისი აწუხებს ადვოკატი არც უნდა აიყვანოს და აღიაროს დანაშაული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სასწრაფოს გამოძახების საშუალება არ მისცა" - მკვლელობისთვის დაკავებულ სამართალდამცავს ბრალი წარედგინა: რა მოხდა დანაშაულის ადგილას

"ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სასწრაფოს გამოძახების საშუალება არ მისცა" - მკვლელობისთვის დაკავებულ სამართალდამცავს ბრალი წარედგინა: რა მოხდა დანაშაულის ადგილას

პროკურატურამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება სასამართლოს დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

“საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, იძულების, მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 იანვარს, ქ. თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ.მ.-მ, ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან იმავე ბინაში მყოფ ა.შ.-ს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთ დაზარალებულს ა.შ.-ს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია განცხადებაში.