ცნობილი რუსი რეჟისორი და კრემლის პროპაგანდისტი, ნიკიტა მიხალკოვი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჰოსპიტალიზებულია, მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ამის თაობაზე რუსული საინფორმაციო სააგენტო BAZA ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეჟისორი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოზით შეიყვანეს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში. მიხალკოვი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი რეჟისორი და კრემლის გამორჩეული პროპაგანდისტია. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ის აქტიურად ეწეოდა ანტივაქსერულ აგიტაციას.
ის გადაცემებში მუდმივად ავითარებს სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიებს, როგორც ვაქცინების, ასევე გლობალური შეთქმულების შესახებ. მიხალკოვს, გასული წლის ოქტომბერში 77 წელი შეუსრულდა, ის ცნობილია თავისი ულტრაკონსერვატიული და მონარქისტული შეხედულებებით. ის სკეპტიკურად უყურებს კორონავირუსის არსებობას და განსაკუთრებით ვაქცინაციას. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მან თქვა, - კოვიდ ვაქცინაციის საფარქვეშ, მილიარდერი ბილ გეითსი ჩიპების პროექტს ახორციელებს, რათა დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა შემცირდესო...
ჟირინოვსკიმ იხმო,🤣
რუსულ მედიაში კი დაიწერა, რომ ნიკიტა მიხალკოვმა 2021 წლის აპრილში გაიკეთა ვაქცინაცია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ და ეხლა კი, კოვიდ პნევმონიის შესაძლო დიაგნოზით არის ჰოსპიტალიზებული.