მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშობაო ბაზრობა თბილისში და ყველაზე გემრიელი ადგილი ორბელიანზე
საშობაო ბაზრობა თბილისში და ყველაზე გემრიელი ადგილი ორბელიანზე

რა შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა­ზე უფრო ჯა­დოს­ნუ­რი, ზღაპ­რუ­ლი, მიმ­ზიდ­ვე­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი? სწო­რედ აქ იღებ ნა­თელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, იძი­რე­ბი ემო­ცი­ე­ბის ზღვა­ში და თავს პა­ტა­რა ბავ­შვად გრძნობ, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ სჯე­რა მა­გი­ის.

წელს, ნამ­დვილ ახა­ლი წლის გან­წყო­ბას ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე შე­იგ­რძნობთ! საკ­მა­ოდ დიდი ტე­რი­ტო­რია ნამ­დვილ სა­შო­ბაო სოფ­ლა­დაა ქცე­უ­ლი. ცას ფე­რა­დი გა­ნა­თე­ბე­ბი ანა­თებს, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სული და ბევ­რი ხალ­ხი ტრი­ა­ლებს გარ­შე­მო. ლა­მა­ზი შე­ნო­ბე­ბი მხი­ა­რუ­ლი სა­შო­ბაო სცე­ნე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

გლინტვე­ი­ნის და შემ­წვა­რი სო­სი­სე­ბის, დაბ­რა­წუ­ლი წაბ­ლის და სხვა, გემ­რი­ე­ლი არო­მა­ტე­ბი ტრი­ა­ლებს ჰა­ერ­ში, ისი­ნი აქ, ღია ცე­ცხლზე იწ­ვე­ბა!

რო­დე­საც რა­ი­მე ახა­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნი შე­მო­დის ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­გლი­სუ­რი სა­ხე­ლით, ჩვენ მას ყვე­ლა­ზე ხში­რად წარ­მო­ვად­გენთ, რო­გორც რა­ღაც სრუ­ლი­ად ახალ და, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვეს. თუმ­ცა, ხში­რად, ის უბ­რა­ლოდ საკ­მა­ოდ მი­ვი­წყე­ბუ­ლი ძვე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც ადრე არ­სე­ბობ­და ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ქუ­ჩის საკ­ვებ­ზე, რო­მელ­საც დღეს სა­ყო­ველ­თა­ოდ Street Food-ით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ!

სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა­ზე Street Food-ის უამ­რა­ვი არ­ჩე­ვა­ნია: ბურ­გე­რე­ბი, სენდვი­ჩე­ბი, სარ­დე­ლე­ბი, სო­სი­სე­ბი – აქ ხინ­კალ­საც კი და­ა­გე­მოვ­ნებთ. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე კარ­გად ნაც­ნო­ბია ჩვენ­თვის. ჩემი ყუ­რა­დღე­ბა ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბულ­მა საკ­ვებ­მა მი­ი­პყრო. “გუნ­დას” ჯი­ხურ­ში წარ­მოდ­გე­ნილ­მა მე­ნი­უმ, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლე­ბით, და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე და­მა­ინ­ტე­რე­სა და არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ “გუნ­და­ზე” შე­ვა­ჩე­რე.

“კო­ტო­რი”, “ჭლაკ­ვი­ა­ნი”, “ლუკვნე” და სხვა, სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ლებ­მა ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად მი­მახ­ვედ­რა, რომ საქ­მე რა­ღაც ძველ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებ­თან მქონ­და. “გუნ­და” აღ­მოჩ­ნდა არ­ტი­ზა­ნუ­ლი სა­ხა­ჭა­პუ­რე. “გუნ­დას” ჯგუფ­მა მო­იკ­ვლია და შე­აგ­რო­ვა ძვე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ხა­ჭა­პუ­რის რე­ცეპ­ტე­ბი და ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი, ხა­ჭა­პუ­რის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­სი­ე­ბი გა­ა­ცო­ცხლა.

“ჭლაკ­ვი­ა­ნის” და “ლუკვნეს” და­გე­მოვ­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. რო­გორც “გუნ­დას” მცხო­ბელ­მა მი­თხრა, ჭლაკ­ვი­ა­ნი არის სვა­ნუ­რი ხა­ჭა­პუ­რი, რო­მე­ლიც კეთ­დე­ბა ნარჩვის ყვე­ლით და ემა­ტე­ბა ვე­ლუ­რი მწვა­ნე ხახ­ვი, რო­მელ­საც სვა­ნე­ბი ეძა­ხი­ან ჭლაკვს და ყველ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია. სა­ხე­ლიც აქე­დან მო­დის. “ლუკვნეც” სვა­ნუ­რი ხა­ჭა­პუ­რია, რო­მე­ლიც კეთ­დე­ბა ყვე­ლით, ფეტვი­თა და კა­ნა­ფის ზე­თით. ცომი ორი­ვეს აქვს უსა­ფუ­ა­რო, თხე­ლი და სა­ოც­რად გემ­რი­ე­ლი.

ორი­ვე იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო და უც­ნა­უ­რად გემ­რი­ე­ლია, რომ უბ­რა­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც გა­სინ­ჯო და გემო გა­უ­გო ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­სულს.

პა­ტა­რა ხის სახ­ლებ­ში უამ­რა­ვი ქარ­თუ­ლი ბრენ­დის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აქ ნა­ხავთ არო­მა­ტუ­ლი სან­თლე­ბის ჯი­ხურს, ნაძ­ვის ხის ხელ­ნა­კეთ სა­თა­მა­შო­ებს, ხელ­ნა­კეთ ნივ­თებ­სა და სამ­კა­ულს. არ­ჩე­ვა­ნი მარ­თლა ძა­ლი­ან დი­დია და სხვა­თა შო­რის, იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის სა­ყიდ­ლად.

ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტი 21 სა­ა­თი­დან იწყე­ბა. ერთი სი­ტყვით, თუ გსურთ, რომ მე­გობ­რებ­თან ან ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ღა­მო გა­ა­ტა­როთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­სე­ირ­ნოთ ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე. ნამ­დვი­ლი ახა­ლი წელი – აქ არის!

წყა­რო: Tea's Blog

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თამარი
0

ისეᲗი ფასებია ყველაფერზე, ერᲗი დᲦის სიამოვნება მᲗელი Თვის ხელფასად გიჯდება. 

Qeto
10

საშობაო კი არა სამარცხვინო ბაზრობაა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საშობაო ბაზრობა თბილისში და ყველაზე გემრიელი ადგილი ორბელიანზე

საშობაო ბაზრობა თბილისში და ყველაზე გემრიელი ადგილი ორბელიანზე

რა შეიძლება იყოს საშობაო ბაზრობაზე უფრო ჯადოსნური, ზღაპრული, მიმზიდველი და დასამახსოვრებელი? სწორედ აქ იღებ ნათელ შთაბეჭდილებებს, იძირები ემოციების ზღვაში და თავს პატარა ბავშვად გრძნობ, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა მაგიის.

წელს, ნამდვილ ახალი წლის განწყობას ორბელიანის მოედანზე შეიგრძნობთ! საკმაოდ დიდი ტერიტორია ნამდვილ საშობაო სოფლადაა ქცეული. ცას ფერადი განათებები ანათებს, სადღესასწაულო სული და ბევრი ხალხი ტრიალებს გარშემო. ლამაზი შენობები მხიარული საშობაო სცენებითაა გაფორმებული.

გლინტვეინის და შემწვარი სოსისების, დაბრაწული წაბლის და სხვა, გემრიელი არომატები ტრიალებს ჰაერში, ისინი აქ, ღია ცეცხლზე იწვება!

როდესაც რაიმე ახალი კულტურული ფენომენი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ინგლისური სახელით, ჩვენ მას ყველაზე ხშირად წარმოვადგენთ, როგორც რაღაც სრულიად ახალ და, რა თქმა უნდა, ძალიან თანამედროვეს. თუმცა, ხშირად, ის უბრალოდ საკმაოდ მივიწყებული ძველი აღმოჩნდება, რომელიც ადრე არსებობდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს შეიძლება ითქვას ქუჩის საკვებზე, რომელსაც დღეს საყოველთაოდ Street Food-ით მოიხსენიებენ!

საშობაო ბაზრობაზე Street Food-ის უამრავი არჩევანია: ბურგერები, სენდვიჩები, სარდელები, სოსისები – აქ ხინკალსაც კი დააგემოვნებთ. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე კარგად ნაცნობია ჩვენთვის. ჩემი ყურადღება ყველაზე განსხვავებულმა საკვებმა მიიპყრო. “გუნდას” ჯიხურში წარმოდგენილმა მენიუმ, ძალიან უცნაური სახელებით, დანახვისთანავე დამაინტერესა და არჩევანი სწორედ “გუნდაზე” შევაჩერე.

“კოტორი”, “ჭლაკვიანი”, “ლუკვნე” და სხვა, საინტერესო სახელებმა ინტუიციურად მიმახვედრა, რომ საქმე რაღაც ძველ ქართულ ტრადიციულ კერძებთან მქონდა. “გუნდა” აღმოჩნდა არტიზანული სახაჭაპურე. “გუნდას” ჯგუფმა მოიკვლია და შეაგროვა ძველი ტრადიციული ხაჭაპურის რეცეპტები და ჩემთვის სრულიად უცნობი, ხაჭაპურის ძალიან საინტერესო ვერსიები გააცოცხლა.

“ჭლაკვიანის” და “ლუკვნეს” დაგემოვნება გადავწყვიტე. როგორც “გუნდას” მცხობელმა მითხრა, ჭლაკვიანი არის სვანური ხაჭაპური, რომელიც კეთდება ნარჩვის ყველით და ემატება ველური მწვანე ხახვი, რომელსაც სვანები ეძახიან ჭლაკვს და ყველთან კომბინაციაში ძალიან გემრიელია. სახელიც აქედან მოდის. “ლუკვნეც” სვანური ხაჭაპურია, რომელიც კეთდება ყველით, ფეტვითა და კანაფის ზეთით. ცომი ორივეს აქვს უსაფუარო, თხელი და საოცრად გემრიელი.

ორივე იმდენად საინტერესო და უცნაურად გემრიელია, რომ უბრალოდ აუცილებელია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასინჯო და გემო გაუგო ჩვენი ქვეყნის წარსულს.

პატარა ხის სახლებში უამრავი ქართული ბრენდის ნაირსახეობაა წარმოდგენილი. აქ ნახავთ არომატული სანთლების ჯიხურს, ნაძვის ხის ხელნაკეთ სათამაშოებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სამკაულს. არჩევანი მართლა ძალიან დიდია და სხვათა შორის, იდეალური ადგილია საახალწლო საჩუქრების საყიდლად.

ცოცხალი მუსიკის კონცერტი 21 საათიდან იწყება. ერთი სიტყვით, თუ გსურთ, რომ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად არაჩვეულებრივი საღამო გაატაროთ, აუცილებლად უნდა გაისეირნოთ ორბელიანის მოედანზე. ნამდვილი ახალი წელი – აქ არის!

წყარო: Tea's Blog