მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუცილებლად დავდებ დიდ პლაკატზე ჩემი გახეთქილი ხელის ფოტოს და კანცელარიის წინ გავიტან" - გურამ ბაღდოშვილის პირველი კომენტარი კლინიკიდან: როგორია შეფის მდგომარეობა?
"აუცილებლად დავდებ დიდ პლაკატზე ჩემი გახეთქილი ხელის ფოტოს და კანცელარიის წინ გავიტან" - გურამ ბაღდოშვილის პირველი კომენტარი კლინიკიდან: როგორია შეფის მდგომარეობა?

ახა­ლი წლის ღა­მეს შეფ-მზა­რე­უ­ლი გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მი­ზე­ზი - ხელ­ში აფეთ­ქე­ბუ­ლი პი­რო­ტექ­ნი­კა გახ­ლდათ. ბაღ­დოშ­ვილ­მა მარ­ცხე­ნა ხელი და­ი­ზი­ა­ნა და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. ამ ეტაპ­ზე კი სტა­ბი­ლუ­რია და მკურ­ნა­ლო­ბას კლი­ნი­კა­ში აგ­რძე­ლებს.

AMBEBI.GE-ს ცნო­ბი­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი პირ­ველ კო­მენ­ტარს აძ­ლევს:

- ახლა არ მსურს ვრცლად ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მა, ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვი­ტყვი, პი­რო­ტექ­ნი­კას ნამ­დვი­ლად გა­უ­წყრა ერთი ადა­მი­ა­ნი, ჩემი სა­ხით და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ადრე და მალე აიკ­რძა­ლოს! ამ სი­ტყვას გაძ­ლევთ! სინ­დისს ვფი­ცავ, არ ვი­ცო­დი, სა­დღაც "ტიკ-ტო­კებ­ზე" კი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ არ მე­გო­ნა, რომ ამ­დე­ნის და­შა­ვე­ბა შე­ეძ­ლო, ამ­დე­ნი პრობ­ლე­მის გა­მომ­წვე­ვი თუ იყო... ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი ეს ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ჩემი საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი.

და­ნა­შა­უ­ლი და­ვუშ­ვი და ახლა ვეც­დე­ბი, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­ვას­წო­რო და მო­მა­ვალ­ში ნაკ­ლე­ბი მსხვერ­პლი იყოს. ღმერ­თი არ ვარ, მაგ­რამ ჩემს ძა­ლებ­ში რაც იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ! კან­ცე­ლა­რი­ის წინ დიდი პლა­კა­ტე­ბით დავ­დგე­ბი.

არ ვი­ცო­დი, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი! ჯერ ერთი იმი­ტომ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ მი­ცხოვ­რია... რა­ღაც ისე მოხ­და, რომ ამ ახალ წელს თით­ქოს ბავ­შვი და­ი­ბა­და ჩემ­ში და ისე­თი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი, რო­მე­ლიც სა­მა­გა­ლი­თო იქ­ნე­ბა ჩემ­თვი­საც და ყვე­ლას­თვის! აუ­ცი­ლებ­ლად დავ­დებ ძა­ლი­ან დიდ პლა­კატ­ზე ჩემი გა­ხეთ­ქი­ლი ხე­ლის ფო­ტოს და კან­ცე­ლა­რი­ის წინ გა­ვი­ტან, რათა პი­რო­ტექ­ნი­კა აიკ­რძა­ლოს!

- რო­გო­რია ამ­ჟა­მად თქვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- უკე­თე­სად და მჯე­რა, რომ ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა! მე ისე­თი ძლი­ე­რი ვარ, სულ ცალ­ხე­ლა რომ ვიყო, მა­ინც გავძლებ. ხალ­ხის სიყ­ვა­რულს ვგრძნობ და ეს ბევ­რს ნიშ­ნავს... არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებს ვინც წერს, ვი­ღა­ცას ჰგო­ნია, რომ წერა-კი­თხვა არ ვიცი და ინ­სტრუქ­ცია არ წა­მი­კი­თხავს. უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნი­ლი - სა­დღაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სარ­და­ფებ­ში ნაგ­დე­ბი. სა­ერ­თოდ ინ­ფან­ტი­ლიზ­მის ექ­სპლუ­ა­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩი­ნეთ­ში, ინ­დო­ეთ­ში, 10-12 წლის ბავ­შვე­ბი აწყო­ბენ სა­სიკ­ვდი­ლო ია­რაღს, სა­ა­ხალ­წლო სიკ­ვდილს - ასე ვე­ძა­ხი მე ამას! ძა­ლი­ან მი­სა­ხე­დია ეს სა­კი­თხი!

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ჯამრთელობას გისურვებთ

ანა
8

მალე გამოჯანმრთელდით ბატონო გურამ,ნუ მიაქცევთ ყურადღებას ბოღმიან კომენტარებს,ასეთი კომენტერებიდან სჩანს ვის რა ზრდილობის და აღზრდის დონე აქვთ,ხოლო თუ გააპროტესტებთ ძალიან კარგს იზავთ,მეც თქვენს მხარეს ვარ.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აუცილებლად დავდებ დიდ პლაკატზე ჩემი გახეთქილი ხელის ფოტოს და კანცელარიის წინ გავიტან" - გურამ ბაღდოშვილის პირველი კომენტარი კლინიკიდან: როგორია შეფის მდგომარეობა?

"აუცილებლად დავდებ დიდ პლაკატზე ჩემი გახეთქილი ხელის ფოტოს და კანცელარიის წინ გავიტან" - გურამ ბაღდოშვილის პირველი კომენტარი კლინიკიდან: როგორია შეფის მდგომარეობა?

ახალი წლის ღამეს შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მიზეზი - ხელში აფეთქებული პიროტექნიკა გახლდათ. ბაღდოშვილმა მარცხენა ხელი დაიზიანა და მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. ამ ეტაპზე კი სტაბილურია და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.

AMBEBI.GE-ს ცნობილი შეფ-მზარეული პირველ კომენტარს აძლევს:

- ახლა არ მსურს ვრცლად ინტერვიუს მიცემა, ერთადერთი, რასაც ვიტყვი, პიროტექნიკას ნამდვილად გაუწყრა ერთი ადამიანი, ჩემი სახით და ყველაფერს გავაკეთებ, საქართველოში ადრე და მალე აიკრძალოს! ამ სიტყვას გაძლევთ! სინდისს ვფიცავ, არ ვიცოდი, სადღაც "ტიკ-ტოკებზე" კი მინახავს, მაგრამ არ მეგონა, რომ ამდენის დაშავება შეეძლო, ამდენი პრობლემის გამომწვევი თუ იყო... ნამდვილად არ ვიცოდი ეს ყველაფერი, რადგან ჩემი საქმით ვარ დაკავებული.

დანაშაული დავუშვი და ახლა ვეცდები, რომ ეს დანაშაული გამოვასწორო და მომავალში ნაკლები მსხვერპლი იყოს. ღმერთი არ ვარ, მაგრამ ჩემს ძალებში რაც იქნება, ყველაფერს გავაკეთებ! კანცელარიის წინ დიდი პლაკატებით დავდგები.

არ ვიცოდი, ნამდვილად არ ვიცოდი! ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ მიცხოვრია... რაღაც ისე მოხდა, რომ ამ ახალ წელს თითქოს ბავშვი დაიბადა ჩემში და ისეთი შეცდომა დავუშვი, რომელიც სამაგალითო იქნება ჩემთვისაც და ყველასთვის! აუცილებლად დავდებ ძალიან დიდ პლაკატზე ჩემი გახეთქილი ხელის ფოტოს და კანცელარიის წინ გავიტან, რათა პიროტექნიკა აიკრძალოს!

- როგორია ამჟამად თქვენი მდგომარეობა?

- უკეთესად და მჯერა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ყველაფერი კარგად იქნება! მე ისეთი ძლიერი ვარ, სულ ცალხელა რომ ვიყო, მაინც გავძლებ. ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და ეს ბევრს ნიშნავს... არასასიამოვნო კომენტარებს ვინც წერს, ვიღაცას ჰგონია, რომ წერა-კითხვა არ ვიცი და ინსტრუქცია არ წამიკითხავს. უხარისხო პროდუქციაა საქართველოში შემოტანილი - სადღაც წლების განმავლობაში სარდაფებში ნაგდები. საერთოდ ინფანტილიზმის ექსპლუატაცია მიმდინარეობს ჩინეთში, ინდოეთში, 10-12 წლის ბავშვები აწყობენ სასიკვდილო იარაღს, საახალწლო სიკვდილს - ასე ვეძახი მე ამას! ძალიან მისახედია ეს საკითხი!