კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამედიცინო დაწესებულებებში  ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა: რა უნდა იცოდეთ დაავადების შესახებ -  პედიატრის რჩევები
სამედიცინო დაწესებულებებში  ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა: რა უნდა იცოდეთ დაავადების შესახებ -  პედიატრის რჩევები

რიგ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ჩუ­ტყვა­ვი­ლით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მი­მარ­თვი­ა­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა. ამის შე­სა­ხებ პე­დი­ატრმა, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა თა­მარ ობ­გა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, პე­დი­ატრმა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც გან­მარ­ტავს, თუ რა სიმპტო­მე­ბი და გარ­თუ­ლე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს მას.

"ჩუ­ტყვა­ვი­ლას გა­და­დე­ბა მარ­ტი­ვია და ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თქვენ­თან ახ­ლო­საა, ახ­ვე­ლებს, აცე­მი­ნებს ან ეხე­ბით გა­მო­ნა­ყარ­ზე. ვირუ­სის შეჭ­რის შემ­დეგ, გა­მო­ნა­ყა­რის გან­ვი­თა­რე­ბამ­დე, 2 დღით ადრე შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­დე­ბი იყოთ. ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი 1-დან 3 კვი­რამ­დეა, ის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა ხოლ­მე, ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა იყოს ზო­გა­დი სი­სუს­ტე, თავ­ბრუს­ხვე­ვა, გა­მო­ნა­ყა­რი.

გა­მოყ­რა სხვა­დას­ხვა ეტა­პად ხდე­ბა და და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ლა­ქო­ვა­ნი ელე­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ბუშ­ტუ­კის სა­ხეს იღებს, შემ­დეგ ბუშ­ტუ­კი სკდე­ბა და ქერ­ქია გა­მო­ხა­ტუ­ლი და ვი­ნა­ი­დან სხვა­დას­ხვა დროს ხდე­ბა გა­მოყ­რა, სხვა­დას­ხვა ტი­პის ელე­მენტს ვხვდე­ბით კან­ზე ანუ, შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს, რო­გორც ლაქა, ასე­ვე ოდ­ნავ ამო­ბურ­ცუ­ლი ელე­მენ­ტი, ბუშ­ტუ­კი, ან სუ­ლაც ერო­ზი­უ­ლი ზე­და­პი­რი და ქერ­ქი.

გარ­და ამი­სა, ჩუ­ტყვა­ვი­ლას გა­მო­ნა­ყა­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია საკ­მა­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი ქა­ვი­ლი, რაც მას სხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა­გან გა­ნას­ხვა­ვებს. მა­გა­ლი­თად, "წი­თე­ლას“ ან "წი­თუ­რას“ დროს ასე­თი ტი­პის გა­მო­ნა­ყა­რი ბავ­შვს არ ექა­ვე­ბა. კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი ის არის, რომ გა­მოყ­რა შე­იძ­ლე­ბა ორ ეტა­პად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. მა­გა­ლი­თად, მე­სა­მე-მე­ო­თხე დღეს, თით­ქოს შემ­ცირ­დეს, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ და­ი­წყოს გა­მოყ­რა. თან­და­თან გა­მო­ნა­ყა­რი სრუ­ლად და­ი­ფუფხე­ბა და ალაგ­დე­ბა. გა­მო­ნა­ყა­რი შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს კან­ზე, მათ შო­რის, თა­ვის თმი­ან ნა­წილ­ში, სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის არე­ში, გა­რე­თა სას­მე­ნი მი­ლის არე­ში, გა­მო­ნა­ყა­რის ელე­მენ­ტე­ბი ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა იპო­ვოთ“, - აღ­ნიშ­ნავს პე­დი­ატ­რი.

  • მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­ო­რა­დად ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის შეჭ­რა და და­ინ­ფი­ცი­რე­ბა.

