მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მექსიკაში, ნარკობარონ "ელ ჩაპოს“ შვილის დაკავება დიდ სისხლიან დაპირისპირებად იქცა - 29 დაღუპული, გადამწვარი ათობით მანქანა და ორი თვითმფრინავი
მექსიკაში, ნარკობარონ "ელ ჩაპოს“ შვილის დაკავება დიდ სისხლიან დაპირისპირებად იქცა - 29 დაღუპული, გადამწვარი ათობით მანქანა და ორი თვითმფრინავი

და­ა­კა­ვეს მექ­სი­კე­ლი ნარ­კო­ბა­რო­ნის, "ელ ჩა­პოს“ შვი­ლი, 32 წლის ოვი­დიო გუზ­მან-ლო­პე­სი. და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცია უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი და სის­ხლი­ა­ნი იყო და რო­გორც მექ­სი­კის მე­დია წერს, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ მცი­რე, 29 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ოვი­დიო ლო­პე­სი, მეტ­სა­ხე­ლად "თაგ­ვი", არ­სე­ბუ­ლი იფორ­მა­ცი­ით, მა­მის საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებ­და და ის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს ნარ­კო­კარ­ტელს, "სი­ნა­ლო­ას“ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ის ქა­ლაქ კუ­ლი­ა­კან­ში და­ა­კა­ვეს, რის შემ­დე­გაც მე­ხი­კო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლო­პე­სის ექ­სტრა­დი­რე­ბას მო­ი­თხოვს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ამე­რი­კას 5-მი­ლი­ო­ა­ნი­ა­ნი ჯილ­დო ჰქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი მის­თვის, ვინც ოვი­დი­ოს ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდი­და.

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მექ­სი­კის სა­სა­მარ­თლომ მისი აშშ-ში ექ­სტრა­დი­რე­ბის პრო­ცე­სი ერთი დღით შე­ა­ჩე­რა, თუმ­ცა მე­დი­ის­თვის მი­ზე­ზე­ბი უც­ნო­ბია.

ოვი­დიო გუს­მან-ლო­პე­სი

ოვი­დიო გუზ­მა­ნის და­კა­ვე­ბას მისი ბან­დის წევ­რებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მოჰ­ყვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სამ­ხედ­რო­ე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა. მე­დი­ის ცნო­ბით, და­ღუ­პულ­თა შო­რის 10 სამ­ხედ­რო პირი, ხოლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი ნარ­კო­კარ­ტე­ლის წევ­რე­ბი არი­ან.

რო­გორც BBC-ი წერს, ბან­დის გან­რის­ხე­ბულ­მა წევ­რებ­მა გზე­ბი ჩა­ხერ­გეს, დაწ­ვეს ათო­ბით მან­ქა­ნა, თავს და­ესხნენ თვითმფირ­ნა­ვებს ად­გი­ლობ­რივ აე­რო­პორ­ტში. და­იჭ­რა 35 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. მექ­სი­კის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ლუის სან­დო­ვა­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 21 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი.

გუს­მან-ლო­პე­სის მამა, ხო­ა­კინ "ელ ჩაპო“ გუს­მა­ნი სას­ჯელს აშშ-ის ცი­ხე­ში იხ­დის და მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი. 2019 წელს სა­სა­მარ­თლომ ის დამ­ნა­შა­ვედ მი­იჩ­ნია ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბი­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ში. გა­მო­ძი­ე­ბის დრო გა­მოვ­ლინ­და ზო­გი­ერ­თი სას­ტი­კი დე­ტა­ლი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მოქ­მე­დე­ბენ მექ­სი­კის ნარ­კო­კარ­ტე­ლე­ბი.

  • "ელ ჩა­პოს" შვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მისი ბან­დის წევ­რებ­მა ათო­ბით მან­ქა­ნა დაწ­ვეს და ასე­ვე დამ­წვა­რია სულ მცი­რე, ორი თვითმფრი­ნა­ვი გა­უქ­მდა 100-ზე მეტი ავი­ა­რე­ი­სი. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სან­დო­ვალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მექ­სი­კის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ორი თვითმფრი­ნა­ვი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ავა­რი­უ­ლად დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, მას შემ­დეგ რაც ისი­ნი კარ­ტე­ლის წევ­რე­ბის სრო­ლა­ში მოყ­ვნენ.

ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით და­სას­რუ­ლებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ­ტმფრე­ნე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა. მექ­სი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ან­დრეს ლო­პეს ობ­რა­დორ­მა თქვა, რომ მექ­სი­კის ძა­ლე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მოქ­მე­დებ­დნენ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მსხვერ­პლის თა­ვი­დან არა­სა­რი­დებ­ლად და ამ დრო­ის­თვის არ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
34

პუტინის ხელი ურევია ამ მექსიკურ ტრაგედიაში...

ლალუკა
15

და აქ გარბიან ქართველები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

მექსიკაში, ნარკობარონ "ელ ჩაპოს“ შვილის დაკავება დიდ სისხლიან დაპირისპირებად იქცა - 29 დაღუპული, გადამწვარი ათობით მანქანა და ორი თვითმფრინავი

მექსიკაში, ნარკობარონ "ელ ჩაპოს“ შვილის დაკავება დიდ სისხლიან დაპირისპირებად იქცა - 29 დაღუპული, გადამწვარი ათობით მანქანა და ორი თვითმფრინავი

დააკავეს მექსიკელი ნარკობარონის, "ელ ჩაპოს“ შვილი, 32 წლის ოვიდიო გუზმან-ლოპესი. დაკავების ოპერაცია უკიდურესად რთული და სისხლიანი იყო და როგორც მექსიკის მედია წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე, 29 ადამიანი დაიღუპა.

ოვიდიო ლოპესი, მეტსახელად "თაგვი", არსებული იფორმაციით, მამის საქმიანობას აგრძელებდა და ის მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ნარკოკარტელს, "სინალოას“ ხელმძღვანელობდა. ის ქალაქ კულიაკანში დააკავეს, რის შემდეგაც მეხიკოში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ლოპესის ექსტრადირებას მოითხოვს ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკას 5-მილიოანიანი ჯილდო ჰქონდა დაწესებული მისთვის, ვინც ოვიდიოს ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მექსიკის სასამართლომ მისი აშშ-ში ექსტრადირების პროცესი ერთი დღით შეაჩერა, თუმცა მედიისთვის მიზეზები უცნობია.

ოვიდიო გუსმან-ლოპესი

ოვიდიო გუზმანის დაკავებას მისი ბანდის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოჰყვა. ხელისუფლებამ სამხედროები გამოიყვანა. მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის 10 სამხედრო პირი, ხოლო დანარჩენები ნარკოკარტელის წევრები არიან.

როგორც BBC-ი წერს, ბანდის განრისხებულმა წევრებმა გზები ჩახერგეს, დაწვეს ათობით მანქანა, თავს დაესხნენ თვითმფირნავებს ადგილობრივ აეროპორტში. დაიჭრა 35 სამხედრო მოსამსახურე. მექსიკის თავდაცვის მინისტრის, ლუის სანდოვალის განცხადებით, დაკავებულია 21 შეიარაღებული პირი.

გუსმან-ლოპესის მამა, ხოაკინ "ელ ჩაპო“ გუსმანი სასჯელს აშშ-ის ციხეში იხდის და მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. 2019 წელს სასამართლომ ის დამნაშავედ მიიჩნია ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფულის გათეთრების საქმეში. გამოძიების დრო გამოვლინდა ზოგიერთი სასტიკი დეტალი იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებენ მექსიკის ნარკოკარტელები.

  • "ელ ჩაპოს" შვილის დაკავების შემდეგ მისი ბანდის წევრებმა ათობით მანქანა დაწვეს და ასევე დამწვარია სულ მცირე, ორი თვითმფრინავი გაუქმდა 100-ზე მეტი ავიარეისი. თავდაცვის მინისტრმა სანდოვალმა განაცხადა, რომ მექსიკის საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი იძულებული გახდა, ავარიულად დაშვებულიყო, მას შემდეგ რაც ისინი კარტელის წევრების სროლაში მოყვნენ.

ოპერაციის წარმატებით დასასრულებლად ხელისუფლებამ ვერტმფრენები გამოიყვანა. მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს ლოპეს ობრადორმა თქვა, რომ მექსიკის ძალები პასუხისმგებლობით მოქმედებდნენ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან არასარიდებლად და ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ.

ხელისუფლება, უსაფრთხოების გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს