საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩილეში მშობიარობა - უვიზო მიმოსვლის "ბილეთი" აშშ -სა და კიდევ 170-მდე სახელმწიფოში: რას ჰყვება ქართველი ბლოგერი, რომლის შვილიც სამხრეთამერიკულ ქვეყანაში დაიბადა?
ჩილეში მშობიარობა - უვიზო მიმოსვლის "ბილეთი" აშშ -სა და კიდევ 170-მდე სახელმწიფოში: რას ჰყვება ქართველი ბლოგერი, რომლის შვილიც სამხრეთამერიკულ ქვეყანაში დაიბადა?

ბლო­გე­რი გი­ორ­გი გო­გეშ­ვი­ლი "პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს" უყ­ვე­ბა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს მან და მის­მა მე­უღ­ლემ, რომ მათი შვი­ლი ჩი­ლე­ში და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო. სამ­ხრე­თა­მერ­კუ­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, რო­გორც შან­სი აშშ-სა და კი­დევ 170-მდე ქვე­ყა­ნა­ში ლე­გა­ლუ­რად და უსაფრ­თხოდ გა­სამ­გზავ­რებ­ლად.

გი­ორ­გი გო­გეშ­ვილი:

"ჩი­ლე­ში მშო­ბი­ა­რო­ბა არის ნაკ­ლე­ბად სტრე­სუ­ლი და გაძ­ლევს იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუ მოგ­ზა­უ­რო­ბა გიყ­ვარს ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში გაქვს სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა გა­და­წყვე­ტი­ლი. რო­დე­საც გა­ვი­გეთ, რომ მე და ჩემი მე­უღ­ლე ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბო­დით, და­ვი­წყეთ ფიქ­რი იმა­ზე, სად გაგ­ვე­ჩი­ნა, რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბო­და ისე­თი, სა­დაც ბავ­შვის მო­მა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და პერ­სპექ­ტი­უ­ლი.

ჩემ­მა მე­უღ­ლემ ნახა, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ჩი­ლეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იძ­ლე­ვა. ბავ­შვს აქვს ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. შე­დე­გად შეგ­ვიძ­ლია დიდი რვი­ა­ნის ქვეყ­ნებ­ში, კა­ნა­და­ში, აშშ-ში და ია­პო­ნი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა.

ბავ­შვი ჩი­ლეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო პას­პორ­ტს ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ბა­დე­ბი­დან 7-8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებს, მარ­ტი­ვად ხდე­ბი­ან ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მშობ­ლე­ბიც.

ჩი­ლე­ში მშო­ბი­ა­რო­ბის მიზ­ნით ჩას­ვლა ლე­გა­ლუ­რია. ამას არ სჭირ­დე­ბა მუც­ლის და­მალ­ვა, მე­სა­ზღვრის მო­ტყუ­ე­ბა.

სამ­შო­ბი­ა­რო ტუ­რებს რამ­დე­ნი­მე უცხო­უ­რი კომ­პა­ნია ბევ­რი წე­ლია ახორ­ცი­ე­ლებს, მათ შო­რის ჩაჰ­ყავთ ხალ­ხი აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან, თურ­ქე­თი­დან და ა.შ. იქ გა­ვი­ცა­ნით ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამ კომ­პა­ნი­ე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო და 40-50 ათა­სი დო­ლა­რი და­უჯ­დათ. ჩვენ თა­ვად დავ­გეგ­მეთ და 20 ათას დო­ლა­რამ­დე დაგ­ვიჯ­და ორი­ვეს, ამა­ში შე­დის სამი თვე ჩი­ლე­ში ცხოვ­რე­ბა.

ჩვენ გვქონ­და ენის ბა­რი­ე­რი, მაგ­რამ რო­დე­საც სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რით მი­დი­ხარ, მათ პა­კეტ­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­დის, მათ შო­რის თარ­ჯი­მა­ნიც..."

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟურნალისტებს
0

,,ბევრი წელი" ქართულად სწორი არ არის

დიდი ხანი-აი ეს არის სწორი😠

.
1

გასაგებია რომ ბვშვების და თავის მომავალზეც ფიქრობენ, მაგრამ არ შეიძლება რომ აქაურობის მოწესრიგებაზე ვიფიქროთ და თავისივე სამშობლოში შევუქმნათ პერსპექტიული მომავალი ჩვენს შვილებს? თუ ჯობია რომ ჩვენ აქედან გადავშენდეთ და ვიღაცეებს დავუთმოთ ჩვენი ქვეყანა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჩილეში მშობიარობა - უვიზო მიმოსვლის "ბილეთი" აშშ -სა და კიდევ 170-მდე სახელმწიფოში: რას ჰყვება ქართველი ბლოგერი, რომლის შვილიც სამხრეთამერიკულ ქვეყანაში დაიბადა?

ჩილეში მშობიარობა - უვიზო მიმოსვლის "ბილეთი" აშშ -სა და კიდევ 170-მდე სახელმწიფოში: რას ჰყვება ქართველი ბლოგერი, რომლის შვილიც სამხრეთამერიკულ ქვეყანაში დაიბადა?

ბლოგერი გიორგი გოგეშვილი "პალიტრავიდეოს" უყვება, რატომ გადაწყვიტეს მან და მისმა მეუღლემ, რომ მათი შვილი ჩილეში დაბადებულიყო. სამხრეთამერკული ქვეყნის მოქალაქეობა, როგორც შანსი აშშ-სა და კიდევ 170-მდე ქვეყანაში ლეგალურად და უსაფრთხოდ გასამგზავრებლად.

გიორგი გოგეშვილი:

"ჩილეში მშობიარობა არის ნაკლებად სტრესული და გაძლევს იმ შესაძლებლობას, თუ მოგზაურობა გიყვარს ან სხვა ქვეყანაში გაქვს სამუშაოდ წასვლა გადაწყვეტილი. როდესაც გავიგეთ, რომ მე და ჩემი მეუღლე ბავშვს ველოდებოდით, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, სად გაგვეჩინა, რომელი ქვეყანა იქნებოდა ისეთი, სადაც ბავშვის მომავალი იქნებოდა პერსპექტიული.

ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ ამის შესაძლებლობას ჩილეს კანონმდებლობა იძლევა. ბავშვს აქვს ასევე საქართველოს მოქალაქეობა. შედეგად შეგვიძლია დიდი რვიანის ქვეყნებში, კანადაში, აშშ-ში და იაპონიაში მოგზაურობა.

ბავშვი ჩილეს მოქალაქეობას და საერთაშორისო პასპორტს ავტომატურად დაბადებიდან 7-8 დღის განმავლობაში იღებს, მარტივად ხდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეები მშობლებიც.

ჩილეში მშობიარობის მიზნით ჩასვლა ლეგალურია. ამას არ სჭირდება მუცლის დამალვა, მესაზღვრის მოტყუება.

სამშობიარო ტურებს რამდენიმე უცხოური კომპანია ბევრი წელია ახორციელებს, მათ შორის ჩაჰყავთ ხალხი აფრიკის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, თურქეთიდან და ა.შ. იქ გავიცანით ხალხი, რომელიც ამ კომპანიების ჩამოყვანილი იყო და 40-50 ათასი დოლარი დაუჯდათ. ჩვენ თავად დავგეგმეთ და 20 ათას დოლარამდე დაგვიჯდა ორივეს, ამაში შედის სამი თვე ჩილეში ცხოვრება.

ჩვენ გვქონდა ენის ბარიერი, მაგრამ როდესაც სამოგზაურო ტურით მიდიხარ, მათ პაკეტში ყველაფერი შედის, მათ შორის თარჯიმანიც..."