"პირ­ველ რიგ­ში, გახ­სოვ­დეთ, რომ და­ვიც­ვათ ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა. ბავ­შვს კარ­გად და­ა­ჭე­რით ფრჩხი­ლე­ბი. ძა­ლი­ან ხში­რად, ისი­ნი ამ გა­მო­ნა­ყარს იქა­ვე­ბენ ხოლ­მე და შე­საძ­ლე­ბე­ლია, მე­ო­რა­დად ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის შეჭ­რა და და­ინ­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დეს. ამი­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა. თუ გა­მო­ხა­ტუ­ლი ძლი­ე­რი ქა­ვი­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ექი­მი და­გი­ნიშ­ნავთ ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნურ სა­შუ­ა­ლე­ბას. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ბავ­შვს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე მივ­ცეთ. ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კა­ნის სი­სუფ­თა­ვე. ბავ­შვი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ბა­ნოთ, არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ღრუ­ბე­ლი ან უხე­ში სა­შუ­ა­ლე­ბა, საკ­მა­რი­სია რბი­ლი და­სა­ბა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა. სი­ცხის დროს "პა­რა­ცე­ტა­მო­ლი“ მივ­ცეთ შე­სა­ბა­მი­სი დო­ზი­რე­ბით და დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იყოს ბავ­შვი“, - აღ­ნიშ­ნავს პე­დი­ატ­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სამედიცინო დაწესებულებებში  ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა: რა უნდა იცოდეთ დაავადების შესახებ -  პედიატრის რჩევები

სამედიცინო დაწესებულებებში  ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა: რა უნდა იცოდეთ დაავადების შესახებ -  პედიატრის რჩევები

რიგ სამედიცინო დაწესებულებაში, ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა. ამის შესახებ პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ განაცხადა.

აღნიშნულის გამო, პედიატრმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განმარტავს, თუ რა სიმპტომები და გართულებები ახასიათებს მას.

"ჩუტყვავილას გადადება მარტივია და ხდება მაშინ, როდესაც ინფიცირებული ადამიანი, რომელიც თქვენთან ახლოსაა, ახველებს, აცემინებს ან ეხებით გამონაყარზე. ვირუსის შეჭრის შემდეგ, გამონაყარის განვითარებამდე, 2 დღით ადრე შეიძლება გადამდები იყოთ. ინკუბაციური პერიოდი 1-დან 3 კვირამდეა, ის ტემპერატურის მატებით გამოვლინდება ხოლმე, ასევე, შეიძლება იყოს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, გამონაყარი.

გამოყრა სხვადასხვა ეტაპად ხდება და დამახასიათებელია ლაქოვანი ელემენტები, რომლებიც შემდეგ ბუშტუკის სახეს იღებს, შემდეგ ბუშტუკი სკდება და ქერქია გამოხატული და ვინაიდან სხვადასხვა დროს ხდება გამოყრა, სხვადასხვა ტიპის ელემენტს ვხვდებით კანზე ანუ, შეიძლება შეგვხვდეს, როგორც ლაქა, ასევე ოდნავ ამობურცული ელემენტი, ბუშტუკი, ან სულაც ეროზიული ზედაპირი და ქერქი.

გარდა ამისა, ჩუტყვავილას გამონაყარისთვის დამახასიათებელია საკმაოდ გამოხატული ქავილი, რაც მას სხვა ინფექციებისაგან განასხვავებს. მაგალითად, "წითელას“ ან "წითურას“ დროს ასეთი ტიპის გამონაყარი ბავშვს არ ექავება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ გამოყრა შეიძლება ორ ეტაპად მიმდინარეობდეს. მაგალითად, მესამე-მეოთხე დღეს, თითქოს შემცირდეს, მაგრამ შემდეგ ისევ დაიწყოს გამოყრა. თანდათან გამონაყარი სრულად დაიფუფხება და ალაგდება. გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს კანზე, მათ შორის, თავის თმიან ნაწილში, სასქესო ორგანოების არეში, გარეთა სასმენი მილის არეში, გამონაყარის ელემენტები ყველგან შეიძლება იპოვოთ“, - აღნიშნავს პედიატრი.

  • მისივე თქმით, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია მეორადად ბაქტერიული ინფექციის შეჭრა და დაინფიცირება.

"პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ დავიცვათ ხელების ჰიგიენა. ბავშვს კარგად დააჭერით ფრჩხილები. ძალიან ხშირად, ისინი ამ გამონაყარს იქავებენ ხოლმე და შესაძლებელია, მეორადად ბაქტერიული ინფექციის შეჭრა და დაინფიცირება მოხდეს. ამიტომ არის აუცილებელია ეს ღონისძიება. თუ გამოხატული ძლიერი ქავილია, სავარაუდოდ, ექიმი დაგინიშნავთ ანტიჰისტამინურ საშუალებას. არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვს დიდი რაოდენობით სითხე მივცეთ. ასევე, აუცილებელია კანის სისუფთავე. ბავშვი აუცილებლად უნდა დაბანოთ, არ გამოიყენოთ ღრუბელი ან უხეში საშუალება, საკმარისია რბილი დასაბანი საშუალება. სიცხის დროს "პარაცეტამოლი“ მივცეთ შესაბამისი დოზირებით და დაკვირვების ქვეშ იყოს ბავშვი“, - აღნიშნავს პედიატრი.